«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 1:1 (1:1)
Чемпионат СССР 1968 года. Класс «А». 1-я группа. Матч № 16.
3 июля 1968 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Динамо». Солнечно, 26 градусов. 45000 зрителей.
Судьи: П.Казаков, Д.Мирза, С.Цалкин (все — Москва).
«Динамо» Тб.: Урушадзе, Дзодзуашвили, Рехвиашвили, Челидзе, Цховребов, Петриашвили, Асатиани, Хурцилава, Метревели (к), Г.Нодия (Месхи, 46), Гавашели (Кутивадзе, 75).
«Динамо» К.: Банников, Медвидь, Соснихин, Круликовский, Левченко, Турянчик (к), Мунтян (Пилипчук, 74), Сабо, Пузач, Серебряников, Хмельницкий (Бышовец, 50).
Голы:
1:0 Хурцилава — 04
1:1 Пузач — 16
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 4 июля 1968 года:
1300-й ГОЛ ТБИЛИСЦЕВ.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев). 1:1 (1:1).
Тбилиси. Стадион «Динамо». 3 июля. Солнечно. 26 градусов. 45 000 зрителей.
Судьи П. Казаков, Д. Мирза и С. Цалкин (все — Москва).
«Динамо» (Тбилиси): Урушадзе, Дзодзуашвили, Рехвиашвили, Челидзе, Цховребов, Петриашвили, Асатиани, Хурцилава, Метревели, Г. Нодия (Месхи, 46), Гавашели (Кутивадзе, 75).
«Динамо» (Киев): Банников, Медвидь, Соснихин, Круликовский, Левченко, Турянчик, Мунтян (Пилипчук, 74), Сабо, Пузач, Серебряников, Хмельницкий (Бышовец, 50).
Голы: Хурцилава (4), Пузач (16).
Дублеры — 0:5. Голы: Семенов (3), Паркуян, Онищенко.
К матчу с чемпионом динамовцы приготовили сюрприз — после долгого перерыва за свой клуб должен был выступить Хурцилава. Врачи дали ему «добро», а тренеры тем временем ломали голову, на какое место его ставить. Перестроить что-либо в линии защиты, когда она и без того играет надежно, вряд ли стоило. И тогда решили выставить его в полузащиту.
…Хозяева поля повели атаки на ворота чемпиона буквально с первых же секунд. Вот Банников парирует на угловой удар Гавашели издали. Прорвавшегося по правому краю Дзодзуашвили сбивают. Метревели пробивает штрафной. Рехвиашвили подправляет мяч головой, но дослать её в ворота некому. И в этом, и другом игровом эпизоде Xурцилава находился в опасной близости от ворот киевлян хотя непосредственного участия в атаках он не принимает. Очередная атака тбилисцев застала его где-то в центре поля. Он подхватил мяч, продвинулся чуть вперед и метров с 25 — 27 сильнейшим ударом послал мяч в угол ворот. Бросок Банникова был безуспешен. Так на 4-й минуте матча тбилисцы повели в счете Кстати, для любителей статистики отмечу, что это был 1300-й гол тбилисцев за годы их выступлений в чемпионатах страны.
Несколько минут спустя счет мог измениться в пользу хозяев поля. Нодия ворвался с мячом в штрафную площадь, остался с глазу на глаз с вратарем, но прежде чем он успел пробить по воротам, его грубо сбили. Судья П. Казаков не проявил должной решимости и не назначил пенальти. Реакция на это была весьма знакомой. Хозяева поля чуточку сникли, хотя и держали все еще в руках бразды правления. Но уже не так прочно, как прежде… Их ждал новый удар: киевляне в общем-то неточно выполнили навесную передачу вперед на выдвинутого Пузача. К мячу раньше форварда гостей поспели Челидзе. Цховребов и вышедший из ворот Урушадзе. Защитники предоставили своему вратарю возможность завладеть мячом. Но тот неожиданно выронил его из рук и подоспевший Пузач спокойно забил гол.
Этот нелепый случай всерьез расстроил игру тбилисцев. Киевляне, уже не испытывая прежнего давления на свои ворота, увереннее стали действовать в середине поля. И тут выяснилось, что Хурцилава так эффектно забивший гол, не совсем готов к этому ответственному поединку. Если прибавить к этому, что в первом тайме весьма пассивен был и Асатиани, то станет ясно, что в середине поля у тбилисцев действовал по-настоящему лишь один игрок — Петриашвили. Будь он даже семи пядей во лбу, вести на равных борьбу с полузащитниками такой команды, как киевское «Динамо», за господство в центре поля Петриашвили, разумеется, не мог.
В оставшееся до перерыва время инициативой владели гости. Хотя острых моментов создали они не больше, чем соперники. Характерно, что обе команды обстреливали ворота преимущественно из-за пределов штрафной площади, очень мало полагаясь на возможности вплотную приблизиться к воротам.
Вторая половина прошла в равной борьбе. Ни той, ни другой команде изменить счета не удалось. И хозяева, и гости полностью использовали право замен: сказалось чрезвычайно высокое нервное напряжение матча. Но замены эти, ничего в ходе матча не изменили и остроты игре не добавили. Как и в первом тайме, основную трудность для вратарей представляли неожиданные удары с дальних расстояний. Но Банников и Урушадзе отвели от своих ворот все опасности.
Лишь однажды, в самом начале тайма, Урушадзе в броске упустил мяч, но тот к счастью, выкатился на угловой.
Редакция газеты «Вечерний Тбилиси» и местное радио учредило призы для двух лучших игроков этого матча, которых должны были назвать старшие тренеры команд. Любопытно, что призы получили два игрока, которые в течение 90 минут вели единоборство друг против друга — старший тренер киевлян В. Маслов назвал лучшим среди тбилисцев капитана команды Метревели, а старший тренер тбилисцев В. Соловьёв — защитника киевлян Круликовского.
Г. Акопов, (Наш корр.).
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 6 июля 1968 года:
ჩემპიონი გადარჩა.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 3 ივლისი.
“დინამო” (თბილისი) — “დინამო” (კიევი) 1:1 (1:1).
თბილისი: ურუშაძე, ძოძუაშვილი, რეხვიაშვილი, ჭელიძე, ცხოვრებოვი, პეტრიაშვილი, ასათიანი, ხურცილავა, მეტრეველი, გ. ნოდია (მესხი), გავაშელი (კუტივაძე).
კიევი: ბანიკოვი, მედვიდი, სოსნიხინი, ლევჩენკო, კრულიკოვსკი, ტურიანჩიკი, მუნტიანი (პილიპჩუკი), საბო, პუზაჩი, სერებრიანიკოვი, ხმელნიცკი (ბიშოვეცი).
მსაჯი პ. კაზაკოვი (მოსკოვი).
ჩემპიონისა და გათამაშების ერთ-ერთი ლიდერის მატჩი თავისთავად საყურადღებო მოვლენაა. ასეთ თამაშებს თვეობით ელიან, ასეთ თამაშებს არ აცდენენ. მაგრამ საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ კიევის “დინამო” ზედიზედ ორი წელია ჩემპიონის “სამოსში” გვევლინება და ახლაც ამ ტიტულს უმიზნებს: მან ახალი, თანამედროვე ტაქტიკური ვარიანტი შეიმუშავა და ჩვენში პირველმა დაარღვია ბრაზილიური სისტემის შაბლონური განლაგება. თავიანთ მთავარ, საუკეთესო ძალებს კიეველებმა მინდვრის შუაგულში მოუყარეს თავი, სადაც გუნდს საინტერესო, ორიგინალური სტილის მოთამაშეები ჰყავს. აქ შექმნეს მძლავრი პლაცდარმი, რომელიც საიმედოდ განაგებს თამაშის მსვლელობას და რაციონალურად, მატჩის მიმდინარეობის შესაბამისად ანაწილებს აქცენტს დაცვისა და შეტევის დროს. ამ საუცხოოდ რეგულირებული ნახევარდაცვის მეშვეობითაა, რომ ეს გუნდი მუდამ სრულ მზადყოფნაში ხვდება მეტოქის შეტევებს და თავის იერიშსაც რეგულარულად აწარმოებს მოთამაშეთა გაძლიერებული რაოდენობით. მუნტიანი, საბო, ხმელნიცკი, ტურიანჩიკი — თითოეული მათგანი გამთამაშებელი, მაორგანიზებელი ტიპის ფეხბურთელია, თითოეულ მათგანს შეუძლია კიდეც წამოიწყოს და კიდეც დაამთავროს საიერიშო კომბინაცია ისე, რომ არ შესუსტდეს მინდვრის შუაგული და იქ ცარიელი ადგილები არ დარჩეს.
კიევის “დინამო” საინტერესო, შინაარსიანი გუნდია. მასთან თამაშში შაბლონური, უკვე ცნობილი საშუალებებით ბრძოლა არავის გამოადგება. საჭიროა სიახლეთა გამოყენება, მოფიქრებული, მოულოდნელი გადაადგილებანი გუნდში, საერთო სათამაშო გეგმის რეორგანიზება.
მაგალითად, თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობა იმ რთული პრობლემის წინაშე იდგა კიეველებთან მატჩის წინ, თუ რა შემადგენლობა გამოეყვანა მინდორზე.
ღირდა თუ არა ხურცილავას მონაწილეობა მატჩში, როცა იგი სათანადოდ ნავარჯიშები არ იყო ტრავმის შემდეგ? რა ფუნქციები უნდა შეესრულებინა მას, ცენტრალური მცველის, თუ მოიერიშე ნახევარმცველისა?
დინამოელები რისკზე წავიდნენ. მართლაც, განა ღირდა ჭელიძე-რეხვიაშვილის წყვილის დარღვევა, როცა იგი დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს ფეხბურთში? არც დაცვის ფლანგებზე შეიძლებოდა ცვლილებათა შეტანა, ვინაიდან ძოძუაშვილიც და ცხოვრებოვიც პირველხარისხოვანი შემსრულებლები არიან და მოწინააღმდეგე თავდამსხმელთათვის გაუვალ ზღუდეს წარმოადგენენ (ცნობისთვის: თბილისის “დინამოს” დაცვამ და მეკარე ურუშაძემ ისე ჩაატარეს ბოლო 6 მატჩი, რომ არც ერთი ბურთი არ გაუშვიათ. უკანასკნელი გოლი ჩვენი გუნდის კარში გატანილ იქნა დიდი ხნის წინ, 20 მაისს).
ამიტომ იყო, რომ ხურცილავას გამოსვლა ნახევარდაცვის ხაზში სიურპრიზს წარმოადგენდა კიეველთათვის. მისი ნეიტრალიზებისთვის მათ იძულებითი კორექტივების შეტანა დაჭირდათ თავიანთ სამოქმედო სქემაში. ნახევარდაცვა აქტიურად ვეღარ გადადიოდა შეტევაზე და მართალია, ხურცილავა არ იყო თავის ნამდვილ საბრძოლო ფორმაში, მან თავისი საქმე გააკეთა: გოლი, რომელიც ჩემპიონის კარში გაიტანა, თამამად შეიძლება შევიტანოთ საფეხბურთო ქრესტომათიებში და სასწავლო ფილმებში სათაურით: “აი, რა არის გოლი!”
გასაგებია, რომ ასეთი მნიშვნელობისა და მასშტაბის მატჩს თან ახლდა ნერვიულობა, ფსიქოლოგიური შებორკილობა, სიფრთხილე, მაგრამ კიეველებს ეს გაცილებით უფრო ეტყობოდათ, ვიდრე თბილისელებს. ისინი შიშით თამაშობდნენ.
ჩემპიონის დევიზი იყო დაცვა, თავის ხსნა მარცხისგან, ბრძოლა 1 ქულის ასაღებად.
მასპინძლების დევიზი კი იყო შეტევა, გოლის გატანა, გამარჯვებისთვის ბრძოლა.
ამ განწყობამ და, საერთოდ, თამაშის ხარისხმა, ძალთა შეფარდებამ მატჩი თბილისის “დინამოს” შესამჩნევი უპირატესობით წარმართა, განსაკუთრებით, შესვენების შემდეგ. საგოლე მომენტები კიეველთა კართან თითქმის განუწყვეტლივ იქმნებოდა, თბილისელთა მხარე კი, დაცვის (განსაკუთრებით ძოძუაშვილის) შესანიშნავი თამაშის წყალობით, ამ მხრივ გაცილებით უფრო უხიფათო მდგომარეობაში იყო. თუმცა, მეკარე ურუშაძე ამ დღეს რატომღაც ზედმეტად ნერვიულობდა და შეცდომებს უშვებდა.
თბილისელებმა სწორად დაიწყეს თამაში. დაიწყეს შეტევით, რომლის აქტიური მონაწილე იყო ნახევარდაცვაც (კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ პეტრიაშვილის ძლიერი, ერთობ სასარგებლო თამაში).
ერთ-ერთი ასეთი იერიში წარმოებდა მე-4 წუთზე. უკეთ, იგი მზადდებოდა შუა მინდორში, კარიდან 26-27 მეტრის დაცილებით. ბურთი მიიღო ხურცილავამ.
კიეველებმა წამით უკან დაიხიეს დაცვის პოზიციების გასამაგრებლად და ხურცილავამ, რომელიც ამ მომენტში ღიად დარჩა, კარში დაარტყა. ეს იყო თბილისის “დინამოს” მიერ საკავშირო ჩემპიონატებში გატანილი “საიუბილეო”, 1300-ე გოლი და, ვფიქრობთ, უკეთეს საჩუქარს ვერავინ ინატრებდა — 1:0.
ეს იყო დასაწყისი. მე-10 წუთზე კი კიეველთა კარი მორიგი ხიფათის წინაშე აღმოჩნდა: გ. ნოდია, რომელიც მინდვრის სიღრმიდან შეიჭრა საჯარიმო მოედანში, ბანიკოვის პირისპირ აღმოჩნდა: უფრო ხელსაყრელი მომენტი კარის ასაღებად იშვიათად იქმნება და როცა ფორვარდი უკანასკნელ მოძრაობას ასრულებდა ბურთის დასარტყმელად, მას ფეხი გამოუდეს და წააქციეს. კიეველებს სხვა აღარაფერი შეეძლოთ.
პენალტი?
არა! კაზაკოვმა ხელით აჩვენა — არაფერი მომხდარა, განაგრძეთ თამაშიო. ძნელი სათქმელია, რომელი წესებით სარგებლობდა ამ დროს არბიტრი. იმ წესით, რომელიც ახლა მოქმედებს საერთაშორისო ფეხბურთში, ეს პენალტია. ეტყობა, მსაჯი “დაიბნა” და კარგად ვერ გაარჩია ის, რაც კიეველთა კარის წინ მოხდა.
სტუმრებმა შვება იგრძნეს და კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ამ შეტევას არ ჰქონია ისეთი სიმძაფრე, რომ თბილისელებს რაიმე საშიშროება ეგრძნოთ. უბრალოდ, ბურთმა საჯარიმო მოედნის სიახლოვეს გადმოინაცვლა. და მაინც, აქ დაშვებულ იქნა შეცდომა, რომელმაც ჩემპიონს საშუალება მისცა ანგარიში გაეთანაბრებინა.
მარჯვნიდან მოწოდებული ბურთი მიდიოდა იქ, სადაც ჭელიძე, ცხოვრებოვი და ურუშაძე იყვნენ. სრულიად მარტივ სიტუაციაში, როცა მცველებმა თამაშის საშუალება მისცეს მეკარეს, მან უკვე აღებული ბურთი პუზაჩს დაუთმო და ამ უკანასკნელმა მყისვე გაიტანა გოლი ცარიელ კარში — 1:1.
ეს იყო დასანანი გოლი, მაგრამ კიეველებმა იგი წესების სრული დაცვით გაიტანეს და ქულაც გადაარჩინეს. შემდგომში, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, თამაშის სადავეები მთლიანად თბილისის “დინამოს” ეპყრა. ჩემპიონს, რომელიც თითქმის მთელი გუნდით იცავდა თავს, ბედიც წყალობდა. უბრალოდ, იგი გადარჩა.
ბ. ქორქია.