«Спартак» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 0:1 (0:0)

«Спартак» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 0:1 (0:0)

Чемпионат СССР 1989 года. Высшая лига. Матч № 23.
9 сентября 1989 года. Москва. Центральный стадион им. В.И.Ленина. Солнечно, 17 градусов. 20000 зрителей.
Судьи: В.Пьяных, Е.Канана (оба — Донецк), А.Дегтярев (Одесса).
«Спартак»: Черчесов, Базулев, Кульков, Морозов, Поздняков, Бокий, Е.Кузнецов, Пасулько, Шалимов, Черенков (к), Родионов.
«Динамо»: Габелия (к), Кеташвили, Цхададзе, Чедия, Чиковани, Ревишвили (Дараселия, 87), Сванадзе, Цвейба, Кецбая, Качарава, Гогичаишвили.
Гол:
0:1 Гогичаишвили — 65
Предупреждения: Морозов, Чедия.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, опись 34, дело 4127)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Вечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 10 сентября 1989 года:

А гости бывают разные. Москва.
«Спартак» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) — 0:1 (0:0).
Москва. Центральный стадион имени В. И. Ленина. 9 сентября. Солнечно. 17 градусов. 20 000 зрителей.
Судьи В. Пьяных, Е. Канана (оба — Донецк), А. Дегтярев (Одесса).
«Спартак»: Черчесов, Базулов, Кульков, Морозов, Поздняков, Бокий, Е. Кузнецов, Пасулько, Шалимов, Черенков, Родионов.
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Цхададзе, Чедия, Чиковани, Ревишвили (Дараселия, 87), Сванадзе, Цвейба, Кецбая, Качарава, Гогичаишвили.
Гол: Гогичаишвили (65).
Предупреждены Чедия, Морозов.
Дублеры — 0:0.
— Проблемы возникнут в ходе игры. А пока их у нас нет, — пошутил перед матчем главный тренер «Спартака» О. Романцев. Но, видимо, он относится к числу людей, не любящих говорить о своих бедах, поэтому умолчал о том, что из-за травмы не выйдет на поле один из бомбардиров команды Шмаров чье отсутствие не может не сказаться на игре лидеров.
Но, сегодняшний «Спартак», как известно, силен не одним — двумя игроками, в чем любители футбола лишний раз убедились и на этот раз. Семь очков отрыва от ближайшего конкурента позволили москвичам начать встречу раскованно, играть, в свое удовольствие и в то же время ответственно. Они не уступали без борьбы ни одного метра поля, много и быстро маневрировали как в центре, так и на флангах.
В свою очередь, техничные гости использовали малейшую возможность для быстрых, острых контратак и на 30-й минуте были близки к тому, чтобы открыть счет: Качарава обыграл неожиданно столкнувшихся Базулева и Морозова, вышел один на один с Черчесовым, но пробил мимо цели.
Но то, что не удалось Качараве в первом тайме, на 65-й минуте прекрасно сделал Гогичаишвили, который, обыграв нескольких спартаковцев, вышел один на один с вратарем и точно пробил в нижний угол.
Но в этом, конечно, не столько вина спартаковцев, сколько заслуга динамовцев, игравших во втором тайме сильнее соперников. Они продолжали умело обороняться, а с другой стороны, проявили и больше воли к победе.
Г. Ларчиков.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 12 сентября 1989 года:

«სპარტაკი» (მოსკოვი) – «დინამო» (თბილისი) 0:1 (0:0).
მოსკოვი ვ. ი. ლენინის სახელობის ცენტრალური სტადიონი 9 სექტემბერი.
«სპარტაკი», ჩერჩესოვი, ბაზულევი, კულკოვი, მოროზოვი, პოზდნიაკოვი, ბოკი, კუზნეცოვი, პასულკო, შალიმოვი, ჩერენკოვაი, როდიონოვი,
«დინამო», გაბელია, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, ჩიქოვანი, რევიშვილი (დარასელია, 87), სვანაძე, ცვეიბა, ქეცბაია, კაჭარავა, გოგიჩაიშვილი.
მსაჯი ვ. პიანიხი (დონეცკი).
გააფრთხილეს ჭედია, მოროზოვი.
დუბლიორები – 0:0.
თბილისის «დინამოს» მიერ მოპოვებულმა გამარჯვებამ საკავშირო ჩემპიონატის აღიარებულ ლიდერ მოსკოვის «სპარტაკთან» ლუჟნიკის სტადიონზე არ შეიძლება კმაყოფილებისა და სიხარულის გრძნობა არ გამოიწვიოს თითოეულ ჩვენგანში, ვინც კი ასე დაინტერესებულია ჩვენი გუნდის ბედ–იღბლით, მისი აწმყოთი და მომავლით. საქმე მარტო ის კი არ არის, რომ დინამოელებს ახლა ისევ უჭირთ, ბოლო წლების ტრადიციის შესატყვისად, ისინი კვლავ აუტსაიდერთა შორის იმყოფებიან და კვლავ და კვლავ დაბალ ლიგაში ჩამოქვეითების უშუალო ხიფათის თავიდან ასაცილებლად იბრძვიან. ყველაფერი ეს კარგად ცნობილია, ამიტომაც თბილისის «დინამოს» გულშემატკივრები თითებზე ითვლიან ყველა იმ სავარაუდო ქულას, რომელთა აღების შესაძლებლობაც გუნდს აქვს. თბილისის «დინამოს» ეს კრიზისი ქრონიკული და ხანგრძლივი გახდა, ბოლო გამარჯვება წლევანდელ ჩემპიონატში დინამოელებმა დიდი ხნის წინ, 2 ივნისს მოიპოვეს საკუთარ მინდორზე. მეორე წრეში მოგება მათ საერთოდ არ ჰქონიათ და ამ ეტაპზე ჩატარებული 7 მატჩიდან მხოლოდ 4 ქულა აქვთ აღებული. ყველაფერი ეს იმდენად მწირი, მოკრძალებული მაჩვენებლებია, რომ ჩვენი გუნდის გაჭირვებას აშკარად არ ყოფნის. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ხანების საერთო შენაძენი ისე მცირეა, რომ მხოლოდ მინიმალურ კატეგორიას განეკუთვნება, მინიმალურ კატეგორიას განეკუთვნება, მინიმუმით კი მოგეხსენებათ, შორს ვერ წახვალ. და აი, ამგვარი აშკარად ჩამოყალიბებული კრიზისის პროცესში პირველი გამარჯვება წლევანდელ სეზონში მეტოქის მინდორზე, თანაც გამარჯვება მოსკოვის «სპარტაკთან», რომელიც გათამაშების ლიდერია და ჩემპიონის წოდების საბოლოო განაღდებამდე
იოლად არვის არაფერს არ დაუთმობს. გარდა ამისა, იგი უეფა–ს თასის გათამაშებისთვის ემზადება, მეტოქედ აქ მას იტალიის ქალაქ ბერგამოს ცნობილი «ატალანტა» ჰყავს, ასეთი საპასუხისმგებლო მატჩებისთვის სამზადისის პროგრამით კი სპარტაკელებს მთელი თავიანთი სიძლიერით უნდა ეთამაშათ თბილისის «დინამოსთან».
შესაძლოა მოსკოვის «სპარტაკმა» ეს მატჩი თავის შესაძლებლობებზე დაბლა ჩაატარა, გუნდმა შთამბეჭდავად ვერ ითამაშა, ვერაფრით გამოიჩინეს თავი ვერც ნახევარდაცვის მოთამაშეებმა და ვერც თავდამსხმელებმა, უინიციატივოდ გამოიყურებოდა გუნდის მთავარი ბომბარდირი როდიონოვი, ვერც ჩერენკოვმა და შალიმოევმა ითამაშეს რიგიანად. დავა იმის თაობაზე, რომ ეს სპარტაკელთა საუკეთესო მატჩი არ იყო, ზედმეტად და უადგილოდ მიგვაჩნია. «სპარტაკი» ვალდებული იყო საკუთარი აუდიტორიის წინაშე მთელი შესაძლებლობით, მთელი ძალით ეთამაშა და თუ მან ეს ვერ შეძლო ეტყობა, იმის გამო, რომ თბილისის დინამოელებმა გამოიღეს ამ დღეს ხელი და მასპინძლებს არ მისცეს გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალება. მატჩის მსვლელობა ტელევიზიით გადaსცეს და ყველამ ცხადად იხილა, რომ დინამოელებმა ლიდერთან ითამაშეს თამამად, ძლიერად, ინდივიდუალურად მაღალ საშემსრულებლო დონეზე და ამავე დროს კოლექტიურადაც, ერთმანეთის გეგმიანი რაციონალური დაზღვევით.
ერთი წუთითაც არ გვინდა დავუშვათ ის, რომ ამ ძნელი და მეტად საჭირო გამარჯვებით დაიწყო თბილისის «დინამოს» აღმავლობის გზა, რომ ჩვენი გუნდის ყველა ურთულესი პრობლემა ასე უცბად და ერთი ხელის მოსმით გადაიჭრა, რომ მომავალში მისგან მხოლოდ ახალ და ახალ წარმატებებს უნდა ველოდოთ. ასეთი რამ ფეხბურთში არ ხდება. ამგვარი კრიზისიდან თავის დაღწევას დიდი დრო და შრომა ესაჭიროება, მაგრამ შესაბამისად რომ არ აღნიშნო დინამოელთაგან თვით ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატის დამარცხება მისივე მინდორზე, საგანგებოდ ხაზი არ გაუსვა მეტოქის მინდორზე პირვeლ გამარჯვებას ასეთ საჭირო ვითარებაში, უბრალოდ, უმადურობა იქნებოდა ჩვენი გუნდის მიმართ, რომელმაც არა მარტო სტადიონის ტრიბუნებზე მსხდომთ, არამედ ვეება ტელეაუდიტორიასაც დაუმტკიცა, რომ მისი საერთო პოტენციალი ჯერ კიდევ საიმედოა, რომ საერთო მონდომებით და მოწოდებით მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია.
სპარტაკელები ამ მატჩში ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფრით ვერ ჩადგნენ ჩვეულ კალაპოტში, ვერ მიაგნეს საკუთარ თამაშს, მათ დაცვაშიც ხშირი შეცდომები მოსდიოდათ და შეტევასაც ვერ ამთავრებდნენ როგორც ეს საჭიროა.
და პირიქით, თბილისის «დინამოში» ვერ გამოარჩევ ვერც ერთ ფეხბურთელს, რომელმაც მთელი შესაძლებლობებით არ იბრძოლა და თავისი წვლილი არ შეიტანა გამარჯვებაში. პირველივე წუთებიდან დაწყებული დინამოელები მოქმედებდნენ შეთანხმებულად, კოლექტიურად, მათი გამარჯვება სავსებით დამსახურებული, დამაჯერებელია, რამდენიმე მეტად სახიფათო ბურთი მოიგერია გაბელიამ, სპარტაკელთა კონტრიერიშებისას თითქმის არ მოსვლიათ შეცდომა ჩვენს მცველებს, ბევრი იშრომეს ნახევარმცველებმა, ხოლო ქეცბაიამ, კაჭარავამ და გოგიჩაიშვილმა საკმარისადა შექმნეს სახიფათო მომენტები მეტოქის კართან.
და, მაინც, აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ის გოლი, რომელმაც გამარჯვება მოუტანა «დინამოს» გოგიჩაიშვილმა შუა მინდვრიდან წამოიწყო შორეულ რეიდი, დრიბლინგით გვერდი აუარა სპარტაკელთა რამდენიმე მოთამაშეს, ბურთიანად გაიარა დაახლოებით 30–35 მეტრი, შევიდა მოსკოველთა საჯარიმო მოედანზე და ზუსტად დაარტყა შორეულ დაბლა კუთხეში. ჩერჩესოვის ნახტომმა საქმეს ვერ უშველა – 1:0. გოლი ეფექტური და ოსტატური იყო.
მაგრამ ერთი საქმეა გაიტანო ბურთი და სულ სხვა, კიდევ უფრო ძნელი – შეინარჩუნო გამარჯვება მაშინ, როცა მეტოქე მთელ თავის ძალებს გადაისვრის მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამ ვითარებაში საჭირო იყო ნებისყოფის სიმტკიცისა და მაღალი კლასის გამოჩენა, თბილისის «დინამომ» ეს შეძლო და გამარჯვებაც მოიპოვა.
კვლავ გვინდა გავიმეოროთ, რომ არ ვლაპარაკობთ თბილისის «დინამოს» პრობლემების საბოლოო გადაჭრაზე. მოსკოვის «სპარტაკის» დამარცხება ეს მხოლოდ ეპიზოდია, მაგრამ მეტად საჭირო სასარგებლო და საიმედო ეპიზოდი სულ მალე, 17 სექტემბერს ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა გვაქვს დონეცკში, «შახტიორმა» კი განვლილ ტურში საკუთარ მინდორზე დამარცხება იწვნია «არარატისაგან:, ცხადია, დონეცკელი ფეხბურთელები მთელი ძალით იბრძოლებენ თავიანთი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციისთვის და მით უფრო მომზადებულნი და ბრძოლისუნარიანნი უნდა იყვნენ დინამოელები მოსალოდნელ მატჩში.
რაც შეეხება «სპარტაკთან» შეხვედრას, ყველა გულშემატკივრის სახელით გვინდა თბილისის «დინამოს» ფეხბურთელთა კოლექტივს მადლობა გადავუხადოთ კარგი თამაშისთვის.

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от 11 сентября 1989 года:

С ПОБЕДОЙ!
…Положа руку на сердце, скажем: даже самые горя­чие приверженцы тбилисско­го «Динамо» не ждали, не гадали получить такой вот сюрприз — победу футболи­стов столицы Грузии в оче­редном матче чемпионата страны в гостях над мос­ковским «Спартаком» — 1:0.
На разных полюсах тур­нирной таблицы находятся москвичи и тбилисцы. Спар­таковцы — без пяти минут чемпионы, динамовцы — в аутсайдерах. Да и очень уж стабильно выступает «Спар­так», и очень уж бесцветно «Динамо» проводит послед­ние матчи.
Но известно: мяч круглый, поле ровное. Победа над ли­дером важна в первую оче­редь в психологическом пла­не. Надо думать, она при­даст уверенность тбилисским футболистам в решающей стадии первенства.
Справедливые стрелы кри­тики, выпущенные в адрес «Динамо», попали в цель. В их игре вновь появился «огонёк», позволяющий ком­пенсировать недостаток опы­та, погрешности в тактике и технике. Динамовцы играли с лидером с предельной от­ветственностью, за что все и заслужили добрые слова. Но нельзя не выделить ка­питана Чановым у границы своих ворот. Отар Габелия был надёжным, его блестя­щая игра вселяла уверен­ность в партнёров. Что и гово­рить, просто хорошо, когда есть в самой молодой коман­де высшего дивизиона совет­ского футбола игрок, служа­щий примером добросовест­ности, преданности своему делу. Кто только из спарта­ковцев не проверял реакцию тридцатишестилетнего голки­пера, но безуспешно.
Гости остро контратакова­ли, при первой возможности били по воротам хозяев по­ля вдали. На 65-й минуте Каха Гогичаишвили, замет­но прибавивший в нынешнем сезоне, несколькими финта­ми вспорол оборону москви­чей в центре и нанёс неот­разимый удар — 1:0.
Тбилисцы играли в следующем составе: Габелия, Кеташвили, Цхададзе, Чедия, Чиковани, Ревишвили (Дараселия, 87), Сванадзе, Цвейба, Кецбая, Качарава, Гогичаишвили.

«Динамо» с 20 очками де­лит 12-е—13-е места с «Па­миром». Следующий матч тбилисцы проводят 17 сен­тября в Донецке с «Шахтёром». А лидирует по-прежнему «Спартак», на 5 очков опережающий ближайшего конкурента — днепропетров­ский «Днепр».
М. ВИГНАНСКИЙ.