«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск) 2:0 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск) 2:0 (0:0)

Чемпионат СССР 1972 года. Высшая лига. Матч № 30.
8 ноября 1972 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Ветер, 9 градусов. 6351 зритель.
Судьи: В.Жарков, Н.Шишов, Ю.Цыбань (все — Москва).
«Динамо» Тб.: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Петриашвили, Гавашели, М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев, Г.Нодия, Л.Нодия (Эбралидзе, 85).
«Динамо» Мн.: Вергеенко, Белоус, Гирко, Словак, Кузнецов, Курнев, Боговик, Павленко (Попкович, 71), Васильев, Воронин (к), Сахаров.
Голы:
1:0 Челидзе — 64
2:0 Гавашели — 80

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1424)
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск) 2:0 (0:0)
8 ноября 1972 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 6351 зритель.
Судьи: В.Жарков, Н.Шишов (оба — Москва), Ю.Цыбань (Московская обл.).
«Динамо» Тб.: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе (1 гол), Хурцилава (к), Петриашвили, Гавашели (1 гол), М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев, Г.Нодия, Л.Нодия (Эбралидзе, 85). Запасные: Гогиджанашвили, Кутивадзе, Рехвиашвили, Члаидзе.
«Динамо» Мн.: Вергеенко, Белоус, Гирко, Словак, Кузнецов, Курнев, Боговик, Павленко (Попкович, 75), Васильев, Воронин (к), Сахаров. Запасные: Хрусталев, Малофеев, Ломакин.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 10 ноября 1972 года:

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск) — 2:0.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск). 2:0 (0:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив».
8 ноября. Ветер. 9 градусов. 15 000 зрителей.
СУДЬИ В. Жарков. Н. Шишов. Ю. Цыбань (все — Москва).
«Динамо» (Тбилиси): Гогия — 5, Дзодзуашвили — 5, Челидзе — 5, Хурцилава — 5, Петриа-швили — 5, Гавашели — 5, Мачаидзе — 5, Асатиани — 5, Гуцаев — 5, Г Нодия — 5, Л. Нодия — 5 (Эбралидзе, 85 — б/о).
«Динамо» (Минск): Вергеенко — 4, Белоус — 3, Гирко — 3, Словак — 4, Кузнецов — 3, Курнев — 2, Боговик — 2, Павленко — 2 (Попкович 71 — б/о) Васильев — 2, Воронин — 2, Сахаров — 4.
Голы: Челидзе (64), Гавашели (80).
Дублеры — 1:1. Голы: Ханишвили — у тбилисцев; Боговик — у минчан.
Для одноклубников это был последний матч в чемпионате нынешнего года. В случав победы тбилисцы обеспечивали себе, как минимум, бронзовые награды, а минчане могли улучшить свое турнирное положение. И поэтому не случайно, видимо, соперники показали атакующий футбол.
Гости построили игру в обороне таким образом, что многие атаки хозяев обрывались на подступах к штрафной площади. Защитники минчан, действуя весьма согласованно, то и дело оставляли тбилисских нападающих у себя за спиной в положении «вне игры». Но даже при этом у ворот гостей возникало немало острых ситуаций.
Контратаки у минчан были редки, но одна из них едва не закончилась голом: выйдя один на один с вратарем, Васильев решил перебросить мяч через Гогия, но не попал в ворота.
После перерыва тбилисцы с прежней настойчивостью продолжали атаки, все чаще вынуждая Вергеенко вступать в игру. Вратарь не раз выручал команду, но наступил момент, когда и он оказался бессилен, Хозяева получили право на штрафной метров с двадцати пяти против ворот. Мяч был откинут Челидзе, и тот сильнейшим ударом отправил его в сетку.
Красив был и второй гол. Асатиани, заметив открывшегося Гавашели, своевременно переадресовал ему мяч. Удар последнего был безупречен — мяч дальнем углу под самой перекладиной влетел в ворота.
Этот гол оказался юбилейным, 1500-м, забитым динамовцами Тбилиси за годы их выступлений в чемпионатах страны.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 10 ноября 1972 года:

ჯერჯერობით — ბრინჯაოს მედლები!
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონო. 8 ნოემბერი.
“დინამო” (თბილისი) _ “დინამო” (მინსკი) _ 2:0 (0:0).
თბილისი: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, პეტრიაშვილი, გავაშელი, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
მინსკი: ვერგიენკო, ბელოუსი, გირკო, სლოვაკი, კუზნეცოვი, კურნევი, ბოგოვიკი, პავლენკო (პოპკოვიჩი), ვასილიევი, ფორონინი, სახაროვი.
მსაჯი: ვ. ჟარკოვი (მოსკოვი).
თბილისის “დინამო” 8 ნოემბრის მატჩისთვის კონკრეტული, სავსებით გარკვეული დილემის წინაშე იდგა: მას უნდა მოეგო თამაში, აუცილებლად მოეგო. ეს 2 ქულა დღის წესრიგიდან ხსნიდა ყოველგვარ სათუო საკითხს ბრინჯაოს მედლების თაობაზე. 35 ქულა ის გამსვლელი ბალი იყო,
რომელიც უზრუნველყოფდა საპრიზო ადგილებს და, ამასთან ერთად, გაისად უეფა-ს ტურნირში მონაწილეობასაც. მართალია, მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში კიდევ რჩებოდა სხვადასხვა ვარიანტი, მაგრამ სავარიანტოდ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა საქმის მიგდება _ საჭირო იყო მხოლოდ 2 ქულა.
ასეთი სატურნირო მდგომარეობა და პერსპექტივები თბილისის დინამოელებს აიძულებდა ებრძოლათ მთელი შესაძლებლობით, ძალთა სრული მობილიზაციით. გუნდმა ასეც ითამაშა, მაგრამ სტუმრებმა ზუსტად ასეთივე მონდომება და თავგანწირვა გამოიჩინეს. რამ აიძულა მინსკის “დინამო” ასეთი თავგამოდებით ებრძოლა? ძნელი სათქმელია. შეიძლება იმ საეჭვო პერპექტივამ, რომელიც მას ჰქონდა პირველ ხუთეულში მოსახვედრად, ან, საერთოდ, სპორტულმა ინტერესმა. ფაქტი კი ფაქტია: მინსკელები ისევე საბრძოლოდ იყვნენ განწყობილი, როგორც წინა მატჩში, როცა ვოროშილოვგრადში დაამარცხეს სსრ კავშირის ახალი ჩემპიონი “ზარია”.
თბილისელთა იოლ მოგებას ამ მატჩში, რა თქმა უნდა, არავინ ელოდა, მაგრამ ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა კი მოულოდნელი იყო. თბილისელებმა ისეთი მძლავრი იერიშებით დაიწყეს თამაში, რომ სტუმრებს თითქმის არ დაუტოვეს მდგომარეობის ხსნის არავითარი იმედი, მინსკელები კი, მეკარიდან მოყოლებული, დაუღალავად იგერიებდნენ ამ შტურმს, მოძრაობდნენ, იბრძოდნენ. განსაკუთრებით ძლიერი იყო დატვირთვა მარჯვენა ფლანგიდან გუცაევის, გავაშელის, ძოძუაშვილის, ასათიანის, მაჩაიძის მხრივ. შეტევაში ნახავდით ჭელიძესაც, ხურცილავასაც, მაგრამ სტუმართა ბასტიონები შეუვალი იყო. 15-20 წუთის მანძილზე მეტოქის კართან ათიოდე კუთხური მიაწოდეს, ბევრი სახიფათო მომენტი შეიქმნა უშუალოდ გარღვევებისა და კომბინაციების შემდეგაც, ორჯერ ლ. ნოდიას მიერ მარცხენა ფრთიდან მოწოდებულ ბურთს თითქოს შედეგი უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ გოლი არ ჩანდა და მასპინძლებს ისევ და ისევ თავიდან უხდებოდათ იერიშების წამოწყება.
ამ შეტევებს ბევრი ძალა და ენერგია დასჭირდა, ამიტომ ბოლო 15 წუთს თბილისელებმა ოდნავ შეანელეს ტემპი და მაშინვე სახაროვმა, ვასილიევმა, ბოგოვიკმა არ დააყოვნეს საპასუხო კონტრიერიშები.
მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. შედეგის მიღწევა საჭირო იყო მაშინვე, როგორც კი თამაში განახლდა შესვენების შემდეგ. თბილისელებმა ეს არ დააყოვნეს და შეტევაც ახალი ძალით გაჩაღდა. ვის არ ნახავდით სტუმართა საჯარიმო მოედანთან _ ნახევარმცველებსაც, მცველებსაც, მაგრამ გავიდა 5, 10, 15 წუთი, გოლი კი კვლავ არ ჩანდა.
ამ კრიტიკულ სიტუაციაში გადამწყვეტი სიტყვა თქვა ჭელიძემ. 63-ე წუთზე გ. ნოდიას წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის კარიდან დაახლოებით 25 მეტრის მანძილზე საჯარიმო დაინიშნა.
ასათიანმა ბურთი ჭელიძეს გაუგორა და ამ უკანასკნელის უძლიერესმა, ზუსტმა დარტყმამ პირველი წარმატება მოუტანა ჩვენს გუნდს. ვერგიენკომ ბურთი დაინახა, გადახტა კიდეც, მაგრამ მისი აღება შეუძლებელი იყო.
სტუმრები კარგა ხანს კვლავ ცდილობდნენ ეხსნათ მატჩი, მაგრამ, როცა 79-ე წუთზე ასათიანისგან მიღებული ბურთი გავაშელმა ძნელი მდგომარეობიდან ზუსტად გაგზავნა კარის შორეულ კუთხეში, ყველაფერი ნათელი შეიქნა. თბილისის “დინამომ” გაიმარჯვა და საბოლოოდ დაიმტკიცა III ადგილი წლევანდელ საკავშირო ჩემპიონატში, თუმცა, შეიძლება მოხდეს ისეც, რომ კიეველთა წარუმატებლობის შემთხვევაში ბრინჯაოს მედლები ვერცხლად იქცეს. საამისოდ კიევის “დინამომ” სამ დარჩენილ მატჩში 2 ქულა უნდა დაკარგოს. შეუძლებელი კი, როგორც იტყვიან, არაფერია…
რ. ქორიძე.