«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Донецк) 2:1 (0:1)

«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Донецк) 2:1 (0:1)

Чемпионат СССР 1963 года. Класс ‘А’. 1-я подгруппа. Матч № 20.
22 августа 1963 года. 17-30. Тбилиси. Стадион «Динамо». Ясно, 33 градуса. 36000 зрителей.
Судьи: С.Алимов, Н.Болотников, И.Яхонин (все — Москва).
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Яманидзе, Датунашвили (Петриашвили, 70), Метревели, Калоев, Баркая, Месхи.
«Шахтер»: Клюев, Головко, Снегирев, Алябьев, Сорокин, Носов, Хмельницкий (Иванов, 55), Мизерный, Ананченко, Налесный, М.Захаров.
Голы:
0:1 Ананченко — 34
1:1 Баркая — 82
2:1 Чохели — 90
Нереализованный пенальти: Яманидзе (64, мимо).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дело 2993)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 23 августа 1963 года:

Вознаграждение.
«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Донецк). 2:1 (0:1).
Тбилиси. Стадион «Динамо». 22 августа. Ясно. 33 градуса. 36 000 зрителей.
Судья С. Алимов; судьи на линии Н. Болотников и И. Яхонин (все — Москва).
Дублеры — 1:0 в пользу «Динамо». Мяч забил Мелашвили.
«Динамо»: Котрикадзе, Б. Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Яманидзе, Датунашвили (Петриашвили — 70-я мин.), Метревели, Калоев, Баркая, Месхи.
«Шахтер»: Клюев, Головко, Снегирев, Алябьев, Сорокин, Носов, Хмельницкий (Иванов — 55-я мин.), Мизерный, Ананченко, Колесный, М. Захаров.
У каждой команды есть спой «трудный» соперник. Для тбилисцев это «Шахтер». Каждая победа над ним дается южанам в тяжелой борьбе. Так было и вчера. Игровое превосходство хозяев поля выявилось сразу. Метревели, Калоев, Месхи в течение первых 20 минут имели возможность открыть счет. Но мяч шел то в руки вратарю, то его отражала штанга. Заботясь больше о защите, гости атаковали малыми силами, эпизодически обстреливая ворота соперников с дальних подступов. На 34-й минуте Чохели, пытаясь отбить высокий мяч головой, промахнулся. Мяч попал в ноги Ананченко. Сильнейший удар застал Котрикадзе врасплох. 1:0.
На 64-й минуте Датунашвили ворвался в штрафную площадь, Снегирев сыграл рукой. Пенальти. Но возможность забить гол не сумел реализовать Яманидзе. Команда сникла, пошла вялая, сумбурная игра.
И вдруг спурт. Команда вновь поверила в свои силы. На ворота «Шахтера» обрушился шквал атак. Сильнейший удар Месхи отразила штанга. Но Метревели из-за штрафной сильным ударом забивает гол — 1:1. Ничья уже не устраивала хозяев. Оставались считанные секунды. И тут, словно реабилитируя себя, неотразимо пробил по воротам Чохели. Он тоже был в штрафной площади гостей. Вся команда в эти пять минут ковала победу, И динамовцы были вознаграждены за дружную игру еще двумя победными очками.
П. Сергеев.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 24 августа 1963 года:

Оригинал статьи на грузинском языке

და მაინც — გამარჯვება!
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 22 აგვისტო.
“დინამო” (თბილისი) — “შახტიორი” (დონეცკი) 2:1 (0:1).
“შახტიორი”: კლიუევი, გოლოვკო, სნეგირევი, ალიაბიევი, სოროკინი, ნოსოვი, ხმელნიცკი (ივანოვი), მიზერნი, ანანჩენკო, ნალესნი, ზახაროვი.
“დინამო”: კოტრიკაძე სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი, ზეინკლიშვილი, იამანიძე, დათუნაშვილი (პეტრიაშვილი), მეტრეველი, კალოევი, ბარქაია, მესხი.
მსაჯი ს. ალიმოვი (მოსკოვი).
“შახტიორის” ბოლო წლების დიდი წარმატებები სსრ კავშირის თასის გათამაშებაში ორგანულადაა დაკავშირებული გუნდის მთავარ დამახასიათებელ თვისებასთან — ბრძოლისუნარიანობასთან. არავის შეუძლია ისეთი თავგამოდებით და ენერგიით ბრძოლა, როგორც “შახტიორს”, არავინ არ აქსოვს ამ ბრძოლაში მთელ თავის შესაძლებლობებს ისე, როგორც “შახტიორი”. დონეცკის ფეხბურთელთა ტექნიკური მომზადება, ტაქტიკური ვარიანტები, ყველაფერი გამომდინარეობს ერთი სათავიდან: ბრძოლა, შეუპოვარი ბრძოლა 90 წუთის განმავლობაში.
ამიტომ ისეთი მაღალტექნიკური სოლისტებისაგან შემდგარი გუნდისათვის, როგორიცაა თბილისის “დინამო”, “შახტიორთან” შეხვედრისას მთავარია შედეგის მიღწევა დასაწყისშივე, როცა მოწინააღმდეგის ძალები ჯერ კიდევ არაა შესული სრულ საბრძოლო ურთიერთმოქმედებაში და არც მთავარი კოზირი — ტაქტიკური მთლიანობაა მიღწეული.
თბილისელებს ყველა შანსი ჰქონდათ, არ ჩაეგდოთ ხელში სტუმრებისათვის ეს კოზირი. მათი ფორვარდების უაღრესად მწვავე და მკვეთრი შტურმის შედეგად “შახტიორის” დაცვაში სუფევდა აღრევა და მისი ხსნა შეეძლო მხოლოდ საგანგაშო წესით გამოძახებულ მაშველ ძალებს წინა ხაზებიდან. მაგრამ ეს ძალებიც არ აღმოჩნდა საკმარისი. მე-2 წუთზე დათუნაშვილმა გვერდით ხაზთან მოუსწრო ბურთს და გადასცა იგი თავის გარემარბს. მეტრეველის გარღვევა ტექნიკურად უნაკლოდ და ამასთან ისე სწრაფად იქნა შესრულებული, რომ იგი პირისპირ აღმოჩნდა მეკარესთან.
ყველაფერი მზად იყო კარის ასაღებად, მაგრამ “შახტიორი” იხსნა ძელმა. რამდენიმე წუთის შემდეგ კლიუევი კვლავ მარტოდმარტო შერჩა მოწინააღმდეგის თავდამსხმელს — ბარქაიას, შემდეგ მის კართან ზედიზედ რამდენიმე კორნერი იქნა მოწოდებული. ყველაფერი ამაო იყო. ბურთი არ მიდიოდა კარში.
აი ამ უმძიმეს სიტუაციაში აჩვენეს სტუმრებმა თავინათი დაცვის იშვიათი მდგრადობა და შეინარჩუნეს კარის ხელუხლებლობა. ნელ-ნელა, მეთოდურად გადმოჰქონდათ მათ თამაში წინ და მალე იერიშში ჩაება “შახტიორის” თავდასხმაც. გუნდის შეტევის ჩანაფიქრი ძნელი ამოსაცნობი არაა. აქ ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ კარში დარტყმის საშუალება მიეცეს ყველაზე აგრესიულ, დაუღალავ ცენტრფორვარდს — ანანჩენკოს. ჩოხელი ყურადღებით ეთამაშებოდა თავის უშუალო მოწინააღმდეგეს, მაგრამ 33-ე წუთზე მან დაუშვა შეცდომა, რომელიც მე-80 წუთამდე მძიმე საფასურად აწვა გუნდს. საჭირო იყო ბურთის აღება ფეხით, ჩოხელმა კი რატომღაც თავით სცადა ამის გაკეთება და მაშინვე უბურთოდ დარჩა. იგი მიიღო ანანჩენკომ. დარტყმა ძელს ქვეშ უნაკლოდ იქნა შესრულებული — 1:0.
ეს დაუწერელი საფეხბურთო კანონია: როცა ვერ გამოიყენებ 2, 3, 4 ნაღდ მომენტს, ანგარიშსწორება პირიქით ხდება. დინამოელებმა ტაიმი წააგეს.
1:0. ეს უკვე სერიოზული განდიკაპი იყო “შახტიორისათვის”. ყოველი განვლილი წუთი აახლოებდა გუნდს გამარჯვებასთან, ხოლო თბილისელები ჩქარობდნენ, ვერ ამთავრებდნენ წარმოწყებულ კომბინაციებს, ასეთ სიჩქარეს კი, როგორც წესი, თან სდევს ხოლმე ტექნიკური ხასიათის წუნი, ჩანაფიქრის შეუსრულებლობა. ბურთი ვერ აღწევდა ადრესატს, გადაცემები ხშირად იშლებოდა, თავდამსხმელები სისტემატურად კარგავდნენ ბურთს. პერპექტივაში კარგი არაფერი ჩანდა.
…მიმდინარეობდა ტაიმის მე-18 წუთი. დათუნაშვილი გავიდა მარჯვენა ფრთაზე და ჩააწოდა ცენტრში. აქ სნეგირევი ხელით შეეხო ბურთს, რისთვისაც ს. ალიმოვმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი.
ერთმანეთის პირისპირ დარჩა ორი მოთამაშე: კლიუევი და იამანიძე. მეკარე აშკარად ღელავდა, მაგრამ ნერვიულობამ წონასწორობიდან გამოიყვანა იამანიძეც. მან მეტად არაზუსტად შეასრულა დარტყმა და როცა ბურთი აცდა კარს, თითქოს უკანასკნელი შესაძლებლობაც უიმედოდ ამოიწურა. ამას დაემატა ხურცილავას ტრავმა (საერთოდ მან შესანიშნავად ჩაატარა მატჩი და სამართლიანად დაიმსახურა მწვრთნელისაგან შეფასება 5), რის შემდეგ გუნდი მინდორზე 10 მოთამაშის შემადგენლობით დარჩა.
სწორედ ამ რთულ ვითარებაში ვიხილეთ ის, რაც ჩვენი გუნდის პოტენციალშია ჩაქსოვილი. უდიდესი ძალის წამიერი აფეთქება, ნამდვილი ექსტაზი. 39-ე წუთზე მესხი გავიდა მცველთა შორის და ძლიერად დაარტყა კარში. ძელს მოხვედრილი ბურთი საჯარიმო მოედნის ხაზამდე დაბრუნდა და აქ ბარქაიამ შეასრულა ის ბრწყინვალე დარტყმა, რომელზეც ალბათ დიდ ხანს ილაპარაკებენ ფეხბურთის მოყვარულები. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვუთანაგრძნოთ მათ, ვინც ამ დღეს არ ესწრებოდა თამაშს. ეს გოლი ნამდვილი საფეხბურთო შედევრი იყო — 1:1.
და მაინც, “დინამოს” გულშემატკივართა სრულ სიამოვნებას აკლდა კიდევ ერთ გოლი და მატჩის ბოლო, 90-ე წუთზე ეს გოლიც იქნა გატანილი. 4 მცველის წინ მდგარმა მესხმა უკან გადააწოდა ზეინკლიშვილს, ხოლო ამ უკანასკნელმა ბურთი საჯარიმო მოედნის ცენტრში გაგზავნა, სადაც თითქმის ორივე გუნდის ყველა მოთამაშე იყო შეკრებილი. ყველაფერი გადაწყვიტა წამებმა და სანტიმეტრებმა. ჩოხელი მთელი სისწრაფით შეიჭრა საჯარიმო მოედანზე, დაასწრო ყველას და ძლიერად დაარტყა კარში.
ჩოხელმა, როგორც ნამდვილმა სპორტსმენმა, გამოისყიდა თავისი შეცდომა და გამარჯვება მოუტანა გუნდს — 2:1. ეს ბოლო 5 წუთი მთელ თამაშად ღირდა და არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ამ ფინალის წყალობით 22 აგვისტოს შეხვედრა თბილისის “დინამოს” და დონეცკის “შახტიორს” შორის სამართლიანად შევა დაუვიწყარი მატჩების რიცხვიში.
ა. კიკნაძე, სპორტის დამსახურებული ოსტატი; ბ. ქორქია.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от августа 1963 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от августа 1963 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от августа 1963 года: