«Карпаты» (Львов) — «Динамо» (Тбилиси) 1:3 (0:2)

«Карпаты» (Львов) — «Динамо» (Тбилиси) 1:3 (0:2)

Чемпионат СССР 1973 года. Высшая лига. Матч № 18.
29 июля 1973 года. 18-00. Львов. Стадион «Дружба». 30000 зрителей.
Судьи: Ю.Пономарев (Кишинев), Л.Уланов (Бельцы), С.Цалкин (Москва).
«Карпаты»: Швойницкий, Кикоть, Поточняк (к), Чорба, Савка, Броварский (Андрющенко, 58), Хижак (Данилюк, 55), Покора, Шподарунок, Фурсов, Козинкевич.
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Кантеладзе, Хурцилава (к), Челидзе, Эбралидзе, М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев (Кипиани, 73), Г.Нодия, Церетели (Л.Нодия, 46).
Голы:
0:1 Эбралидзе — 03
0:2 Г.Нодия — 18
0:3 Эбралидзе — 73
1:3 Андрющенко — 78

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1839)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 31 июля 1973 года:

ТЕСНО В ТАБЛИЦЕ…
ЛЬВОВ.
«Карпаты» (Львов) — «Динамо» (Тбилиси).1:3 (0:2). Львов. Стадион «Дружба». 29 июля. Ясно. 16 градусов. 23 000 зрителей.
Судья Ю. Пономарев (Кишинев), Л. Уланов (Бельцы), С. Цалкин (Москва).
«Карпаты»: Швойницкий — 2, Кикоть — 3, Поточняк — 4, Чорба — 3, Совка — 4, Броварский — 2 (Андрющенко, 58 — б/о), Хижак — 3 (Данилюк, 55 — б/о), Покора — 4, Шподарунок — 2, Фурсов — 3, Козинкевич — 3.
«Динамо»: Гогия — 5, Дзодзуашвили — 5, Кантеладзе — 5, Хурцилава — 5, Челидзе — 5, Эбралидзе — 5, Мачаидзе —5, Асатиани — 5, Гуцаев — 4 (Кипиани, 73 — б/о), Г.Нодия — 5, Церетели — 4 (Л.Нодия, 46 — б/о).
Голы: Эбралидзе (3, 73), Нодия (18), Андрющенко (78).
Дублеры — 5:6 (1:1.11-метровые — 4:5). Голы в основное время: Рехвиашвили («Динамо), Тютюнник («Карпаты»).
Борьба в чемпионате обостряется, о чем свидетельствуют пять из восьми матчей тура, завершившихся в дополнительное время. Такого прежде еще не было. Неудачи постигли лидеров первенства, что позволяло командам, располагавшимся в середине турнирной таблицы, несколько сократить разрыв в очках. В таблице снова стало тесновато.
Два полновесных очка завоевало тбилисское «Динамо», обыгравшее во Львове местные «Карпаты».
… Начало матча во Львове, сообщает наш общественный корреспондент Ю. Кордияк, было многообещающим.
Львовяне сразу же бросились в атаку, и вскоре четкая многоходовая комбинация хозяев закончилась сильнейшим ударом Хижака под планку. Чудом среагировавший Гогия с трудом перевел мяч на угловой. Ответная же атака гостей закончилась взятием ворот. В высоком прыжке полузащитник тбилисцев Эбралидзе принял мяч, поданный с углового, и головой направил его в ворота. Львовян неудача не смутила, они по-прежнему в атаке. Однако, имея благоприятные возможности для взятия ворот, их не реализуют. Гости же ошибок не прощают. В одном из эпизодов Мачаидзе издали пробил по воротам. Швойницкий не удержал мяча в руках, а Нодия оказался тут как тут.
Теперь уже защитная линия гостей легко отражает неорганизованный натиск львовян. Эбралидзе, получив мяч от Кипиани, прошел к воротам и без помех забил третий гол. А затем дебютант Андрющенко сильным ударом недалека застал врасплох в целом отлично проведшего встречу Гогия.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 31 июля 1973 года:

2 ქულა ლვოვში.
ლვოვი. “დრუჟბას” სტადიონი. 29 ივლისი.
“კარპატი” (ლვოვი) – “დინამო” (თბილისი) 1:3 (0:2).
“კარპატი”: შვოინიცკი, კიკოტი, სავკა, პოტოჩნიაკი, ჩორბა, ბროვარსკი (ანდრიუშჩენკო), ფურსოვი, პოკორა, ხიჟაკი, შპოდარუნოკი, კოზინკევიჩი.
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ჭელიძე, ებრალიძე, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი (ყიფიანი), გ. ნოდია, წერეთელი (ლ. ნოდია).
მსაჯი: ი. პონომარიოვი (კიშინიოვი).
დუბლიორები – 5:4 “დინამოს” სასარგებლოდ (პენალტებით. ძირითადი დრო – 1:1).
ლვოველ ფეხბურთელებს ძალზე ცუდად აქვთ საქმე საკავშირო ჩემპიონატში. 1 ივლისს როსტოველებთან მოგებული მატჩის შემდეგ (1:0), “კარპატიმ” ზედიზედ 3 შეხვედრა წააგო “შახტიორთან” და „ზარიასთან” გასვლაზე, ხოლო მოსკოვის “დინამოსთან” შინ და ამის შემდეგ გათამაშების ცხრილში იმყოფება იქ, სადაც დაბლა ლიგაში გადასვლის “სუნი” ტრიალებს.
ასეთ ვითარებაში მასპინძლებს საკუთარ მინდორზე ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ თბილისის “დინამოსთან” მატჩში, რათა ეხსნათ თავი ამ არასახარბიელო მდგომარეობიდან და დაძრულიყვნენ ბოლო ადგილებიდან. ჩვენ, ლვოველთა ქომაგებს, იმედს გვაძლევდა ის, რომ წინა მატჩში მოსკოვის “დინამოსთან” კარპატელებმა 3 ბურთი გაიტანეს მოწინააღმდეგის კარში.
მაგრამ ეს ვარაუდი, პირდაპირ ვიტყვით, თავდაყირა დადგა თვით მატჩის მსვლელობაში. ლვოველმა ფეხბურთელებმა, თითქოს, ცდა არ დააკლეს, ყველა ღონეს მიმართეს გამარჯვებისთვის ბრძოლაში და ვერაფერს გახდნენ იმიტომ, რომ თბილისელები მათზე მაღლა იდგნენ წმინდა სპორტული თვალსაზრისით, მაღლა იდგნენ საერთო კლასით, ტექნიკით, ტაქტიკით, სისწრაფით, ფიზიკური მომზადებით.
მარტო მონდომებით და ძალთა მობილიზებით მასპინძლები ვერ გაუმკლავდნენ მეტოქეს, ვინაიდან ისიც მობილიზებული იყო ამ დღეს და თამაშით კი უკეთესად თამაშობდა. ტრიბუნებზე მსხდომთაგან არავის ეჭვი არ შეჰპარვია სტუმრების გამარჯვების კანონზომიერებაში.
მატჩის მსვლელობაზე დიდი გავლენა იქონია დასაწყისმა. უკვე მე–2 წუთზე ხიჟაკს მიეცა გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა, მან კი ვერ გამოიყენა იგი, ხოლო წუთის მერე წერეთელმა თავისი გარღვევა ზუსტი გადაცემით დაამთავრა კარის წინ, სადაც მინდვრის სიღრმიდან შესული ებრალიძე ადგილზე აღმოჩნდა, შეუცდომლად ითამაშა თავით და გახსნა ანგარიში – 1:0.
მასპინძლებმა დაუყოვნებლივ გააძლიერეს შეტევა, “დინამოს” დაცვა და მეკარე სრული დატვირთვით იბრძოდნენ, მათ კარგად ეხმარებოდნენ ნახევარმცველებიც, კონტრიერიშის მცირე შესაძლებლობის დროს კი გუნდი სწრაფად გადადიოდა მოპირდაპირე ნახევარზე, თავდამსხმელები დროზე იხსნებოდნენ, არ აყოვნებდნენ ბურთის გადაცემას. ერთ–ერთი ასეთი მანევრის შემდეგ, მე–18 წუთზე, გ. ნოდიამ შეძლო ზუსტი დარტყმის შესრულება, რომლის წინაშე შვოინიცკი უძლური აღმოჩნდა.
2:0. ასეთმა ანგარიშმა თბილისელებს საშუალება მისცა ბრძოლა განეგრძოთ მშვიდად, სოლიდურად, თავიანთ ძალებში დაჯერებულად.
ლვოველებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს მეორე ტაიმის დასაწყისში, რამდენიმე კარგი შეტევაც განახორციელეს, დინამოელები კი კვლავ კარგი ურთიერთმოქმედებით იგერიებდნენ ამ იერიშებს და თვითონაც ხშირად ქმნიდნენ კრიტიკულ მომენტებს მოწინააღმდეგის კართან.
74–ე წუთზე მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყდა. მინდორზე გუცაევის ნაცვლად ის–ის იყო გამოვიდა ყიფიანი, მან გადააწოდა ბურთი ებრალიძეს, ეს უკანასკნელი დრიბლინგით გავიდა “კარპატის” საჯარიმო მოედანზე და თავისი რეიდი დაბალ კუთხეში დარტყმით დაამთავრა – 3:0.
მასპინძლებმა მხოლოდ ის შეძლეს, რომ “მშრალი” ანგარიშით დამარცხებას დააღწიეს თავი ანდრიუშჩენკოს მიერ 35 მეტრის მანძილიდან შესრულებული დარტყმის წყალობით. ბურთი მოხვდა ძელს და გაეხვია ბადეში – 1:3.
თბილისის “დინამომ” ამ მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა ლვოველ მაყურებლებზე.
რ. ლეპეკი (ტელეფონით, ჩვენი სპეც. კორ.).

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от июля 1973 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от июля 1973 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от июля 1973 года: