«Динамо» (Тбилиси) – «Торпедо» (Кутаиси) 0:0

«Динамо» (Тбилиси) – «Торпедо» (Кутаиси) 0:0

Кубок СССР 1970 года. 1/8 финала. 2-й матч.
2 июня 1970 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Дождь. 3000 зрителей.
Судьи: А.Мильченко, Г.Погосян, М.Хутаба (все – Сухуми).
«Динамо»: Урушадзе, Читаури, Кантеладзе, Петриашвили (к), Хинчагашвили, М.Мачаидзе, Кутивадзе, Илиади, Мчедлишвили, Гавашели (Гогоберидзе, 72), Л.Нодия.
«Торпедо»: Грдзенишвили, Чхаидзе, Цверава, Чохонелидзе, Шергелашвили, Окропирашвили, Еркомаишвили, Анфимиади, Векуа, Херхадзе (к), Коридзе.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 3 июня 1970 года:

Борьбу продолжают тбилисцы.
Динамовцы Тбилиси оказались о очень тяжелом положении. Кроме пяти игроков, делегированных в сборную, неожиданно выбыли из строя оба центральных защитника — Челидзе и Рехвиашвили, получившие травмы в предыдущих матчах. Так что выполнение даже программы-минимум (а она для динамовцев в данном случае выражалась ничьей, так как матч в Кутаиси не принес превосходства ни одной из команд) было делом не таким уже легким.
Гости первыми приноровились к сложным условиям игры (дождь) и начали издали обстрел ворот. Однако Урушадзе, совсем недавно вернувшийся в строй после продолжительного перерыва, спокойно парировал эти угрозы. В частности, на шестой минуте он в отличном прыжке отвел на угловой каверзный удар Херхадзе в нижний угол.
Постепенно выясняется, что и у динамовцев, и у торпедовце надежно играют защитные линии. Если к тому же учесть, что полузащитники обеих команд больше тяготеют к собственным воротам, нежели к противоположным, легко объяснить, почему сохранились нули на табло.
Это, однако, вовсе не значит, что вратарям было мало работы. И Урушадзе и Грдзелишвили довольно часто вступали а игру, но практически провели матч без ошибок.
Ничья вывела динамовцев в четвертьфинал, где им предстоит встреча с одесским «Черноморцем».
«Динамо»: Урушадзе, Читаури. Кантеладзе, Петриашвили, Хинчикашви.ли, Мачаидзе, Кутивадзе, Илиади, Мчедлишвили, Гавашели (Гогоберидзе, 80), Л. Нодия.
«Торпедо»: Грдзелишвили, Чхаидзе, Цверава, Чохонелидзе, Шергелашвили, Окропирашвили, Еркомаишвили, Анфимиади, Векуа, Херхадзе, Коридзе.
Г. Акопов. (Наш корр.).
Тбилиси.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 4 июня 1970 года:

თბილისის “დინამო” — მეოთხედფინალში.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 2 ივნისი.
“დინამო” (თბილისი) — “ტორპედო” (ქუთაისი) — 0:0.
“დინამო”: ურუშაძე, ჩიტაური, კანთელაძე, პეტრიაშვილი, ხინჩაგაშვილი, მაჩაიძე, კუტივაძე, ილიადი, მჭედლიშვილი, გავაშელი (ღოღობერიძე), ლ. ნოდია.
“ტორპედო”: გრძელიშვილი, ჩხაიძე, წვერავა, ჭოხონელიძე, შერგელაშვილი, ოქროპირაშვილი, ერქომაიშვილი, ანფიმიადი, ვეკუა, ხერხაძე, ქორიძე.
მსაჯი: ა. მილჩენკო (სოხუმი).
საკავშირო თასის გათამაშების მეორე მერვედფინალური შეხვედრის წინ წვიმამ მინდორი დაასველა და თამაშიც გაძნელდა. ამის მიუხედავად, მეტოქენი ენერგიულად ჩაებნენ ბრძოლაში.
ქუთაისელებს მეოთხედფინალისკენ გზა მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ეხსნებოდათ. თბილისელებს ფრეც ხელს აძლევდათ, მაგრამ კარგად იცოდნენ, რომ აგრესიულ მეტოქესთან ზავისთვის თამაში ხშირად მარცხით მთავრდება. ამიტომ მათ გამოწვევა მიიღეს და საინტერესო ბრძოლა გაჩაღდა. ანგარიშის გახსნის რამდენიმე შესაძლებლობა მაინც დაიკარგა, რაშიც მთავარი დამნაშავე მეკარეების კარგი თამაში და თავდამსხმელთა უზუსტო დარტყმები იყო.
შესვენებამდე დინამოელების ერთგვარი ტერიტორიული უპირატესობა იგრძნობოდა. ისინი უფრო მეტ სახიფათო მომენტს ქმნიდნენ, კარშიც შედარებით ხშირად ურტყამდნენ, მაგრამ მიზანს ვერ აღწევდნენ. ხელსაყრელი მომენტი გაუშვა მე-12 წუთზე გავაშელმა, როცა ნოდიას რეიდის შემდეგ ჩაწოდებული ბურთი მიიღო, შესანიშნავად დაამუშავა და ზუსტად, მაგრამ სუსტად დაარტყა. ექვსი წუთის შემდეგ გავაშელმა ბურთი ქუსლით მიაწოდა კარგ მდგომარეობაში მყოფ ნოდიას, მაგრამ შედეგი არც ამ ცდას მოჰყოლია. 29-ე წუთზე ნოდიას დარტყმული ბურთი ზედა ძელზე აცურდა და მინდორს დაუბრუნდა. შესვენებამდე 5 წუთით ადრე წვერავამ თავისი გუნდის კარი აშკარა გოლისგან იხსნა.
სტუმრები უფრო იშვიათად, მაგრამ საკმაოდ მწვავედ უტევდნენ და, როცა თბილისელთა კარს გასაღები ვერ მოუძებნეს, მისი შორიდან დაბომბვა დაიწყეს.
მეორე ნახევარი დიდხანს დუნედ მიმდინარეობდა. შემდეგ თამაში ისევ გამოცოცხლდა, დაიძაბა და უპირატესობას ქუთაისელები დაეუფლნენ. ისინი ახლა უფრო ხშირად აწუხებდნენ ურუშაძეს.
მატჩის 78-ე წუთი მიმდინარეობდა. მარცხენა ფრთიდან “ტორპედოს” კარში ჯარიმა დაინიშნა. მაღალ ბურთზე გასული გრძელიშვილი შეცდა, მაგრამ ეს დაუდევრობა სხარტი ნახტომით გამოასწორა და კარისკენ მიმავალ ბურთს ბოლო მომენტში დაეუფლა.
შეხვედრის დამთავრებამდე ორიოდე წუთით ადრე “დინამოს” საჯარიმო მოედანზე შექმნილ არეულობაში ნოდიამ ბურთი თბილისელთა კარში გაგზავნა. ამას თამაშგარე მდგომარეობაში მყოფმა ქორიძემაც (ამ დროს ოქროპირაშვილიც თამაშგარე იყო) თავური დარტყმა დაუმატა. ბურთი ბადეში გაეხვია, მაგრამ მსაჯმა გოლი სამართლიანად არ ჩათვალა.
საკავშირო თასის წლევანდელი გათამაშების დებულების ძალით (თუ გამარჯვებული ვერც ერთმა მატჩმა ვერ გამოავლინა, უპირატესობა იმ გუნდს მიენიჭება, რომელსაც სსრ კავშირის ნაკრებში მეტი ფეხბურთელი ჰყავს) “დინამო” მეოთხედფინალში გავიდა.
ო. გელაშვილი.