«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 1:0 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 1:0 (0:0)

Чемпионат СССР 1963 года. Класс ‘А’. 1-я подгруппа. Матч № 31.
19 октября 1963 года. Тбилиси. Стадион «Динамо». Солнечно, 19 градусов. 40000 зрителей.
Судьи: А.Алов, Ю.Якобсон, В.Веденеев (все — Ленинград).
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Датунашвили, Метревели, Баркая, Месхи, Яманидзе, Мелашвили.
«Спартак»: Маслаченко, Солдатов, Дикарев, Крутиков, Нетто, Амбарцумян (Рейнгольд, 70), Фалин, Логофет, Севидов, Хусаинов, Корнеев.
Гол:
1:0 Баркая — 48

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дело 2993)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 20 октября 1963 года:

Владея инициативой.
«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва).1:0 (0:0).
Тбилиси. Стадион «Динамо» 19 октября. Солнечно. 19 градусов. 40 000 зрителей.
Судья А. Алов; судьи на линии Ю. Якобсон и В. Веденеев (все — Ленинград).
Дублеры — 3:0 в пользу «Динамо». Голы забили: Хуцишвили, Дзидзигури, Векуа.
«Динамо»: Котрикадзе, Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Яманидзе, Метревели, Мелашвили, Баркая, Датунашвили, Месхи.
«Спартак»: Маслаченко, Солдатов, Дикарев, Крутиков, Корнеев, Нетто, Амбарцумян (Рейнгольд — 70-я мин.), Фалин, Логофет, Севидов, Хусаинов.
Последнюю победу в чемпионате динамовцы одержали на своем поле полтора месяца назад. Затем они совершили довольно неудачный вояж по стадионам Куйбышева, Ленинграда, Москвы, Кишинева и Ташкента, привезя домой 4 очка из 12 возможных. Последний матч с кутаисцами команда провела на таком же невысоком уровне и довольствовалась ничьей. Положение одного из лидеров чемпионата стало попросту угрожающим. Дальше, как говорится, отступать было некуда. И вот после серии неудач динамовцам предстояло играть с московскими спартаковцами.
Динамовцев Тбилиси часто называют командой настроения, называют, как правило, в случаях, когда она не показывает присущего ей высокого класса. Если это и так, то во вчерашнем матче со спартаковцами тбилисцы были явно в хорошем настроении и порадовали, наконец, своих почитателей дружной и слаженной игрой.
Спартаковцы вышли на поле с явным намерением взять верх. Ради этого они отказались даже от хорошо наигранной схемы 1+4+3+3, с первых же минут выдвинув вперед Фалина, чтобы иметь в атаках четырех форвардов.
Однако полузащитники и тем более крайние защитники «Спартака», славящиеся рейдами к воротам соперника, не оказали сколько-нибудь солидной поддержки своим нападающим. У них было много других забот. Форварды динамовцев, атакуя по всей ширине поля и хорошо взаимодействуя, задали им нелегкую задачу.
В результате динамовцы на протяжении почти всего матча владели инициативой и в самом начале второго тайма забили гол.
Единственный мяч влетел в ворота в результате флангового прорыва Месхи и его передачи Метревели. Последний точно откинул мяч в ноги Баркая.
Сдерживая разыгравшихся соперников, спартаковцы предприняли несколько острых атак. Однажды (на 72-й минуте), они чуть было не сквитали счет. К вратарской площадке тбилисцев вышли сразу двое — Логофет и Хусаинов, но мяч после удара Хусаинова пошел выше ворот.
Г. АКОПОВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 20 октября 1963 года:

Оригинал статьи на грузинском языке

თერთმეტი ხუთიანი.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 19 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) — “სპარტაკი” (მოსკოვი) 1:0 (0:0).
“სპარტაკი”: მასლაჩენკო, სოლდატოვი, დიკარევი, კრუტიკოვი, კორნეევი, ნეტო, ამბარცუმიანი (რეინგოლდი), ფალინი, ლოგოფეტი, სევიდოვი, ხუსაინოვი.
“დინამო”: კოტრიკაძე, სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი, ზეინკლიშვილი, იამანიძე, მეტრეველი, მელაშვილი, ბარქაია, დათუნაშვილი, მესხი.
მსაჯი: ა. ალოვი (ლენინგრადი).
თამაშის დამთავრების შემდეგ თბილისის “დინამოს” უფროსმა მწვრთნელმა მ. იაკუშინმა როგორც ეს წესია, თავისი გუნდის მოთამაშეებს სამსაჯო ოქმში ჩაუწერა ნიშნები. თერთმეტი ფეხბურთელის გვარების გასწვრივ აღნიშნულ იქნა თერთმეტი ხუთიანი და ვფიქრობთ, ასეთ მაღალი შეფასება არაა გამოწვეული ძლიერ მოწინააღმდეგესთან მოპოვებული გამარჯვების შთაბეჭდილებით. თვითეულმა დინამოელმა გუშინ ითამაშა მთელი თავისი შესაძლებლობით, მთელი ოსტატობით და კოლექტივმა დაამტკიცა, რომ მას შესწევს ძალა დაიბრუნოს ის პოზიციები, რომელიც მნიშვნელოვნად შეირყა მეორე წრეში. ასე კარგად ჩვენს გუნდს კარგა ხანია არ უთამაშია.
მატჩი ძალზე ძნელი იყო. მინსკში განცდილი დამარცხების შემდეგ სპარტაკელთათვის უკიდურესად საჭირო იყო ქულათა მარაგის შევსება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი შანსები პირველი ადგილისათვის ბრძოლაში ერთობ პრობლემატური იქნებოდა. გუშინდელ თამაშში “სპარტაკისათვის” ბევრი რამ წყდებოდა.
მაგრამ მოსკოველებმა ვერაფერი გააწყეს მასპინძლებთან. ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მატჩის დასაწყისს, სადაც ძირითადად გადაწყდა საერთო უპირატესობის მოპოვების, თამაშის სადავეების ხელში აღების საკითხი. დინამოელთა მიერ აღებული მაქსიმალური ტემპი, ბურთის სწრაფი გათამაშება ნახევარდაცვის აქტიური საიერიში მოქმედებით, კომბინაციური შეტევა დრიბლინგის ზომიერი გამოყენებით მოსკოველებს არ აძლევდა საშუალებას გეგმიანად ეწარმოებინათ კონტრშეტევა და გაეშალათ პოზიციური თამაში შუა მინდორში.
ძალზე ძლიერად ჩაატარა მატჩი ხურცილავამ მისი პარტნიორები მარცხნივ — ჩოხელი და ზეინკლიშვილი წარმატებით აწარმოებდნენ ინდივიდუალურ ბრძოლას უშუალო მოწინააღმდეგეებთან, მაგრამ ხურცილავა წარმოადგენდა იმ მაორგანიზებელ ძალას, რომელიც მძიმე სიტუაციაში ერთ მთლიან მექანიზმად ჰკრავდა დაცვას. რაც შეეხება სიჭინავას, მან თითქმის აბსოლუტურად გამოთიშა თამაშიდან იტალიის ნაკრებთან მატჩის გმირი ხუსაინოვი. სწორი, გააზრებული მოქმედების შედეგად “სპარტაკის” მარცხენა გარემარბის ყოველ მანევრი გადაჭრითი იქნა ლიკვიდირებული.
ნახევრდაცვის თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს თბილისელთათვის და გუშინდელ მატჩში როგორც იამანიძე, ისე დათუნაშვილი ქების ღირსნი არიან. სწორედ მათი მეოხებით იწყებოდა სწრაფი იერიში მინდვრის სიღრმიდან და ფორვარდები დაუგვიანებლად ღებულობდნენ ბურთს შეტევის გასაგრძელებლად.
ძნელია ვინმეს მიანიჭო პრიორიტეტი ჩვენს თავდასხმაში, რომელიც ახალი ვარიანტით გამოდიოდა აღნიშნულ მატჩში. მაღალი ბურთების გათამაშება ამჯერად გამორიცხული იყო კალოევის არყოფნის გამო, ამდენად ბარქაიას დიდი ტაქტიკური უნარის გამოჩენა მართებდა ცენტრში წარმოებული მძიმე ბრძოლის სახელმძღვანელოდ. მან ამ ამოცანას ბრწყინვალედ გაართვა თავი, კერძოდ, ბარქაიამ საუცოხოოდ შეარჩია ადგილი 49-ე წუთზე გათამაშებულ კომბინაციაში. მესხმა კუთხური დარტყმიდან იამანიძეს მიაწოდა ბურთი, კვლავ უკან მიიღო იგი და მოპირდაპირე ფლანგზე გადასცა მეტრეველს. მარჯვენა გარემარბმა ცენტრში დააბრუნა ბურთი და ბარქაიამ მასლაჩენკოსთამ პირისპირ შეტაკებისას გაიტანა გოლი — 1:0.
მთელი თავისი მდიდარი ტალანტით თამაშობდა მესხი. მის მიერ უნაკლოდ შესრულებული ურთულესი ფინტების წინაშე უძლური იყო არა მარტო პერსონალური მცველი — სოლდატოვი, არამედ ამ ფრთაზე დასახმარებლად მივლინებული სხვა მოთამაშეებიც. მესხმა შეიტანა “სპარტაკის” დაცვაში ის დეზორგანიზაცია, რომლის ხელახლა მოწესრიგება გუნდმა ვერაფრით ვერ შეძლო. შედარებით სუსტად გამოიყურებოდა პირველ ტაიმში ჩვენი მარჯვენა ფრთა, მაგრამ აქ მეტრეველს არ ჰქონდა საშუალება მთელი ძალით ეთამაშა, ვინაიდან კრუტიკოვი სისტემატურად არღვევდა წესებს და მისი წყალობით ცდილობდა მოწინააღმდეგის იერიშების უვნებელყოფას. მეორე ტაიმში კრუტიკოვს ვერც ამ “უხეშობის ტაქტიკამ” უშველა. მეტრეველი ფლანგის სრული ბატონ-პატრონი იყო. რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა მელაშვილმა, რომლის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთის აღება გაჭირვებით შეძლო მასლაჩენკომ 35-ე წუთზე.
ამრიგად, თბილისელებმა საუკეთესოდ ჩაატარეს ეს მეტად დადმნიშვნელოვანი შეხვედრა და აიღეს კიდეც რევანში, მაგრამ, ჩვენი აზრით, ანგარიში 1:0 მხოლოდ მინიმუმია იმისა, რის მიღწევაც გუნდს შეეძლო. “სპარტაკის” კართან არ იქნა გამოყენებული ბურთის გატანის რამდენიმე რეალური შესაძლებლობა.
ა. ზაზროევი, სპორტის დამსახურებულ ოსტატი; რ. ქორიძე.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от октября 1963 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от октября 1963 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от октября 1963 года: