«Динамо» (Тбилиси) — «Виннер Нойштадт» (Вена, Австрия) 2:2 (0:1)

«Динамо» (Тбилиси) — «Виннер Нойштадт» (Вена, Австрия) 2:2 (0:1)

Международный товарищеский матч.
11 июля 1961 года. 18-45. Тбилиси. Стадион «Буревестник».
Судья: С.Алимов (Москва).
«Динамо»: С.Котрикадзе (Квасхвадзе), Б.Сичинава, Торадзе, Хочолава, Зейнклишвили (Яшвили), Яманидзе, Мелашвили (Месхи), Хундадзе, Калоев, Г.Сичинава, Датунашвили.
«Виннер Нойштадт»: Розенейтель, Нусбаумер, Колар, Франколеен, Штайгер, Хутфлес, Офенбах, Пушник (Венцель), Пихлер (Гайслер), Некдекер, Лефор.
Голы:
0:1 Пушник — 02
0:2 Пихлер — 54
1:2 Калоев
2:2 Датунашвили

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელოЗаря ВостокаМолодой сталинецВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от июля 1961 года:

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 12 июля 1961 года:

ფრე ავსტრიელებთან.
თბილისი. “ბურევესტნიკის” სტადიონი. 11 ივლისი.
“დინამო” (თბილისი) – “ვინერ ნეიშტადტი” (ავსტრია, ვენა) – 2:2 (0:1).
“ვინერ ნეიშტადტი”: როზენეიტელი; ნუსბაუმერი, კოლარი, ფრანკოლეენი, შტაიგერი, ჰუტფლესი; ოფენბახი, პუშნიკი (ვენცელი), პიჰლერი (გაისლერი), ნეჟდაჟერი, ლეფორი.
“დინამო”: კოტრიკაძე (კვასხვაძე); ბ. სიჭინავა, თორაძე, ხოჭოლავა; ზეინკლიშვილი (იაშვილი), იამანიძე; მელაშვილი (მესხი), ხუნდაძე, კალოევი, გ. სიჭინავა, დათუნაშვილი.
მსაჯი: ს. ალიმოვი (მოსკოვი).
ავსტრიელთა მიერ ბაქოსა და ერევანში ჩატარებულმა მატჩებმა ცხადყო, რომ ისინი არ მიეკუთვნებიან “დიდი ფეხბურთის” კეტეგორიას და ამიტომ გუშინდელ შეხვედრას თბილისის “დინამოსათვის” ფაქტიურად უნდა ჰქონოდა თავისებური სპარინგის ხასიათი იმ უაღრესად საპასუხისმგებლო მატჩისათვის, რომელიც მათ 14 ივლისს აქვთ სსრ კავშირის ჩემპიონსა და თასის მფლობელთან – მოსკოვის “ტორპედოსთან”.
მატჩი დაიწყო იმით, რომ სანამ დიქტორი აცხადებდა გუნდების შემადგენლობებს, ავსტრიელებმა შუა მინდორში გაითამაშეს კომბინაცია. ოფენბახმა კართან მიაწოდა ბურთი, სადაც “დინამოს” მცველებმა ცუდად მოიგერიეს იგი და საჯარიმო მოედნის მახლობლად ღიად დარჩენილმა პუშნიკმა შორიდან დაარტყა კარში. კოტრიკაძე, ეტყობა, არ იყო მზად ბურთის მისაღებად და მხოლოდ თვალი გააყოლა მას – 1:0.
ამ გოლის გაქვითვა თბილისელებს მრავალჯერ შეეძლოთ, ვინაიდან ფორვარდები საკმაოდ იოლად გადიოდნენ დრიბლინგით როგორც ცენტრალურ ზონაში, ისე ფლანგებზე, მაგრამ კარის სიახლოვეს, სწორედ იქ, სადაც საჭიროა ბურთიანად გასვლა, ისინი იწყებდნენ გაუთავებელ გადაცემებს, კარში დარტყმისათვის ხანგრძლივად ისწორებდნენ ბურთს, ქმნიდნენ შეჯგუფებას და “ხელცარიელი” ბრუნდებოდნენ მინდვრის შუაგულში, რათა კიდევ და კიდევ დაეწყოთ უნაყოფო, უშედეგო შეტევა.
გუშინდელ თამაშში ჩვენს გუნდს მრავალი ნაკლოვანება ჰქონდა, მაგრამ მათგან მთავარი აღნიშვნის ღირსია გადაცემათა აბსოლუტური არასიზუსტე. მელაშვილი, ზეინკლიშვილი, იაშვილი და სხვანი ისეთ მომენტებში ვერ აძლევდნენ პარტნიორებს ბურთს, ისეთ სიტუაციაში კარგავდნენ მას, რომ მაყურებლები გაოცებაში მოჰყავდათ, ტაქტიკურად კვლავ არასწორად ითამაშა იამანიძემ, რომელსაც რატომღაც ნორმად მიაჩნია ბურთით გაირბინოს მინდვრის ნახევარი, მოატყუოს მინიმუმ 3 მოწინააღმდეგე და მხოლოდ იმიტომ, რომ ისევ მათ ჩააბაროს ბურთი.
ამ მხრივ ჩვენს გუნდს საუკეთესო მაგალითი ჰყავდა იქვე მინდორზე – ვეტერანი ავსტრიელი ფეხბურთელი – პიჰლერი, რომელსაც ბრწყინვალედ ესმის თამაში, მხედველობის არეში ჰყავს თავისი გუნდის ყველა წევრი და შეუცდომლად აწვდის მათ ბურთს. მეორე ბურთი სწორედ მან გაიტანა ოფენბახთან გათამაშებული მახვილგონივრული კომბინაციის შემდეგ.
0:2, როცა მატჩის დასასრულამდე 30 წუთია დარჩენილი, საგანგაშო ანგარიშია, ამიტომ დინამოელებმა მთელი ძალები თავდასხმაში გადაისროლეს, სადაც ზედიზედ გადიოდა გარღვევაზე მესხი, უამრავი გამოყენებელი მომენტის შემდეგ, 24–ე წუთზე კალოევმა გაქვითა პირველი გოლი, ხოლო 10 წუთის შემდეგ დათუნაშვილმა ბურთის ლამაზი გადატანით თავს უკან გაათანაბრა ანგარიში – 2:2.
განვლილი მატჩი არ ჩაითვლება დინამოელთა აქტივში. მათ აშკარად სუსტად, ქაოტურად ჩაატარეს იგი.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от июля 1961 года:

Газета «Молодой сталинец» (Тбилиси) от июля 1961 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от июля 1961 года: