«Динамо» (Тбилиси) — СКА (Ростов-на-Дону) 0:1 (0:1)

«Динамо» (Тбилиси) — СКА (Ростов-на-Дону) 0:1 (0:1)

Чемпионат СССР 1963 года. Класс ‘А’. 1-я подгруппа. Матч № 33.
27 октября 1963 года. Тбилиси. Стадион «Динамо». Ясно, 16 градусов. 40000 зрителей.
Судьи: Е.Одинцов (Ленинград), К.Радзинский (Москва), М.Едигорян (Ереван).
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Яманидзе, Петриашвили, Метревели, Мелашвили, Датунашвили, Месхи.
СКА: Иванов, Гетманов, Казачек, Кривобородов, Чертков, Шикунов, Матвеев, Андриенко, Доронин, Понедельник, Копаев.
Гол:
0:1 Матвеев — 29

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дело 2993)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 29 октября 1963 года:

Реванш не удался.
«Динамо» (Тбилиси) — СКА (Ростов). 0:1 (0:1).
Тбилиси. Стадион «Динамо». Ясно. 16 градусов. 40 000 зрителей.
Судья Е. Одинцов (Ленинград); судьи на линии К. Радзинский (Москва) и М. Едигорян (Ереван).
Дублеры — 2 :1 в пользу «Динамо». Голы забили: у «Динамо» — Илиади и Дзидзигури; у СКА — Проданец.
«Динамо»: Котрикадзе, Сичинава В. Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Яманидзе, Петриашвили, Метревели, Мелашвили, Датунашвили, Месхи.
СКА: Иванов, Гетманов, Казачек, Кривобородов, Чертков, Шикунов, Матвеев, Андриенко, Доронин, Понедельник, Копаев.
Этот матч был убедительной иллюстрацией к известному тезису, гласящему, что территориальное преимущество далеко не всегда обеспечивает победу… Больше того: обороняющаяся команда, атаковавшая тремя форвардами, сумела забить гол, оказавшийся решающим. Это случилось на 29-й минуте. С левого крыла последовала навесная передача, Зейнклишвили мог с ходу переадресовать мяч вратарю, но он решил сначала обработать мяч. Секундное промедление оказалось роковым. Выскочивший! из-за его спины Матвеев не сильным, но точным и неожиданным ударом послал мяч в дальний от Котрикадзе угол.
А ведь динамовцы горели желанием взять реванш за поражение в первом круге. Уже на 4-й минуте они могли открыть счет. Но Месхи не продвинулся вперед, ударил издали, и вратарь легко взял мяч. Ростовчане не отсиживались в обороне. Выдвинутые вперед Понедельник, Матвеев, Копаев в эпизодических атаках играют решительно и остро, заставляя Котрикадзе действовать с полной нагрузкой.
Постепенно инициативой овладевают динамовцы. Активны на флангах Месхи и Метревели, но их слабо поддерживает полузащита.
Во втором тайме армейцы полностью уходят в защиту. Теперь впереди лишь Понедельник, но и он порой появляется на своей штрафной, где в отдельные моменты собирается до 20 футболистов. С ноги Яманидзе Иванов снимает мяч. Вот мяч проходит в считанных сантиметрах от штанги после удара головой Метревели. Время идет, ответного гола нет. Последние минуты вновь изобилуют голевыми моментами. Хурцилава грудью выносит мяч, идущий в пустые ворота. И тут таким же приемом спасают свои ворота ростовчане. На 88-й минуте мяч, пробитый Сичинавой, отражает штанга.
А. Зазроев, заслуженный мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 29 октября 1963 года:

Оригинал статьи на грузинском языке

ერთი შეცდომის ფასი.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 27 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) — სკა (როსტოვი) 0:1 (0:1).
სკა: ივანოვი, გეტმანოვი, კოზაჩეკი, კრივობოროდოვი, ჩერტკოვი, შიკუნოვი, მატვეევი, ანდრიენკო, დორონინი, პონედელნიკი, კოპაევი.
“დინამო”: კოტრიკაძე, სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი, ზეინკლიშვილი, იამანიძე, პეტრიაშვილი, მეტრეველი, მელაშვილი, დათუნაშვილი, მესხი.
მსაჯი: ე. ოდინცოვი (ლენინგრადი).
მოხდა ისე, რომ სწორედ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო მატჩის წინ აღმოჩნდა თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობა რთული პრობლემის წინაშე. გუნდს ერთდროულად დააკლდა ორივე ძირითადი ცენტრალური ფორვარდი — კალოევი და ბარქაია, ამ დანაკლისმა კი გამოიწვია გადაწყობა არა მარტო თავდასხმის, არამედ ნახევარდაცვის რგოლშიც. ცხადია, ასეთი მნიშვნელოვანი პერეტრუბაციის შედეგად ცვლილება მოხდებოდა გუნდის საერთო სამოქმედო სქემაშიც.
მართლაც, მატჩის პირველ ნახევარში თბილისელები მეტწილად თამაშობდნენ მოთამაშეთა განლაგებით 1+3+3. ეს არ ნიშნავს, რომ იამანიძე რეგულარულად იმყოფებოდა ნახევარდაცვის რგოლში და მეორე ეშელონს ქმნიდა, მაგრამ ცენტრალური თავდამსხმელის პოსტი, როგორც ამას ტიპიური ბრაზილიური სისტემა გულისხმობს, მას არ ეკავა, ამიტომ შეტევის მუდმივმოქმედ ხაზში დარჩენილი იყვნენ მეტრეველი, მესხი და მელაშვილი. ჩვენი გუნდის ორივე ფლანგი ამ დღეს შესანიშნავად თამაშობდა, მაგრამ ზემოაღნიშნული “მინუს ერთი” ცენტრში სისტემატურად იგრძნობოდა. მელაშვილს არ შეეძლო შეესრულებინა შეტევის დამამთავრებელი ძნელი ფუნქციები იქ, სადაც მოწინააღმდეგე, როგორც წესი, ქმნიდა გაძლიერებული დაცვის ზონას.
ბრძოლა მინდვრის ცენტრისათვის, რომელიც მატჩის დასაწყიში მიმდინარეობდა, დამთავრდა “დინამოს” სრული უპირატესობით, ამიტომ როსტოველებმა დაცვის ძირითადი ძალების კონცენტრაცია მოახდინეს საჯარიმო მოედნის მისადგომებთან, ხოლო წინა საზის მოქმედება მთლიანად კონტრიერიშზე ააგეს და უნდა ითქვას, მათს ამ საპასუხო შეტევებს მეტისმეტად მწვავე და სახიფათო ხასიათი ჰქონდა. არმიელთა თავდასხმის ორგანიზატორი პონედელნიკი ძალზე დიდი ეფექტით ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციებს და კოტრიკაძეს პირველ ტაიმში რამდენიმე ძნელი ბურთის აღება მოუხდა პონედელნიკის, კოპაევის მატვეევისაგან.
მაინც, სტუმრების ეს ცალკეული იერიშები არ შეედრებოდა იმ მძლავრ შტურმს, რომელსაც დინამოელები აწარმოებდნენ თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში. ჯერ კიდევ მე-4 წუთზე აიანიძემ კარგად გაიყვანა გარღვევაზე მესხი და მარცხენა გარემარბის გადაცემის შემდეგ როსტოველთა კარი ბეწვზე გადარჩა გოლს. გავიდა მცირე ხანი და მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო მოედანზე უდიდესი სისწრაფით შეიჭრა მეტრეველი, რომელმაც სრული აღრევა შეიტანა მოწინაარმდეგე მცველთა შორის. უკანასკნელ მომენტში “დინამოს” ფორვარდებმა მაინც ვერ შეძლეს ამ უაღრესად ხელსაყრელი მომენტის გამოყენება. 22-ე წუთზე თბილისელთა მძლავრი შტურმი დამთავრდა იმით, რომ მეკარე ივანოვმა კუთხურზე მოიგერია ძნელი ბურთი.
მატჩის ყველაზე დრამატული მომენტი გათამაშდა 28-ე წუთზე. არმიელებმა შუა მინდორში წამოიწყეს კომბინაცია და მარჯვენა ფრთაზე გადააწოდეს ბურთი. აქ ზეინკლიშვილმა დაასწრო მცველს, მიიღო ბურთი, მაგრამ სიჩქარეში სწორად ვერ დაამუშავა იგი და შეატოვა მოწინააღმდეგე თავდამსსმელს. ეს მოხდა კარის სიახლოეს. მატვეევმა, რა თქმა უნდა, არ დააყოვნა გამოეყენებინა მცველის ეს უხეში შეცდომა და გოლით დაამთავრა დარტყმა — 1:0.
მდგომარეობის გამოსასწორებლად დრო საკმარისზე მეტი იყო. მართალია, დინამოელებმა ტაიმის დასასრული საკმაოდ აბნეულად ჩაატარეს, მაგრამ შესვენების შემდეგ, პირველი წუთებიდანვე დაიწყო ხანგრძლივი შტურმი, რომლის გაძლება თითქოს წარმოუდგენელი იყო. შეუძლებელია აღწერილ იქნას ყველა მომენტი, რომლებიც განუწყვეტლივ იქმნებოდა როსტოველთა კართან, მეკარე და მცველები ზოგჯერ გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ გოლი, თუნდაც ერთ საპასუხო გოლი, არ ჩანდა.
შეიძლება ჩვენი გუნდის თავდამსხმელებს (და არა მარტო თავდამსხმელებს) ვუსაყვედუროთ ის, რომ მათი შტურმი ხშირად ქაოტურ ხასიათს ატარებდა და მოთამაშეთა გაუვალ მასას ქმნიდა კარის წინ, მაინც ის, რომ როსტოვის სკა-ს კარი ამ დღეს გადარჩა გოლს, შეიძლება კიდევ ერთ საფეხბურთო საოცრებას მიეწეროს. უკანასკნელი შანსი დინამოელებს ჰქონდათ 88-ე წუთზე, როცა სიჭინავამ მიიღო იამანიძის გადაცემა და თავით გაგზავნა ბურთი კარისკენ. მაგრამ ეს უკანასკნელი შანსიც ძელმა გააქარწყლა.
ერთი შეცდომა ამ უკიდურესად დიდი მნიშვნელობის მატჩის წაგების ფასად დაჯდა. თბილისის “დინამომ” წელს პირველი დამარცხება განიცადა საკუთარ მინდორზე.
ბ. ქორქია.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от октября 1963 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от октября 1963 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от октября 1963 года: