«Динамо» (Тбилиси) — «Зенит» (Ленинград) 4:0 (2:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Зенит» (Ленинград) 4:0 (2:0)

Чемпионат СССР 1963 года. Класс ‘А’. 1-я подгруппа. Матч № 01.
31 марта 1963 года. Тбилиси. Стадион «Динамо». Пасмурно, слабый ветер, 16 градусов. 40000 зрителей.
Судьи: С.Алимов. В.Зуев, К.Радзинский (все — Москва).
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Хурцилава, Чохели, 3ейнклишвили, Яманидзе, Петриашвили, Метревели, Калоев, Хеладзе (Датунашвили), Месхи.
«Зенит»: Востроилов, Алам, Совейко, Панчехин, Данилов, Завидонов, Васильев, Дергачев, Рязанов, Храповицкий (Кротков), Бурчалкин.
Голы:
1:0 Месхи — 14
2:0 Яманидзе — 44
3:0 Яманидзе — 52
4:0 Петриашвили — 70

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дело 2993)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 2 апреля 1963 года:

Четыре квартета и все разные.
«Динамо» (Тбилиси) — «Зенит» (Ленинград). 4:0 (2:0).
Тбилиси. Стадион «Динамо». 31 марта. Пасмурно. Слабый ветер. 16 градусов тепла. 40 000 зрителей.
Судья С. Алимов; судьи на линии В. Зуев и К. Радзинский (все — Москва).
«Динамо» (футболки полосатые, бело-голубые, трусы синие): Котрикадзе, Б. Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Яманидзе, Петриашвили, Метревели, Калоев, Хеладзе (Датунашвили), Месхи;
«Зенит» (футболки и трусы белые): Востроилов. Алам, Совейко, Панчехин, Данилов, Завидонов, Васильев, Дергачев, Рязанов, Храповицкий (Кротков), Бурчалкин.
Дублеры — 5:0 в пользу «Динамо».
Самым необычным в позавчерашней игре был первый удар. Его сделала… чемпионка мира по шахматам Нона Гаприндашвили. Остальные же события развивались в полном соответствии с футбольными законами и логикой и нашли выражение в окончательном итоге.
И «Динамо», и «Зенит» имели в своих составах по четыре защитника и четыре нападающих, но действовали эти квартеты по-разному. У зенитовцев крайние защитники Алам и Данилов не имели возможности подключаться в атаки, постоянно «терзаемые» форвардами соперников. Нападающим же никак не удавалось создать численного превосходства перед воротами «Динамо»: ни один из них не мог переиграть своего сторожа.
По-иному действовали динамовцы. В полной мере используя высокое индивидуальное мастерство Месхи и Метревели, они максимально растягивали оборону зенитовцев, затрудняя взаимостраховку защитников. Стоило только крайним форвардам оставить за спиной защитника (а это им часто удавалось), как возникало неравенство сил и обстановка накалялась. О том, какую поддержку оказывали атакующим полузащитники, говорить, мне кажется, излишне. Три мяча из четырех приходятся на их долю: Яманидзе (44-я и 52-я мин.) и Петриашвили (70-я мин.). Матч начался атаками динамовцев. И хотя первому голу предшествовали три фланговых прорыва и два угловых, мяч оказался в воротах несколько неожиданно. Месхи на 14-й минуте пробил штрафной резаным ударом, и Востроилов оказался обманутым. Два гола были забиты в результате комбинаций, в которых не последнюю роль сыграл Метревели. А Петриашвили забил свой гол метров с 22-24.
Г. АНТАДЗЕ, заслуженный мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 2 апреля 1963 года:

Оригинал статьи на грузинском языке

დიდი ამოცანის წინაშე.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 31 მარტი.
“დინამო” (თბილისი) — “ზენიტი” (ლენინგრადი) 4:0 (2:0).
“ზენიტი”: ვოსტროილოვი, ალამი, სოვეიკო, პანჩიხინი, დანილოვი, ზავიდონოვი, ვასილიევი, დერგაჩოვი, რიაზანოვი, ხრაპოვიცკი (კრაპკოვი), ბურჩალკინი.
“დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი, ზეინკლიშვილი, იამანიძე, პეტრიაშვილი, მეტრეველი, კალოევი, ხელაძე (დათუნაშვილი), მესხი.
მსაჯი ს. ალიმოვი (მოსკოვი).
ჩვენი მაყურებელი უშუალო მოწმეა იმისა, თუ რა ტაქტიკური ძვრები განიცადა ფეხბურთმა ბოლო წლებში. ახალმა სისტემებმა, რომელთა შორის დომინანტი, რა თქმა უნდა, ე.წ. ბრაზილიურს ეკუთვნის, წარმოშვა მრავალი ვარიანტი და ტრიბუნებზე მსხდომთ ახლა მართებთ მეტი ყურადღება, მეტი დაკვირვება, რათა სწორად გაერკვნენ იმ სირთულეებში, რომლებიც მინდორზე ხდება დიდ მატჩებში. ეს, პირველ ყოვლისა, ეხება თუნდაც მოთამაშეთა განლაგებას მინდორზე. ძველი ტრადიციული “დუბლვე” საბოლოოდ მიეცა დავიწყებას და მოთამაშეთა ნუმერაციაც, რომელსაც ასე შევეჩვიეთ ათეული წლების მანძილზე, სიძველეთა მუზეუმის ექსპონატი გახდა. ნომერს ფეხბურთელის მაისურზე ერთობ პირობითი ხასიათი მიეცა.
სწორედ ნომრების ასეთი აღრევა ჰქონდათ ლენინგრადელებს განვლილ მატჩში. საგაზეთო მიმოხილვებში ხშირად შეხვდებით დაუფარავ საყვედურებს იმ გუნდების მიმართ, რომლებიც დაცვით სისტემას მიმართავენ, მაგრამ ჩვენი აზრით, არ შეიძლება გუნდს ასე ხელაღებით უკიჟინო მის მიერ არჩეული ბრძოლის გზაზე. თვითეული მწვრთნელი ეძებს თავისი გუნდის რაციონალურ და ლოგიკურ სამოქმედო გეგმას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
ამიტომ სწორი იყო “ზენიტის” გეგმა თბილისელთა წინააღმდეგ მატჩში. ისეთი კლასის ფორვარდებთან ბრძოლაში, როგორიც “დინამოსა” ჰყავს, ლიმიტირებული დაცვა ვერაფერს გახდება. ამიტომ ლენინგრადელთა დაცვაში საშტატო განრიგი გაზრდილ იქნა ხუთამდე, მაგრამ ჩანაფიქრის სისწორე ჯერ კიდევ არ განსაზღვრავს მისი შესრულების ხარისხსა და ეფექტს.
თბილისელებმა თამაში ჩაატარეს ისე, რომ არც ერთი ბურთი არ გაუშვიათ თავიანთ კარში. ეს საუკეთესო ატესტაციაა გუნდის მცველებისა და მეკარისათვის, რომლებმაც პირნათლად გაართვეს თავი მათს წინაშე დასმულ ამოცანებს, მაგრამ სწორი არ იქნება თუ არ აღვნიშნავთ, რომ ბრძოლის ზოგიერთი დეტალი, განსაკუთრებით ფლანგებზე, არ სრულდება საჭირო სიზუსტით და რაც მთავარია — ყურადღებით. საჯარიმო მოედანზე შემოსული თვითეული ფორვარდი, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს იგი, ყოველთვის სახიფათოა.
განსაკუთრებით გვინდა შევჩერდეთ ნახევარმცველ პეტრიაშვილის თამაშზე. შარშან ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ ესაა მზარდი, პერპექტიული, ნიჭიერი მოთამაშე, გუშინწინდელი მატჩის მიხედვით კი უფლებას ვაძლევთ ჩვენს თავს ვთქვათ, რომ ესაა უკვე სავსებით მომწიფებული, ძლიერი ფეხბურთელი, რომელიც ჩინებულად ხედავს მინდორს, თამაშობს გაბედულად, დარწმუნებულად, თამაშობს როგორც ჩამოყალიბებული ნახევარმცველი. პეტრიაშვილის ყოველი მოქმედება დამაჯერებელია, შორსაა ორჭოფობისაგან და მის მიერ შესანიშნავად გატანილი გოლი არის პირველ ყოვლისა მისი მაღალი ტაქტიკური აზროვნების ნაყოფი.
თავდამსხმელთა შორის პირველი სიტყვა უნდა მიეძღვნას ჩვენი გუნდის ახალ წევრს, ბრწყინვალე ფეხბურთელს ზაურ მეტრეველს. არც ერთი ზედმეტი მოძრაობა, არც ერთი ზედმეტი ჟესტი. მეტრეველმა მთელი თავისი მდიდარი არსენალი მიუძღვნა კოლექტივიზმს, მიუძღვნა პარტნიორებსა და გუნდს და არა მაყურებლებს და თბილისელმა მაყურებლებმაც ღირსეულად დააფასეს მეტრეველის ეს შესანიშნავი თვისებები. იგი ტაშის განუწყვეტელ გრიალში თამაშობდა სწორედ იმიტომ, რომ თამაშობდა როგორც დიდი ტაქტიკოსი და ნამდვილი ფეხბურთელი. მის მიერ მეორე ტაიმის მე-7 წუთზე იშვიათი ლაკონიურობით შესრულებული ოპერაცია და გადაცემა, რომლის შედეგადაც იამანიძემ გაიტანა მესამე გოლი, ნამდვილი საფეხბურთო შედევრია!
ძალზე კარგად ითამაშა მესხმა. სასიხარულოა ის, რომ მან გაიფართოვა სამოქმედო დიაპაზონი, მოძრაობს ვრცელ ტერიტორიაზე, ეძებს კონტაქტს პარტნიორებთან და ყოველთვის მზადაა ბრძოლაში ჩასაბმელად. ქების მეტი არაფერი გვეთქმის იამანიძეზეც, რომელიც მთელი თავისი ტალანტითა და მონდომებით, დიდი ოსტატობით თამაშობდა ამ მატჩში. დასანანია მხოლოდ ის, რომ ჩვეულ ფორმაში არ იყო ჩვენი მთავარი “ბომბარდირი” კალოევი.
განვლილ თამაშში გატანილი გოლების დაწვრილებით აღწერას აღარ შევუდგებით. პირველი ბურთის ავტორი იყო მესხი, მეორე და მესამესი — იამანიძე, ხოლო დასკვნითი გოლისა — პეტრიაშვილი.
და ბოლოს გვინდა ხაზი გავუსვათ ერთ გარემოებასაც: დინამოელები 31 მარტს თამაშობდნენ დიდი აღმავლობით, მეგობრული სულისკვეთებით და მონდომებით. ეს ძალზე სასიხარულოა, ვინაინდან თბილისის “დინამო” დიდი ამოცანების წინაშე დგას: მან უნდა იბრძოლოს ისე, რომ თუნდაც ამ საიუბილეო ჩემპიონატში ავიდეს გათამაშების უმაღლეს საფეხურზე.
ს. სიხარულიძე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი; ბ. ქორქია.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от апреля 1963 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от апреля 1963 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от апреля 1963 года: