«Динамо» (Тбилиси) — «Пахтакор» (Ташкент) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — «Пахтакор» (Ташкент) 0:0

Чемпионат СССР 1975 года. Высшая лига. Матч № 06.
11 мая 1975 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Ясно, 21 градус. 20000 зрителей.
Судьи: В.Алов (Ленинград), В.Бутенко, Ю.Курганов (оба — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе (к), Хинчагашвили, М.Мачаидзе, Коридзе (Чивадзе, 46), Гавашели, Дараселия, Кипиани, Эсебуа (Церетели, 70).
«Пахтакор»: Филатов, Корченов, Аширов, Басов (Яфаров, 46), Белов, Жуков, Варюхин, Ан, Исаков, Федоров, Хадзипанагис.
Предупреждение: Аширов.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, опись 31, дело 2541)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 13 мая 1975 года:

Где густо, где пусто.
ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Пахтакор» (Ташкент). 0:0. Тбилиси. Стадион «Локомотив». 11 мая. Ясно. 21 градус. 20 000 зрителей
Судьи В. Алов (Ленинград), В. Бутенко, Ю. Курганов (оба — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе, Хинчагашвили, М. Мачаидзе, Коридзе (Чивадзе, 46), Гавашели, Дараселия, Кипиани, Эсебуа (Церетели, 70).
«Пахтакор»: Филатов, Корченов, Аширов, Басов (Яфаров, 46), Белов, Жуков, Варюхин, Ан, Исаков, Федоров, Хадзипанагис.
Предупрежден Аширов.
Дублеры — 7:0. Голы: Церетели (3), Чилая, Минашвили, Двалишвили, Хидашели.
Два остальных матча завершились безрезультатно. Встрече основных составов «Динамо» (Тбилиси) — «Пахтакор» предшествовал матч дублеров, проведенный накануне в Рустави и выигранный хозяевами с разгромным счетом. После него и возник невольно вопрос: почему в кризисный час, когда «Динамо» явно испытывает необходимость в притоке свежих сил, так редко и робко выдвигаются молодые, безусловно способные футболисты в основной состав? Пример с юным Дараселия, выступавшим в воскресенье и не растерявшимся в своем дебютном матче, лишь подтверждает сказанное выше.
Известно, что территориальный перевес мало чего стоит, если из него не извлекаешь выгоды. По времени более чем три четверти матча провели динамовцы на половине поля гостей, а голевых моментов создали мало.
Обзор составлен по сообщениям корреспондентов …, Г. Акопова…

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 13 мая 1975 года:

90 წუთი – 2 დარტყმა?!
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 11 მაისი.
“დინამო” (თბილისი) – “ფახთაქორი” (ტაშკენტი) 0:0.
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, ხინჩაგაშვილი, გავაშელი, ქორიძე (ჩივაძე), ესებუა (წერეთელი), დარასელია, მ. მაჩაიძე, ყიფიანი.
“ფახთაქორი”: ფილატოვი, კორჩენოვი, აშიროვი, ბასოვი (იაფაროვი), ბელოვი, ჟუკოვი, ვარიუხინი, ანი, ისაკოვი, ფიოდოროვი, ხაძიპანაგისი.
მსაჯი: ვ. ალოვი (ლენინგრადი).
გაფრთხილებულია აშიროვი.
დუბლიორები – 7:0.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის წინა ტურში თბილისის “დინამომ” წააგო ერევანში, გუნდს იქ ურიგოდ არ უთამაშია, თავისუფლად შეეძლო ქულა აეღო და ამ გარემოებამ გარკვეული იმედი მისცა გულშემატკივრებს “ფახთაქორთან” მოსალოდნელი წარმატებისა.
მაგრამ ეს იმედი დინამოელებმა იოტისოდენადაც ვერ გაამართლეს, თუმცა სატურნირო ცხრილში შექმნილი ერთობ არასახარბიელო მდგომარეობა მათგან მოითხოვდა ძალების მაქსიმალურ დაძაბვას, მთელი შესაძლებლობით ბრძოლას.
გუნდმა მატჩი ძალიან დაბალ სპორტულ დონეზე ჩაატარა და რამდენიმეჯერ გადაურჩა აშკარა ხიფათს, მაშინ როცა თვით მას მოპირდაპირე კართან არც ერთხელ (!) არ შეუქმნია გოლის გატანის რამდენადმე მაინც რეალური შესაძლებლობა. 90 წუთის განმავლობაში ჩვენებმა (ქორიძემ და გავაშელმა) კარში მხოლოდ ორჯერ დაარტყეს, მაგრამ “კარში დარტყმა” ამ შემთხვევაში შეიძლება ვიხმაროთ მხოლოდ ნომინალურად, ფორმალურად, ვინაიდან ბურთი ორივეჯერ დიდი მანძილით ასცდა მიზანს. საერთოდ, “ფახთაქორის” მეკარე ფილატოვამდე არც ერთ დარტყმას არ მიუღწევია.
მე ხშირად მსმენია გულშემატკივართა საყვედურები ჩვენი ფეხბურთელების მიმართ იმის გამო, რომ ისინი მთელი შესაძლებლობით არ იბრძვიან, ენერგიას არ ხარჯავენ, ზარმაცობენ და ა.შ. მაგრამ ამ მატჩის მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ დინამოელთგან რომელიმემ დაიზარა, ან თავი აარიდა ბრძოლას. ასეთი მოთამაშე მინდორზე არ შეგვიმჩნევია. წარუმატებლობათა მთავარი მიზეზი, თავი და თავია არა სიზარმაცე, არამედ არასწორი თამაში, მცდარი ტაქტიკა, თანამედროვე ფეხბურთის ელემენტარული კანონების უგულებელყოფა და უცოდინრობა, ჩამორჩენილი მეთოდებით ბრძოლა, უამრავი შეცდომა.
შევეცდები მოკლედ გავარჩიო განვლილი მატჩი. “ფახთაქორს” ჰქონდა გარკვეული, კონკრეტული გეგმა: მას სჭირდებოდა ქულა და ამ მიზნის მისაღწევად გუნდმა საფუძვლიანად გაამაგრა დაცვა, მოაწესრიგა ნახევარდაცვის მოქმედება, ხოლო წინა ხაზზე კონტრიერიშებისთვის დატოვა სწრაფი, ტექნიკური ფორვარდები ფიოდოროვი და ხაძიპანაგისი, რომლებმაც გაცილებით მეტი სახიფათო მომენტი შექმნეს, ვიდრე თბილისელთა გუნდმა მთლიანად აღებულმა. ტაშკენტელები, ამას გარდა, დროსაც დაუფარავად აჭიანურებდნენ და საბოლოოდ მათ თავიანთი გეგმა წარმატებით შეასრულეს.
თბილისელთა თამაშში კი ბოლომდე ბუნდოვანი დარჩა, რა გეგმა ჰქონდათ მათ დასახული ან რა ტაქტიკას მისდევდნენ. პირველივე წუთებიდან ცხადი შეიქნა, რომ მაღალ ტემპზე, სწრაფ იერიშებზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ყველაფერი კეთდებოდა დიდი დაგვიანებით, შეყოვნებებით, ზანტად, გაუმწვავებლად, რაც სტუმრებს ყოველმხრივ აძლევდა ხელს: ეს, ფაქტიურად, სწორედ ის იყო, რაც “ფახთაქორს” უნდოდა.
თბილისის “დინამოს” სუსტი თამაშის ერთ–ერთ მთავარ მიზეზად, ჩემი აზრით, ნახევარდაცვის სრული ტაქტიკური უუნარობა და ძირფესვიანად მცდარი სამოქმედო გეგმა უნდა მივიჩნიოთ. არა მგონია ახლა რომელიმე გუნდის შუა ხაზი თამაშობდეს ისეთი სერიოზული, ღრმა შეცდომებით, როგორითაც ჩვენი. ბურთის გაჩერება, უთავბოლო ტარება, მოკლე და უაღრესად არაზუსტი გადაცემები განუკურნებელ, ქრონიკულ სენად იქცა. არავითარი მანევრი, მოულოდნელობა, სწრაფი გადაადგილება. ყველაფერი ის, რაც თანამედროვე ფეხბურთის აუცილებელ თვისებას წარმოადგენს, აქ არ შეიმჩნევა. ჩვენი ნახევარმცველები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ მეტოქემ მოასწროს ადგილის სწორად დაკავება დაცვაში. ისინი ან ატარებენ ბურთს, ან სრულიად უსარგებლოდ გადასცემენ გვერდით, უკან, წინ კი, თავდამსხმელებისკენ, საითაც საჭიროა – არა. ასეთი მუხრუჭით გუნდი, ცხადია, ტემპს ვერ აიღებს.
განვლილ მატჩში ძალიან სუსტად და ასეთივე შეცდომებით ითამაშეს მცველებმაც. გაოცებული ხარ, როცა უყურებ უმაღლესი ლიგის გუნდის გამოცდილ მცველებს, რომლებიც თავიანთი კარის წინ ატარებენ ბურთს, სწორად ვერ აზღვევენ ერთმანეთს, არ მიმართავენ შორ გადაცემებს და ხიფათის ლიკვიდირებისთვის მხოლოდ პერსონალური ბრძოლის საშუალებებს იყენებენ.
თბილისელთა თავდასხმა, რომლითაც წინათ მუდამ გამოირჩეოდა ჩვენი გუნდი, ახლა ყველაზე უკბილო და ნაკლებად პროდუქტიულია უმაღლეს ლიგაში. წლევანდელ ჩემპიონატში დინამოელებმა ვერც ერთი ბურთი ვერ გაიტანეს “სპარტაკთან”, “არარატთან”, “ზენიტთან”, “ლოკომოტივთან” და ახლაც – “ფახთაქორთან”. იღბლიანი გამონაკლისი გამოდგა მხოლოდ მატჩი მოსკოვის “დინამოსთან”. რა გასაკვირია, რომ ასეთი შედეგიანობით გუნდი აუტსაიდერთა შორისაა. ჩვენი თავდამსხმელები თამაშობენ შაბლონურად, ძველ ყაიდაზე, არ იხსნებიან, მოძრაობენ ნელა, აუჩქარებლად, ადგილების ცვლის, ფართო მანევრის გარეშე. მათი თამაშის სტილი ცნობილია და იოლად ამოსახსნელი ყველა მოწინააღმდეგისთვის: ინდივიდუალური გარღვევა და პრიმიტიული დრიბლინგი. არ იხსნება არავინ, რომ შესაძლებლობა შეიქმნას კომბინაციის რამდენიმე გაგრძელებისა. ამას გარდა, თავით თამაში ჩვენი თავდასხმის “პროგრამიდან” ამოღებულია მთლიანად, აბსოლუტურად. მაღალი ბურთის მიღება თავით, აღარ ვამბობ კარში დარტყმაზე, არ შეუძლია არც ერთ ჩვენს ფორვარდს.
სისწრაფე მუდამ წარმოადგენდა ქართული ფეხბურთის ერთ–ერთ მთავარ კოზირს, განუწყვეტელი ტემპი, შეტევა თბილისის “დინამოს” ძირითადი დამახასიათებელი თვისება იყო, ახლა კი გუნდი ყველაზე ნელი და უმოქმედოა საბჭოთა ფეხბურთში. ტაშკენტელები ამ მატჩში სისწრაფით ერთი თავით მაღლა იდგნენ თბილისელებზე.
“ფახთაქორთან” შეხვედრაში დინამოელთა რიგებში ორი დებიუტანტი იყო – დარასელია და ჩივაძე. მათ არაფერი გაუფუჭებიათ, მაგრამ პარტნიორების, გამოცდილი ფეხბურთელების მხრივ არავითარი მხარდაჭერა და კონტაქტი არ ჰქონიათ. მე კი მახსოვს, წინათ, როცა გუნდში გამოჩნდებოდა ხოლმე ახალი ფეხბურთელი, ყველანი ერთსულოვნად ვცდილობდით დავხმარებოდით მას, გაგვემხნევებინა, მხარი აგვება. ახალბედათა ასეთ იზოლაცია ყოვლად დაუშვებელია.
ზემოჩამოთვლილი ნაკლოვანებები მხოლოდ ამ ერთი მატჩის დამახასიათებელი ამბავი არაა. მძიმე კრიზისს, რომელსაც თბილისის ”დინამო” განიცდის ახლა, თავისი გარკვეული, ჩამოყალიბებული მიზეზები აქვს და მათი გამოსწორებისთვის კოლექტივის თითოეულმა წევრმა ამთავითვე უნდა მიმართოს გადამჭრელ ზომებს. შარშანდელი ისტორია არ უნდა გამეორდეს.
ნ. ძიაპშპა, სპორტის დამსახურებული ოსტატი.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от мая 1975 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от мая 1975 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от мая 1975 года: