«Динамо» (Минск) — «Динамо» (Тбилиси) 1:0 (1:0)
Чемпионат СССР 1989 года. Высшая лига. Матч № 07.
19 апреля 1989 года. 19-00. Минск. Стадион «Динамо». Перед матчем — дождь, пасмурно, 6 градусов. 9300 зрителей.
Судьи: В.Бутенко, В.Овчинников, В.Королев (все — Москва).
«Динамо» Мн.: Курбыко, Родненок, Гомонов, Тимошенко, Демидов, Зыгмантович (к), Гоцманов, Рассихин, Алейников, Мархель (Алчагиров, 59), Шалимо (Антонович, 26).
«Динамо» Тб.: Габелия (к), Кеташвили, Цхададзе, Чедия, Арзиани, Тедеев (Кизилашвили, 81), Г.Джишкариани, Цвейба, Цаава (Качарава, 58), Панцулая, Гогичаишвили.
Гол:
1:0 Рассихин — 61
Предупреждения: Рассихин, Гогичаишвили.
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 21 апреля 1989 года:
Минск.
«Динамо» (Минск) — «Динам» (Тбилиси). 1:0 (0:0).
Стадион «Динамо». 19 апреля. Пасмурно. Перед матчем дождь. 6 градусов. 9300 зрителей.
Судьи В. Бутенко, В. Овчинников, В. Королев (все — Москва).
«Динамо» (Минск): Курбыко, Родненок, Гомонов, Тимощенко, Демидов, Зыгмантович, Гоцманов, Рассихин, Алейников, Мархель (Алчагиров, 59), Шалимо (Антонович, 26).
«Динамо» (Тбилиси): Габелия, Кеташвили, Цхададзе, Чедия, Арзиани, Тедеев (Тетрадзе, 81), Джишкариани, Цвейба, Цаава (Качарава, 58), Панцулая, Гогичаишвили.
Гол: Рассихин (61).
Предупреждены Гогичаишвили, Рассихин.
Дублеры — 2:1. Голы: у минчан — Герасимец, Сокол; у тбилисцев — Геладзе.
Матч минских и тбилисских динамовцев выдался напряженным. До перерыва дружнее и быстрее атаковали хозяева поля, У гостей же черты командной игры просматривались слабо, особенно в атаке. Но зато оборона тбилисцев выглядела солидно. Четко руководил ею многоопытный Габелия. Он и сам выручал партнеров в трудных ситуациях, в частности, после коварного удара Тимошенко и мощного выстрела в упор Зыгмантовича.
После перерыва и защитники гостей допустили, однако, серьезный промах. Они дали возможность Рассихину, ворвавшемуся в штрафную площадь, спокойно обработать мяч и неотразимо пробить его под перекладину.
Нелегко пришлось олимпийскому чемпиону Кеташвили против быстрого и юркого Антоновича, вышедшего на замену. Худощавый, верткий минчанин то и дело обыгрывал своего маститого опекуна… Удержать победный счет обороне минчан на этот раз удалось. В ней, отмечает наш корреспондент М. Супонев, решительными и расчетливыми действиями выделялся Демидов.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 22 апреля 1989 года:
«დინამო» (მინსკი) – «დინამო» (თბილისი) 1:0 (0:0).
მინსკი «დინამოს» სტადიონი, 19 აპრილი.
მინსკი – კურბიკო, როდნენოკი, გომონოვი, ტიმოშენკო, დემიდოვა, ზიგმანტოვიჩი, გოცმანოვი, რისახინი, ალეინიკოვი, მარხელი (ალჩაგიროვი 59), შალიმო (ანტონოვიჩი, 26).
თბილისი–გაბელია, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, თედეევი (თეთრაძე, 81), ჯიშკარიანი, ცვეიბა, ცაავა (კაჭარავა 58), ფანცულაია, გოგიჩაიშვილი.
გააფრთხილეს გოგიჩაიშვილი, რასიხინი.
მსაჯი ვ. ბუტენკო (მოსკოვი).
დუბლიორები – 2:1.
თანაკლუბელთა მატჩი მინსკში მიმდინარეობდა დაძაბულად. მასპინძლებს პირველი ტაიმის განმავლობაში მცირე უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ მათი შეტევების წინააღმდეგ ორგანიზებულად, შეთანხმებულად იბრძოდნენ თბილისელთა მცველები, კარგად ითამაშა მეკარე გაბელიამ, რომელმაც რამდენიმე ძნელი ბურთის მოგერიება შეძლო, თუმცა, სახიფაო მომენტები მინსკელებს შესვენებამდე ცოტა ჰქონდათ, რაც შეეხება სტუმართა საპასუხო იერიშს, იგი არასახიფათო და იშვიათი იყო.
ყველაფერი გადაწყდა მეორე ტაიმში, კერძოდ, 61–ე წუთზე. თბილისელთა მცველებმა უხეში შეცდომა დაუშვეს, საშუალება მისცეს მინსკელთა თავდამსხმელს რასიხინს მიეღო და დაემუშავებინა ბურთი და უძლიერესი დარტყმით გაეტანა კარში – 1:0.
როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, თბილისელებმა თავიანთი ძალები საიერიშოდ განალაგეს, გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ მასპინძელთა დაცვა და მეკარე რურბიკო შეუცდომლად მოქმედებდნენ, მათ შესძლეს კარის დაცვა და გამარჯვებაც შეინარჩუნეს.
თბილისის «დინამომ» ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია ჩემპიონატში და ეს სერიოზულ საგანგაშო სიგნალად უნდა ექცეს მთელი კოლექტივისთვის, ბევრს ვლაპარაკობთ, რომ ახალგაზრდული, პერსპექტიული გუნდი გვყავს, ეს ასეცაა, მაგრამ ეს ახალგაზრდობა არ უნდა განვაწყოთ მარცხისთვის. გუნდს სადღეისოდ აშკარად არასახარბიელო მაჩვენებლები აქვს – 4 ფრე, 2 წაგება და მხოლოდ ერთი გამარჯვება გატანილი და მიღებული ბურთების უარყოფითი სხვაობით, შექმნილი მდგომარეობა გუნდის თითოეული წევრისგან მოითხოვს ძალების მაქსიმალური მობილიზებით თამაშს, გუნდმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა განასხვავოს მატჩები საკუთარ თუ მეტოქის მინდორზე. ვერ ვიტყვით, რომ მინსკში ან ვილნიუსში გუნდმა მოუნდომებლად, სუსტად ითამაშა, არც ისაა თავის გასამართლებელი, ორივე შემთხვევაში რომ ანგარიში მინიმალური იყო, მაგრამ მარტოოდენ ამ მაჩვენებლებით თავის დამშვიდება არავითარ შემთხვევაში არ გვარგებს, ჩემპიონატი ჩემპიონატია, დიდი ანგარიშით დამარცხდება თუ მცირედი სულ ერთია, ქულები გვჭირდება, უნდა ვიბრძოლოთ მათ მოსაპოვებლად, და მაინც, ასეთი მინიმალური ანგარიშით დამარცხება იმაზე მეტყველებს, რომ გუნდს აქვს საბრძოლო რეზერვები და განწყობა, დინამოელებს უახლოეს ხანებში ჩასატარებელი აქვთ საბჭოთა კავშირს თასისა და საკავშირო ჩემპიონატის საპასუხისმგებლო, უძნელესი მატჩები, მათ უნდა იბრძოლონ მთელი მონდომებით, სრულად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობანი.