«Динамо» (Тбилиси) — «Днепр» (Днепропетровск) 2:0 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Днепр» (Днепропетровск) 2:0 (0:0)

Чемпионат СССР 1973 года. Высшая лига. Матч № 06.
6 мая 1973 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Солнечно, 26 градусов. 30000 зрителей.
Судьи: В.Руднев, Л.Акселевич, Г.Еганян (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Хинчагашвили, Эбралидзе, М.Мачаидзе, Асатиани, Церетели, Кипиани, Л.Нодия (Рехвиашвили, 46).
«Днепр»: Колтун, Артюх, Найда, Иванов (к), Богданов, Федоренко, Шнейдерман, Евсеенко, Лябик (Пилипчук, 46), Назаров (Романюк, 75), Поркуян.
Голы:
1:0 Эбралидзе — 73
2:0 Церетели — 80

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1838)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 8 мая 1973 года:

«ДИНАМО» (Тбилиси) — «ДНЕПР» — 2:0.
«Динамо» (Тбилиси) — «Днепр» (Днепропетровск). 2:0 (0:0). Тбилиси. Стадион «Локомотив». 6 мая. Солнечно. 26 градусов. 35 000 зрителей.
Судьи В. Руднев, Л. Акселевич, Г. Еганян (все — Москва).
«Динамо»: Гогия — 5, Дзодзуашвили — 5, Челидзе — 5, Хурцилава — 5, Хинчагашвили — 5, Эбралидзе — 5, М. Мачаидзе — 5, Асатиани — 5, Церетели — 5, Кипиани — 5, Л. Нодия — 5 (Рехвиашвили, 46— б/о).
«Днепр»: Колтун — 3, Артюх — 2, Найда — 3, Иванов — 2, Богданов — 3, Федоренко — 3, Шнейдерман — 2, Евсеенко — 3, Лябик — 3 (Пилипчук, 46 — 3), Назаров — 3 (Романюк, 75 — б/о), Поркуян — 3.
Голы: Эбралидзе (73), Церетели (80).
Дублеры — 4:3 (основное время — 0:0. 11-метровые — 4:3).
Трудной выдалась поездка в Закавказье для «Днепра»: команда, шедшая в лидерах и не знавшая доселе поражений, проиграла сначала «Арарату», а затем и «Динамо».
Встреча в Тбилиси началось острой атакой гостей. Они уже на 2-й минуте создали реальную угрозу воротам Гогия. Динамовцы откупились угловым ударом, но после его розыгрыша Назаров с близкого расстояния не попал по цели.
Атаки хозяев поля выглядели более внушительно хотя бы уже потому, что нападающих активно поддерживала тройка полузащитников. Асатиани, умело руководивший их игрой, длинными передачами на фланги посылал в прорыв то Церетели, то Кипиани. Именно эти его нацеленные и острые передачи вынудили защитников «Днепра» перестраиваться на ходу и отказаться от тактики искусственного положения «вне игры», на которую они, надо полагать, возлагали надежды. Мяч раньше, нежели форварды динамовцев, то и дело оказывался за их спиной, а следовавшее за этим состязание в скорости ничего приятного защитникам не сулило. Вот и пришлось им во избежание худшего группироваться вблизи собственных ворот.
К середине первого тайме стало сказываться игровое превосходство динамовцев. Они дольше владеют мячом, в обстреле ворот принимают участие даже Эбралидзе и Хурцилава. В эти минуты, как, впрочем, и на протяжении всего матча, безошибочно играл Колтун. Он точен и в воротах, и на выходах — даже тогда, когда обстоятельства вынуждали его играть за пределами штрафной площади. (Не дело журналиста оспаривать оценки, выставляемые тренером, но коль скоро мы их публикуем, должен заметить, что Колтуну — безусловно лучшему игроку «Днепра» в этом матче — она представляется заниженной).
Тщетными оказались попытки динамовцев открыть счет до перерыва. Посла него хозяева поля с прежней настойчивостью вели осаду ворот: голы, принесшие им победу в самом конце игры, были наградой за настойчивость. В обоих случаях атака зарождалась на левом фланге и завершалась в центре. Первый гол очень эффектно, поймав в полете низко летящий мяч, ударом головы забил Эбралидзе. А второй, получив передачу от Кипиани и обыграв Найду, хладнокровно забил Церетели.
Г. АКОПОВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 8 мая 1973 года:

მხარში ამოვუდგეთ გუნდს!
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 6 მაისი.
“დინამო” (თბილისი) – “დნეპრი” (დნეპროპეტროვსკი) 2:0 (0:0).
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე, მ. მაჩაიძე, ასათიანი, წერეთელი, ყიფიანი, ლ. ნოდია (რეხვიაშვილი).
“დნეპრი”: კოლტუნი, არტიუხი, ნაიდა, ივანოვი, ბოგდანოვი, ფედორენკო, შნეიდერმანი, ევსეენკო, ლიაბიკი (პილიპჩუკი), ნაზაროვი (რომანიუკი), პორკუიანი.
მსაჯი: ვ. რუდნევი (მოსკოვი).
საკავშირო ჩემპიონატის ყოველ მატჩს აქვს გარკვეული წინაპირობა, კონკრეტული სიტუაცია, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს წინა ტურის შედეგებიდან და საერთო სატურნირო მდგომარეობიდან. ასეთი კონკრეტული სიტუაცია, რა თქმა უნდა, ჰქონდა თბილისის ”დინამოსა” და დნეპროპეტროვსკის “დნეპრის” მატჩსაც. “დნეპრი” ტურით ადრე ერთპიროვნული ლიდერი იყო და ერევანში წაგების შემდეგ გაიუარესა მდგომარეობა, “დინამომ” კი “კარპატისთან” მოგებული კარგი თამაშის მერე საგრძნობლად განიმტკიცა პოზიციები, ამიტომ უკანდასახევი გზა ამ მატჩში არც ერთ გუნდს არ ჰქონდა.
პირველი, რაც ამ მეტად საპასუხისმგებლო შეხვედრის შესახებ უნდა ვთქვათ, ისაა, რომ დინამოელები მას კარგად მომზადებული, ყოველმხრივ მობილიზებული შეხვდნენ. ეს ჩანდა პირველივე წუთებიდან, როცა თბილისელები ენერგიულად, აქტიურად ჩაებნენ ბრძოლაში და აშკარად აგრძნობინეს მეტოქეს, რომ მას არ უნდა ჰქონოდა რაიმე შეღავათის იმედი. თბილისელები დასაწყისშივე მტკიცედ ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, ინიციატივას, რომელიც მეთოდურად იზრდებოდა, თანდათან მატულობდა და საბოლოოდ დამაჯერებელ გამარჯვებად იქცა. ნათქვამის საილუსტრაციოდ ისიც კმარა, რომ პირველ ტაიმში გოგიას არც ერთხელ არ დასჭირვებია სახიფათო მომენტში ჩაბმა და არსებითად, უშფოთველად ჩაატარა მატჩი.
ყველა საშიშროების უვნებელყოფა ხდებოდა კარიდან დაშორებით, დაცვისა და ნახევარდაცვის ზონაში, სადაც “დნეპრის” თავდამსხმელებს არ მისცემიათ თავისუფალი მოქმედების საშუალება.
რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ თბილისელებს თავიანთ ნახევარზე იოლი ცხოვრება ჰქონდათ. პირიქით, ხურცილავას და ჭელიძეს სრული დატვირთვით მოუხდათ მუშაობა ცენტრში, ფლანგებზე საიმედოდ მოქმედებდნენ ძოძუაშვილი და ხინჩაგაშვილი (ეს უკანასკნელი, ვფიქრობთ, უკვე ჩადგა ფორმაში) და ჩვენმა მცველებმა სწორედ თავგამოდებული შრომით შეძლეს სტუმრების შეტევების ჩაფუშვა.
ნახევარდაცვაში უნარიანად ასრულებდა ლიდერის როლს ასათიანი, თავდასხმას აქტიურად ეხმარებოდნენ მაჩაიძე და ებრალიძე, რომელიც თანდათან ეჩვევა თავის ახალ ამპლუას.
წინა ხაზზე კვლავ საუცხოოდ ითამაშეს ყიფიანმა და წერეთელმა, რომელთა ნეიტრალიზება რთულ პრობლემად იქცა “დნეპრის” დაცვისთვის. ორივე ჩვენი ახალგაზრდა თავდამხხმელი თამაშობს არა შაბლონის მიხედვით, არამედ მახვილგონივრულად, სახიფათოდ. მათს კომბინაციურ ურთიერთმოქმედებაში გარკვეული დისონანსი შეჰქონდა რეხვიაშვილს, რომელმაც ნოდია შეცვალა მეორე ტაიმში, მაგრამ ამ შეცვლამ ნაყოფი გამოიღო, ვინაიდან დინამოელებმა ეფექტს მიაღწიეს მას შემდეგ, რაც წერეთელმა მარცხენა ფლანგზე დაიკავა ადგილი და იქიდან აწვდიდა ბურთებს ცენტრში. ეტყობა, წერეთლის შესაძლებობების სრული გამოყენება საჭიროა მარცხენა ფრთაზე, სადაც იგი უფრო დაჯერებულად გრძნობს თავს.
თბილისელებმა ორივე ბურთი შესვენების შემდეგ გაიტანეს, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მანამდე მათ ნაკლები მონდომებით ითამაშეს.
უბრალოდ, სტუმრებმა პირველ ტაიმში გაუძლეს მეტოქის იერიშებს, მერე კი აღარ ეყოთ საამისოდ ძალა, და ანგარიში მეტიც იქნებოდა, კოლტუნს რომ არ გადაერჩინა კარი რამდენიმე რეალური საშიშროებისგან.
ანგარიში გაიხსნა 72–ე წუთზე: წერეთელმა კარის წინ ჩააწოდა ბურთი, ებრალიძემ დროზე აუღო ალღო გადაცემას, დაბალ ნახტომში თავით მისწვდა ბურთს და ძნელი მდგომარეობიდან გაგზავნა იგი ბადეში. გამარჯვება განამტკიცა წერეთელმა, რომელმაც 79–ე წუთზე ლამაზად გაითამაშა ბურთი ყიფიანთან, მოატყუა მცველი, გამოიტყუა მეკარე და ზუსტად დაარტყა – 2:0.
როცა “ლელოს” რედაქციამ ამ მატჩის სარეცენზიო წერილის დაწერა მთხოვა, გამაცნო ის ვრცელი ფოსტა, რომელიც მას თბილისის “დინამოს” წლევანდელ გამოსვლებთან დაკავშირებით აქვს. ფეხბურთის მოყვარულნი იწერებიან თბილისიდან, ქუთაისიდან, სოხუმიდან, მახარაძიდან, ფოთიდან, გორიდან, გურჯაანიდან და რესპუბლიკის სხვა კუთხეებიდან. გულშემატკივართა საზრუნავი გასაგებია: მათ სურთ იხილონ თავიანთი გუნდი მაღალ სპორტულ დონეზე, კარგად მომზადებული, ენერგიული, მობილიზებული, სურთ თბილისის “დინამო” გათამაშების ცხრილის სათავეში იყოს.
ჩვენც ეს გვინდა, მაგრამ ზოგიერთი გულშემატკივარი, ეტყობა, ნაადრევ პესიმიზმს მისცემია. მართალია, დინამოელებმა ზოგიერთი მატჩი (კიევის “დინამოსთან”, მოსკოვის “სპარტაკთან”) გაცილებით უფრო დაბალ დონეზე ჩაატარეს, ვიდრე ეს ჩვენ გვინდა, მართალია, ზოგიერთი მოთამაშის მიმართ შეგვიძლია გარკვეული პრეტენზიების გამოთქმა, მაგრამ განა ეს იძლევა საფუძველს, რომ კოლექტივს ესოდენ მძიმე ბრალდებანი წავუყენოთ? ფეხბურთელებს მხარდაჭერა და ქომაგობა სჭირდებათ, როცა სიძნელეების წინაშე იმყოფებიან, მით უმეტეს, რომ ჩვენს გუნდს მთლიანი საბრძოლო შემადგენლობით წლეულს ჯერ არ უთამაშია. ახლა, ვფიქრობთ, მდგომარეობა სწორდება: “დინამო” მკვეთრად აუმჯობესებს თამაშს, მალე მწყობრში ჩადგებიან გ. ნოდია და გუცაევი და მაშინ შეგვექმნება ის სარეზერვო “გრძელი სკამი”, ურომლისოდაც ფიქრიც ზედმეტია ხანგრძლივი და მძიმე სეზონის სათანადოდ ჩატარებაზე, მწვრთნელებს შესაძლებლობა შეექმნებათ, რომ არა იძულებითი, არამედ ტაქტიკური ხასიათის ცვლილებანი მოახდინონ საჭიროების დროს. მე ვფიქრობ, ჩვენი მაყურებელი, გულშემატკივრები, მოსალოდნელ წარუმატებლობათა შემთხვევაში, რისგანაც არავინაა დაზღვეული, მეტ ერთგულებას გამოიჩენენ თბილისის “დინამოს” მიმართ, გაამხნევებენ და მხარში ამოუდგებიან მას.
ვ. შავდია, საკავშირო კატეგორიის მსაჯი.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от мая 1973 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от мая 1973 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от мая 1973 года: