«Динамо» (Тбилиси) — «Авангард» (Харьков) 4:0 (2:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Авангард» (Харьков) 4:0 (2:0)

Чемпионат СССР 1963 года. Класс ‘А’. 1-я подгруппа. Матч № 11.
29 мая 1963 года. Тбилиси. Стадион «Динамо». Солнечно, слабый ветер, 27 градусов. 40000 зрителей.
Судьи: Т.Хурум, В.Орих (оба — Краснодар), И.Бочорадзе (Тбилиси).
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Яманидзе, Метревели, Баркая, Калоев, Петриашвили, Датунашвили.
«Авангард»: Колтун, Онисько, Ожередов, Ригвава, Александров, Масленников, Костюк, Панов (Золотухин, 80), Панфилов, Королев, Примак.
Голы:
1:0 Яманидзе — 06
2:0 Баркая — 21
3:0 Датунашвили — 55
4:0 Петриашвили — 69
Нереализованные пенальти: Яманидзе (06, вратарь — добит), Королев (35, вратарь).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дело 2993)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 30 мая 1963 года:

«ДИНАМО» — «АВАНГАРД» 4:0 (2:0).
Голы: Яманидзе (6), Баркая (21), Датунашвили (55), Петриашвили (69).
Тбилиси. Стадион Динамо. 29 мая. 27 градусов. Солнечно, слабый ветер. 40 000 зрителей.
Дублеры — 4:1 в пользу динамовцев. Голы забили: у тбилисцев — Мелашвили (2), Хуцишвили (2); у харьковчан — Славинский.
Судья Т. Хурум. (Краснодар), судьи на линии В. Орих (Краснодар) и И. Бочорадзе (Тбилиси).
«Динамо»: Котрикадзе, В. Сичинава, Хурцилава, Чохели, Зейнклишвили, Яманидзе, Метревели, Баркая, Калоев, Петриашвили, Датунашвили.
«Авангард»: Колтун, Онисько, Ожередов, Ригвава, Александров, Масленников, Костюк, Панов (Золотухин — 80-мин.), Панфилов, Королев, Примак.
Еще до перерыва и хозяева, и гости получили право на 11-метровый. В обоих случаях вратари, угадав направление удара, парировали его. В игре же итог был не одинаков: Колтун не удержал в руках мяч, пробитый Яманидзе, последний сам добил его в сетку, Котрикадзе же намертво взял пенальти Королева. К этому моменту динамовцы уже вели со счётом 2:0.
Систему, а вернее, способ, избранный гостями для обороны собственных ворот, хочется охарактеризовать словами: «Не умением, а числом». Но много игроков в защите — это еще не значит хорошая защита. Нападающие «Динамо», среди которых лучшим был отлично игравший Метревели, убедительно доказали это.
Г. АКОПОВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 30 мая 1963 года:

Оригинал статьи на грузинском языке

სრული გამარჯვება.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 29 მაისი.
“დინამო” (თბილისი) — “ავანგარდი” (ხარკოვი) 4:0 (2:0).
“ავანგარდი”: კოლტუნი, ონისკო, ოჟერედოვი, რიგვავა, ალექსანდროვი, მასლენიკოვი, კოსტიუკი, პანოვი (ზოლოტუხინი), პანფილოვი, კოროლევი, პრიმაკი.
“დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი, ზეინკლიშვილი, იამანიძე, მეტრეველი, ბარქაია, კალოევი, პეტრიაშვილი, დათუნაშვილი.
მსაჯი ტ. ხურუმი (კრასნოდარი).
ხარკოვის “ავანგარდი” არაერთხელ უნახავთ თბილისელებს თავიანთ სტადიონებზე და კარგად იციან მისი თამაშის სტილი. ამ გუნდს დიდი შთაბეჭდილება არასოდეს მოუხდენია თავისი ტექნიკური მომზადებით, წმინდა სანახაობითი ეფექტით ან ცალკეულ მოთამაშეთა მაღალი კლასით. “ავანგარდი” არის ე.წ. დაცვითი ფეხბურთის ტიპიური წარმომადგენელი, რომელმაც კარგად იცის საკუთარი შესაძლებლობანი და ამიტომ ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი მთავარი კოზირი: დაცვა.
ხარაკოველები იშვიათად იბრძვიან შუა მინდორზე ინიციატივის მოპოვებისათვის, რათა მეთოდური ურთიერთმოქმედებით, პოზიციური თამაშით გადაწყვიტონ მატჩის ბედი თავიანთ სასარგებლოდ. მათი გეგმა უფრო მარტივია: გაუვალი ბრძოლისუნარიანი დაცვა საჯარიმო მოედანზე, საიდანაც ხელსაყრელ მომოენტებში ორი-სამი გადაცემით ბურთი აღწევს წინა ხაზზე დატოვებულ გარემარბებამდე და ცენტრალურ ფორვარდამდე. მოულოდნელმა და სწრაფმა კონტრშეტევამ გუნდს უნდა მოუტანოს თუნდაც ერთი გოლი, რომლის შესანარჩუნებლად შემდგომში “ავანგარდი” მთელ თავის ძალასა და ენერგიას ხარჯავს და ხშირად ინარჩუნებს კიდეც მას. უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ მატჩშიც კი, რომელიც ხარკოველებმა პირწმინდად წააგეს, მათ ჰქონდათ ორი ასეთი მომენტი პირველ ტაიმში და თბილისელთა კარი ბეწვზე ეკიდა, მაგრამ მაინც, ჩვენი აზრით, ეს იყო მხოლოდ შემთხვევითი ეპიზოდები, ვინაიდან “დინამომ” გუშინ თითქმის აბსოლუტური უპირატესობით ჩაატარა თამაში თავის მოწინააღმდეგესთან.
ადრე ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს საყვედური თბილისელთა თავდასხმაზე, რომელიც აშკარად არ იყო ფორმაში და არ თამაშობდა ახალი ტაქტიკის მოთხოვნათა შესაბამისად. შემდეგ, ტაშკენტის “პახტაკორთან” მატჩში ჩვენმა ფორვარდებმა მოძებნეს რთულ ტაქტიკურ პრობლემათა გადაჭრის გზები, ხოლო გუშინ მათს თამაშს კიდევ უფრო დასრულებული და დამაჯერებელი ხასიათი ჰქონდა. მეტრეველმა კიდევ ერთხელ მოახდინა ფლანგზე გარემარბის თამაშის ბრწყინვალე დემონსტრირება და რამდენიმეჯერ შეასრულა ისეთი საფეხბურთი სოლო, რომელიც
უმაღლესი ხელოვნების იშვიათი ნიმუშია. გარდა ამისა, უბრუნდება თავის საუკეთესო ფორმას ბარქაია, ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი გუნდის თავდასხმისათვის. გუშინდელ მატჩში ბარქაია ყოველმხრივ ძლიერი იყო: როგორც ტაქტიკური ერთეული და როგორც ტექნიკური შემსრულებელი. გუნდისათვის სასარგებლოდ, ზომიერების სრული ტაქტით ითამაშა იამანიძემ. მისი შრომა და მაღალი ინდივიდუალური შესაძლებლობანი თანაბრად განაწილდა როგორც ნახევარდაცვაში, ისე თავდასხმაშიც და მასთან ურთიერთმოქმედებაში მარცხენა ფლანგიდან ხშირად ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს არა მარტო დათუნაშვილი, არამედ პეტრიაშვილი და ჩოხელიც კი. ამიტომო იყო, რომ იმ საერთო “გოლების კრიზისში”, რომელსაც ახლა ჩვენი ფეხბურთი განიცდის, თბილისელებმა შეძლეს დიდი ანგარიშით მატჩის მოგება.
“ავანგარდის” კარი მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა პირველივე წუთებიდან. მართალია, გოლი გატანილ იქნა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმიდან, თუმცა უკვე ამ დროისათვის მეტრეველს, ბარქაიასა და კალოევს უკვე ჰქონდათ უშუალო “ურთიერთობა” მეკარე კოლტუნთან. პენალტი შესრულდა ორ “ფაზად”: იამანიძის პირველი დარტყმა მოიგერია კოლტუნმა, მაგრამ განმეორებითი დარტყმის შემდეგ ბურთი ბადეში აღმოჩნდა. შემდგომში სტუმრების კართან სისტემატურად გადიოდნენ არა მარტო დინამოელთა ფორვარდები, არამედ მცველებიც და შეტევას, როგორც წესი, ხანგრძლივი დაწოლის ხასიათი ჰქონდა. 21-ე წუთზე “ავანგარდის” კართან ერთ-ერთი ასეთი “მარათონული” იერიში მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ დამთავრდა ბარქაიას ზუსტი დარტყმით — 2:0.
ტაიმის დასასრულამდე ხარკოველებს ჰქონდათ თუ თამაშში გარდატეხის შეტანის არა, ერთი გოლის გაქვითვის რეალური შესაძლებლობა. მაინც მსაჯმა პრობლემატური პენალტი დანიშნა პრიმაკისა და ჩოხელის შეჯახების შედეგად. მაგრამ კოტრიკაძემ სწორად აუღო ალღო კოროლევის დარტყმას და ეს მცირე “ინციდენტი” წამსვე იქნა ლიკვიდირებული.
შესვენების შემდეგ ავანგარდელებმა სცადეს მდგომარეობის გამოსწორება, რისთვისაც თავდასხმას ზურგიდან მიაშველეს პანფილოვი, მაგრამ ეს გრძელდებოდა სულ რაღაც ათიოდე წუთს, როცა ბარქაიამ კარგად გადასცა ბურთი დათუნაშვილს და ამ უკანასკნელმა კიდევ ერთი ბურთი გაგზავნა მოწინააღმდეგის კარში. მატჩის ბედი აღარ იწვევდა რაიმე ეჭვს: ხარკოველებს იგი წაგებული ჰქონდათ.
მეტად საინტერესოდ იქნა გატანილი მეოთხე გოლი. მეტრეველმა კუთხური ბურთი მათემატიკური სიზუსტით მიაწოდა სწორედ იმ წერტილზე, სადაც პეტრიაშვილი შეიჭრა საჯარიმო მოედანზე. ნახევარმცველის დარტყმა შესანიშნავი იყო — 4:0.
შეიძლება ვილაპარაკოთ იმ გამოუყენებელ მომენტებზეც, რომლებიც შემდგომში მრავლად ჰქონდათ ჩვენს თავდამსხმელებს, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ თბილისის “დინამოს” შეტევის პრობლემა თანდათან ღებულობს დადებით გადაწყვეტას და თავდასხმის ცენტრი უკვე შეუდგა თავის პირდაპირ მოვალეობათა შესრულებას.
ბ. ქორქია.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от мая 1963 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от мая 1963 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от мая 1963 года: