«Динамо» (Тбилиси) — «Молдова» (Кишинев) 3:0 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Молдова» (Кишинев) 3:0 (0:0)

Чемпионат СССР 1963 года. Класс ‘А’. 1-я подгруппа. Матч № 16.
25 июня 1963 года. Тбилиси. Стадион «Динамо». Солнечно, 28 градусов. 40000 зрителей.
Судьи: С.Архипов, И.Адамович, Е.Ломоватский (все — Москва).
«Динамо»: С.Котрикадзе, Петриашвили, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Яманидзе, Датунашвили, Метревели, Калоев, Баркая (Мелашвили, 74), Месхи.
«Молдова»: Вебер, Афонин, Колбасюк, Зеленяев, Ковач, Боцан, Татушин, Миронов, Гусев, Цинклер (Шиманович, 74), Молочков.
Голы:
1:0 Яманидзе — 70 (пен.)
2:0 Калоев — 74
3:0 Метревели — 79

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дело 2993)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 26 июня 1963 года:

«ДИНАМО» — «МОЛДОВА» 3:0.
Голы забили: Яманидзе (70 с 11-метрового), Калоев (74), Метревели (79)
Тбилиси. Стадин «Динамо». 25 июня. Солнечно. 28 градусов. 40 000 зрителей.
Судья С. Архипов; судьи на линии И. Адамович и Е. Ломоватский (все — Москва).
Дублеры — 1:0 в пользу тбилисцев. Мяч забил Топлашвили.
«Динамо»: Котрикадзе, Петриашвили, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Яманидзе, Датунашвили, Метревели, Калоев, Баркая (Мелашвили — 74-я мни.), Месхи.
«Молдова»: Вебер, Афонин, Колбасюк, Зеленяев, Ковач, Боцан, Татушин, Миронов, Гусев, Цинклер (Шиманович — 74-я мин.), Молочков.
Вернувшись после неудачного турне домой, тбилисцы на своем поле вновь одержали победу и вновь с крупным счетом. На сей раз над «Молдовой». Однако, если судить по ходу матча, то хозяева поля подавляющего преимущества не имели. Первую голевую возможность создали кишиневцы, но Гусев не использовал прострела Молочкова. Затем два острых прохода Месхи остались без завершения.
Как это видно из технического отчета, все мячи были забиты в последние двадцать минут. И в каждом из них «замешан Метревели. В первом случае его снесли, во втором он хорошо выдал мяч Калоеву, ну а в третьем сам завершил комбинацию, начатую Яманидзе и Мелашвили.
Г. АКОПОВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 26 июня 1963 года:

Оригинал статьи на грузинском языке

ლიდერი პრიზებისათვის ბრძოლაში.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 25 ივნისი.
“დინამო” (თბილისი) — “მოლდოვა” (კიშინიოვი) 3:0 (0:0).
“მოლდოვა”: ვებერი, აფონინი, კოლბასიუკი, ზელენიაევი, კოვაჩი, ბოცანი, ტატუშინი, მირონოვი, გუსევი, ცინკლერი (შიმანოვიჩი), მოლოჩკოვი.
“დინამო”: კოტრიკაძე, პეტრიაშვილი, ხურცილავა, ჩოხელი, ზეინკლიშვილი, იამანიძე, დათუნაშვილი, მეტრეველი, კალოევი, ბარქაია (მელაშვილი) მესხი.
მსაჯი ს. არხიპოვი (მოსკოვი).
“მოლდოვა”. ეს გუნდი, რომელიც თავისი რანგითა და საერთო კლასით საგრძნობლად ჩამორჩება თბილისის “დინამოს”, რატომღაც ყოველთვის ძნელ მოწინააღმდეგეს წარმოადგენს ჩვენი ფეხბურთელებისათვის. საკავშირო ჩემპიონატების ისტორიაში “მოლდოვას” არაერთი უსიამოვნება მიუყენებია თბილისელთათვის და საერთო ბალანსიც ერთობ მოკრძალებული უპირატესობით გამოიხატება ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ.
ამ ტრადიციათა სრული შესატყვისი იყო პოირველი ტაიმი. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ სტუმრებმა გაძლიერებული დაცვის ვარიანტს მიმართეს და მძიმე მომენტებში მათს გაორმაგებულ დაზღვევაში დაშვებულ შეცდომათა კომპენსაცია აკრძალული ილეთების დახმარებით ხდებოდა. ეს თავისთავად. მაგრამ “დინამო” მატჩის პირველ ნახევარში თამაშობდა ძალზე ნელ ტემპში, აუარებელი დრო იკარგებოდა მინდვრის შუა ნაწილის გავლისას. ამ ყველაზე ვრცელი ტერიტორიის დაძლევა ხდებოდა ბურთის ხანგრძლივი ტარებით, მოკლე, უსარგებლო გადაცემებით უახლოეს პარტნიორებს შორის. ფლანგებს მხოლოდ მაშინ ეძლეოდათ მოქმედების საშუალება, როცა მოპირდაპირე დაცვას ყველა გზა თავის საჯარიმო მოედანზე საიმედოდ ჰქონდა ჩაკეტილი და კომბინაციური თამაშის გაშლის საშუალება მინიმუმამდე იყო დაყვანილი.
ერთადერთი, რომელსაც სიმწვავე შეჰქონდა შეტევაში ეს იყო მესხი. მიუხედავად იმისა, რომ აფონინს მესხთან ბრძოლისას სისტემატურად ეხმარებოდა კოლბასიუკი, დინამოელთა მარცხენა გარემარბი განაგებდა გუნდის ტემპს თავისი ფლანგიდან და რეგულარულად აწოდებდა ბურთებს პოზიციაში, საიდანაც შეიძლებოდა გოლის გატანა.
მაგრამ გოლი არ ჩანდა. მართალია, კალოევმა და ბარქაიამ ორჯერ მიუსწრეს მესხის ამ გადაცემებს, მაგრამ ორივე ბურთი მიზანს აცდა სულ მცირე მანძილით, ხოლო იამანიძისა და დათუნაშვილის დისტანციური დარტყმები არავითარ ხიფათს არ წარმოადგენდა მოლდაველთა კარისათვის, ვინაიდან არც ერთი მათგანი არ იყო ზუსტი.
ერთი სიტყვით, გუნდები შესვენებაზე წავიდნენ ისე, რომ დინამოელთათვის სახარბიელო არაფერი ჩანდა. დაახლოებით ასევე დაიწყო მეორე ტაიმიც, მაგრამ დინამოელთა იერიშის გარდატეხაში თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვა მარჯვენა გარემარბმა მეტრეველმა. იგი თამაშობდა მშვიდად, ძალზე რაციონალურად და თითქოს აზრადაც არ უშვებდა, რომ მისთვის მოწინააღმდეგეს შეეძლო ბურთის წართმევა. ამ მომენტიდან, როცა თანაბარი სიძლიერით ამოქმედდა “დინამოს” ორივე შესანიშნავი ფლანგი, მატჩის მსვლელობაც რადიკალურად შეიცვალა. “მოლდოვას” დაცვაში ბზარი გაჩნდა.
პირველი გოლი გატანილ იქნა მცველის აქტიური მონაწილეობით. პეტრიაშვილი 24-ე წუთზე სწრაფი ბიძგით გავიდა წინ, მიიღო ბურთი და საჯარიმო მოედანში ჩააწოდა კალოევს. ცენტრალურმა ფორვარდმა გარღვევაზე გაიყვანა მეტრეველი და როცა ეს უკანასკნელი პირისპირ გადიოდა მეკარესთან, მირონოვმა უკანასკნელი საშუალება იხმარა: სარმა. იამანიძემ ზუსტად გამოიყენა პენალტი — 1:0.
რამდენიმე წუთის შემდეგ ვებერმა მეორე ბურთი გამოიტანა და ეს იყო მეტად ეფექტური, ლამაზი გოლი. მეტრეველმა კუთხურიდან ზუსტად დაკიდა ბურთი კართან, სადაც კალოევმა ოსტატურად შეასრულა თავისი ცნობილი თავური დარტყმა — 2:0. სწორედ ასე უნდა გადიოდეს ჩვენს დროში გოლები, როცა ფორვარდები კარის სიახლოეს ქრონიკულ “ცაიტნოტში” იმყოფებიან და ბურთის დასამუშავებლად მინიმალური დროც აღარა რჩებათ.
ამ დროისათვის “დინამო” მდგომარეობის სრული ბატონ-პატრონი იყო. იგი დომინირებდა ყველა ხაზში და ამიტომ მესამე გოლიც, რომელიც მეტრეველმა გაიტანა, გუნდის სრული უპირატესობის ბუნებრივი შედეგი იყო. იამანიძემ მოიგო ძალზე ძნელი ბრძოლა ორ მოწინააღმდეგესთან და ბურთი საჯარიმო მოედნის მოპირდაპირე მხარეს გადაიყვანა. აქედან მელაშვილმა იგი ცენტრში დააბრუნა და მეტრეველმა ნელა, მაგრამ ზუსტად დაარტყა კარში — 3:0.
დღეისათვის თბილისის “დინამო” ლიდერია “ფუტბოლის” პრიზისათვის ბრძოლაში (დიდი ანგარიშით ყველაზე მეტი მოგებული მატჩებისათვის) და გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გ.ი. ფედოტოვის სახელობის პირზზე (ყველაზე შედეგიანი გუნდი).
რ. ქორიძე.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от июня 1963 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от июня 1963 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от июня 1963 года: