«Ротор» (Волгоград) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (0:0)

«Ротор» (Волгоград) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (0:0)

Чемпионат СССР 1989 года. Высшая лига. Матч № 03.
26 марта 1989 года. 16-00. Волгоград. Центральный стадион профсоюзов. Ясно, 12 градусов. 39000 зрителей.
Судьи: М.Иоффе, В.Вишневский (оба — Москва), Е.Канана (Донецк).
«Ротор»: Приходько, Осколков, С.Кузнецов, Стогов, Калитвинцев, Хомутецкий, Худорожков (Борисов, 77), Крушин, Суровикин, Никитин (к), Сергеев.
«Динамо»: Габелия (к), Кеташвили, Цхададзе, Чедия, Тетрадзе (Сванадзе, 68), Тедеев, Г.Джишкариани, Цвейба, Кецбая (Цаава, 52), Панцулая, Гогичаишвили.
Голы:
0:1 Панцулая — 78
1:1 Никитин — 86
Предупреждение: Гогичаишвили.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, опись 34, дело 4126)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 28 марта 1989 года:

Волгоград.
«Ротор» (Волгоград) — «Динамо» (Тбилиси). 1:1 (0:0).
Центральный стадион. 20 марта. Ясно. 12 градусом. 39 000 зрителей.
Судьи М. Иоффе, В. Вишневский (оба — Москва), Е. Канана (Донецк).
«Ротор»: Приходько, Осколков, С. Кузнецов, Стогов, Калитвинцев, Хомутецкий, Худорожков (Борисов, 77), Крушин, Суровикин, Никитин, Сергеев.
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Цхададзе, Чедия, Тетрадзе (Сванадзе. 68), Тедеев, Джишкариани, Цвейба, Кецбая (Цаава, 62), Панцулая, Гогичаишвили.
Голы — Панцулая (70), Никитин (86).
Предупрежден Гогичаишвили.
Дублеры — 1:1. Голы: у «Ротора» — Чупин, у «Динамо» — Бакурадзе.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 28 марта 1989 года:

«როტორი» (ვოლგოგრადი) – «დინამო» (თბილისი) 1:1 (0:0).
ვოლგოგრადი. ცენტრალური სტადიონი 21 მარტი.
«როტორი» პრიხოდკო, ოსკოლკოვი, ს. კუზნეცოვი, სტოგოვი, კალიტვინცევი, ხომუტეცკი, ხუდოროჟკოვი (ბორისოვი), კრუშინი, სუროვიკინი, ნიკიტინი, სერგეევი.
«დინამო» გაბელია, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, თეთრაძე (სვანაძე,) თედეევი, ჯიშკარიანი, ცვეიბა, ქეცბაია (ცაავა), ფანცულაია, გოგიჩაიშვილი.
მსაჯი მ. იოფე (მოსკოვი).
გააფრთხილეს გოგიჩაიშვილი.
დუბლიორები – 1:1.
საკავშირო ჩემპიონატის პირველ ორ მატჩში ვოლგოგრადელმა ფეხბურთელებმა სულ ერთი ქულა აიღეს. ალბათ, ეს უხეირო სტარტი გახლდათ იმის მიზეზი , რომ სასწრაფოდ გაათავისუფლეს გუნდის მთავარი მწვრთნელი პ. შუბინი და თვით ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს უმაღლესი ლიგის მორიგ მატჩში საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ყველაფერი გაეკეთებინათ გამარჯვების მოსაპოვებლად. მაყურებელთა ინტერესი მატჩის მიმართ ერთობ დიდი იყო. მასპინძლებმა მთელი ძალით დაიწყეს თამაში, მაგრამ რამდენადმე მაინც შესამჩნევ უპირატესობას ვერ მიაღწიეს, ბრძოლა უმთავრესად მინდვრის შუაგულში მიმდინარეობდა. ორივე გუნდის მოთამაშეები ხშირად კარგავდნენ გადაცემებს, სახიფათო მომენტი თითქმის არ შექმნილა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ კარგ შესაძლებლობას, რომელიც ვერ გამოიყენა ნიკიტინმა.
მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა მეორე ტაიმი. გუნდები შესამჩნევად გააქტიურდნენ, ბურთის გატანის კარგი შესაძლებლობა შეექმნათ ჯერ ჯიშკარიანს, შემდეგ სერგეევს. შუა ტაიმში კვლავ სახიფათო პოზიციაში აღმოჩნდა ნიკიტინი და მისი ორი ძლიერი დარტყმა ზედიზედ მოიგერია გაბელიამ.
მატჩი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. მასპინძლები განაგრძობდნენ აქტიურ თამაშს და აქ, 78–ე წუთზე «როტორის» მცველებმა შეცდომა დაუშვეს, რაც კარგად გამოიყენა ფანცულაიამ, მან ძლიერად, ზუსტად დაარტყა კარში, პრიხოდკომ ვერ შეძლო ბურთის მოგერიება და სტუმრები დაწინაურდნენ – 1:0.
მატჩის დასასრულამდე ბევრი აღარ იყო დარჩენილი, მასპინძლები კვლავ და კვლავ უტევდნენ. 86–ე წუთზე ნიკიტინმა ისარგებლა დინამოელთა კართან შექმნილი ვითარებით და საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1. აღსანიშნავია, რომ ნიკიტინმა ეს გააკეთა ფრიად საეჭვო ვითარებაში, რომელიც თამაშგარე მდგომარეობას წააგავდა. მატჩის არბიტრმა იოფემ მოკლე კონსულტაცია ჩაატარა გვერდით მსაჯ ვიშნევსკისთან და თბილისელთა კარი აღებულად ჩათვალა –1:1.
თბილისის «დინამოს» ახლა საკავშირო ჩემპიონატის პირველი 3 ტურის მატჩებში 3 ფრე აქვს და, შესაბამისად, 3 ქულა, წინ კი მეტად ძნელი თამაშია მოსკოვის «ტორპედოსთან». რომელიც 30 მარტს შედგება მოსკოვში, მასპინძელთა სტადიონზე.
მატჩის ტელეტრანსლაცია დაიწყება 20 საათსა და 15 წუთზე თბილისის დროით, ხოლო რადიორეპორტაჟი–20 საათსა და 30 წუთიდან.