«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Москва) 1:2 (0:1)

«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Москва) 1:2 (0:1)

Чемпионат СССР 1984 года. Высшая лига. Матч № 28.
2 октября 1984 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. 23 градуса. 75000 зрителей.
Судьи: И.Тимошенко, Б.Михайлюков (оба — Ростов-на-Дону), Л.Сердюков (Саратов).
«Динамо»:  Абусеридзе,  Кеташвили,  Махарадзе,  Чедия (Чкареули, 71),  Арзиани,  Какилашвили,  Сванадзе,  Сулаквелидзе,  Гуцаев (Месхи, 46),  Цаава,  Шенгелия.
«Торпедо»:  Сарычев,  Круглов,  Пивцов,  Гостенин,  Жупиков,  Петренко (Галайба, 84),  Кобзев,  Соловьев (Шавейко, 82),  Полукаров,  Суслопаров,  Редкоус.
Голы:
0:1 Кобзев — 34
1:1 Цаава — 60
1:2 Полукаров — 78

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Молодежь Грузии

Газета «Советский спорт» (Москва) от 3 октября 1984 года:

«ДИНАМО» (Тбилиси) — «ТОРПЕДО» — 1:2.
«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Москва). 1:2 (0:1). Тбилиси. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 2 октября. 23 градуса. 75 000 зрителей.
Судьи И. Тимошенко, Б. Михайлюков (оба — Ростов-на-Дону), Л. Сердюков (Саратов).
«Динамо»: Абусеридзе, Кеташвили, Махарадзе, Чедия (Чкареули, 71), Арзиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Гуцаев (Месхи, 46), Цаава, Шенгелия.
«Торпедо»: Сарычев, Круглов, Пивцов, Гостенин, Жупиков, Петренко (Галайба, 84), Кобзев, Соловьев (Шавейко. 82), Полукаров, Суслопаров, Редкоус.
Голы: Кобзев (34), Цаава (60), Полукаров (78)
Дублеры — 5:3. Голы: у «Динамо» — Жвания (3), Месхи. Паикидзе: «Торпедо» — Петраков. Васильев, Н. Савичев.
Обе команды находятся в группе лидеров. Даже сокрушительное поражение от «Спартака» не поколебало позиции автозаводцев. А их соперников — динамовцев Тбилиси оно должно было скорее насторожить, нежели успокоить: ясно было, что после такой встряски торпедовцы выйдут на поле предельно мобилизованными, с жаждой реабилитировать себя.
Стороны избрали схожие тактические построения. К выдвинутым на передний край форвардам были приставлены персональные опекуны. В такой ситуации решающее слово в атаке должны были сказать игроки средней линии. Полузащитники обеих команд действовали по-разному: хозяева поля предпочитали обводку и мелкий пас, а гости — широкий маневр, частые перемещения без мяча.
В этом напряженном матче на окончательный результат в немалой степени повлияла неуверенная игра вратарей.
Первый гол торпедовцы забили после того, как вратарь «Динамо» Абусеридзе задержался с выходом на перехват прострельной передачи, и Кобзев с близкого расстояния головой послал мяч в сетку. После перерыва динамовцы предприняли серьезные попытки отыграться. Они ввели в игру двух свежих форвардов и вскоре восстановили равновесие в счете. Цаава, получив мяч метрах в 25 от ворот, нанес сильнейший удар, к которому Сарычев не был готов.
А за 13 минут до конца после подачи углового защитники «Динамо» дали возможность Полукарову свободно принять мяч и москвич в падении через себя забил победный гол.
Одержав тринадцатую победу, столичные автозаводцы набрали 35 очков и вышли на второе место.
Г. АКОПОВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 3 октября 1984 года:

გავუსწოროთ თვალი სიმართლეს.
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონი. 2 ოქტომბერი. 75 000 მაყურებელი.
“დინამო” (თბილისი) – “ტორპედო” (მოსკოვი) 1:2.
“დინამო”: აბუსერიძე, კეტაშვილი, მახარაძე, ჭედია, არზიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, გუცაევი, ცაავა, შენგელია.
“ტორპედო”: სარიჩევი, კრუგლოვი, პივცოვი, გოსტენინი, ჟუპიკოვი, პეტრენკო, კობზევი, სოლოვიოვი, პოლუკაროვი, სუსლოპაროვი, რედკოუსი.
34–ე წთ. კობზევი, მე–60 წთ. ცაავა, 78–ე წთ. პოლუკაროვი.
46–ე წთ. გუცაევის ნაცვლად – მესხი, 72–ე წთ. ჭედიას ნაცვლად – ჩქარეული, 83–ე წთ. სოლოვიოვის ნაცვლად – შავეიკო, 85–ე წთ. პეტრენკოს ნაცვლად – გალაიბა.
მსაჯი: ივან ტიმოშენკო (როსტოვი).
კარში დარტყმა – 16:13 (7:8), ზუსტი დარტყმა – 6:5 (2:3), საჯარიმო მოედნიდან – 11:8 (4:6).
კუთხური – 7:8 (3:5).
დაჯარიმდნენ თბილისელები – 4 (3), მოსკოველები – 8 (6).
რაღა თქმა უნდა, მატჩი პრინციპული იყო – ორივე მეტოქე მკვეთრად იუმჯობესებდა მედლების მოპოვების შესაძლებლობებს. როგორც შეხვედრამ ცხადყო, მოსკოველი ფეხბურთელები უფრო მობილიზებულნი შეხვდნენ თამაშს. წინა მატჩებისაგან განსხვავებით, “დინამო” როგორღაც შებორკილი გამოიყურებოდა მინდორზე – როგორც ჩანს, იმოქმედა ლიდერობისთვის ბრძოლის ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა, რაც ჩვეულებრივი ამბავია სპორტში. ალბათ არც იმის მიჩქმალვა იქნებოდა სწორი, რომ “ტორპედომ” მართლაც შესანიშნავად ითამაშა, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა.
მატჩის დასაწყისში უპირატესობას ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია. მართალია, გოლის გატანის პირველი შესაძლებლობა თბილისელებს ჰქონდათ (მე–20 წუთზე კაკილაშვილი სულ ახლოს იყო მიზანთან), მაგრამ მერე და მერე თამაშის სადავეები “ტორპედომ” აიღო ხელში. მოსკოველებმა საიმედოდ ჩაკეტეს გუცაევი და შენგელია, მინდვრის ცენტრი კი სოლოვიოვისა (8) და პოლუკაროვის (9) სრულ განკარგულებაში აღმოჩნდა. შემდეგ თბილისელთა ცენტრალური ნახევარმცველი ცაავა გუნდს მოწყდა.
25–ე წუთზე ძალზე ძნელი ბურთი მოიგერია მეკარე აბუსერიძემ. “ტორპედო” იერიშებისთვის სრულად იყენებს ფლანგებს. პირველი გოლი თბილისელთა კარში სწორედ სოლოვიოვის ფლანგიდან ჩამოწოდებისა და კობზევის ზუსტი დარტყმის შედეგად გავიდა.
მეორე ტაიმში ვითარება შეიცვალა. “დინამომ” ტემპს უმატა, შესამჩნევად გააქტიურდა ცაავა, მინდვრის ცენტრში უფრო ხშირად ებმებიან ბრძოლაში სხვა ნახევარმცველებიც. “ტორპედოს” კართან მომრავლდა სახიფათო სიტუაციები. ერთ–ერთი იერიშისას ცაავამ შორიდან ძლიერად დაარტყა და ანგარიში გათანაბრდა.
მასპინძლები ახლა ფლანგებსაც უკეთ იყენებენ. კარგი იყო სვანაძისა და არზიანის რეიდები, მაგრამ ერთი საყვედური მაინც უნდა ითქვას – თბილისელებმა ალბათ სრულად ვერ შეძლეს მესხის ამოქმედება და ამან უთუოდ დააკლო სიმძაფრე “დინამოს” იერიშებს. და მაინც, მეორე ტაიმი უთუოდ იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ შეიძლებოდა მატჩის ფრედ დამთავრება. “დინამომ” მოგებაზე თამაში ამჯობინა (რა თქმა უნდა, საძრახისი ამაში არაფერია, პირიქით), მაგრამ ორი ქულის აღება გუშინდელ კონკრეტულ შეხვედრაში ალბათ აღემატებოდა მასპინძელთა შესაძლებლობებს.
მატჩის დასკვნითი ნაწილი “ტორპედომ” უკეთ ითამაშა. 70–ე და 71–ე წუთებზე სუსლოპაროვსა (10) და პოლუკაროვს ჰქონდათ გოლის გატანის ხელსაყრელი მომენტები, 68–ე და 72–ე წუთებზე მესხსა და ცაავას შეეძლოთ თავის გამოჩენა. ცოტა ხნის შემდეგ კი თავისი შანსი არ გაუშვა პოლუკაროვმა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში უთუოდ შესცოდეს თბილისელთა მცველებმა.
წაგება ყოველთვის და ყველანაირ სიტუაციაში საწყენია, ორმაგად დასანანია წაგება საკმაოდ ხანგრძლივი დაუმარცხებელი მატჩების სერიის შემდეგ, მაგრამ თამამად გავუსწოროთ თვალი სიმართლეს და ვთქვათ: უეჭველად ბევრი გაკეთდა გუნდში, შესაძლოა, უფრო მეტი ჯერ კიდევ გასაკეთებელია და სწორედ ამიტომაც ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ერთი ან თუნდაც ორი მატჩისგან მიღებული წყენა გულის გატეხვად ვაქციოთ.
ირაკლი ბერიაშვილი.
მატჩის შემდეგ აზრი გამოთქვეს თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “ტორპედოს” უფროსმა მწვრთნელებმა დავით ყიფიანმა და ვალენტინ ივანოვმა.
დავით ყიფიანი: “ტორპედოელთა გამარჯვება ამ შეხვედრაში სავსებით დამსახურებული და კანონზომიერი იყო. ჩვენმა ნახევარმცველებმა ვერ გაართვეს თავი დაკისრებულ ამოცანას და პირწმინდად წააგეს ჭიდილი მეტოქის შუა ხაზის მოთამაშეებთან. საყვედური თანაბრად ეკუთვნის სვანაძესაც, ცაავასაც, ჭედიასაც და კაკილაშვილსაც. დინამოელები დიდხანს ანდომებდნენ შუა მინდვრის გადალახვას, ნაკლებს მანევრირებდნენ, მეტისმეტად ხშირად სცოდავდნენ გადაცემებში.
დარწმუნებული ვარ, გუცაევსა და შენგელიას უფრო სწრაფად რომ ემოქმედათ, მეტ თავსატეხს გაუჩენდნენ თავიანთ მეურვეებს. შეხვედრის დასაწყისში მიღებულმა ტრავმამ გუცაევს საშუალება არ მისცა სრული ძალით ეთამაშა. არ იფიქროთ, თითქოს წარმატებით ჩატარებული მატჩების სერიამ დაგვამშვიდა და არხეინ გუნებაზე დაგვაყენა. დღეს ისეთ მეტოქეს ვხვდებოდით, ვისთანაც სრული მობილიზება, ძალების უკიდურესი დაძაბვაა საჭირო. მაგრამ ჩვენმა გუნდმა, ეტყობა, ჯერ ვერ მიაღწია იმ დონეს, რომ ასეთი სულისკვეთებით ატარებდეს გადამწყვეტ, პრინციპულ შეხვედრებს.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ტორპედოელთათვის ინიციატივის დათმობა.
საქმეს ვერც ცოტათი უკეთ ჩატარებულმა მეორე ტაიმმა უშველა. “ტორპედომ” აშკარად გვაჯობა ათლეტურ მომზადებაში.
ამ წაგებიდან, ჩემი აზრით, ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. თუ მარცხმა არაფერი გვასწავლა, დავკარგავთ ყოველივე იმას, რაც ბიჭებმა მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომით მოიპოვეს. ლიტონი სიტყვები ნუ გეგონებათ: წაგებიდან ჩვენთვის სასარგებლო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ”.
ვალენტინ ივანოვი: “თბილისში “სპარტაკთან” დიდი ანგარიშით წაგებული მატჩის მერე ჩამოვედით. მაგრამ, როგორც ჩანს, მარცხმა ჩვენს ფეხბურთელებზე დადებითად იმოქმედა. ყოველ შემთხვევაში, თამაშის წინ ჩემი ბიჭების შემხედვარე კაცი ვერ იტყოდა, საბრძოლო განწყობა აკლიათ ან ნირი აქვთ წამხდარიო. დღევანდელ მატჩში “ტორპედოს” მთავარი მიზანი გუცაევისა და შენგელიას ნეიტრალიზება იყო, რასაც შესანიშნავად გაართვეს თავი გოსტენინმა და პივცოვმა. ამ ორი სწრაფი და ტექნიკური თავდამსხმელის გარეშე კი დინამოელთა შეტევებმა, საერთოდ მათმა თამაშმა დაკარგა სიმწყობრე. უნდა გითხრათ, რომ გარკვეულწილად ბედმაც გაგვიღიმა – მატჩი სხვაგვარადაც შეიძლებოდა დამთავრებულიყო. არ შემიძლია არ აღვნიშნო დინამოელთა შესანიშნავი თამაში შეხვედრის ბოლო მონაკვეთში. საერთოდ, გუნდმა ნახევარ წელიწადში უზარმაზარი ნახტომი გააკეთა, რაც პირადად მე გულწრფელად მახარებს. დინამოელებს პირველ წრეშიც შევხვდით და ამ ორი მატჩის შედარება გვიჩვენებს, რა დიდი შრომა გასწია ჩვენმა მეტოქემ. თბილისის “დინამო” სწორ გზაზეა და ალბათ სულ მალე დაიმკვიდრებს ჩვეულ ადგილს საბჭოთა ფეხბურთის მოწინავე კოლექტივებს შორის”.

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от 4 октября 1984 года:

ПРЕДСТОИТ ИЗВЛЕЧЬ УРОК.
Динамовцы Тбилиси и их почитатели очень рассчитывали на благоприятный исход матча с московским «Торпедо». В случае успеха динамовцы обходили автозаводцев по количеству набранных очков и выходили на третье место в турнирной таблице.
Торпедовцы тактически правильно вели игру, сделав основную ставку на игру через центральную зону. Высокорослые Кобзев и Суслопаров, а также Редкоус, который во втором круге продемонстрировал в ряде матчей завидную результативность, старательно нагнетали напряженность в штрафной площади. Торпедовцы в первом тайме больше владели инициативой, но и частые контратаки динамовцев были достаточно опасны.
Счет открыли гости на 34-й минуте, когда последовала навесная передача слева и Кобзев с близкого расстояния головой провел первый мяч. На 60-й минуте красивый гол хлестким ударом метров с 25 забил Цаава. А на 78-й минуте торпедовцы умело использовали стандартную ситуацию. После точно выверенной подачи с углового мяч принял Полукаров и в падении через себя направил его в угол ворот.
Из этого поражения динамовцам следует извлечь урок тактического свойства. Слишком большую нагрузку испытывали в матче молодые центральные защитники Чедия и Махарадзе, а помощь им была не столь заметна. При выходе из обороны динамовцы медлили с передачами и упустили целый ряд возможностей для быстрых переходов на половину поля соперников.
Н. ГОКИЕЛИ.