«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Москва) 4:2 (2:2)
Чемпионат СССР 1973 года. Высшая лига. Матч № 26.
9 октября 1973 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Пасмурно, перед матчем — дождь, 18 градусов. 20000 зрителей.
Судьи: В.Толчинский, С.Есимбеков (оба — Алма-Ата), С.Будыленко (Джамбул).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Кантеладзе, Эбралидзе, Хинчагашвили, Гавашели (Кипиани, 72), М.Мачаидзе, Асатиани (к), Гуцаев, Г.Нодия, Л.Нодия.
«Торпедо»: Ракитский, Тукманов, Пахомов, Бутурлакин, Юрин, Краснов, Фетисов, Никонов (к), Соловьев (Абрамов, 67), Дегтярев, Смирнов.
Голы:
0:1 Смирнов — 13
1:1 Г.Нодия — 23
1:2 Фетисов — 33
2:2 М.Мачаидзе — 39
3:2 Кипиани — 77
4:2 Г.Нодия — 86
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 11 октября 1973 года:
«ДИНАМО» (Тбилиси) — «ТОРПЕДО» — 4:2.
«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Москва). 4:2 (2:2). Тбилиси, Стадион «Локомотив». 9 октября. Пасмурно. Перед матчем — дождь. 13 градусов. 22 000 зрителей,
Судки В. Толчинский, С. Есимбеков (оба — Алма-Ата), С. Будыленко (Джамбул).
«Динамо»: Гогия — 5, Дзодзуашвили — 5, Кантеладзе — 5, Эбралидзе — 5, Хинчагашвили — 5, Гавашели — 5 (Кипиани, 72 — 5), Мачаидзе — 5, Асатиани — 5, Гуцаев — 5, Г. Нодия — 5, Л. Нодия — 5.
«Торпедо»: Ракитский — 2, Тукманов — 2, Пахомов — 2, Бутурлакин — 2, Юрин — 2, Краснов — 2, Фетисов — 3, Никонов — 2, Соловьев — 2 (В. Абрамов, 67 — б/о), Дегтярев — 2, Смирнов — 3.
Голы: Смирнов (13), Г. Нодия (23, 86), Фетисов (33), Мачаидзе (39), Кипиани (77).
Дублеры — 5:7 (2:2, 11-метровые — 3:5). Голы в основное время: у «Динамо»—Джапаридзе, Копалеишвили; у «Торпедо» — Филиппов, Даниленко.
По ходу игры гости дважды вели в счете, но так и не сумели удержать перевес.
Тбилисцы, возвратившиеся в родной город после очередного неудачного турне, как это уже не рал бывало, преобразились и показали не только дружную, результативную игру, но и качества, которые никак не могут проявить на чужих полях. Я имею в виду настойчивость в достижении цели, способность не пасть духом и добиться перелома в игре.
Москвичи открыли счет после грубого промаха Кантеладзе. Вместо того чтобы отбить мяч, защитник, подстегиваемый двумя форвардами, решил обыграть их в непосредственной близости от ворот. Смирнов отобрал мяч и под острым углом послал его в сетку. И второй свои гол торпедовцы забили, умело воспользовавшись просчетами обороны «Динамо», просчетами более существенными. А заключались они в том, что игравшие почти на одной линии защитники плохо подстраховывали друг друга. А вот стоило Никонову, сместившемуся на правый фланг, получить мяч за спиной защитника, как последовала передача в центр неприкрытому Фетисову и тот не преминул воспользоваться предоставившейся ему возможностью.
Отыгрывались тбилисцы легко и быстро, и тоже не без помощи защитников соперников. И в первом, и во втором случаях гости, пытались прервать атаки динамовцев, прибегая к нарушению правил. Но штрафные удары не разрядили, а повысили напряжение у ворот Ракитского. Четко разыграв их, тбилисцы каждый раз добивались-таки своего. Хотя первый тайм и закончился при равном счете, чувствовалось, что после перерыва равновесия в игре уже нe будет: торпедовцам все труднее сдерживать наладившиеся, наконец, атаки соперников.
Трудности гостей особенно усугубились, после того, как тренеры тбилисцев пошли на весьма, логичный в создавшейся ситуации шаг и вместо полузащитника ввели в игру четвертого форварда. Замена оказалась как нельзя кстати. Первая же комбинация с участием Кипиани завершилась точным ударом метров с 18-ти, и хозяева поля впервые вышли вперед.
Ну, а четвертый гол (впрочем, как и первый), проведенный центральным нападающим тбилисцев Г. Нодия, был забит благодаря его интуиции и мастерству, умению безошибочно угадывать наиболее вероятное направление развития атаки.
Наверное я не ошибусь, если скажу, что очень немногие наши форварды обладают сегодня этим качеством.
О. ЖОРДАНИЯ, судья всесоюзной категории.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 11 октября 1973 года:
ნორმა – 4 გოლი.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 9 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) – “ტორპედო” (მოსკოვი) 4:2 (2:2).
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ებრალიძე, ხინჩაგაშვილი, გავაშელი (ყიფიანი), მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
“ტორპედო”: რაკიტსკი, ტუკმანოვი, პახომოვი, ბუტურლაკინი, იურინი, კრასნოვი, ფეტისოვი, ნიკონოვი, სოლოვიოვი (აბრამოვი), დეგტიარიოვი, სმირნოვი.
მსაჯი: ვ. ტოლჩინსკი (ალმა–ათა).
რამდენადაც მახსოვს, თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “ტორპედოს” შეხვედრები მუდამ გამოირჩეოდა საგანგებო დაძაბულობით, მწვავე ბრძოლით და სილამაზით. ასე იყო, როცა მოსკოველთა განთქმულ გუნდში გამოდიოდნენ პონომარიოვი, გომესი, აკიმოვი და სხვა დიდოსტატები. მერე ეს ესტაფეტა მიიღეს ივანოვმა, სტრელცოვმა, ვორონინმა და მათმა პარტნიორებმა. ჩემპიონატის ან თასის ყველა მატჩს, მოსკოვში იქნებოდა თუ თბილისში, სულ ერთია, მუდამ განსაკუთრებული, სპეციფიკური ელფერი ჰქონდა, სწორედ ისეთი, მაყურებელს რომ უყვარს.
მე ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ორივე გუნდი თავიდანვე მიმდევარი იყო ტექნიკური, შემტევი, კორექტული ფეხბურთისა, სადაც ძალისმიერ, მხოლოდ ქულების მოპოვებისკენ მიმართულ თამაშს ყოველთვის სძლევდა მაღალი კლასის ოსტატის ნამდვილი “საფეხბურთო თავმოყვარეობა” და ესთეტიკური, სანახაობრივი მხარე.
ახლა “ტორპედოს” აღარც პონომარიოვი ჰყავს, აღარც სტრელცოვი და ივანოვი. ამ მასშტაბის ბრწყინვალე მოთამაშეთა ადგილი გუნდში ახალგაზრდებმა დაიკავეს. ბევრი მათგანი, უდავოდ, ნიჭიერი და პერსპექტიულია, მაგრამ წმინდა სპორტული კლასიფიკაციით საგრძნობლად ჩამოუვარდება განთქმულ, სახელმოხვეჭილ წინამორბედებს. “ტორპედო” აღარაა ვარსკვლავთა გუნდი და ეს მის საერთო შედეგებსაც თვალნათლივ ეტყობა. რაოდენ საყურადღებოა თუნდაც ის
ფაქტი, რომ გუნდს, როგორც მითხრეს, 28 ივლისის მერე არც ერთი მატჩი არ მოუგია და, საერთოდ, მეორე წრეში მხოლოდ ერთი, ერთადერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ იგი აუტსაიდერთა შორისაა – ბოლოდან მეოთხე ადგილზე.
მაგრამ ტრადიცია ტრადიციაა და ტორპედოელებმა, თუმცა მორიგი წაგება ჩაიწერეს გათამაშების ცხრილში, თბილისში კვლავ თავგამოდებით, მთელი ძალით ითამაშეს. მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა.
თამაში დაიწყო ორმხრივი იერიშებით, მაღალი ტემპით. ჯერ თბილისელებმა შეუტიეს რამდენიმეჯერ, სწრაფად გაითამაშეს კომბინაციები ფლანგებზე. ამას ტორპედოელებმა კონტრიერიშებით უპასუხეს და აქ გამოირკვა, რომ “დინამოს” მცველები რატომღაც უყურადღებოდ, ნაჩქარევად მოქმედებდნენ, არ იცავდნენ ურთიერთდაზღვევის აუცილებელ წესს. მათი ელემენტარული შეცდომის შედეგი იყო სტუმრების წარმატება მე–13 წუთზე: კანთელაძემ, რომელიც ურიგოდ არ თამაშობს ბოლო ხანებში, ბურთი ჩააბარა სმირნოვს. ამ უკანასკნელმა ისარგებლა ამით და თითქმის პირითი ხაზიდან დაარტყა კარში. გოგიამ ვერ შეძლო ხიფათის მოგერიება…
დინამოელებმა მაშინვე გადაიტანეს თამაში მოპირდაპირე მხარეს და “ტორპედოს” კართან შექმნეს რამდენიმე კრიტიკული მომენტი, რომელთაგან ერთ–ერთი, 22–ე წუთზე, საპასუხო გოლით დაამთავრეს. ძოძუაშვილმა ფლანგიდან მიაწოდა საჯარიმო, მაჩაიძის დარტყმა მოიგერია რაკიტსკიმ,, მაგრამ ბურთს მიუსწრო გ. ნოდიამ და ანგარიში გაქვითა.
ამის შემდეგ საერთო ტერიტორიული უპირატესობა თბილისელებს ჰქონდათ, მაგრამ საკმარისი იყო “ტორპედო” კონტრშეტევაზე გადასულიყო, რომ მასპინძელთა კართან მაშინვე იქმნებოდა სახიფათო სიტუაცია. ამის მიზეზი, ჩემი აზრით, უნდა ვეძიოთ იმაში, რომ დინამოელთა მცველები ვერ ერკვეოდნენ მოსკოველ თავდამსხმელთა მანევრში, მათს მიერ ადგილების განუწყვეტელ ცვლაში. ასე მოხდა 34–ე წუთზე: მცველებმა უყურადღებოდ დატოვეს ნიკონოვის უბურთო რეიდი, მან კი კარგად შეარჩია ადგილი, მიიღო ბურთი და ზედ კარის წინ გადასცა სრულიად ღიად დარჩენილ ფეტისოვს – 2:1. ეს გოლიც დაცვის შეცდომის შემდეგ გავიდა. ამასთან, ისიც უნდა თქვას, რომ გოგიას მანამდე ორჯერ მოუხდა ძალიან ძნელი ბურთების აღება.
მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. ტორპედოელები თავგანწირვით იბრძოდნენ წარმატების შესანარჩუნებლად. ხშირად მთელი გუნდით იცავდნენ თავს, მაგრამ 39–ე წუთზე იძულებული შეიქნენ ისევ დაეწყოთ ცენტრიდან თამაში. მეორე საპასუხო ბურთი ბრწყინვალე დარტყმით გაიტანა მაჩაიძემ კარის შორეულ კუთხეში ასათიანის გადაცემის შემდეგ.
შესვენების შემდეგ მოსკოველები ისევ აქტიურად, ენერგიულად იბრძოდნენ და არსებითად შუა მინდორშივე ახერხებდნენ მეტოქის იერიშების ჩაშლას. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთფეროვნად, ტრაფარეტულად მოქმედებდა “დინამოს” თავდასხმა, განსაკუთრებით გუცაევი. იგი ერთი და იგივე ხერხით ცდილობდა გასულიყო “ტორპედოს” კართან, ამას გარდა, სისტემატურად ხვდებოდა თამაშგარე მდგომარეობაში, თუმცა, როგორც წინა ხაზის მოთამაშე, გარემარბი, ვალდებული იყო ყურადღებით ედევნებინა თვალი მოწინააღმდეგე მცველების განლაგებისთვის და არ ჩაეშალა რამდენიმე კარგად გათამაშებული კომბინაცია იმის გამო, რომ მისი მცველი
დროით ასწრებდა თამაშგარე მდგომარეობის შექმნას.
თამაში ძალიან გართულდა, დრო კი სულ უფრო ნაკლები რჩებოდა. ამ კრიტიკულ ვითარებაში დინამოელთა რიგებში ცვლილება მოხდა (ვფიქრობ, ეს ადრევე იყო საჭირო): მინდორზე გამოვიდა ყიფიანი და მისი პირველივე ჩარევა სათამაშო ეპიზოდში დამთავრდა შესანიშნავად, გატანილი გოლით, რომელმაც ფაქტიურად იხსნა ეს ძნელი მატჩი. 77–ე წუთზე ყიფიანმა მინდვრის სიღრმიდან მიიღო ბურთი, გაითამაშა იგი გ. ნოდიასთან და შორიდან ზუსტად, ძლიერად დაარტყა მარცხენა დაბალ კუთხეში – 3:2.
ამ გოლმა გარკვეული დამაჯერებლობა შეიტანა დინამოელთა თამაშში. მატჩის დასასრული მათ განუწყვეტელ იერიშებში ჩაატარეს, ერთ–ერთი ასეთი იერიშისას, 87–ე წუთზე, მარცხენა მხრიდან ერთდროულად გავიდნენ ყიფიანი და ლ. ნოდია. ბურთი გადაეცა გ. ნოდიას და ცენტრფორვარდმა ახლოდან დააგვირგვინა “დინამოს” გამარჯვება. თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე ნორმად ქცეული ციფრი “4” – შესრულდა.
გ. ანთაძე, სპორტის დამსახურებული ოსტატი.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от октября 1973 года:
Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от октября 1973 года:
Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от октября 1973 года: