«Динамо» (Тбилиси) — «Зенит» (Ленинград) 0:1 (0:0)
Чемпионат СССР 1988 года. Высшая лига. Матч № 26.
22 октября 1988 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Облачно, 16 градусов. 16200 зрителей.
Судьи: С.Хусаинов, В.Клементьев, С.Зуев (все — Москва).
«Динамо»: Габелия (к), Кеташвили, Цхададзе, Кецбая, Арзиани, Ревишвили, Сванадзе, Цвейба, Цаава (Кавелашвили, 71), Панцулая, Гогичаишвили (Гурули, 59).
«Зенит»: Бирюков (к), Иванов, Степанов, Воробьёв, Афанасьев, Ларионов, Баранник, Жангиров (Подпалый, 80), Саленко, Дмитриев (Данилов, 62), Веденеев.
Гол:
0:1 Дмитриев — 54 (пен.)
Предупреждения: Веденеев, Иванов, Баранник, Дмитриев.
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 25 октября 1988 года:
ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Зенит» (Ленинград). 0:1 (0:0), Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 22 октября. Облачно. 16 градусов. 16 200 зрителей.
Судьи С. Хусаинов, В. Клементьев, С. Зуев (все — Москва).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Цхададзе, Кецбая, Арзиани, Ревишвили, Сванадзе, Цвейба, Цаава (Кавелашвили, 71), Панцулая, Гогичаишвили (Гурули, 59).
«Зенит»: Бирюков, Иванов, Степанов, Воробьев, Афанасьев, Ларионов, Баранник, Жангиров (Подпалый, 80), Саленко, Дмитриев (Данилов, 62), Веденеев.
Гол: Дмитриев (54, с 11-метрового).
Предупреждены Дмитриев, Иванов, Веденеев, Баранник.
Дублеры — 1:0. Гол: Кизилашвили.
После 10 минут матча в Тбилиси трудно было предположить, что хозяева покинут поле побежденными, передает наш корреспондент Д. Какабадзе. Только чудо и Бирюков спасали ворота гостей после трех ударов Кецбая. Такое начало подействовало на хозяев расхолаживающе. И Габелия все чаще и чаще приходилось вступать в борьбу с нападающими ленинградцев, среди которых выделялся Саленко. Именно он заработал пенальти, а Дмитриев четко его реализовал.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 25 октября 1988 года:
„დინამო“ (თბილისი) – „ზენიტი“ (ლენინგრადი) 0:1 (0:0).
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის ცენტრალური სტადიონი. 22 ოქტომბერი.
„დინამო“: გაბელია, კეტაშვილი, ცხადაძე, ქეცბაია, არზიანი, რევიშვილი, სვანაძე, ცვეიბა, ცაავა (ყაველაშვილი, 79), ფანცულაია, გოგიჩაიშვილი (გურული, 58).
„ზენიტი“: ბირიუკოვი, ივანოვი, სტეპანოვი, ვორობიოვი, აფანასიევი, ლარიონოვი, ბარანიკი, ჟანგიროვი (პოდპალი, 83), სალენკო, დმიტრიევი (დანილოვი, 62), ვედენეევი.
მსაჯი ს. ბუნიოვი (მოსკოვი).
გააფრთხილეს დმიტრიევი, ივანოვი, ვედენეევი, ბარანიკი.
ლენინგრადის „ზენიტი“ უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ის გუნდია, რომელიც ბოლო, საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდში დაუძლეველ წინააღმდეგობად იქცა თბილისის „დინამოსთვის“. ეს უკვე შვიდი წელია ლენინგრადელ ფეხბურთელებთან სისტემატურად უარყოფითი შედეგები გვაქვს. მოვიშველიოთ სტატისტიკა: 1982 წლიდან მოყოლებული დღემდე თბილისელებმა „ზენიტთან“ საკავშირო ჩემპიონატის 14 კალენდარული მატჩი გამართეს. მხოლოდ ორჯერ გაიმარჯვეს (1982 და 1985 წლებში). ორი მატჩი ფრედ დაამთავრეს (ორივე — 1987 წელს) და 10 წააგეს. საერთო ჩათვლაში 28 შესაძლებლიდან „ზენიტმა“ თბილისის „დინამოსთან“ 22 ქულა აიღო და მხოლოდ 5
დაკარგა. საოცარი ბალანსია.
ტყუილუბრალოდ, თავისით, ფეხბურთში ამგვარი ამბები არ ხდება. ცხადია, წარუმატებლობათა ამ მრავალწლიან პრაქტიკას გარკვეული მიზეზები აქვს, ან თბილისელებმა ვერაფერი გაუგეს „ზენიტის“ თამაშს, ან პირიქით, ლენინგრადელებმა მიაგნეს რაღაც გასაღებს ჩვენს გუნდთან შეხვედრებში.
ასეა თუ ისე, წლევანდელი ჩემპიონატის პირველ წრეში განცდილ მარცხს ლენინგრადში „ზენიტთან“ (4:5) დინამოელებმა საკუთარ მინდორზე წაგებაც დაუმატეს და დასანანი ისაა, რომ ეს მოხდა სწორედ მაშინ, როცა ჩვენ სულ უფრო ხშირად ვლაპარაკობთ თბილისის „დინამოს“ თამაშის გაუმჯობესებაზე, ძველი ტრადიციების აღდგენაზე.
თუ განვლილი მატჩის პირველ ტაიმში მინდორზე გამართული ბრძოლის სურათზე ვილაპარაკებთ, წასაგები არაფერი გვქონდა. პირიქით, დინამოელები თამაშობდნენ სრული უპირატესობით, თამამად, გამართულად, მინდვრის მთელ სივრცეზე. ზენიტელებმა მიიღეს მასპინძელთა მიერ შეთავაზებული მაღალი ტემპი და, თუმცა სისტემატიურად აგებდნენ ბურთისთვის ბრძოლას შუა მინდორზე, სამაგიეროდ საკუთარ საჯარიმო მოედანზე დაცვის ისეთი საიმედო კედელი ჰქონდათ აღმართული, რომლის მიახლოებისაც დინამოელთა იერიშები, როგორც წესი, იმსხვრეოდა და სიმწვავეს კარგავდა. 45 წუთის განმავლობაში დინამოელებს ტერიტორიული უპირატესობა არ დაუკარგავთ. საიერიშოდ განწყობილი იყო ყველა, უკლებლივ ყველა რგოლი, ყველა მოთამაშე. მაინც განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა ქეცბაიას მეტად სახიფათო რეიდები. მას რამდენიმე აშკარა შესაძლებლობა ჰქონდა გოლით დაემთავრებინა თავისი სწრაფი მანევრები. ამ პერიოდში „ზენიტმა“ მხოლოდ რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელა და მასაც ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა, კერძოდ, 33-ე წუთზე ჟანგიროვი ისეთ პოზიციაში აღმოჩნდა, როცა გოლი გარდაუვალია ხოლმე.
თბილისელთა ეს უპირატესობა უშედეგოდ დამთავრდა იმის გამო, რომ შეტევას არ ჰქონდა დამამთავრებელი აქცენტი. თბილისელები ყველაფრით სჯობდნენ მეტოქეს ერთის გარდა, მათ ვერ გამოიყენეს საგოლე მომენტები. ზენიტელთა დაცვის ხაზები შეუპოვრად და წარმატებით იბრძოდნენ.
მაყურებელი იმისთვის განეწყო, რომ მეორე ტაიმში ენახა თბილისელთა გოლები, მაგრამ ჩვენმა გუნდმა შესვენების შემდეგ თითქმის მთლიანად დაკარგა ადრინდელი საბრძოლო განწყობა და საიერიშო სულისკვეთება. „ზენიტმა“ კიდევ უფრო გაამაგრა დაცვის ხაზები, კიდევ უფრო მოხშირდა მისი კონტრშეტევები და ერთ-ერთი მათგანის დროს, 54-ე წუთზე, თბილისელებმა თავიანთ საჯარიმო მოედანზე უხეშად ითამაშეს სალენკოს წინააღმდეგ. მსაჯმაც დაუყოვნებლივ დანიშნა 11-მეტრიანი.
ლაპარაკს იმის თაობაზე, იყო თუ არა პენალტი, აზრი არ აქვს. ჯობია, ისა ვთქვათ, რომ ამ მომენტში წესის დარღვევა არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. სალენკოს წინააღმდეგ ორი-სამი თბილისელი მცველი იყო. მათ წესის დაურღვევლადაც იოლად შეეძლოთ გამკლავებოდნენ „ზენიტის“ ფორვარდს. მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა: დაინიშნა 11-მეტრიანი. დმიტრიევმა ზუსტად დაარტყა მიზანში — 1:0.
თამაშის დამთავრებამდე დრო საკმარისზე მეტი იყო. დინამოელებმა თითქოს მოინდომეს, მაგრამ პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მათ თამაშში უკვე იგრძნობოდა ზედმეტი ნაჩქარეობა, უზუსტობა გადაცემებისას, ინდივიდუალური მოქმედებანი, შეუთანხმებლობა. გარდა ამისა, კვლავ არ იქნა რეალიზებული რამდენიმე კარგი მომენტი.
ერთი სიტყვით, ეს იყო ფრიად დასანანი წაგება. მას კი, თუ ზემოხსენებულ სტატისტიკას მოვიშველიებთ, უკვე ტრადიციული შეიძლება ეწოდოს. ფრიად მძიმე და საპასუხისმგებლო მომენტებში ხშირად ვმარცხდებით სწორედ ლენინგრადის „ზენიტთან“. ეს კი სამერმისოდ ჩვენი გუნდისთვის გაკვეთილად უნდა იქცეს. რა თქმა უნდა, ეჭვი არ გვეპარება, რომ თბილისის „დინამომ“ შეასრულა უმაღლეს ლიგაში დარჩენის მეტად რთული ამოცანა, მაგრამ მის წინაშე კვლავ ნათლად დგას სხვა ამოცანა, რეაბილიტაცია საკუთარი მაყურებლის თვალში და საპატიო ადგილის დაკავება 1988 წლის საკავშირო ჩემპიონატში. „ზენიტთან“ წაგებული მატჩი დინამოელებისთვის დამაფიქრებელ გაკვეთილად უნდა იქცეს.