«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 2:1 (1:1)

«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 2:1 (1:1)

Чемпионат СССР 1962 года. Класс ‘А’. Предварительный турнир. 2-я подгруппа. Матч № 07.
15 июня 1962 года. Тбилиси. Стадион «Буревестник». 35000 зрителей.
Судья: А.Алов, П.Горбачев, П.Белов (все — Ленинград).
«Динамо»: Лежава, Б.Сичинава, Хурцилава, Хочолава, Зейнклишвили, Хеладзе, Мелашвили, Баркая, Калоев, Яманидзе (Г.Сичинава, 55), Датунашвили.
«Спартак»: Ивакин, Солдатов, Корнеев, Крутиков, Чистяков, Иванов, Коршунов, Петров, Севидов, Фалин, Ильин (Адамов, 70).
Голы:
1:0 Баркая — 11
1:1 Петров — 15
2:1 Баркая — 63

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 9570, Опись 2, Дело 2975)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 16 июня 1962 года:

Победили динамовцы Тбилиси.
«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва). 2:1 (1:1)
Тбилиси. Стадион «Буревестник». 15 июня. Солнечно. 23 градуса. 35 000 зрителей.
Судья — А. Алов (Ленинград).
Дублеры — 2:1 в пользу «Динамо».
«Динамо» — Лежава, Б. Сичинава, Хурцилава, Хочолава, Зейнклишвили, Хеладзе, Мелашвили, Баркая, Калоев, Яманидзе (Г. Сичинава), Датунашвили;
«Спартак» — Ивакин, Солдатов. Корнеев, Крутиков, Чистяков, Иванов. Коршунов, Б. Петров, Севидов, Фалин, Ильин (Адамов).
Первые же минуты матча показали, что появление Баркая в составе динамовцев благотворно сказалось на игре нападения. Передачи правого полусреднего, как правило, были остры и своевременны, способствовали возрождению комбинационной игры тбилисцев. Хозяева поля сразу же начали игру в высоком темпе. Два угловых подряд у ворот «Спартака».
Спартаковцы прилагают все, чтобы сбить темп. Но только десять минут гостям удавалось сдерживать натиск соперников. 11-я минута. Москвичи на мгновение упускают Баркая, и он открывает счет. Это был юбилейный, тысячный гол тбилисцев за годы их участия в чемпионатах страны.
Прошло всего четыре минуты, и на этот раз оплошность допустили защитники «Динамо». Никто из них не пошел на продольную передачу Коршунова, считая, что мяч покинет пределы поля. Иначе рассудил Фалин. Рывком он достал мяч и передал его назад Петрову. 1:1. Динамовцы по-прежнему сохраняют игровой перевес. Но бесконечные мелкие поперечные передачи, скученная игра динамовцев по центру облегчали задачи защитников «Спартака». Большая вина в том Яманидзе. В противовес Баркая он предпочитал коллективной игре сольные номера.
До перерыва счет сохранился ничейный. Следует отметить Ивакина, который в отличном броске успел достать в верхнем углу мяч, пробитый Баркая.
Все же Ивакин не сумел выдержать напряжения борьбы до конца встречи и допустил ошибку. По его вине был забит второй мяч в ворота «Спартака». Г. Сичинава, в начале второго тайма заменивший Яманидзе, ударил метров с двадцати, в нижний угол.
Вратарь чуть-чуть опоздал с броском и не сумел удержать в руках мяч. Первым у лежащего Ивакина оказался Баркая. Без помехи он добил мяч в сетку ворот. Случилось это на 63-й минуте.
После второго гола в ворота «Спартака», к удивлению зрителей, игра стала неинтересной. На смену комбинационному, привлекательному футболу пришел резкий, силовой, то и дело прерываемый судейским свистком. Желание сравнять счет спартаковцы не сумели облечь в стройные атаки. Причины тому две: наступление готовилось слишком открыто и не было решительных действий у ворот хозяев поля.
Защитники «Динамо», среди которых особой похвалы заслуживает Хурцилава, сумели сохранить победу. Со счетом 2:1 выиграли тбилисские динамовцы.
А. Зазроев, заслуженный мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 16 июня 1962 года:

Оригинал статьи на грузинском языке

მეორე ათასეული დაიწყო…
თბილისი. “ბურევესტნიკის” სტადიონი. 15 ივნისი.
“დინამო” (თბილისი) — “სპარტაკი” (მოსკოვი) 2:1 (1:1).
“სპარტაკი”: ივაკინი, სოლდატოვი, კორნეევი, კრუტიკოვი, ჩისტიაკოვი, ივანოვი, კორშუნოვი, პეტროვი, სევიდოვი, ფილინი, ილინი (ადამოვი).
“დინამო”: ლეჟავა, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ხოჭოლავა, ზეინკლიშვილი, ხელაძე, მელაშვილი, ბარქაია, კალოევი, იამანიძე (გ. სიჭინავა), დათუნაშვილი.
მსაჯი ა. ალოვი (ლენინგრადი).
გუშინდელი მატჩის მნიშვნელობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მოსკოვის “სპარტაკი” თავისი განახლებული შემადგენლობით პირველი ადგილისათვის იბრძვის და ამიტომ თითეული ქულა მისთვის გადამწყვეტია, ხოლო რაც შეეხება ჩვენს გუნდს, იგი უკიდურესი კრიზისის მდგომარეობაში იმყოფებოდა. დინამოელთა ადგილი გათამაშების ცხრილში ლაკონიურად ასე შეიძლება გამოიხატოს: არც ერთი ნაბიჯი უკან.
ამ წმინდა “მატერიალურმა” დაინტერესებამ ორივე გუნდის მხრივ, გარკვეული დაღი დაამჩნია მატჩს. იგი საინტერესო ბრძოლაში ჩატარდა, მაგრამ მოთამაშეთა ნერვიულობა ხშირად იჩენდა თავს უხეშობაში და ამ მხრივ პირველი საყვედურის ღირსნი მოსკოველები არიან, რომლებიც მსაჯის ზურგს უკანაც ცდილობდნენ წესებით აკრძალული “ფსიქოლოგიური ზეგავლენა” მოეხდინათ მოწინააღმდეგეებზე.
სპარტაკელთა კოლექტივი სადღეისოდ მეტად ძლიერი ძალაა. გუნდს ჰყავს აქტიური, აგრესიული ნახევარდაცვა, მონოლითური დაცვა და საუკეთესოდ შეთამაშებული თავდასხმა. მათი ყოველი შეტევა მეტად სახიფათოა, განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგიდან. აქ წამყვან ძალას წარმოადგენს სწრაფი, მაღალტექნიკური გარემარბი კორშუნოვი, რომელსაც საუცხოო დრიბლინგი და მოულოდნელი გარღვევები აქვს. ამიტომ იყო, რომ მოსკოველები თავიანთ იერიშებს ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან აწარმოებდნენ, ხოლო ცენტრში გაჰყავდათ ასევე ძლიერი ფორვარდი სევიდოვი.
თბილისელთა დაცვა ძნელი ამოცანის წინაშე იმყოფებოდა. მოწინააღმდეგის თითოეული კომბინაცია, ყველა საიერიშო ოპერაცია უკიდურესი სიზუსტით ხორციელდებოდა, ამასთან “სპარტაკის” ხუთივე ფორვარდი მაღალი კლასის ფეხბურთელია, ეს იყო მძიმე ბრძოლა, სადაც ჩვენი გუნდის უკანა ხაზების მოთამაშეებმა საუკეთესო თვისებები გამოავლინეს. უწინ არაერთხელ ყოფილა, რომ ასეთ მძიმე სიტუაციაში თბილისის “დინამოს” დაცვა იბნეოდა, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და ზოგჯერ დეზორგანიზაციამდეც მიდიოდა. გუშინდელ მატჩში ეს არ მომხდარა და დაცვის ასეთი სტაბილურობა სასიხარულო მოვლენაა.
გაცილებით უკეთ, ვიდრე წინა მატჩებში, ითამაშა თავდასხმამაც, სადაც თავისი ადგილი დაიკავა მარჯვენა შუამარბმა ბარქაიამ. მისი კომბინაციური ალღო და ინდივიდუალური თამაშის ხარისხი შესამჩნევად დაეტყო გუნდს: გადაცემებს მიეცა საჭირო სიზუსტე, ურთიერთობა ფლანგსა და ცენტრს შორის შესამჩნევად მოწესრიგდა და სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ საერთო ანსამბლს ხშირად ეთიშებოდა იამანიძე. ჩვენი გუნდის კაპიტანი, კვლავ გაუთავებლად ატარებდა ბურთს, აგვიანებდა გადაცემებს და საქმე იქამდეც მივიდა, რომ საჭირო შეიქნა მისი შეცვლა. რა თქმა უნდა, გ. სიჭინავას შემოსვლის შემდეგ დინამოელთა თამაშს მეტი მთლიანობა მიეცა.
ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა ბარქაიამ. მან რთულ ვითარებაში მიიღო ბურთი, ოსტატურად დაამუშავა იგი და ზუსტად გაგზავნა ბადეში — 1:0. ამ დროისათვის დინამოელებს დიდი უპირატესობით მიჰყავდათ თამაში, მაგრამ “სპარტაკმა” რამდენიმე წუთში შეძლო მდგომარეობის შეცვლა, გადავიდა კონტრიერიშზე და გაქვითა კიდეც გოლი: ფალინმა ზედ ხაზზე მიუსწრო ბურთს, გადასცა იგი პეტროვს და ამ უკანასკნელმა ახლო მანძილიდან გაიტანა საპასუხო ბურთი — 1:1.
სპარტაკელები ტაიმის დასასრულამდე ფლობდნენ ინიციატივას, მაგრამ სწორედ ბოლო წუთებზე მათი კარი ორჯერ იყო აშკარა ხიფათის წინაშე. ივაკინმა ჯერ მეტად ძნელი ბურთი აიღო ბარქაიასაგან, ხოლო შემდეგ კალოევისაგანაც, თუმცა ამ მომენტში იგი ერთობ საეჭვო პოზიციაში იმყოფებოდა კარის ხაზს იქით.
საუკეთესო კომბინაცია გაითამაშეს დინამოელებმა მეორე ტაიმის მე-13 წუთზე. იგი დაიწყო გ. სიჭინავამ და საბოლოოდ ბურთი მარცხენა ფრთაზე აღმოჩნდა დათუნაშვილთან. მარცხენა გარემარბის უძლიერესი დარტყმა შორეულ კუთხეში მოხვდა ძელს. რამდენიმე წუთის შემდეგ იმავე სიჭინავამ ცენტრში მიიღო ბურთი და კარში დაარტყა. ივაკინმა მოასწრო ნახტომის გაკეთება, მაგრამ ვერ გააჩერა ხელში ბურთი. ბურთს ამ მომენტში მიუსწრო ბარქაიამ და დაუყოვნებლივ გაგზავნა ზუსტი მისამართით — 2:1.
ამ გოლის შემდეგ მოსკოველები თითქმის განუწყვეტლივ უტევდნენ მასპინძელთა კარს. “დინამო” ზოგჯერ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და თავდასხმა იძულებული ხდებოდა მთელი შემადგენლობით ჩამოსულიყო თავის საჯარიმო მოედანზე. მაგრამ ყველა ეს იერიში მშვიდობიანად იქნა მოგერიებული და თბილისელებმა შეძლეს ამ მეტად მნიშვნელოვანი, დამსახურებული გამარჯვების შენარჩუნება — 2:1.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ვ. ბარქაიას მიერ გატანილი პირველი გოლი საიუბილეოა თბილისის “დინამოსათვის”. სსრ კავშირის პირველობებზე ესაა მეათასე ბურთი. მანვე გახსნა მეორე ათასეულის ანგარიში. როგორც იტყვიან “ეს ერთი და სხვა ათასი”…
ამავე გუნდების დუბლშემადგენლობათა მატჩიც თბილისელთა გამარჯვებით დამთავრდა — 2:1.
ბ. ქორქია.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от июня 1962 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от июня 1962 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от июня 1962 года: