«Динамо» (Тбилиси) — «Кайрат» (Алма-Ата) 3:1 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Кайрат» (Алма-Ата) 3:1 (0:0)

Чемпионат СССР 1963 года. Класс ‘А’. 1-я подгруппа. Матч № 09.
13 мая 1963 года. 17-45. Тбилиси. Стадион «Динамо». Моросящий дождь, 13 градусов. 40000 зрителей.
Судьи: А.Меньшиков, Б.Соловьев, В.Бабушкин (все — Москва).
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Яманидзе, Метревели, Баркая, Калоев, Г.Сичинава, Датунашвили.
«Кайрат»: Лисицын, Стулов, Степанов, Каминский, Остроушко, Федотов, Квочкин, Скулкин, Есимбеков (Кузнецов, 65), Мальцев, А.Ченцов.
Голы:
1:0 Баркая — 60
1:1 Стулов — 76
2:1 Калоев — 80
3:1 Калоев — 88

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дело 2993)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 14 мая 1963 года:

Голы под занавес.
«Динамо» (Тбилиси) — «Кайрат». 3:1 (0:0). Тбилиси. Стадион «Динамо». 13 мая. Моросящий дождь. 13 градусов. 40 000 зрителей.
Судья А. Меньшиков; судьи на линии Б. Соловьев и В. Бабушкин (все — Москва).
«Динамо»: Котрикадзе, Б. Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Яманидзе, Метревели, Баркая, Калоев, Г. Сичинава, Датунашвили.
«Кайрат»: Лисицын, Стулов, Степанов, Каминский, Остроушко, Федотов, Квочкин, Скулкин, Есимбеков (Кузнецов — 65-я мин), А. Ченцов, Мальцев.
Дублеры — 2:0 в пользу «Динамо».Оба мяча забил Мелашвили.
Захватывающие события развернулись сразу после перерыва. Дело, разумеется, не только в том, что в течение вторых 45 минут были забиты четыре мяча, просто первый тайм проходил вяло. Четверть часа после перерыва, во время которых счет еще оставался нулевым были насыщены острейшими ситуациями, в результате которых, мяч по меньшей мере трижды мог побывать в воротах. Сначала Мальцев не дотянулся до прострельной передачи Квочкина, а позднее Б. Сичинава и Датунашвили из выгоднейших положений пробили мимо ворот.
Динамовцы лучше используют свои фланги. Метревели, «забытый» партнерами в первом тайме, наконец-то втянут в игру. Его проходы и прострельные передачи, как правило, опасны. В эти минуты оборона «Кайрата» играет с максимальным напряжением, что называется на пределе. И все же в один из моментов, когда вся четверка защитников собралась в кучу перед воротами, Баркая, окруженный соперниками и партнерами, сумел найти лазейку и открыл счет.
Долгожданный гол охладил пыл и наступательные настроения хозяев, но не сломил гостей. Алмаатинцы настойчиво, но безуспешно пытались отыграться. Наконец за 14 минут до финального свистка после неожиданного удара Стулова с 25 метров счет сравнялся. Но держался он недолго — всего четыре минуты. Принимая поданный с углового мяч, Калоев головой забил его в верхний угол, а за две минуты, до конца он еще с подачи Метревели закрепил успех команды.
Г. АКОПОВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 14 мая 1963 года:

Оригинал статьи на грузинском языке

შეტევის პრობლემა გადაუწყვეტელია.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 13 მაისი.
“დინამო” (თბილისი) — “კაირატი” (ალმა-ატა) 3:1 (0:0).
“კაირატი”: ლისიცინი, სტულოვი, სტეპანოვი, კამინსკი, ოსტროუშკო, ფედოტოვი, კვიჩკინი, სკულკინი, ესინბეგოვი (კუზნეცოვი), ა. ჩენცოვი (მალცევი).
“დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი, ზეინკლიშვილი, იამანიძე, მეტრეველი, ბარქაია, კალოევი, გ. სიჭინავა, დათუნაშვილი.
მსაჯი ა. მენშიკოვი (მოსკოვი).
მას შემდეგ, რაც თანამედროვე ფეხბურთში ფეხი მოიკიდა ახალმა ტაქტიკურმა სისტემებმა, გოლის გატანა რთულ პრობლემად იქცა. დაცვას მიეცა აშკარა პრიორიტეტი, რომლის ძირითად რიგებს მიემატა ერთი მოთამაშე თავდასხმის “შტატიდან”. მცველებს ახლა უდავო უპირატესობა აქვთ მოპოვებული ამ დამატებითი ერთეულის ხარჯზე და ფორვარდებს ძალზე უჭირთ ახალი გზების ძიება კარის ასაღებად. გადახედეთ თუნდაც მიმდინარე ჩემპიონატის ცხრილს, სადაც ყველაზე უფრო ჭარბობს ციფრი “0”. ერთ ბურთს, როგორც წესი, მოაქვს ორი ქულა. გოლი გაძვირდა.
თბილისის “დინამოში” უწინ ყველა ხედავდა შემტევ გუნდს. მის სულსა და გულს, მის სპეციფიკას თავდასხმა წარმოადგენდა. თბილისელთა ფორვარდები ყოველთვის ბრწყინვალედ თამაშობდნენ და ნამდვილ მოიერიშე ფეხბურთს ქმნიდნენ, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში მომხდარმა დიდმა ძვრებმა, სადღეისო მოთხოვნებმა ჩვენი გუნდის დაცვის რეორგანიზაცია მოითხოვა და ამის შესაბამისად თბილისელთა თამაშის ტაქტიკური სახეც შეიცვალა. ჩვენს განთქმულ თავდასხმაში დარჩა 4 მოთამაშე, სადაც ინსაიდი, როგორც წესი, საერთოდ გაქრა.
მაგრამ ოთხი მოთამაშეც არის და ოთხიც. დინამოელთა წინა ხაზზე თამაშობენ უმაღლესი კლასის ისეთი ოსტატები, რომლებმაც ახალი, პროგრესული ტაქტიკის შესაბამისად კი არ უნდა გააღარიბონ ეს ტრადიციულად უძლიერესი ხაზი, არამედ ახალი ტაქტიკის ღირსებათა საუკეთესო ნიმუშად აქციონ იგი.
ასე უნდა იყოს, მაგრამ ასე არაა და ნათქვამის საილუსტრაციოდ გამოდგება თუნდაც გუშინდელი მატჩი.
“კაირატი” და მისი ტაქტიკა უკვე კარგადაა ცნობილი “ა” კლასში. ამ გუნდს არ გააჩნია იმ კატეგორიის ფეხბურთელები, რომლებიც დიდ ფეხბურთს ქმნიან, მაგრამ მას აქვს “ბეტონი”, რომლის გარღვევა მეტად ძნელია, ხოლო შეტევაში დარჩენილი კვოჩკინი, ა. ჩენცოვი და მალცევი უბრალო, სწრაფი გადაცემებით საკმაო ხიფათს ქმნიან მოწინააღმდეგის კართან. აი ამ გუნდთან თბილისელებმა ითამაშეს ტაქტიკურად ძალზე ერთფეროვნად, პრიმიტიულად, ტრაფარეტულად. სამაგალითოდ ავიღოთ პირველი ტაიმი. იგი დამთავრდა ისე, რომ თავდამსხმელებს არც ერთი სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ, არც ერთხელ არ დაურტყიათ კარში. თუ ლისიცინს რამდენჯერმე მოუხდა მცირეოდენი შიშის გადატანა, ეს იყო იამანიძის, ზეინკლიშვილისა და ბ. სიჭინავას დარტყმები. თვით სტოპერებიც კი ჩოხელი და ხურცილავა იძულებული იყვნენ წასულიყვნენ სისტემის პრინციპების წინააღმდეგ. დაეტოვებინათ ზონა, რათა ორიოდე დარტყმა მიეშველებინათ ფორვარდებისათვის, ვინაიდან ეს უკანასკნელნი ძირითადად ერთი მარშრუტით მოძრაობდნენ მინდვრის სიგანეზე და “კაირატის” კარი რატომღაც
მეორეხარისხოვან ობიექტად მიაჩნდათ.
კვლავ და კვლავ გვიხდება დავუბრუნდეთ მეტრეველთან საერთო ურთიერთმოქმედების საკითხს. საკმარისია სრულიად უმნიშვნელო, მეორეხარისხოვანი გადაცემაც და მეტრეველი ნამდვილ სათამაშო ეპიზოდს ქმნის მისგან, მაგრამ ეს უმნიშვნელო გადაცემებიც დეფიციტად იქცა ჩვენი მარჯვენა გარემარბისათვის.
მხოლოდ მეორე ტაიმში მიიღო მეტრეველმა თამაშში სრული ძალით ჩაბმის საშუალება (ეტყობა შესვენების დროს მისმა პარტნიორებმა საკმაოდ მკაცრი მითითება მიიღეს მწვრთნელისაგან ამის თაობაზე) და ეს შესაბამისად დაეტყო კიდეც თავდასხმას, რომელიც ბოლოს და ბოლოს, იქცა სახიფათო ძალად “კაირატისათვის”.
ბოლო 20 წუთის განმავლობაში სტუმრების კართან ზედიზედ შეიქმნა რამდენიმე რეალური მომენტი. ფორვარდებმა მოძებნეს სწორი თამაშის გზა და, რაც მთავარია, კარგად გამოიყენეს მოწინააღმდეგე დაცვისა და მეკარის შეცდომები.
მე-14 წუთზე ალმა-ატელები ძლიერი შტურმის წინაშე აღმოჩნდნენ და კარის წინ შექმნილ დიდ შეჯგუფებაში ბარქაიამ შეძლო ბურთის კარში გაგზავნა — 1:0.
ეს გოლი “კაირატმა” გაქვითა მაშინ, როცა მატჩის დამთავრებამდე ბევრი დრო აღარ იყო დარჩენილი — 31-ე წუთზე. დინამოელთა დაცვამ არასწორად გაითამაშა ბურთი, დაკარგა იგი და სტულოვმა შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა კარში. კოტრიკაძის რეაქცია მოგვიანებული აღმოჩნდა — 1:1.
სწორედ ამ დარჩენილ მცირე დროში ითამაშეს დინამოელებმა ისე, რომ შეძლეს ხელიდან გაშვებული გამარჯვების კვლავ შემობრუნება. კალოევმა ჯერ დათუნაშვილის, ხოლო შემდეგ მეტრეველის გადაცემიდან ორჯერ გამოიყენა ლისიცინის შეცდომები და ორჯერ აიძულა იგი გამოეტანა ბურთი ბადიდან. გამარჯვება მოპოვებულ იქნა ძალზე მძიმე ბრძოლაში — 3:1.
დინამოელებმა გამარჯვება მოიპოვეს დუბლიორთა შეხვედრაშიც — 2:0.
ბ. ქორქია.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от мая 1963 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от мая 1963 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от мая 1963 года: