«Арарат» (Ереван) — «Динамо» (Тбилиси) 0:1 (0:1)
Чемпионат СССР 1967 года. Класс «А». 1-я группа. Матч № 08.
9 мая 1967 года. Ереван. Республиканский стадион. Солнечно, 25 градусов. 25000 зрителей.
Судьи: С.Алимов, А.Кадетов, В.Руднев (все — Москва).
«Арарат»: А.Абрамян, Серопян (к), Ф.Абрамян, Овсепян, Юмакулов, Месропян, Саркисян, Галстян (Казарян, 75), Атамалян, Егиазарян, Заназанян.
«Динамо»: Урушадзе, Б.Сичинава, Шергелашвили, Рехвиашвили, Цховребов, Челидзе, Г.Сичинава, Датунашвили, Метревели, Г.Нодия, Асатиани (Илиади, 75).
Гол:
0:1 Метревели — 38
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 11 мая 1967 года:
Оплошность вратаря.
«Арарат» (Ереван)— «Динамо» (Тбилиси). 0:1 (0:1).
Ереван. Республиканский стадион. 9 мая. Солнечно. 25 градусов. 25 000 зрителей.
Судьи С. Алимов, А. Кадетов и В. Руднев (все — Москва).
«Арарат»: Абрамян, Серопян, Ф. Абрамян, Овсепян, Юмакулов, Месропян, Саркисян, Галстян (Назарян — 75-я мин.), Атамалян, Егиазарян, Заназанян.
«Динамо»: Урушадзе, Б. Сичинава, Шергелашвили, Рехвиашвили, Цховребов, Челидзе, Г. Сичинава, Датунашвили, Метревели, Нодия, Асатиани (Илиади — 75-я мин.).
Гол: Метревели (38).
В этот праздничный день на Республиканском стадионе, кроме ереванских любителей футбола, за игрой следили тысячи болельщиков тбилисского «Динамо», приехавших на матч из грузинской столицы. Встречи традиционных соперников всегда смотрятся с исключительным интересом.
И ереванцев, и тбилисцев, когда они выступают в других городах, в футбольных отчетах, принято называть «южанами», имея в виду не только географическое рас положение, но и стиль игры, темперамент футболистов. Однако в отчетном матче под определение «южане» подходили, пожалуй, лишь ереванские футболисты, игравшие в своей обычной манере. Тбилисцы же строгой расчетливостью сдержанностью и хладнокровием больше походили на северян.
Динамовцы в основном сосредоточивались у своих ворот, предоставив футболистам «Арарата» свободу действий на поле.
Только на 35-й минуте Абрамян в прыжке взял первый мяч, посланный тбилисцами в охраняемые им ворота. То, что произошло спустя три минуты, никто, наверное, не мог бы предсказать. Случилось вот что. Тбилисцы предприняли еще один резкий бросок вперед. Метревели прорвался по левому краю в штрафную площадь «Арарата» и пробил в сторону вратаря. Удар был несильный, А. Абрамян очень небрежно отражает его, но… уже после того, когда мяч побывал за линией ворот. Тут же подоспел Нодия и добил мяч в сетку. Все это произошло в одно мгновение, и зрители не сразу догадались, что гол забил Метревели, а не Нодия.
После перерыва динамовцы, у которых особенно активными были Сичинава, Датунашвили, Метревели, предприняли еще несколько опасных атак, но потом почти всей командой вновь оттянулись назад. Теперь в наступление пошли ереванцы. Однако хозяева поля плохо использовали фланги, наступали «в лоб», горячились. Незадолго до финального свистка ереванцы пробивают шесть угловых, из них четыре подряд. На последних секундах игры Урушадзе в падении отбил у самой линии ворот мяч, посланный Серопяном, когда казалось, что гол неминуем.
Н. Арутюнов.
Дублеры — 2:0 в пользу «Арарата». Голы: Бондаренко и Андриасян (с 11-метрового).
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 11 мая 1967 года:
“დინამო” + 2 ქულა.
ერევანი. რესპუბლიკური სტადიონი. 9 მაისი.
“არარატი” (ერევანი) — “დინამო” (თბილისი) 0:1 (0:1).
“არარატი”: ა. აბრამიანი, სეროპიანი, ფ. აბრამიანი, ოვსეპიანი, იუმაკულოვი, მესროპიანი, სარქისიანი, გალუსტიანი (კაზარიანი), ატამალიანი, ეგიაზარიანი, ზანზანიანი.
“დინამო”: ურუშაძე, ბ. სიჭინავა, შერგელაშვილი, რეხვიაშვილი, ჭელიძე, ცხოვრებოვი, დათუნაშვილი, გ. სიჭინავა, მეტრეველი, ასათიანი (ილიადი), ნოდია.
მსაჯი ს. ალიმოვი (მოსკოვი).
დუბლიორები — 2:0 “არარატის სასარგებლოდ.
თბილისელთა გუნდის შემადგენლობის მიხედვით ჩანს, რომ გარკვეული აქცენტი წინასწარ იქნა აღებული დაცვის გასაძლიერებლად. და ეს გასაგებიცაა. თბილისელებს აკლდათ დაცვის მოწინავე მოთამაშე ხურცილავა. ამ დანაკლისის საკომპენსაციოდ კი საჭიროა გარკვეული გადახალისებანი. ამიტომაცაა, რომ გასვლით მატჩებში გუნდს დაცვაში ჰყავს 5 კაცი, რომელთაგან ერთ-ერთს, კერძოდ, ჭელიძეს, ევალება “მწმენდელის” ფუნქციების შესრულება.
მაგრამ სწორი არ იქნება, თუ მხოლოდ ამის მიხედვით თბილისის “დინამოს” დაცვითი თამაშის ტენდენციებს მივაწერთ. ჩვენს ნახევარდაცვაში, მაგალითად, “არარატთან” თამაშობდნენ დათუნაშვილი და გ. სიჭინავა. პირველი მათგანი საერთოდ ფორვარდია და მხოლოდ მწვრთნელის ტაქტიკური ჩანაფიქრის განხორციელებისათვის იქნა “მივლინებული” შუა მინდორში. ხოლო გ. სიჭინავა ცნობილია როგორც აგრესიული ტიპის ნახევარმცველი და აი, როცა “არარატი” შეტევაზე გადმოდიოდა, დინამოელებს 5 რეგულარული მცველი ჰყავდათ საჯარიმო მოედანზე. მაგრამ საკმარისი იყო საპასუხო იერიშის წამოწყება, რომ წინა ხაზზე გადიოდნენ ნახევარმცველები, ხოლო მათ ადგილზე მდგომარეობის შესაბამისად გადმოდიოდა ერთი მოთამაშე დაცვის რიგებიდან. ასეთი სამოქმედო სქემის წყალობით თბილისელებმა უზრუნველყვეს საკუთარი კარის უხიფათობა და არ მისცეს ერევნელებს ექციათ თავიანთი აგრესიულობა და აზარტი გეგმაზომიერ შეტევად. მართალია, “არარატს” ჰქონდა რამდენიმე კარგი შესაძლებლობა შეტევის დასამთავრებლად, მაგრამ დაცვა, განსაკუთრებით კი, ურუშაძე, უშეცდომოდ მოქმედებდნენ.
საერთოდ, შესვენებამდე ტემპი არ იყო მაღალი. თბილისელთა მიერ კონტრშეტევის არჩეულმა ტაქტიკამ ნაყოფი გამოიღო ტაიმის დასასრულს. მეტრეველმა მოულოდნელად და ძლიერად დაარტყა კარში. ა. აბრამიანმა ალღო ვერ აუღო დარტყმას და ბურთი მოიგერია მაშინ, როცა იგი ტაქტიკურად კარის ხაზს გადასცილდა. იგი მოხვდა ძელს და გარეთ გამოვარდა. მაგრამ ამ მომენტში ნოდიამ საყოყმანო აღარაფერი დატოვა არც მსაჯისთვის, არც მაყურებელთათვის: თავით გაგზავნა ბურთი ბადეში.
ძალიან დაიძაბა ბრძოლა მეორე ტაიმში. თამაშის საერთო ნახაზი არ შეცვლილა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ გ. სიჭინავას გახშირებულ რეიდებს მოპირდაპირე ნახევარზე. შესვენების შემდეგ დინამოელთა საპასუხო იერიშები საგრძნობლად გახშირდა და შესაბამისად იმატა სახიფათო მომენტების რაოდენობამაც “არარატის” კართან. ა. აბრამიანმა ძლივს მოიგერია გ. სიჭინავას მიერ დარტყმული ბურთი, შემდეგ ასათიანმა დაკარგა კარგი შესაძლებლობა და ბოლოს, მეტრეველის უძლიერესი დარტყმა ძელს მოხვდა.
მატჩის მიწურულში ერევნელები გენერალურ შტურმზე გადავიდნენ. “დინამოს” კართან ზედიზედ ინიშნებოდა კუთხური დარტყმები, ურუშაძე განუწყვეტლივ ერთვოდა თამაშში. თბილისელებმაც შეძლეს ამ ძლიერი დაწოლის მოგერიება და შეინარჩუნეს ანგარიში.
ჩვენი გუნდის პროგრესი აშკარაა: ბოლო ოთხ გასვლით მატჩში დინამოელებმა 8 შესაძლებლიდან 7 ქულა აიღეს!
(ტელეფონით, ჩვენი სპეც. კორ.).