«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 2:1 (1:0, 1:1) доп.вр.

«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 2:1 (1:0, 1:1) доп.вр.

Кубок СССР 1964 года. 1/8 финала.
15 августа 1964 года. 17-00. Москва. Стадион «Динамо». Ясно, 22 градуса. 40000 зрителей.
Судьи: К.Андзюлис, И.Казлаускас, Л.Ходосявичус (все — Каунас).
«Динамо» М.: Яшин, Кесарев, Мудрик (к), Глотов, Мьаслов, Аничкин, Вшивцев, Авруцкий (Иванов, 68), Бобков, Короленков, Фадеев.
«Динамо» Тб.: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Петриашвили, Цховребов, Зейнклишвили, Г.Сичинава, Яманидзе (к), Метревели, Баркая, Апшев (Месхи, 46), Датунашвили.
Голы:
1:0 Фадеев — 19
1:1 Датунашвили — 82
2:1 Аничкин — 112

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 16 августа 1964 года:

С точки зрения гостя.
Первый тайм встречи московских и тбилисских динамовцев в четвертьфинале Кубка СССР (она состоялась в Москве на стадионе «Динамо») напомнил мне игру двух варшавских команд — «Легии» и «Гвардии». «Легия» — это тбилисцы. Почему? Эти команды играют примерно в одной манере, показывая красивую техничную игру в центре поля, но увлекаются поперечными передачами, почти не угрожая воротам.
Так же, как и у «Легии», у тбилисского «Динамо» футболист, ведущий игру, выступает под № 6. У южан — это Г. Сичинава. Однако если он хорошо чувствует себя в середине поля, то в атаке, так же как и нападающие, почти не угрожал воротам. Кстати, и второй полузащитник тбилисцев — Яманидзе не был опасен во время нападения. Динамовцы Москвы играли не так зрелищно красиво, но более надежно и рационально. Их главные усилия были направлены на то, чтобы направить мяч вперед, к воротам. Мне кажется, что оба крайних форварда москвичей — Вшивцев, Фадеев допускали ошибки. Большей частью они давали прострельные передачи параллельно воротам, не отыгрывая мяч назад.
В первом тайме москвичам удалось открыть счет. Это случилось из-за ошибки Котрикадзе, опрометчиво вышедшего вперед. Мяч отскочил к Фадееву, который послал его в пустые ворота.
Во втором тайме у тбилисцев произошла замена: на поле вышел Месхи. Я думаю, что тренер Качалин сделал правильный ход. Месхи и Метревели составили мастерский дуэт. Месхи очень хорошо играл без мяча, а Метревели, пользуясь тем, что его партнера усиленно опекали, совершил несколько опаснейших выходов к воротам. Кстати, в том, что тбилисцам удалось сравнять счет, немалая заслуга этого тбилисского дуэта. На 82-й минуте Месхи и Метревели разыграли очередную комбинацию, последовал пас на Датунашвили, и тот великолепным ударом послал мяч в сетку. 1:1. Первая половина добавочного времени, казалось, говорила о том, что тбилисцы настроены так же боевито, как во втором тайме основного времени. Однако постепенно сказалась лучшая физическая подготовленность москвичей, экономичность их действий и, главное, хорошо налаженная оборона. Более солидная игра хозяев поля в конце концов дала им перевес. Москвичи забили победный гол на 112-й минуте. После углового, поданного Масловым, стоппер москвичей Аничкин головой послал мяч в ворота соперников.
Команды играли в составах:
«Динамо» (Москва) — Яшин — Кесарев, Аничкин, Мудрик, Глотов — Маслов, Короленков — Вшивцев, Авруцкий (Иванов — 68-я мин.), Бобков, Фадеев;
«Динамо» (Тбилиси)— Котрикадзе— Б. Сичинава, Петриашвили, Зейнклишвили, Цховребов — Г. Сичинава, Яманидзе — Метревели, Баркая, Апшев (Месхи—46-я мин.), Датунашвили.
Ежи Леховский (польский журналист).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 18 августа 1964 года:

გაუნაღდებელი პოტენცია.
მოსკოვი. 17 აგვისტო (ტელეფონით ჩვენი სპეც. კორ.).
ამტკიცებენ (და არც უსაფუძვლოდ), რომ წლიდან წლამდე იკლებს პოპულარობა ჩვენს ქვეყანაში თავისი მნიშვნელობით მეორე საფეხბურთო ტურნირის — თასისი გათამაშებისა. ასეა თუ ისე, უმაღლესი ლიგის ბევრი კოლექტივი ამ შეჯიბრებაში საკმაოდ პასიურად თამაშობს.
აქ გამართულმა ორმა უკანასკნელმა მატჩმა თითქოს დაადასტურა კიდეც ეს მოსაზრება. თავად განსაჯეთ: მოსკოვისა და თბილისის დინამოელთა შაბათს გამართულმა შეხვედრამ თასზე მხოლოდ 30.000 მაყურებელი მიიზიდა, ხოლო გასული საფეხბურთო კვირის რიგითმა თამაშმა სპარტაკელთა და ქუთაისელ ტორპედოელთა შორის — გაცილებით უფრო მეტი გულშემატკივარი. შაბათის მატჩი პირველობისა რომ ყოფილიყო, მასზე მოხვედრის ყველა მსურველის დასაკმაყოფილებლად თამაშის გამართვა უეჭველად ლუჟნიკში მოუწევდათ.
მატჩის აღწერამდე იმასაც ვიტყვი: მოსკოველ ფეხბურთის მოყვარულებს წინასწარ რომ ცოდნოდათ დინამოელთა შეხვედრის სიუჟეტი, ისინი ნაღდად ყველანი უკლებლივ მოვიდოდნენ სტადიონზე. ეს განსაკუთრებით ითქმის ბოლო 75 წუთზე (რომელშიც დამატებითი დროც შედის), რადგან პირველი ტაიმი არაფრით არ იყო თვალსაჩინო.
მატჩის წინ მე შევედი მსაჯთა ოთახში, სადაც შეხვედრის არბიტრმა ანძიულისმა, ჩემმა კარგმა ნაცნობმა, შეკითხვაზე — როგორ ფიქრობთ, რა შედეგი იქნება? — მიპასუხა:
— ადვილი შესაძლებელია, კვირასაც მოგვიწიოს მოსკოვში დარჩენამ. მას აქეთ- იქიდან მტკიცება დაუწყეს: მოსკოველები უეჭველად ჩაეტევიან 90 წუთში, რადგან, ჯერ ერთი, — შინ თამაშობენ, და მეორეც, — ამჟამად აღმავლობის გზაზე არიანო.
ეს პროგნოზი გამართლდა, თუმცა “ნორმალური” ორი ტაიმი ჩემპიონს არ ეყო. ჩემი აზრით, მოსკოველთა გამარჯვების ფესვები იმაში კი არ იყო, რომ ისინი საკუთარ სტადიონზე თამაშობდნენ, არამედ… მათი უღიმღამო მდგომარეობით ჩემპიონატის ცხრილში, შერყეული პრესტიჟის გამაგრებას გუნდმა სათასო მატჩები “მიუძღვნა”.
ამ შეხვედრისთვის მოსკოვის “დინამო” განსაკუთრებით გულდაგულ მოემზადა. ამაზე მკაფიოდ მეტყველებს ასეთი ფაქტიც: პირველი 20 წუთის განმავლობაში მოსკოველთა მარცხენა მცველმა გლოტოვმა თავისი ადგილი დატოვა და მთელ მოედანზე ჩრდილივით დასდევდა აფშევს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსკოველის დიდმა ფიზიკურმა კონდიციამ მწვრთნელს გადააწყვეტინა ამგვარი ტაქტიკური ნაბიჯის გადადგმა. ამ დროს გლოტოვის ადგილი ეკავა მუდრიკს, რომელიც
დათუნაშვილს “მეურვეობდა”. 20 წუთის შემდეგ ამ ორმა მოსკოველმა ადგილები შეიცვალა.
თბილისელთა “ნახაზიც” ჩვეულებრივად როდი გამოიყურებოდა: მეტრეველმა სავსებით გარკვეული დავალებით ასპარეზობის დიდი ნაწილი მარცხენა ფლანგზე ითამაშა. მას დავალებული ჰქონდა დაეჩაგრა გამოცდილი, მაგრამ არც თუ ისე მოძრავი კესარევი. ფორვარდმა დავალება შეასრულა.
შესვენებამდე მასპინძლებმა უმეტესი დრო მეტოქეთა ნახევარზე გაატარეს. ბოლო 10 წუთში მათ 6 კუთხური ჩამოაწოდეს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ 10 წუთში ანძიულისი იძულებული იყო ორჯერ გამოეცვალა ბურთი, რომელიც ვერ უძლებდა აგრერიგ უმოწყალო დარტყმებსა და მწვავე შეტაკებებს.
ჩემპიონის მოქმედებაში თვალსაჩინოდ იგრძნობოდა გამარჯვების დიდი ჟინი, მაგრამ მის შეტევებში ასეთივე თვალსაჩინო დოზით იყო უწესრიგობაც. ტაიმის შუაგულში თბილისელებმა თამაში გააწონასწორეს და რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს მეტოქეს. მაგრამ სწორედ მათი კონტრიერიშის დროს მოსკოველმა ავრუცკიმ ძლიერი დარტყმით ბურთი მეტოქის საჯარიმო მოედანში გაგზავნა. კოტრიკაძე შეცდა და ფადეევმა ბურთი კარის დაბალ კუთხეში მოათავსა.
შესვენებისას ვიქტორ პონედელნიკმა (როსტოველები “ტორპედოსთან” სათამაშოდ ჩამოვიდნენ) გასახდელში თქვა: ორივე გუნდი ისე თამაშობს თითქოს არც ერთ მათგანს არ აინტერესებს მატჩის შედეგიო.
არ დავმალავ: მეც ანალოგიური შთაბეჭდილება შემექმნა.
მეორე ტაიმმმა იგი ერთიანად გააქარწყლა. უკვე 49-ე წუთზე მეტრეველმა მოსხლეტით დაარტყა კუთხეში და იაშინმა მხოლოდ თითები შეახო ბურთს. იგიც შტანგას მოხვდა, მაგრამ კარში არ გავიდა, — მცირე ხანს იხტუნავა მეკარის მოედანზე.
აფშევის მაგივრად მინდორზე გამოსულმა მესხმა, რომელსაც მაყურებელი ტაშით შეხვდა, საკმაოდ დიდი დრო თავისი გუნდის ნახევარზე გაატარა. საქმე იმაში იყო, რომ სტუმრები იშვიათად გადადიოდნენ შეტევაზე. და, მიუხედავად ამისა, თბილისელთა უპირატესობა სულ უფრო შესამჩნევი ხდებოდა. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მესხმა თქვა თავისი პირველი სიტყვა — ელვის სისწრაფით, ფინტებით გაუსხლტა კესარევსა და ანიჩკინს, მაგრამ მის ჩაწოდებას კარის გასწვრივ არავინ გამოეხმაურა.
მეტრეველმა ცენტრში გადაინაცვლა და მესხთან მისი ურთიერთმოქმედება თბილისელთათვის ძალზე იმედიანად, ხოლო მოსკოველთათვის უაღრესად მრისხანედ გამოიყურებოდა.
82-ე წუთზე თბილისელებმა მოსკოველთა კართან “წამოიწყეს” კუთხურების სერია. მესამე კუთხურისას მესხმა უკან მიიღო ბურთი, იგი დათუნაშვილს გაუგორა და ამ უკანასკნელმაც ვარდნაში ბურთს ზუსტი მისამართი მოუძებნა — 1:1.
აქ ყველას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთის სასწორი სტუმრების მხარეს გადაიხარა. მოსკოველები აშკარად დაიბნენ, მათი მცველები ვეღარ უმკლავდებოდნენ თბილისელთა ფორვარდებს. ძირითადი დროის დამთავრებას 2 წუთი აკლდა, როცა მესხის დარტყმა მოიგერია იაშინმა. ბურთი ჩაიგდო მეტრეველმა, მერე — ბარქაიამ, მაგრამ კარის აღება ვერ მოხერხდა.
დამატებითი 30 წუთის დასაწყისი აღინიშნა მესხის დარტყმით… შტანგაში. მიუხედავად თბილისელთა დიდი დაწოლისა, ანგარიში უცვლელი რჩებოდა. და აი, ნათელი გახდა, რომ სტუმრებს გაუჭირდათ თამაში მაშინ, როცა მოსკოველები დაუღლელები ჩანდნენ. მართლაც, 21-ე წუთზე მორიგი კუთხური სამხრეთელთა კართან გოლით დაგვირგვინდა: ანიჩკინმა თავით გაიტანა ბურთი მას შემდეგ, რაც კოტრიკაძემ უაზროდ დატოვა კარი.
ისევე, როგორც სპარტაკელებთან შეხვედრაში, თბილისელმა ფორვარდებმა დიდი პოტენციური შესაძლებლობანი გამომამჟღავნეს, რისი თქმაც არ შეიძლება მათს დაცვაზე (განსაკუთრებით ცენტრალურ ზონაში).
კარგა ხნის ავადმყოფობის შემდეგ მინდორს დაუბრუნდა თბილისის “დინამოს” მარცხენა გარემარბი მ. მესხი. მისი დებიუტი თასის მატჩში მოსკოვის “დინამოსთან” საუკეთესო გამოდგა.