«Кайрат» (Алма-Ата) — «Динамо» (Тбилиси) 2:1 (1:0)

«Кайрат» (Алма-Ата) — «Динамо» (Тбилиси) 2:1 (1:0)

Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 21.
28 августа 1971 года. 19-30. Алма-Ата. Центральный стадион. 25000 зрителей.
Судьи: А.Иванов (Ленинград), Л.Мопсиков, Н.Крылов (оба — Куйбышев).
«Кайрат»: Ордабаев, Дышленко, Жуйков, Байшаков, Круглыхин (Маркин, 65), Михайлин, Долматов, Солдатов, Пиуновский, Рожков (к), Севидов (Чеботарев, 55).
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Хинчагашвили, Мчедлишвили, Гавашели, М.Мачаидзе, Кипиани, Г.Нодия, Рехвиашвили.
Голы:
1:0 Пиуновский — 18
1:1 Дзодзуашвили — 53
2:1 Чеботарев — 57

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1016)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 31 августа 1971 года:

«КАЙРАТ» — «ДИНАМО» (Тб) — 2:1.
«Кайрат»— «Динамо» (Тбилиси). 2:1 (1:0).
Алма-Ата, Центральный стадион. 25 000 зрителей. 28 августа. Ясно. 22 градуса.
Судьи А. Иванов (Ленинград), Л. Мопсиков, Н. Крылов (оба — Куйбышев).
«Кайрат»: Ордабаев, Дышленко, Жуйков, Байшаков, Круглыхин (Маркин, 65), Михайлин, Долматов, Солдатов, Пиуновский, Рожков, Севидов (Чеботарев, 55).
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Хинчагашвили, Мчедлишвили, Гавашели, Мачаидзе, Кипиани, Г. Нодия, Рехвиашвили.
Голы: Пиуновский (18), Дзодзуашвили (53), Чеботарев (57),
Дублеры — 0:1. Гол: Гогоберидзе.
Начало матча сразу же исключило мысль о возможной уязвимости динамовцев, связанной с тяжелым поражением в Ташкенте. Первые 15 минут игра бурлила у ворот «Кайрата». Хозяевам поля не удавалось даже перейти на половину соперника. Они постоянно теряли мяч, опутанные жестким прессингом.
Этот натиск ошеломил кайратовцев. Одна из ошибок защитников могла окончиться, плачевно. Кипиани перехватил мяч. неосмотрительно отброшенный назад вратарю, но перемудрил, пытаясь обвести Ордабаева. Алмаатинец броском в ноги накрыл мяч. Затем кайратовцы дважды были в безвыходном, казалось, положении после проходов к линии ворот Дзодзуашвили.
Мягкими нацеленными подачами направлял он мяч на дальнюю штангу, и дважды Рехвиашвили мог забивать голы. Но в первом случае мяч угодил в перекладину, во втором — пролетел выше ворот.
Кайратовцам наконец удалось организовать атаку на правом фланге. Мяч был отбит за пределы поля — розыгрыш углового — нестандартный, замысловатый, принес успех алмаатинцам.
Гол не смутил динамовцев, продолжавших играть в прежней манере, но придал уверенность футболистам «Кайрата». Постепенно им удалось выровнять игру. На правом фланге много хлопот гостям доставлял быстрый дриблинг Солдатова, а слева маневренную и разумную игру показал Севидов.
Во второй тайме «Динамо» как бы укоротило атаки. Они чаще стали завершаться ударами издалека. Активно участвовали в этих операциях Хурцилава и Дзодзуашвили. Их непрерывные набеги на половину поля «Кайрата» приносят наконец успех. Дзодзуашвили уравнивает счет — 1:1.
У «Кайрата» вместо Севидова на поле вышел Чеботарев. По-видимому, минутным замешательством тбилисцев можно объяснить то, что он оказался в одиночестве на правом фланге. Последовал точный пас Михайлина на штрафную площадь, и набежавший Чеботарев сильнейшим резным ударом посылает мяч в сетку. Редкий случай, когда первое же прикосновение игрока к мячу приводит к голу, который к тому же оказался победным.
Д. ОМАРОВ, мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 31 августа 1971 года:

“ყაირათს” ბედი სწყალობდა.
ალმა-ათა. ცენტრალური სტადიონი. 28 აგვისტო.
“ყაირათი” (ალმა-ათა) — “დინამო” (თბილისი) — 2:1 (1:0).
“ყაირათი”: ორდაბაევი, დიშლენკო, ჟუიკოვი, ბაიშაკოვი, კრუგლიხინი (მარკინი), მიხაილინი, დოლმატოვი, სოლდატოვი, პიუნოვსკი, როჟკოვი, სევიდოვი (ჩებოტარიოვი).
“დინამო”: სტეფანია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, მჭედლიშვილი, გავაშელი, მაჩაიძე, ყიფიანი, გ. ნოდია, რეხვიაშვილი.
მსაჯი: ა. ივანოვი (ლენინგრადი).
დუბლიორები — 1:0 “დინამოს” სასარგებლოდ. გოლი გაიტანა ღოღობერიძემ.
შუა აზიაში თბილისელ დინამოელთათვის ტურნე ერთობ უიღბლო გამოდგა.
ტაშკენტში დიდი ანგარიშით წაგება და ისევ მარცხი, ამჯერად, ალმა-ათის “ყაირათთან”. მაგრამ წაგებაც არის და წაგებაც. თუ კი “ფახთაქორთან” მარცხს არავითარი გამართლება არა აქვს, “ყაირათთან” თბილისელებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაეგოთ: მათ დიდი მონდომებით ითამაშეს და ტერიტორიული უპირატესობაც მათს მხარეს იყო…
დაიწყო თუ არა თამაში, თბილისელებმა მთელი გუნდით შეუტიეს მეტოქის კარს. ამ საიერიშო ოპერაციებში თითქმის ყველა ფეხბურთელი მონაწილეობდა.
განსაკუთრებით უჭირდათ მასპინძლებს ძოძუაშვილის იერიშების უვნებელყოფა. იგი ღრმა რეიდებს ასრულებდა და სახიფათო მომენტებს ქმნიდა “ყაირათის” კართან.
ასევე აგრესიულად იყვნენ განწყობილი ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, ჭელიძე. პირველი 10 წუთის განმავლობაში ანგარიში სულ ცოტა ორჯერ უნდა გახსნილიყო. ძელს მოხვდა გ. ნოდიას თავური დარტყმა, ოდნავ აცდა მიზანს ყიფიანის ძლიერად გაგზავნილი ბურთი, ორდაბაევთან პირისპირ გავიდა რეხვიაშვილი, მაგრამ კარი კვლავ აუღებელი დარჩა.
და ასეთ ვითარებაში ბურთი აღმოჩნდა… “დინამოს” კარის ბადეში.
მარცხენა მხრიდან კუთხურის მიწოდებისას ჩვენმა მცველებმა არასწორად ითამაშეს და პიუნოვსკიმ ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში. ეს მოხდა მე-16 წუთზე.
გატანილმა გოლმა თითქოს ახალი ენერგია შთაბერა “ყაირათს” და იგი უფრო გაბედულად ამოქმედდა, თუმცა საერთო უპირატესობას მაინც დინამოელები ინარჩუნებდნენ.
მეორე ტაიმი ზუსტად პირველის პროტოტიპი იყო: დინამოელები უტევდნენ და მასპინძლები რის ვაი-ვაგლახით იცავდნენ თავს, მთელი შემადგენლობით საკუთარი კარის სიახლოვეს იყვნენ ჩასაფრებული. თბილისელებმა მრავალსვლიანი კომბინაცია წამოიწყეს, ბურთი გადაეცა ხურცილავას, ამ უკანასკნელმა იგი ძოძუაშვილს გადააწოდა. თბილისელთა მცველმა გვერდი აუარა მეტოქეთა რამდენიმე მოთამაშეს და კარში იმ დროს დაარტყა, როცა ორდაბაევი მცველთა გარემოცვაში იყო და მარცხენა კუთხეში მიმავალ ბურთს მხოლოდ თვალი გააყოლა. ეს მოხდა 56-ე წუთზე.
ამის შემდეგ მინდვრის სრული ბატონ-პატრონნი თბილისელები იყვნენ. 61-ე წუთზე “ყაირათის” კარის სიახლოვეს ბურთი მკერდზე მიიღო ხურცილავამ და ალმაათელთა კარი მეორედ იქნა აღებული. მაგრამ რა ხდება? მსაჯი აჩერებს თამაშს და აღნიშნავს, თითქოს ხურცილავამ ხელით გაისწორა ბურთი… ჩვენი აზრით, მსაჯის ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო. ა. ივანოვს არც შეეძლო ხურცილავა დაენახა ამ მომენტში, ვინაიდან იგი საკმაოდ შორს იდგა თბილისელისგან, რომელსაც გარს ეხვია მეტოქეთა მოზრდილი ჯგუფი.
გოლი ნაღდი იყო. მსაჯის ასეთმა გადაწყვეტილებამ გაანერვიულა დინამოელები, მათ უყურადღებოდ დატოვეს მარჯვენა ფრთაზე მყოფი ჩებოტარიოვი და ამ უკანასკნელმა დაუბრკოლებლად შეძლო მეორე გოლის გატანა. ყოველივე ეს ერთ სათამაშო ეპიზოდში მოხდა.
მატჩის დამთავრებამდე 22 წუთი იყო დარჩენილი. ამ ხნის განმავლობაში დინამოელები “ყაირათის” კარს არ მოსცილებიან. მარჯვენა ფრთიდან ყიფიანი, მარცხნიდან კი გ. ნოდია მუდამ იმარჯვებდნენ თავიანთ მეურვეებთან ბრძოლაში, მაგრამ ბურთი ჯიუტად არ გადიოდა “ყაირათის” კარში, თუმცა ორდაბაევი ხშირად სცდებოდა ბურთის მოგერიებისას. ერთ მომენტში ყაირათელთა მეკარემ წაიბორძიკა, მის საშველად ჟუიკოვი გაემართა. ამ დროს მაჩაიძე შეიჭრა “ყაირათის” საჯარიმო მოედანში, მიიღო ბურთი, კარში უნდა დაერტყა და… მსაჯმა აღნიშნა, თითქოს იგი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.
ჩვენ აქ მსაჯის ორ მიუტევებელ შეცდომას გავუსვით ხაზი, მაგრამ თბილისელებს მაინც შეეძლოთ მატჩის მოგება, ან ერთი ქულის გადარჩენა, გაბედულად რომ ერტყათ მეტოქის კარში, იმ მომენტებში მაინც, როცა “ყაირათის” მეკარე დაბნეულ იყო და შეცდომას შეცდომაზე უშვებდა.
ზ. ჯაფარიძე.