«Динамо» (Тбилиси) – «Торпедо» (Москва) 0:2 (0:2)

«Динамо» (Тбилиси) – «Торпедо» (Москва) 0:2 (0:2)

Кубок СССР 1971 года. 1/4 финала.
1 июля 1971 года. Тбилиси. Стадион «Локомотив».
Судьи: Ю.Пономарев, В.Миланко, В.Виноградов (все – Кишинев).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Эбралидзе, Петриашвили (Метревели, 76), Кутивадзе (Гавашели, 46), М.Мачаидзе, Кипиани, Г.Нодия, Л.Нодия.
«Торпедо»: Банников, Чумаков, Пахомов, Шустиков, Краснов, Юрин, Дегтярев, Никонов (Янец, 70), Паис, Смирнов, Фетисов.
Голы:
0:1 Смирнов — 02
0:2 Смирнов — 35

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 3 июля 1971 года:

«ДИНАМО» — «ТОРПЕДО» (Москва) — 0:2.
Встреча четвертьфиналистов в розыгрыше Кубка страны началась без разведки. Уже первая стремительная атака автозаводцев принесла им успех. Быстрая многоходовая комбинация полузащитников и нападающих москвичей вынудила динамовцев выбить мяч за линию ворот. После розыгрыша углового дебютант гостей Смирнов с очень неудобного положения пробил лв ближний угол ворот. Урушадзе, как это часто бывает с ним в нынешнем сезоне, не был готов к приему мяча.
Эта своеобразная фора, полученная москвичами в самом, начале матча, удручающе подействовала на хозяев поля и наоборот, вселила уверенность в действия автозаводцев. Особенно хорошо и полезно играла средняя линия торпедовцев. У хозяев поля лишь один Мачаидзе действовал с полной отдачей сил.
Динамовцы много атаковали, пытаясь сравнять счет, но делали это настолько однообразно и неумело, что практически не создали в первом тайме ни одного острого момента. Навесы, следовавшие на ворота гостей, ни к чему не приводили — вратарь Банников и защитники без труда выходили победителями.
В один из моментов, воспользовавшись тем, что динамовцы чуть ли не всей командой перешли на торпедовскую половину поля, автозаводцы организовали очередную острую контратаку, в результате которой двое из них оказались против одного защитника тбилисцев. Концовка эпизода была проведена безупречно, и Смирнов, вышедший один на один с вратарем, четко послал мяч в сетку.
После перерыва снова долго атаковали хозяева поля — и снова безуспешно. Лишь дважды они были близки к тому, чтобы забить гол но оба раза Банников великолепно отражает мощные удары Хурцилавы. Ну, а форварды, хотя их полку и прибыло (Метревели и Гавашели), так и не смогли перестроиться. Разве можно надеяться на победу в серьезном матче, да еще против такого соперника, как «Торпедо», если функции нападающих приходится брать на себя защитникам?
Л. ШЕНГЕЛАЯ.
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Эбралидзе, Петриашвили (Метревели, 76), Кутивадзе (Гавашели, 48), Мачаидзе, Кипиани, Г. Нодия, Л. Нодия.
«Торпедо»: Банников, Чумаков, Пахомов, Краснов, Юрин, Шустиков, Дегтярев, Паис, Смирнов, Никонов (Янец, 70), Фетисов.
Судьи Ю. Пономарев, В. Миланко, В. Виноградов (все — Кишинев).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 3 июля 1971 года:

ტორპედო გვჯობდა ყველაფრით.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 1 ივლისი.
“დინამო” (თბილისი) — “ტორპედო” (მოსკოვი) — 0:2 (0:2).
“დინამო”: ურუშაძე, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, პეტრიაშვილი (მეტრეველი), კუტივაძე (გავაშელი), მაჩაიძე, ყიფიანი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
“ტორპედო”: ბანიკოვი, ჩუმაკოვი, პახომოვი, კრასნოვი, იურინი, შუსტიკოვი, დეგტიარევი, პაისი, სმირნოვი, ნიკონოვი (იანეცი), ფეტისოვი.
მსაჯი: ი. პონომარიოვი (კიშინიოვი).
როცა ცნობილი გახდა ფეხბურთის საკავშირო ფედერაციაში მომხდარი კენჭისყრის შედეგი იმის თაობაზე, რომ თბილისის “დინამოს” თასის მეოთხედფინალის მოგების შემთხვევაში მოსკოვის “ტორპედოსთან” ნახევარფინალი უნდა ეთამაშა მოწინააღმდეგის მინდორზე როსტოვში ან დონეცკში, გულშემატკივართა შორის დავა იყო იმის თაობაზე, თუ სად ჯობდა თამაში — როსტოვში თუ დონეცკში. უმეტესობა ამჯობინებდა როსტოვს.
გულშემატკივრებს საკმაოდ გააჩნდათ არგუმენტები საიმისოდ, რომ მეოთხედფინალი “ტორპედოსთან” განვლილ ეტაპად მიეჩნიათ. ჯერ ერთი, ჩვენი გუნდი ტორპედოელებთან ყოველთვის კარგად თამაშობს, მეორეც — მოსკოველები წლევანდელ ჩემპიონატში ერთობ წარუმატებლად გამოდიან, ამასთან ძალზე “უკბილოდ” გამოიყურებიან. “ტორპედო” ცხრილის მეორე ნახევარშია, თითქმის სახიფათო ზონაში, 13 კალენდარულ მატჩში გატანილი აქვს ყველაზე ცოტა ბურთი უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის — 4 და საერთოდ, ჩემპიონატის 9 შეხვედრა ისე ჩაატარა, რომ მინდვრიდან უგოლოდ წავიდა.
ასეთი “ტორპედო”, რაღაც არ გვახსოვს ბოლო წლებში და შეიძლება ამ გარემოებამ “საავანსო” თვითდამშვიდება გამოიწვია ჩვენს ფეხბურთელებში. აბა, რა უნდა გვიქნას გუნდმა, რომელსაც 4 თამაშში თითო ბურთიც ვერ გააქვს, რისი იმედი უნდა ჰქონდეს ჩვენს სტაბილურად შეთამაშებულ დაცვასთან?
მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ თასს თავისი კანონები აქვს. წინასწარ შემუშავებული რეცეპტები და უეჭველი პროგნოზები აქ არავის გამოადგება. დამშვიდება და საქმის მოთავებულად ჩათვლა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა მსაჯი ბოლო სასტვენს მისცემს და თამაშს დაამთავრებს, ხოლო მანამდე საჭიროა ბრძოლა, შეუპოვარი, ენერგიული, დაუღალავი ბრძოლა.
დინამოელებმა კი არ იბრძოლეს. პირველი წუთიდან მოყოლებული 45-მდე 11 ფეხბურთელი ისე უხალისოდ, ინერტულად, უგულოდ დადიოდა მინდორზე, თითქოს მათ რაღაც არაჩვეულებრივად მოსაწყენი, მოსაბეზრებელი სხვისი საქმის შესრულება მიანდვეს და ამით დიდად შეაწუხეს. შეიძლება ისინი ასეთივე სუსტ თამაშს მოელოდნენ ტორპედოელთა მხრივ და არ მიაჩნდათ საჭიროდ ბრძოლა იმ დონეზე, ძალების ისეთი ხარჯვა, როგორმაც მათ ამას წინათ “ნეფთჩისთან” მოუწიათ. მაგრამ საკმაოდ სერიოზული სიგნალი ასეთი თამაშის აუცილებლობისთვის მიიღეს მაშინვე, როგორც კი მატჩი დაიწყო. მიმდინარეობდა მე-2 წუთი. მოსკოველებმა მარჯვნიდან მიაწოდეს კუთხური, პაისმა დაარტყა კარში და ურუშაძემ იოლი ბურთი გაუშვა ძელის მახლობლად. სმირნოვს გოლის გასატანად თითქმის აღარაფერი დასჭირვებია, ვინაიდან მან ბურთს ზედ კარის ხაზზე მიუსწრო — 1:0.
რა გააკეთეს ამის მერე დინამოელებმა? არაფერი. ინიციატივის აღება საკუთარ თავზე, პირადი მაგალითის მიცემა, ტემპის მომატება არ უფიქრია არავის. ყველა რგოლი უკლებლივ ძალზე ცუდად თამაშობდა, იკარგებოდა უამრავი გადაცემა, თავდასხმა და ნახევარდაცვა სისტემატურად კარგავდა ბურთს, მოქმედებდა მხოლოდ ინდივიდუალურად და ამ მხრივაც ჩამორჩებოდა მეტოქეს.
ამასობაში “ტორპედო” სულ უფრო უმატებდა თამაშს. მისი ყოველი ფეხბურთელი მობილიზებული და ბრძოლისუნარიანი იყო, კომბინაციები სრულდებოდა სწრაფად, დაუყოვნებლად, ტაქტიკურად გამართულად. აქ აუცილებელი აღნიშვნის ღირსად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ გუნდის მწვრთნელმა ვ. მასლოვმა თავდასხმის მთავარი ცენტრალური ტანდემი გერშკოვიჩი-შალიმოვი არ გამოიყვანა მინდორზე, მხოლოდ შემცვლელ მოთამაშეებად ჩაწერა ოქმში და მათი ადგილი მიანდო ახალგაზრდა თავდამსხმელებს — სმირნოვსა და ნიკონოვს. ორივე ფეხბურთელმა გაამართლა მწვრთნელის იმედები და პაისთან და ფეტისოვთან ერთად შექმნა ძლიერი შეტევა, რომლის წინაშეც დინამოელთა დაცვა უძლური აღმოჩნდა.
35-ე წუთზე სტუმრებმა მორიგი კომბინაცია გაითამაშეს თბილისელთა საჯარიმო მოედანზე. სმირნოვი პირისპირ დარჩა ურუშაძესთან და ზუსტად გაგზავნა მეორე ბურთი ბადეში.
2 გოლი! ეს ისეთი ფორაა, რომლის გაქვითვას თავგანწირული ბრძოლა სჭირდება. სიმართლე არ იქნება ვთქვათ, რომ დინამოელები მეორე ტაიმში არ იბრძოდნენ, რა თქმა უნდა, შესვენების შემდეგ ისინი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე მანამდე. გაძლიერდა თამაში შუა მინდორში, მოიმატა შეტევის სიხშირემ და სიმწვავემ (რად ღირს, თუნდაც, ბანიკოვის მიერ აღებული ორი უიმედო ბურთი ხურცილავასგან, რისთვისაც მან გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქციის მიერ დაწესებული პრიზი მიიღო). მაგრამ პირველი ტაიმის უმოქმედობა გუნდს ძალზე ძვირად დაუჯდა. ტორპედოელები კი მეორე ტაიმშიც ისევ საუცხოოდ თამაშობდნენ და თუ საგოლე მომენტებზე მიდგა საქმე, მათ ისინი საკმაოდ შექმნეს. ერთხელ, მაგალითად, ჭელიძეს მოუხდა ურუშაძის მიერ დატოვებული კარის გადარჩენა, ხელსაყრელი მდგომარეობანი ჰქონდათ პაისს, ფეტისოვს, სმირნოვს. ასე რომ უკეთესად ჩატარებული მეორე ტაიმი მაინც ვერ გააქარწყლებს იმ უკიდურესად ცუდ შთაბეჭდილებას, რომელიც ჩვენმა გუნდმა დატოვა ამ მატჩში.
არავითარ შემთხვევითობას ადგილი არა ჰქონია. გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელმაც უფრო ძლიერად ითამაშა, ეს კი “ტორპედო” იყო. ახლა ტორპედოელებმა და მათმა გულშემატკივრებმა უნდა იდარდონ, რომ ნახევარფინალის მატჩი კენჭისყრამ როსტოვში გაამწესა. ჩვენ, როგორც იტყვიან, “თავისუფალნი” ვართ ამ სადარდელისგან.
ბ. ქორქია.