«Динамо» (Тбилиси) — «Карпаты» (Львов) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — «Карпаты» (Львов) 0:0

Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 22.
2 сентября 1971 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 20000 зрителей.
Судьи: Г.Багдасаров, А.Мусаев, Н.Надеждин (все — Ташкент).
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Хинчагашвили, Мчедлишвили, Гавашели, М.Мачаидзе, Кипиани (Гуцаев, 46), Г.Нодия, Рехвиашвили (Кутивадзе, 69).
«Карпаты»: Вайда, Герег, Поточняк (к), Рыбак, Сыров, Броварский, Грещак, Савка, Габовда (Хижак, 67), Кульчицкий, Лихачев.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1016)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 4 сентября 1971 года:

«ДИНАМО» (Тб) — «КАРПАТЫ» — 0:0.
«Динамо» (Тбилиси) — «Карпаты». (Львов). 0:0.
Тбилиси. Стадион «Локомотив». 20 000 зрителей. 2 сентября. Ясно. 28 градусов.
Судьи Г. Багдасаров, А. Мусаев, Н. Надеждин (все — Ташкент).
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Хинчагашвили, Мчедлишвили, Гавашели, Мачаидзе, Кипиани(Гуцаев, 46), Г. Нодия, П. Рехвиашвили (Кутивадзе, 69).
«Карпаты»: Вайда, Герег, Поточняк, Рыбак, Сыров, Броварский, Грещак, Савка, Габовда (Хижак, 67), Кульчицкий, Лихачев.
Дублеры — 1:1. Голы: Сартания («Динамо), Шопа («Карпаты»).
Полтора месяца назад во Львове «Карпаты» и «Динамо тоже сыграли вничью. Мне довелось присутствовать на том матче. Могу засвидетельствовать, что был он не чета позавчерашнему. Боевой, задиристый, он от начала до конца шел в обоюдоострой, действительно равной борьбе, и сорок пять тысяч зрителей аплодисментами проводили команды.
Встреча в Тбилиси, проходившая при полупустых трибунах, была полной противоположностью тому матчу. И неодобрение зрителей, думаю, в равной мере должны принять в свой адрес обе команды: хозяева поля — за целую серию осечек при завершении атак, гости — за весьма откровенное стремление любой ценой удержать ничейный счет.
В первом тайме соперники имели лишь по одной, но весьма выгодной возможности открыть счет. На 6-й ми-нуте проход Кульчицкого по левому флангу закончился прострельной передачей в штрафную площадь динамовцев. Казалось, дальнейшего развития атака не получит — против шестерых тбилисцев было лишь двое львовян.
Однако при «попустительстве» защитников у мяча оказались Габовда и вынырнувший из- за его спины Лихачев. Удар последнего — неожиданный и сильный, и мяч прошел в нескольких сантиметрах от боковой стойки.
На 20-й минуте Вайда нерасчетливо вышел на перехват мяча, поданного с углового, промахнулся, и Нодия мгновенно послал мяч в незащищенные ворота. Кто-то из защитников успел прервать его движение на самой линии.
После перерыва игра шла главным образом на половине «Карпат», но реальной угрозы воротам динамовцы. по существу, так ни разу и не создали.
Г. АКОПОВ, (Наш корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 4 сентября 1971 года:

თამაში არ გამოდის…
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 2 სექტემბერი.
“დინამო” (თბილისი) — “კარპატი” (ლვოვი) — 0:0.
“დინამო”: სტეფანია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, მჭედლიშვილი, გავაშელი, მაჩაიძე, ყიფიანი (გუცაევი), გ. ნოდია, რეხვიაშვილი (კუტივაძე).
“კარპატი”: ვაიდა, გერეგი, პოტოჩნიაკი, რიბაკი, სიროვი, ბროვარსკი, გრეშჩაკი, სავკა, გააბოვდა (ხიჟაკი), კულჩიცკი, ლისანოვი.
მსაჯი: გ. ბაღდასაროვი (ტაშკენტი).
დუბლიორები — 1:1.
თბილისის “დინამომ” ჩვენს სტადიონზე უკანასკნელად ითამაშა 24 ივლისს მინსკის თანაკლუბელებთან და გაიმარჯვა ანგარიშით 4:1. მაშინ კიდევ იყო იმედიც და პერსპექტივაც, რომ გუნდი შევიდოდა ფორმაში და აინაზღაურებდა სასტარტო დანაკლისს.
მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა. თუ რა შედეგებით დაამთავრეს დინამოელებმა გასვლითი თამაშები, გულშემატკივრებმა კარგად იციან: მარცხი მარცხს მისდევდა და საქმე, უფრო სწორად, სატურნირო მდგომარეობა იხსნა ბაქოში მოგებულმა მატჩმა. ახლა კი ჩვენი გუნდი კვლავ ვიხილეთ შინ, “კარპატისთან” შეხვედრაში, და სახარბიელო ვერაფერი ვნახეთ. მორიგი ქულა რომ დაიკარგა ეს კიდევ არაფერი, მთავარია ის, რომ გუნდი ვერ თამაშობს ხეირიანად, არ დგას იმ დონეზე, რომელიც თბილისის “დინამოს” შეეფერება.
რედაქციაში კვლავ და კვლავ ნაკადად მოდის გულშემატკივართა წერილები. ავტორთა შორის არიან ისეთები, ვისაც თბილისის “დინამო” და მისი თამაში ახსოვს ჩამოყალიბების პირველივე წლიდან, დეტალურად იცის მისი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია, არიან ისეთებიც, რომლებიც სტადიონზე მაინც და მაინც არ დადიან, მაგრამ თბილისის “დინამოს” წლევანდელ წარუმატებლობას განიცდიან ისევე, როგორც ეს სტაჟიანი ფეხბურთის მოყვარულნი — მტკივნეულად, უკეთესი თამაშის მოლოდნით.
ვერ ვიტყვით, რომ თბილისელებმა “კარპატთან” მოუნდომებლად ითამაშეს ან უქმად იდგნენ მონდორზე. ეს არ იქნებოდა სწორი. ცალკეულმა ფეხბურთელებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, მაგრამ საქმეც ისაა, რომ მათ არ ყოფნით კლასი, არა აქვთ ოსტატობის ის დონე, რომელიც საჭიროა ისეთი დიდ ხომალდის შორეული და რთული მგზავრობისთვის, როგორიც თბილისის “დინამოა”.
რომ “კარპატის” სახით ძნელი მეტოქე გვეყოლებოდა, ყველამ კარგად იცოდა. ჯერ ერთი ლვოველები ჩვენზე წინ არიან სატურნირო ცხრილში, მეორეც — მათ საუკეთესოდ ჩაატარეს წლევანდელი ჩემპიონატის მატჩები და ბევრ გამოცდილ გუნდს აგემეს მარცხის სიმწარე. კარგად ითამაშა “კარპატმა” თბილისშიც. მას საიმედო დაცვა და მეკარე ჰყავს, ნახევარმცველებს მინდვრის
შუაგულში არ გამოეპარებათ მოწინააღმდეგის არც ერთი მანევრი, კონტრშეტევები ხორციელდება მოულოდნელად, სწრაფად, კომბინაციურად. რად ღირს, თუნდაც კულჩიცკის კუთხური მოწოდებები!
რა დაუპირისპირეს სტუმრებს დინამოელებმა? ვერ დავემდურებით სტეფანიას და მცველებს. კერძოდ, ძოძუაშვილმა, ხურცილავამ და ხინჩაგაშვილმა გაცილებით მეტჯერ მიიღეს მონაწილეობა “კარპატის” კარის იერიშებში, ვიდრე მათ, ვის უშუალო მოვალეობასაც ეს შეადგენს.
დიდი ტაქტიკური შეცდომებით თამაშობს დინამოელთა ნახევარდაცვის ხაზი.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბურთის ტარება და გაუთავებელი დრიბლინგი თანამედროვე ჰავბეკის თამაშის ეტალონს წარმოადგენს, ძალიან ცდება.
ახლანდელი კვალიფიციური ნახევარმცველი არავითარ შემთხვევაში არ მისცემს საკუთარ თავს უფლებას დააყოვნოს ბურთი მაშინ, როცა მისი პარტნიორი გახსნილია და იქმნება საერთო კომბინაციური შეტევის შესაძლებლობა. ბურთის ტარება მხოლოდ ეპიზოდია გუნდის საერთო ტაქტიკური სქემისა და მას უნდა მიმართო მხოლოდ მაშინ, როცა ეს საჭიროა, მხოლოდ იმისთვის, რომ გაითავისუფლო თავი მეტოქესთან უშუალო ბრძოლისას.
ნახევარდაცვის ხაზი დღევანდელი გაგებით ჩვენ საერთოდ არა გვყავს. ამ ფუნქციებს ასე თუ ისე მჭედლიშვილი ასრულებდა მხოლოდ, გავაშელი და მაჩაიძე კი მხოლოდ საკუთარი ნებასურვილით იქცეოდნენ, არავითარ კონტაქტში არ იმყოფებოდნენ თავდამსხმელებთან და ბურთს ატარებდნენ თავდავიწყებამდე, საკუთარი, პარტნიორებისა და მაყურებელთა ნერვების მოშლამდე. სად ან როდის ნახეს ნახევარმცველის ასეთი თამაში გავაშელმა და მაჩაიძემ? ამ ფეხბურთელების პოტენციასა და შესაძლებლობაში ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, სწორად თამაშობენ ისინი თუ არა. ბურთის ასეთი დაყოვნებით ხომ შველას აძლევ მოწინააღმდეგის დაცვას, იგი ასწრებს დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ან პოზიციის შეცვლას, დაზღვევას.
კვლავინდებურად უსუსურია თბილისელთა თავდასხმა. არავითარი ურთიერთგაგება, სიმძლავრე ან სახიფათო შეტევები. ყიფიანი, გ. ნოდია, რეხვიაშვილი — ეს სამეული იმდენად უმწეო იყო იერიშის დროს, რომ ლვოველებს მათგან უსიამოვნება თითქმის არა ჰქონიათ. გამონაკლისი შეადგინა მხოლოდ გ. ნოდიამ მეორე ტაიმში, როცა სრული ძალით ჩაება თამაშში. ყიფიანი და რეხვიაშვილი შეცვლილ იქნენ და დასანანი აქ მხოლოდ ისაა, რომ ეს მოგვიანებით მოხდა.
თვით მატჩის მსვლელობა არცაა ღირსი დაწვრილებითი აღწერისა.
“კარპატმა” თავისი გეგმა შეასრულა და რომ ხურცილავას ორჯერ არ ეხსნა საკუთარი კარი რეალური ხიფათისგან, საქმე, შეიძლება, სხვაგვარად წასულიყო.
რამდენიმე სახიფათო მომენტი თბილისელებმაც შექმნეს, კერძოდ, რიბაკმა ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა თითქმის უიმედო ბურთი.
ბ. ქორქია.