«Динамо» (Тбилиси) – «Нефтчи» (Баку) 1:0 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) – «Нефтчи» (Баку) 1:0 (1:0)

Кубок СССР 1970 года. Полуфинал.
25 июля 1970 года. 20-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 30000 зрителей.
Судьи: А.Иванов, А.Кишко, К.Смирнов (все – Ленинград).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Цховребов, Петриашвили (Илиади, 75), Кутивадзе, Асатиани, Метревели (к), Гавашели, Л.Нодия (Г.Нодия, 65).
«Нефтчи»: Крамаренко, Кулиев, Брухтий (к), Бабаев, Рахманов, Зейналов, Стекольников (Эйнуллаев, 35), Смольников, Банишевский (Али-Заде, 70), Гаджиев, Шевченко.
Гол:
1:0 Кулиев — (автогол)
Предупреждение: Зейналов (75, грубая игра).

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 26 июля 1970 года:

…И удержали преимущество.
Наверное, не будет преувеличением утверждать, что место проведения этого полуфинального матча имело немалое значение. Обе команды — и тбилисская, и бакинская — значительно лучше выступают дома, нежели в гостях. Чтобы не быть голословным, сошлюсь на итоговую таблицу первого круга чемпионата страны. В играх на своем поле тбилисцы набрали 17 очков из 18 возможных (!), а бакинцы из пяти проигранных встреч неудачу потерпели дома, лишь один раз. Это и дает основание полагать, что 8 июля — в день, когда был брошен жребий, — динамовцы получили определенную фору.
И еще одно замечание. Свои последние матчи первого круга чемпионата и «Динамо», и «Нефтчи» провели неудачно. Динамовцы, как показал вчерашний матч, сделали из этого поражения серьезные выводы, видоизменив состав. В частности, в защите вновь появился опытный Цховребов, долгое время не выступавший за основной состав.
С первых же минут мяч чаше гостил на половине поля бакинцев. И хотя Крамаренко то и дело вынужден был вступать в игру, серьезных угроз его воротам, по существу, не было. Развязка наступила довольно неожиданно. На перехват навесной передачи Кутивадзе одновременно бросились Л. Нодия и Кулиев. В результате их единоборства мяч оказался в сетке ворот «Нефтчи. 1:0 ведут динамовцы.
Гол в кубковом матче, как известно, ценится дорого. Это старая истина. И динамовцы сделали все для того, чтобы сохранить преимущество. Однако способ, который они избрали для этого, был не пассивным. Подолгу контролируя мяч, они лишили соперников возможности организовать контригру. Активные же действия, особенно полузащитников, позволяли хозяевам поля удерживать инициативу и территориальную, и игровую.. Кстати, замечу, что именно один из тбилисских полузащитников, Асатиани, после окончания встречи был удостоен специального приза, учрежденного для лучшего игрока,
А у гостей лучшим, безусловно, был Крамаренко, много раз выручавший команду. А однажды, когда и вратарь был уже бессилен, мяч с линии ворот выбил защитник Бабаев.
Свой редкие атаки гости завершали ударами из-за предела штрафной площади. Но за очень редким исключением удары эти были неточны. По существу, в течение всего матча бакинцы имели лишь одну реальную возможность отквитать. Но мяч забить не сумели.
Выиграв, динамовцы Тбилиси в пятый раз вышли в финал розыгрыша Кубка СССР.
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава, Цховребов, Петриашвили (Илиади, 75), Кутивадзе, Асатиани, Метревели, Гавашели, Л. Нодия (Г. Нодия, 50).
«Нефтчи»: Крамаренко, Кулиев, Брухтий, Я. Бабаев, Рахманов, Зейналов, Стекольников (Эйнуллаев, 35), Смольников, Банишевский (Али-Заде, 69), Гаджиев, Шевченко.
Судьи А. Иванов, А. Кишко, К. Смирнов (все — Ленинград).
Г. Акопов. (Наш корр.).
Тбилиси.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 28 июля 1970 года:

მეოთხე თაობის საპატიო ამოცანა.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 25 ივლისი.
“დინამო” (თბილისი) _ “ნეფთჩი” (ბაქო) — 1:0 (1:0).
“დინამო”: ურუშაძე, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ცხოვრებოვი, პეტრიაშვილი (ილიადი), კუტივაძე, ასათიანი, მეტრეველი, გავაშელი, ლ. ნოდია (გ. ნოდია).
“ნეფთჩი”: კრამარენკო, ყულიევი, ბრუხტი, ი. ბაბაევი, რახმანოვი, ზეინალოვი, სტეკოლნიკოვი (ეინულაევი), სმოლნიკოვი, ბანიშევსკი (ალი-ზადე), გაჯიევი, შევჩენკო.
მსაჯი: ა. ივანოვი (ლენინგრადი).
მაშ ასე: 1970 წლის საკავშირო თასის გათამაშებაში თბილისი “დინამომ” ფინალს მიაღწია. მოყოლებული 1936 წლიდან, როცა პირველად გათამაშდა ეს საინტერესო და დაძაბული შეჯიბრება, თბილისელები უკვე მეხუთედ ადიან იმ უმაღლეს საფეხურზე, სადაც დიდი სივიწროვეა და მხოლოდ ორი, ორად ორი ადგილია დარჩენილი პრიზის პრეტენდენტებისთვის — ფინალური მატჩის ორი მონაწილისთვის. დანარჩენები მაყურებლების როლში რჩებიან.
ეს დიდი წარმატებაა _ მიაღწიო ფინალს, მაგრამ როცა ასეთ წარმატებას ოთხჯერ მოიტოვებ ზურგს უკან და მეხუთედ მიაღწევ ერთსა და იმავე საფეხურს, საკითხი უნებლიედ ასე დგება: წარმატება წარმატებად, მაგრამ გამეორებას აღარა აქვს პირვანდელი წარმატების ხასიათი და ელფერი. საჭიროა პროგრესი, წინ წასვლა, ახალი ნაბიჯის გადადგმა.
რას უნდა ნიშნავდეს ნაბიჯის წინ გადადგმა თასის ხუთგზის ფინალისტისთვის? ცხადია, პრიზის მოგებას. რამდენჯერ იყო ჩვენი გუნდი სულ ახლოს ამ მიზანთან, 1946 წელს გამარჯვება თითქოს განაღდებული გვქონდა, 1960 წელს პირდაპირ ხელიდან გამოგვაცალეს პრიზი ლუჟნიკის თოვლითაAდა ყინულით დაფარულ მინდორზე.
ახლა — ისევ ფინალი, ისევ გადამწყვეტი ბრძოლა ბროლის თასისთვის, რომელსაც, სიმართლე
რომ ვთქვათ, აქამდეც უნდა დაედო ბინა ჩვენს დედაქალაქში.
ვიცით, ძალზე ძნელი იქნება. ფინალში თბილისის “დინამო” შეხვდება იმ გუნდს, რომელიც ყველაზე რთული მეტოქეა მისთვის _ მოსკოვის “დინამოს”. ეს ის “დინამოა”, რომელმაც ერთხელ, 1937 წელს უკვე მოგვიგო ფინალი, საკავშირო ჩემპიონატების 32 გათამაშების მანძილზე კი იოტის ოდენა შვებასაც არ გვაძლევს და როგორც არავინ, ისეა დაწინაურებული ჩვენთან შეხვედრებში.
მოსკოვის “დინამოს” ფინალში ვხვდებით ახლა, როცა იგი საუცხოო ფორმაშია. ასეთი ძლიერი გუნდი მოსკოველებს არა ჰყოლიათ, თუ არ ვცდებით, 1963 წლიდან, როცა მათ უკანასკნელად მოიპოვეს ჩემპიონთა ოქროს მედლები. მოსკოვის “დინამოს” ჰყავს პირველხარისხოვანი თავდასხმა ეშტრეკოვის, ევრიუჟიხინის, კოზლოვის, ავრუცკის შემადგენლობით, საუკეთესო დაცვა და ნახევარდაცვა (ზიკოვი, შტაპოვი, სმირნოვი, მასლოვი, ლარინი, ანიჩკინი), რომლებიც წარმოუდგენლად დიდი დიაპაზონისა და დატვირთვის სამუშაოს ასრულებენ მატჩის მსვლელობაში და მეტოქეს მინიმალურ შანსს თუ უტოვებენ შეტევისას თავიანთ კართან. ბევრს ახლაც მიაჩნია, რომ იაშინმა დროა თავისი ადგილი სხვა, უფრო ახალგაზრდა მეკარეს დაუთმოს და თვითონ კედელზე ჩამოკიდოს ბუცები. მაგრამ ფეხბურთის თამაშს პასპორტი კი არ წყვეტს, არამედ მოთამაშის ოსტატობა. მაშინ, როცა დინამოელებს იაშინი არ ჰყავდათ კარში, ისინი უარესად თამაშობდნენ. დაბრუნდა იაშინი და დაცვამაც ამოისუნთქა.
იგი უკან კი აღარ იყურება როგორც ადრე, არამედ წინ, შეტევისკენ.
ეს გრძელი ტირადა დაგვჭირდა იმიტომ, რომ მთელი სიცხადით, სიგრძე-სიგანით წარმოვიდგინოთ, თუ რა უძნელესი ბრძოლა მოელით ფინალში ჩვენს ფეხბურთელებს მოსკოვის
დინამოელებთან. ბრძოლა იქნება დაუნდობელი, სასტიკი და ულმობელი.
და მით უფრო მობილიზებული, ყოველმხრივ, ყოველგვარი სიძნელისთვის მომზადებული უნდა შეხვდეს მას ჩვენი გუნდი. თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს ისე, როგორც არასოდეს უთამაშია, თითოეულმა უნდა იბრძოლოს ისე, როგორც არასოდეს უბრძოლია. თასი უნდა მოვიგოთ!
ქართულ ფეხბურთს დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ საკავშირო ჩემპიონატების დაწყებიდან დღემდე ჩვენს ფეხბურთელებს ოთხ თაობად ყოფენ. შეიძლება, ეს დაყოფა პირობითი და მიახლოებითია, მაგრამ ახლა ამაში არაა საქმე. ეგრეთ წოდებული პირველი და მეორე თაობების წარმომადგენლები რამდენიმეჯერ იყვნენ ახლოს ჩემპიონობასთან და თასის მოგებასთან, მაგრამ არ გაუმართლათ. მესამე თაობაც ახლოს იყო ორივე ამ მიზანთან, მაგრამ თუ მას 1960 წელს თასის მოპოვება არ დასცალდა, 1964 წელს ოქროს მედლები ტრიუმფით იქნა მოხვეჭილი.
და აჰა, დადგა მეოთხე თაობის ჯერიც! რითაა იგი ადრინდელზე უარესი? გუნდი ჩემპიონატშიც ლიდერთა შორისაა, თასის ფინალშიც გავიდა და ახლა, როცა საქმე საქმეზე მიდგა, როცა ცნობილია კონკრეტული მეტოქეც და მასთან ბრძოლის კონკრეტული დღეც, ამ თაობამ, ახალგაზრდობამ, ყველაფერი უნდა იღონოს, ძალები არ დაიშუროს, რათა თავისი გვარები ოქროს ასოებით ჩაწეროს ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
ამოცანის გაორება, მიღწეულის იმედით დარჩენა, “ღვთის მოწყალების იმედით” ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მიზანი მხოლოდ ერთია _ თასის მოგება.
ჩვენს გუნდს ძალუძს ამ ამოცანის შესრულება, თუმცა განვლილმა ნახევარფინალურმა მატჩმა ბაქოს “ნეფთჩისთან” მთელი რიგი რთული პრობლემები გამოიტანა მზის სინათლეზე. განა საქმე მარტო ისაა, რომ მატჩი მოვიგეთ და 8 აგვისტოს ფინალის საქმე გავინაღდეთ?
თქვენ, ალბათ, ყველას გახსოვთ ამასწინანდელი მატჩი თბილისის “დინამოსა” და “ნეფთჩის” შორის ბაქოში. გახსოვთ, რას ჰგავდა ჩვენი გუნდი: მოდუნებული, ინერტული, უმოძრაო. მაშინ ბაქოელებმა ფრთები შეისხეს დინამოელთა უმოქმედობას შემყურეებმა, ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის და გაიმარჯვეს კიდეც.
ბაქოელებს არც ახლა დაუკლიათ ცდა. ისინი ისევ ისე შესაშური გულმოდგინებითა და თავგანწირვით, წარმოუდგენელი ენერგიით იბრძოდნენ ფინალში გასასვლელად, როგორც ჩემპიონატის მატჩში თავიანთ მინდორზე — 2 ქულის ასაღებად. გასაგებიცაა: “ნეფთჩი” საერთო კლასით, შემადგენლობის სიძლიერით გაცილებით ჩამორჩება თბილისის “დინამოს” და ამ განსხვავების ანაზღაურებას ცდილობს თავდაუზოგავი ბრძოლით, იმით, რომ უფრო ძლიერ მოთამაშეს არ მისცეს თავისი მაღალი კლასის დემონსტრირების, საერთო უპირატესობის გამოვლენის საშუალება. ბაქოელებმა შინ ეს შეძლეს, თბილისში კი ვერა, ვინაიდან დინამოელებმა ამჯერად “ხელი გამოიღეს” და “ნეფთჩის” ასეთივე თავგამოდებული, ძლიერი, ათლეტური თამაში დაუპირისპირეს.
ჩვენ ზევით ვთქვით, რომ თბილისელებს ჰქონდათ ნაკლი ამ მატჩში. რას ვგულისხმობთ ამ სიტყვებში? იმას, რომ არ შეიძლება მეტოქის კართან შექმნა არა 2 და 3, არამედ 10-12 ნაღდი საგოლე მომენტი და ვერ გამოიყენო ისინი. მატჩი დამთავრდა ისე, რომ თბილისელთა გამარჯვების საქმე ბეწვზე ეკიდა მინიმალური ანგარიშის გამო (ბურთი მე-19 წუთზე საკუთარ კარში გაიტანა ყულიევმა ლ. ნოდიასთან ბრძოლაში). მართალია, კრამარენკომ საუკეთესოდ ითამაშა და “ნეფთჩი” გადაარჩინა სოლიდური ანგარიშით დამარცხებას, მაგრამ ეს გასამართლებელ საბუთად არ გამოგვადგება. მეკარე იმიტომ დგას კარში, რომ აიღოს ყველა ბურთი, იოლი თუ ძნელი, მოიერიშე მხარემ კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას ხელიდან ისეთი უდავო შესაძლებლობანი, როგორიც ამ მატჩში შეიქმნა.
ასეა თუ ისე, ნახევარფინალური მატჩი მოგებულია, წინაა 8 აგვისტოს ფინალი მოსკოვის “დინამოსთან”, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისის “დინამოს” მეოთხე თაობას, იბრძოლოს, რათა ახალი სახელოვანი ფურცელი ჩაწეროს ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
განვლილ მატჩში დანიშნული იყო სპეციალური პრიზი საუკეთესო მოთამაშისთვის. ჟიურის გადაწყვეტილებით, იგი გადაეცა თბილისის “დინამოს” ნახევარმცველს კ. ასათიანს.
ბ. ქორქია.