«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 1:1 (0:1)
Чемпионат СССР 1975 года. Высшая лига. Матч № 28.
26 октября 1975 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Пасмурно, 20 градусов. 28000 зрителей.
Судьи: А.Табаков, О.Ревзин, А.Евграфов (все — Москва).
«Динамо» Тб.: Имнадзе, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе (к), Хинчагашвили, М.Мачаидзе, Коридзе, Гуцаев, Кипиани, Дараселия, Эсебуа.
«Динамо» К.: Рудаков, Дамин, Фоменко, Решко, Зуев, Коньков, Мунтян, Онищенко, Буряк, Веремеев, Блохин.
Голы:
0:1 Блохин — 32
1:1 Гуцаев — 59
Предупреждения: Дзодзуашвили, Рудаков.
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 23 октября 1975 года:
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо Киев) — 1:1.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев). 1:1 (0:1). Тбилиси. Стадион «Локомотив». 26 октября. Пасмурно. 20 градусов. 28 000 зрителей.
Судьи А. Табаков, О. Ревзин, А, Евграфов (все — Москва).
«Динамо» (Тбилиси): Имнадзе, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе, Хинчагашвили, М. Мачаидзе, Коридзе, Гуцаев, Кипиани, Дараселия, Эсебуа.
«Динамо» (Киев): Рудаков, Дамин, Фоменко, Решко, Зуев, Коньков, Мунтян, Онищенко, Буряк, Веремеев, Блохин.
Голы: Блохин (32), Гуцаев (59).
Предупреждены Дзодзуашвили, Рудаков.
Дублеры — 1:0. Гол: Рехвиашвили.
Окончательная победа динамовцев Киева в чемпионате, давно уже ни у кого не вызывает сомнений. Завоевание ими золотых медалей образца 1975 года — дело времени. Непредвиденные «остановки», вроде той, что приключилась в Ташкенте, лишь отодвигают торжества по случаю чествования нового восхождения на чемпионский трон киевлян.
Все это та так. И тем не менее в каждом из оставшихся матчей киевляне встречают упорное сопротивление, каждое очко дается им с трудом. Вот и в Тбилиси, закончив вничью встречу, по ходу которой они вели в счете, киевляне, кажется, остались довольны результатом.
Хозяева поля, видимо, только сейчас, к концу сезона, почувствовавшие вкус к игре и успешно проведшие октябрьские матчи (пять очков из шести при двух встречах на выезде), были настроены менее миролюбиво. В отличие от соперников, предпочитавших неторопливое развитие событий, они выступили инициаторами обострений.
Но, чтобы создать остроту, нужно по меньшей мере владеть мячом и привлечь в союзники скорость. С первой частью задачи тбилисцы справились хорошо. Высокая мобильность и активность обеспечили им успех в игре на опережение: чаще, чем мы к этому привыкли, передачи киевлян перехватывались, и гости оказывались в роли обороняющихся. Тут то и следовало атакующим проявить и быстроту мышления, и скорость исполнения — одна своевременная передача могла не только сократить путь к воротам, но и осложнить обстановку перед ними. Тбилисцы же порой много сил и времени тратили для того, чтобы пробиться к воротам в одиночку. Мачаидзе, Гуцаев, Кипиани, обыграв одного за другим нескольких соперников, до Рудакова, как правило, так и не добирались. И все-таки высокое мастерство солистов разнообразило игру и награждалось аплодисментами.
Гол свой киевляне забили после оплошности судьи, которая, на первый взгляд, и оспорена быть не может. Прорвавшегося по левому флангу Блохина Дзодзуашвили попытался остановить при помощи рук. Но это не удалось, после чего защитник выбил мяч на угловой. А судья своим свистком зафиксировал первое нарушение, но, не вернув мяч к месту происшествия (а оно было метрах, в 12—15 дальше) дал киевлянам пробить штрафной. Пока разбирались, что к чему (Дзодзуашвили тут-то и получил предупреждение), Веремеев с Блохиным безупречно разыграли стандартную ситуацию.
Сквитали счет хозяева поля после того, как Рудаков в броске отбил сильный удар Мачаидзе на Гуцаева. Тот в прыжке достал мяч и головой переправил его а дальний верхний угол.
Г. Акопов.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 28 октября 1975 года:
სუპერთასის მოდელით…
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 26 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) – “დინამო” (კიევი) 1:1 (0:1).
თბილისი: იმნაძე, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, ხინჩაგაშვილი, ქორიძე, მ. მაჩაიძე, ესებუა, გუცაევი, ყიფიანი, დარასელია.
კიევი: რუდაკოვი, კონკოვი, ზუევი, ფომენკო, რეშკო, დამინი, მუნტიანი, ონიშჩენკო, ბურიაკი, ვერემეევი, ბლოხინი.
მსაჯი: ა. ტაბაკოვი (მოსკოვი).
გაფრთხილებული არიან ძოძუაშვილი, რუდაკოვი.
დუბლიორები – 1:0.
ამ ბოლო ხანებში, როცა კიევის “დინამოზე” კითხულობ სარეცენზიო წერილებს, თითქმის მუდამ გხვდება თვალში ავტორის კომენტარი: როგორ თამაშობდა ჩვენი ფეხბურთის ლიდერი: საშინაო მოდელით, რომელიც აუცილებელ გამარჯვებას გულისხმობს, თუ სამგზავროთი, რომელიც ასეთივე კატეგორიულობით ვარაუდობს მხოლოდ ერთ ქულას?
ეს, მართლაც, საყურადღებო პრობლემაა კიეველთა მოწინააღმდეგეებისთვის, ვინაიდან ერთი საქმეა, როცა ეს გუნდი იბრძვის მაქსიმალური მობილიზებით, სრული შესაძლებლობით, რამაც მას ევროპის თასების მფლობელთა თასი და სუპერთასი მოუტანა და სულ სხვაა, როცა იგი ფრეზეც თანახმაა, თავის ამ “კეთილგანწყობილების” თამაშს დასაწყისიდანვე აგრძნობინებს ხოლმე მეტოქეს და მასაც აიძულებს სიამოვნებით მოაწეროს ხელი ერთქულიან შედეგს (თამაშის მესამე მოდელი, ტაშკენტისა – 0:5, იმდენად მოულოდნელი და უნიკალურია კიეველთა პრაქტიკაში, რომ მისი გამეორების ვარაუდი თბილისში, უბრალოდ, არასერიოზულობა იქნებოდა).
კარგა ხანს ყურადღებით ვაკვირდებოდით კიეველთა თამაშს და თანდათან მივდიოდით იმ დასკვნამდე, თითქოს მათ სამგზავრო მოდელი ჰქონდათ ჩამოტანილი ჩვენს ქალაქში: მატჩი მიმდინარეობდა ნელ ტემპში, აუჩქარებელი გადაცემებით შუა მინდორში, ფლანგიდან ფლანგზე, უშფოთველად, 30 წუთმა ისე განვლო, თბილისელთა კართან არ შექმნილა არც ერთი რამდენადმე მაინც სახიფათო მომენტი, მაშინ, როცა მე–13 წუთზე ყიფიანს შეეძლო გოლით დაემთავრებინა ძოძუაშვილის შორეული, ზუსტი გადაცემა.
მაგრამ, აი, დადგა მატჩის 30–ე წუთი. თბილისელთა კარისკენ ბურთიანად დაიძრა ბლოხინი, მის წინააღმდეგ იბრძოდა ძოძუაშვილი. თქმა იმისა, რომ ამ ორი ფეხბურთელის პირისპირ შებმა მოხდა კორექტული და ურთიერთ თავაზით აღსავსე ვითარებაში, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. შექმნილი სიტუაცია და მომენტის სიმწვავე არც ფორვარდს, არც მცველს არ აძლევდა რაიმე კომპრომისის საშუალებას, ამიტომ წესის დარღვევის ადგილი ჰქონდა ორივე მხრივ და როცა ბურთმა ამ ორმხრივ შეტაკებებში თითქმის პირით ხაზამდე მიაღწია, მსაჯმა ა. ტაბაკოვმა გააჩერა თამაში. მან ძოძუაშვილი დააჯარიმა.
არბიტრთან დავა ძნელი საქმეა. ჩვენ ტრიბუნიდან ვუყურებთ თამაშს, მოზრდილ დისტანციაზე, ის კი ყველაზე ახლოს იმყოფება სათამაშო ეპიზოდთან, ამიტომ ყველაზე უკეთესად განსაზღვრავს ის ყოველ დეტალს, მაგრამ ამ შემთხვევაში ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ იმ მომენტში, როცა ფიქსაცია მოხდა, დარღვევას ბლოხინის მხრივ ადრე ჰქონდა ადგილი. თამაშის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, ასეთივე აზრი გამოთქვეს მსაჯთა გამსინჯავი ბრიგადის წევრებმაც, მაგრამ ეს იყო მატჩის შემდეგ, თვით მატჩის დროს კი მსაჯის სასტვენი – კანონია. დაინიშნა ჯარიმა ძალიან სახიფათო პოზიციაში თბილისელთათვის, თითქმის საჯარიმო მოედნის ხაზიდან. ვერემეევმა, რომელიც საჯარიმოს ასრულებდა, არ იჩქარა. მან აცალა თავის პარტნიორებს შეესრულებინათ რამდენიმე მანევრი, ამ მოძრაობის დროს მოხდა მცველთა შესაბამისი გადაადგილებებიც, რის შედეგად წამით ღიად დარჩა ბლოხინი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მცველების, უპირველეს ყოვლისა, სტოპერების მიუტევებელი შეცდომაა. ამგვარი მიწოდებისას, ზედ კარის წინ უმეთვალყუროდ დატოვო მოწინააღმდეგე ფორვარდი და ისიც – ბლოხინი? კიეველები ამას არავის აპატიებენ. ვერემეევის გადაცემა და ბლოხინის თავური დარტყმა შესრულდა ერთ მთლიანობაში, სწრაფად, ზუსტად – 1:0.
ამ მომენტიდან ყოველგვარი ორჭოფობა კიეველთა თამაშის გასვლითი თუ შინაური მოდელის თაობაზე უსაფუძვლო იყო. ცხადი გახდა, რომ ისინი თამაშობდნენ მხოლოდ მოგებაზე, დაახლოებით სუპერთასის ვარიანტს და მაშინვე მკვეთრად იმატა მატჩის საერთო დაძაბულობამ, ტემპმა, სახიფათო მომენტებმა ორივე კართან.
ეს განსაკუთრებით ნათლად შესამჩნევი შეიქნა მეორე ტაიმში. დროს დაკარგვა რა შეიძლებოდა არავითარ შემთხვევაში, ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ამიტომ თბილისელებმა თავიდანვე გადაისროლეს მთელი ძალები შეტევაში და ხანგრძლივად დასახლდნენ მოპირდაპირე ნახევარზე. რამდენიმე საფუძვლიანი იერიშის შემდეგ, 58–ე წუთზე, მაჩაიძემ ძლიერად დაარტყა კარში, რუდაკოვმა შეძლო ბურთის მოგერიება, მაგრამ გუცაევმა ხელმეორედ გაგზავნა იგი მიზანში – 1:1.
მეტოქეთა შემდგომ მრავალრიცხოვან ცდას შეეტანათ ცვლილება ანგარიშში, შედეგი არ მოჰყოლია. ჩემპიონობის უეჭველმა კანდიდატმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეინარჩუნა ქულა.
რ. ქორიძე.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от октября 1975 года:
Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от октября 1975 года:
Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от октября 1975 года: