«Черноморец» (Одесса) — «Динамо» (Тбилиси) 2:0 (1:0)

«Черноморец» (Одесса) — «Динамо» (Тбилиси) 2:0 (1:0)

Чемпионат СССР 1988 года. Высшая лига. Матч № 11.
22 мая 1988 года. Одесса. Стадион. Центральный стадион ЧМП. 23700 зрителей.
Судьи: В.Бутенко, О.Чиненов, С.Анохин (все — Москва)
«Черноморец»: Гришко, Кузнецов, Процюк, Ищак, Плоскина, Третьяк, Никифоров, Имреков, Гущин (Секинаев, 81), Гусев (Зирченко, 89), Перепаденко.
«Динамо»: Чантурия, Тетрадзе, Э.Тевзадзе, Апциаури, Арзиани, Ткебучава (Гурули, 54), Цвейба, Сулаквелидзе (Цхададзе, 73), Кецбая, Коргалидзе, Шенгелия.
Голы:
1:0 Процюк — 01
2:0 Кузнецов — 57
Предупреждения: Никифоров, Апциаури.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 34, Дело 3440)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 24 мая 1988 года:

ОДЕССА.
«Черноморец» (Одесса) — «Динамо» (Тбилиси). 2:0 (1:0). Центральный стадион Черноморского пароходства. 22 мая. 18 градусов. Дождь. 23 700 зрителей.
Судьи В. Бутенко, О. Чиненов, С. Анохин (все — Москва).
«Черноморец»: Гришко, Кузнецов, Процюк, Ищак, Плоскина, Третьяк, Никифоров, Имреков, Гущин (Секинаев, 81), Гусев (Зирченко, 89), Перепаденко.
«Динамо»: Чантурия, Тетрадзе, Тевзадзе, Апциаури, Арзиани, Ткебучава (Гурули, 54), Цвейба, Сулаквелидзе (Цхададзе, 73), Кецбая, Коргалидзе, Шенгелия.
Голы: Процюк (1), Кузнецов (57).
Предупреждены Апциаури, Никифоров.
Дублеры — 1:0. Гол: Стародубец.
Одесские футболисты ошеломили гостей — тбилисских динамовцев стремительной атакой на первой же минуте встречи, отмечает наш общественный корреспондент А. Рыбак. Многоходовая комбинация, начатая в штрафной площади «Черноморца» его капитаном Плоскиной. была разыграна, как в учебном фильме. Никифоров, Имреков и Гущин донесли мяч до штрафной площади тбилисцев, а усилия партнеров завершил Процюк.
На скользком от дождя поле оба соперника пытались вести активную игру, но более осмысленной и мощной она получилась у одесситов.
Второй гол центральный защитник «Черноморца» Кузнецов забил после того, как, пробив штрафной, он тут же получил мяч под удар от… соперника, неудачно сыгравшего вблизи собственных ворот.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 24 мая 1988 года:

საქმეს კატასტროფამდე ნუ მივიყვანთ.
სსრ კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის XI ტურში, რომელიც 22 მაისს შედგა, თბილისის ,,დინამომ” სტუმრად ითამაშა ოდესაში. ,,ჩერნომორეცი”, თავისთავად, ისეთი სიძლიერის მეტოქე არ არის, რომ მასთან შეხვედრა, გნებავთ, სტუმრადაც, რაღაც განსაკუთრებულ სიძნელეებთან იყოს დაკავშირებული. რიგითი, ორდინარული მატჩია. ,,ჩერნომორეცი” მხოლოდ წლეულს დაუბრუნდა უმაღლეს ლიგას. მას უწინაც არა ჰქონია რამდენადმე მაინც მნიშვნელოვანი წარმატებები (მაქსიმუმი – მესამე ადგილი 1974 წელს), უმაღლეს ლიგაში თამაში ამ გუნდისთვის უკვე მიღწევაა და მისი უმთავრესი ამოცანაც წლიდან წლამდე ეგაა: დაჯავშნული ადგილი ჰქონდეს საკავშირო ჩემპიონატის 16 მონაწილეს შორის. ამიტომაცაა, რომ ჩვენი ქვეყნის ძლიერი გუნდები ოდესელებთან მატჩებს, შინ თუ სტუმრად, გადაულახავ სიძნელედ არ მიიჩნევენ და, ჩვეულებრივ, მოგების იმედით სტუმრობენ ოდესას.
ალბათ, ასე უნდა მოქცეულიყო თბილისის ,,დინამოც” და მისი ამოცანა მით უფრო კონკრეტული იყო, რომ ,,ჩერნომორეცი” და თბილისის ,,დინამო” XI ტურისთვის გათამაშების ცხრილის ახლო მეზობლობაში იმყოფებოდნენ: ოდესელებს 10 ქულა ჰქონდათ, თბილისელებს – 8. მოიგეს ეს თამაში და მდგომარეობაც საგრძნობლად გამოსწორდება.
მაგრამ მოგებას ცოდნა უნდა, გამარჯვებას ესაჭიროება სპორტული სიძლიერე, უნარი, მონდომება, ნებისყოფის მობილიზება, საბრძოლო განწყობა და თავგანწირული თამაში. ეტყობა, არც ერთი ეს თვისება თბილისის ,,დინამოს” სადღეისოდ არ გააჩნია, ჩვენი გუნდი იმდენად დაძაბუნდა, რომ ოდესაში გამარჯვება უაღრესად საპასუხისმგებლო მატჩში მისთვის მიუწვდენელ ოცნებად იქცა. როგორი ოპონენტებიც არ უნდა გამოგვიჩნდნენ ჩვენ, თბილისის ,,დინამოს” გულშემატკივრებს, რამდენიც არ უნდა გველაპარაკონ შექმნილ კონიუნქტურულ ვითარებებზე, უცილო, მეტად სავალალო ფატი ისაა, რომ თბილისის ,,დინამოს” კვლავ და კვლავ უხდება ზრუნვა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე, სხვა პერსპექტივები, სხვა რამდენადმე მაინც რეალური მიზნები მას ჯერჯერობით აუტსაიდერთა რიგებში. ახლა ჩვენი უმთავრესი მეტოქეები სწორედ ჩამორჩენილნი არიან და მათთან ურთიერთობაში უნდა გადაეჭრათ ოდესღაც განთქმული გუნდის უმაღლეს ლიგაში დარჩენის ამოცანები.
ვითარება ფრიად საჩოთიროა, ჩვენი გუნდი კვლავ კატასტროფის წინაშე იმყოფება და სწორედ დინამოელთა ხელმძღვანელებმა, გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა მიზნად უნდა ის დაისახოს, რომ შეძლოს უძლიერესთა რიგებში ადგილის დამკვიდრება. ასეა საქმე სადღეისოდ, სხვა პერსპექტივები ჯერ არ ჩანს.
ენ ავის მოუბრუნდება თქვას, თბილისის ,,დინამოს” თამაშით კმაყოფილი ვართო. და მით უფრო გასაკვირია, როცა დინამოელთა ხელმძღვანელის ერთ-ერთ ინტერვიუში ვკითხულობთ: ჩვენს კოლექტივში ნორმალური ვითარება სუფევს, წაგებებმა ვერ აგვაცდინა კალაპოტს, ვერ გამოიწვია პანიკის გრძნობა. ყველას შეგნებული გვაქვს რა პასუხისმგებლობა გვაწევს და ვცდილობთ გავამართლოთ გულშემატკივართა იმედები. ენერგიულად ვემზადებით, ინტენსიურად ვვარჯიშობთ, ჩვენი საშუალო დღიური დატვირთვა დღეში 6,5 კილომეტრს უდრის (?!), ვვარჯიშობთ წყვილებად, ოთხეულებად, ჯგუფურად, ვხვეწთ ტექნიკურ ილეთებს და ა.შ. ერთი სიტყვით, ბიჭები ცდილობენ, პრეტენზიები მათ მიმართ მეცადინეობის პროცესში არა გვაქვს.
გასაოცარია! განა ვარჯიშებით და საწვრთნელი ნორმების დოზირებით ხდება ფეხბურთელთა კლასის შეფასება? მწვრთნელებს, თურმე, პრეტენზიები არა ჰქონიათ დინამოელთა მიმართ, ჩვენ კი, გულშემატკივრებს, პრეტენზიები საკმარისზე მეტი გვაქვს და ეს პრეტენზიები სამართლიანი და ყოველმხრივ დასაბუთებულია. ეჭვი არ გვეპარება, მათ მხარს დაუჭერს ყველა, ვინც კი დაინტერესებულია თბილისის ,,დინამოს” ბედ-იღბლით, ვისაც საქართველოს პირველი საფეხბურთო კოლექტივის აწმყო და მომავალი თავის სისხლხორცეულ საქმედ მიაჩნია.
ასე არ შეიძლება გაგრძელდეს! ხვალ თუ არა ზეგ თბილისის ,,დინამო” საკავშირო ჩემპიონატის ცხრილში ბოლო ადგილზე ჩამოქვეითდება, პერსპექტივაში კი პირველი ლიგაა და თუ ჩვენი საფეხბურთო საქმეები სამერმისოდაც ასე უკუღმართად წარიმართა, საერთოდ დავკარგავთ დიდ ფეხბურთში მოპოვებულ ათეული წლებით დამკვიდრებულ ტრადიციებს, მერე, ვინ იცის, ხელახლა როდისღა მივაღწევთ ძველ სიმაღლეებს.
თბილისის ,,დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გერმან ზონინმა იმავე ინტერვიუში განაცხადა: ,,ჩვენი ბიჭები დიდად ცდილობენ, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათ ვერა და ვერ ისწავლეს ზუსტად, უშეცდომოდ თავის დაცვა, შეტევის დროს თავი დააღწიონ მეტოქის მეურვეობას, ითამაშონ უნარიანად, ტაქტიკურად გამართულად. ეტყობა, ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ჯერ კიდევ არ გააჩნიათ სათანადო გამოცდილება”.
საინტერესოა: მცველებს ჯერ არ აუთვისებიათ ზუსტი, უშეცდომო თამაში, შეტევა პერსპექტიული არაა, ხელმძღვანელს კი მიაჩნია, რომ გუნდში ნორმალური ვითარებაა, გაუთავებელ წაგებებს, თურმე, პანიკის გრძნობა არ გამოუწვევია და ყველა კეთილსინდისიერად ცდილობს გაამართლოს გულშემატკივართა იმედები?!
ჩვენ კი ასე გვგონია, რომ კარგად წარმოებული სასწავლო ვარჯიშები და საწვრთნელი პროცესი სწორედ მაშინ უნდა იწვევდეს კმაყოფილების გრძნობას მწვრთნელში, როცა ყველაფერი ეს უმნიშვნელოვანეს კალენდარულ მატჩებში პოულობს შესაფერის ასახვას, თორემ მარტოოდენ წვრთნაზე გამოჩენილი მონდომება ჩემპიონატის მატჩებში დამარცხებებს რას შველის?
არც ის არგუმენტი გვეჩვენება დამაჯერებლად, რომ ზოგიერთი ფეხბურთელს ტრავმა აქვს. დანაკლისის გარეშე, რამდენადაც ვიცით, არც ერთი გუნდი არ თამაშობს, მაგრამ ყველა პოულობს სათანადო შემცვლელებს ისე, რომ თამაშის დონე არ დააქვეითოს. გავიხსენოთ, თუნდაც, მოსკოვის ,,სპარტაკთან” ჩვენი ამასწინდელი მატჩი, რომელიც დიდი ანგარიშით წავაგეთ. ვინ გამოდიოდა სპარტაკელთა რიგებში? მინდორზე იყვნენ დასაევი, ხიდიატულინი, ბუბნოვი, ჩერენკოვი და როდიონოვი. ეს საყოველთაოდ ცნობილი, გამოცდილი ოსტატებია, მაგრამ ამავე დროს სპარტაკელთა რიგებში გამოდიოდნენ სუროვი, კაპუსტინი, მოსტოვოი, შალიმოვი, ივანოვი და შმროვი. ესენი სწორედ ახლა დგამენ დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს და როგორც ხედავთ – წარმატებითაც. ამგვარი მაგალითები ჩვენი უმაღლესი ლიგის სხვა გუნდებშიც საკმარისადაა. თბილისის ,,დინამოშიც” გვყავს ნიჭიერი ახალგარზდები, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ჯერჯერობით ვერ ვასწავლეთ ფეხბურთის რიგიანი თამაში. სისტემატურად ვაგებთ მეტოქეთა მინდვრებზეც, ვმარცხდებით შინაც, თუმცა, ჩვენი სტადიონის ტრიბუნებიდან დინამოელ ფეხბურთელებს თავგამოდებით უჭერენ მხარს, ქომაგობაში ჩვენი ფეხბურთელები ვერ დაგვემდურებიან. არც სტვენა, არც ლანძღვა ჯერ არ ისმის ,,დინამოს” სტადიონზე.
წინა მატჩების მიმოხილვებში რამდენიმეჯერ აღვნიშნეთ, რომ დინამოელებს მონდომება არ აკლიათ, მაგრამ ტექნიკური და ტაქტიკური ხასიათის ხარვეზების გამო ვერ აჩვენებენ გამართულ თამაშს. ახლა კი ის შეგვიძლია დავუმატოთ, რომ მოთამაშეთა ამ ენერგიამ და თავგამოდებამაც მკვეთრად მოიკლო, ამის გამო ჩვენი გუნდი სრულიად დემორალიზებული იყო მოსკოვის ,,სპარტაკთან” შეხვედრაში, მერეც, ოდესის სტადიონზე, ყოვლად მდარე, უნებისყოფო დაბალი კვალიფიკაციის, უმწეო თამაში აჩვენა. რადიო და ტელევიზიის რეპორტაჟებით კომპეტენტურ დასკვნებს ვერ გამოიტან, მაგრამ გუშინ რომ ტელევიზიით ვიხილეთ ,,ჩერნომორეცთან” ჩატარებული მატჩის მეორე ტაიმი, ორი აზრი არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს: თბილისის ,,დინამო”
მინდორზე გამოიყურებოდა საშუალოზე საგრძნობლად დაბალი კვალიფიკაციისა და მომზადების გუნდად, მეტოქის კართან თითქმის არ შექმნილა რამდენადმე მაინც რეალური ხიფათი, ჩვენმა ნაქებმა ,,დინამომ” სავსებით კანონზომიერად ჩათვალა ოდესელთა გამრჯვება და დამარცხებასთან შერიგებულმა დატოვა მინდორი.
გამოდის, რომ სადღეისოდ ჩვენ არა გვყავს უმაღლესი ლიგის შესაფერისი საფეხბურთო გუნდი! თამაშის კლასის სრული დეგრადაციის მოწმენი ვართ და რაც უფრო დრო გადის, საქმეც სულ უფრო უარესად და უარესად გვაქვს. ოდესაში ჯერ კიდევ თამაშის პირველ წუთზე ბურთი გაიტანა პროციუკმა, 57-ე წუთზე მეკარე ჭანტურიას კარი მეორედ აიღო კუზნეცოვმა და ორივე ეს გოლი მცველთა მიუტევებელი შეცდომების პირდაპირი ნაყოფი იყო. ,,ჩერნომორეცის” მეკარე გრიშკოს სულ უმნიშვნელო დატვირთვაც არა ჰქონია, ყველაფერი გადაწყდა შუა მინდორში და თბილისის ,,დინამოს” კართან.
თბილისის ,,დინამოს” ცალკეული რგოლები ამჟამად უმაღლესი ლიგის მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ პასუხობს: შეცდომები ნორმად იქცა, ნახევარმცველები შუა მინდორში სრული ტაქტიკური ქაოსის ტყვეობაში იმყოფებიან, რაც შეეხება შეტევას, კარგად ხედავთ, გურულის მიერ გატანილი 11-მეტრიანი რომ არა, ჩვენი თავდასხმის შედეგიანობა ოდნავადაც არ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს.
თბილისის ,,დინამოს” ბედი ყველას გვაწუხებს. რედაქციაში მრავლად მოდის გულისწყრომის გმომხატველი წერილები, ვინ არ გვწერს: ვეტერანი და პენსიონერი, დიასახლისი და პენსიონერი, სტაჟიანი თუ უსტაჟო გულშემატკივარი, მაგრამ მთელ ამ ზღვა ფოსტაში ვერ ნახავთ ფეხბურთის სპეციალისტის, მწვრთნელის, ყოფილი ფეხბურთელის და, საერთოდ, გამოცდილი, საქმის მცოდნე ადამიანის ვერც ერთ სიტყვას. განა შეიძლება გუნდის მთელი საზრუნავი და თავსატეხი ამბები მარტო გულშემატკივრებს შევატოვოთ ხელში და კვალიფიციურმა სპეციალისტებმა, ფეხბურთის სამმართველოს თუ ფედერაციის მუშაკებმა, ავტორიტეტულმა პირებმა წყალი დაიგუბონ პირში?
თბილისის ,,დინამოს” შველა სჭირდება, ეს მაშველი რეზერვები კი უშუალოდ გუნდის ხელმძღვანელების გარდა უნდა ჩვენს პროფესიონალ ფეხბურთის სპეციალისტთა შორისაც ვეძიოთ! თბილისის ,,დინამოს” ესაჭიროება პერსპექტიული ძალები, ესაჭიროება საქმიანი რჩევა და დარიგება, ჩვენი გუნდი თამამად უნდა გამოვიდეს ჩაკეტილი კედლებიდან, წარსდგეს ფართო სპორტული საზოგადოებრიობის წინაშე, ურთულესი პრობლემები უნდა გადაიჭრას ერთობლივად, მთელი რესპუბლიკის საფეხბურთო რესურსების ერთიანი მონაწილეობით.
საკავშირო ჩემპიონატში 26 ივნისამდე შესვენებაა, ამ ანტრაქტში თბილისის ,,დინამო” მონაწილეობას მიიღებს სსრ კავშირის ფეხბურთის ფედერაციის თასის გათამაშების მატჩებში, მწვრთნელებს სწორედ ახლა აქვთ შესაძლებლობა დაადგინონ ძირითადი სტაბილური შემადგენლობა, ფეხბურთელები მოამზადონ არა საქართველოს პირველობის მეორე ჯგუფის გუნდთან, არამედ გამოცდილ, ძლიერ მეტოქეებთან. ეს უნდა შევძლოთ ამ უახლოესი ერთი თვის მანძილზე, საჭიროა საქმის ამთავითვე ვუშველოთ, ნაყოფიერად, მაქსიმალურად გამოვიყენოთ 26 ივნისამდე დარჩენილი დრო.
,,ლელოს” ფეხბურთის განყოფილება.