«Локомотив» (Тбилиси) – «Динамо» (Тбилиси) 2:4 (1:0)
Кубок СССР 1970 года. 1/16 финала. 2-й матч.
13 мая 1970 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 6000 зрителей.
Судьи: К.Круашвили (Тбилиси), З.Тодадзе (Кутаиси), О.Алавидзе (Тбилиси).
«Локомотив»: Беридзе (Акобия, 75), Фридман, Панов, Кенехидзе, Шхвацабая, Бахтадзе, Джорбенадзе, Чоладзе, Мазиашвили (к), Хуцишвили, М.Челидзе.
«Динамо»: Степания, Кантеладзе, Рехвиашвили, В.Челидзе (Читаури, 26), Хинчагашвили, Петриашвили (к), Илиади, М.Мачаидзе, Мчедлишвили (Бурджанадзе, 46), Гавашели, Л.Нодия.
Голы:
1:0 Джорбенадзе — 27
1:1 Петриашвили
1:2 Гавашели
2:2 Хуцишвили — 67
2:3 Петриашвили
2:4 Гавашели
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 15 мая 1970 года:
На Кубок СССР.
Если сильнейший удар с дальней дистанции достигает цели, часто хвалят снайпера. Наш общественный корреспондент Б. Каменский описывает голы, забитые в матче между тбилисскими командами «Динамо» и «Локомотив» (4:2) так:
«Из шести пять голов отличались силой удара и снайперской точностью. Только однажды динамовец Гавашели оказался рядом с воротами, чтобы завершить прострельную передачу Л. Нодия. А в другой раз Гавашели «стрельнул из штрафной, и вратарь железнодорожников вынул мяч из сетки. Остальные голы записали на свой счет динамовец Петриашвили — 2, железнодорожники Джорбенадзе и Хуцишвили».
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 16 мая 1970 года:
“დინამო” — 4:2.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 13 მაისი.
“დინამო” (თბილისი) — “ლოკომოტივი” (თბილისი) 4:2.
“დინამო”: სტეფანია, კანთელაძე, რეხვიაშვილი, ჭელიძე (ჩიტაური), ხინჩაგაშვილი, პეტრიაშვილი, ილიადი, მაჩაიძე, მჭედლიშვილი (ბურჯანაძე), გავაშელი, ლ. ნოდია.
“ლოკომოტივი”: ბერიძე (აკობია), ფრიდმანი, პანოვი, ქელეხიძე, შხვაცაბაია, ბახტაძე, ჯორბენაძე, ჭოლაძე, მაზიაშვილი, ხუციშვილი, ჭელიძე.
მსაჯი: კ. ყრუაშვილი (თბილისი).
სსრ კავშირის თასის წლევანდელი გათამაშება, როგორც ცნობილია, მიმდინარეობს ახლებური წესით: 2-2 მატჩი როგორც მეთექვსმეტედფინალში, ისე მერვედფინალში. ამ სიახლის მოტივი ისაა, რომ რაიმე შემთხვევითობა არ მოხდეს.
საერთოდ, კაცმა შეიძლება იდავოს ამის წინააღმდეგ, რას ჰქვია შემთხვევითობა? თასი იმის თასია, რომ აქ ყველაფერს ერთი მატჩი წყვეტს და მისი სპეციფიკურობაც ის გახლავთ, რომ დაბალი რანგის გუნდს შესაძლებლობა ეძლევა ამ თავისებურ შეჯიბრებაში თავი მოიკლას და ეს ერთი მატჩი მოუგოს ძლიერს. თუ არა და, არსებობს ჩემპიონატი, სადაც შემთხვევითობისა და მოულოდნელობის ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი. ორ-ორჯერ იქ თამაშობენ. თასს სწორედ ის სილამაზე აქვს, რომ გზას უხსნის არა მარტო მეორეხარისხოვან გუნდებს, არამედ გამარჯვების პერსპექტივებს უქმნის ახალბედა ფეხბურთელებს.
მაგრამ, ასე თუ ისე, წესი წესია (მის მიხედვით მეთექვსმეტედ და მერვედფინალებში გამარჯვებულთა საკითხს წყვეტს ქულათა ჯამი, ხოლო ქულათა თანაბრობის შემთხვევაში — სსრ კავშირის ნაკრებ გუნდში გაგზავნილ მოთამაშეთა მეტი რაოდენობა) და მისი ძალით თბილისის “დინამოს” თავისივე ქალაქის “ლოკომოტივთან” პირველი მატჩის მოგების შემდეგ (1:0) საერთოდ მოგებული ჰქონდა თასის მეთექვსმეტედფინალური ეტაპი. ამიტომ იგი 13 მაისს ფაქტიურად უკვე გამარჯვებული გამოვიდა მინდორზე.
როცა ასეთი მდგომარეობაა, საბრძოლველიც თითქოს არაფერია. “ლოკომოტივისთვის” წაგება- მოგებას, რა ანგარიშითაც უნდა ყოფილიყო იგი, არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რკინიგზელებმა უინტერესო სპექტაკლის გამართვას ნამდვილი სპორტული ბრძოლა არჩიეს და მატჩიც საინტერესო ბრძოლაში ჩატარდა.
მას შემდეგ, რაც დინამოელებმა თამაშის დასაწყისში ვერ გამოიყენეს რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი (კარგად ითამაშა მეკარე ბერიძემ), “ლოკომოტივმა” გაათანაბრა მდგომარეობდა და მალე პირველ წარმატებასაც მიაღწია: ჯორბენაძემ 27-ე წუთზე შორიდან ძლიერად დაარტყა კარის მაღალ კუთხეში — 1:0.
შესვენების შემდეგ დინამოელები სრული ძალით ამოქმედდნენ და ჯერ პეტრიაშვილმა, ხოლო შემდეგ გავაშელმა დააწინაურეს თავიანთი გუნდი — 2:1.
22-ე წუთზე “ლოკომოტივის” ერთ-ერთი კონტრშეტევა ზუსტი და ძლიერი დარტყმით დაამთავრა ხუციშვილმა — 2:2.
დარჩენილ დროში უპირატესობა ისევ “დინამოს” ჰქონდა. პეტრიაშვილისა და გავაშელის გოლების შემდეგ ანგარიში გახდა 4:2.
რ. ქორიძე.