«Динамо» (Тбилиси) — «Уйпешт Дожа» (Будапешт, Венгрия) 2:1 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Уйпешт Дожа» (Будапешт, Венгрия) 2:1 (1:0)

Международный товарищеский матч.
17 мая 1977 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина.
Судья: Г.Баканидзе (Тбилиси).
«Динамо»: Габелия, Хизанишвили, Кантеладзе (Чилая), Коридзе, Костав, Чивадзе, М.Мачаидзе, Копалейшвили, Г.Мачаидзе, Челебадзе, Церетели.
«Уйпешт Дожа»: Ковач, Витско, Шарлош, Келнер, Штемлер, Колар, Замбо, А.Тот, Биро, Бене, Фекете.
Голы:
1:0 Церетели — 20
2:0 Чивадзе — 63
2:1 Замбо — 70
Нереализованный пенальти: Челебадзе (63, вратарь — добит Чивадзе).

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 19 мая 1977 года:

СБОРНАЯ СССР — СБОРНАЯ ВЕНГРИИ — 2:0.

И еще одно событие, словно прелюдия, предшествовало матчу сборной — накануне на поле динамовского стадиона хозяева встречались с одним из популярных венгерских клубов — будапештским «Уйпешт Дожа» и победили — 2:1…

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 19 мая 1977 года:

პირველი რევანში.
თბილისი, ვ. ი. ლენინის სახელობის «დინამოს» სტადიონი. 17 მაისი.
«დინამო» (თბილისი) –»უიპეშტ დოჟა» (ბუდაპეშტი) 2:1 (1:0)
«დინამო», გაბელია, ხიზანიშვილი, კანთელაძე (ჭილაია), ქორიძე, კოსტავა, ჩივაძე, მ. მაჩაიძე, ჩელებაძე, წერეთელი.
«უიპეშტ დოჟა» კოვაჩი, ვიცკო, შარლოში, კელნერი, შტემლერი, კოლარი, ზამბო, ა. ტოტი, ბირო, ბენე, ფეკეტე.
მსაჯი გ. ბაქანიძე (თბილისი).
«დინამოც» და «უიპეშტ დოჟაც» შესუსტებული შემადგენლობებით გამოვიდნენ მინდორზე. «დინამოს» რიგებში არ იყვნენ ხინჩაგაშვილი, ყიფიანი, შენგელია, გუცაევი, დარასელია. «უიპეშტ
დოჟასაც» აკლდნენ ი. ტოტი, ნადი, ფაზეკაში… მეტოქეთა საუკეთესო მოთამაშეები თავიანთი ქვეყნების ნაკრებ კოლექტივებში თამაშობენ, არ ვიცით, რა გავლენას ახდენს ეს გარემოება «უიპეშტ დოჟაზე», მაგრამ «დინამოს» რომ მაინცდამაინც კარგ სამსახურს არ უწევს, ცხადია რა გაეწყობა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების კალენდარი ისეა შედგენილი, რომ თბილისის «დინამოსაც» და ბევრ სხვა საბჭოთა გუნდსაც გარკვეული მსხვერპლის გაღება უხდებათ. დინამოელებისათვის, როგორც ვთქვით, დანაკლისი ძალზე სერიოზულია. ვფიქრობთ, გუნდის თითოეულ წევრს დიდი სიბეჯითე მართებს, ვინაიდან გუშინწინდელი საერთაშორისო შეხვედრა თბილისელთათვის უკანასკნელი რეპეტიცია იყო საკავშირო ჩემპიონატის განახლების წინ. თქმა იმისა, რომ ამ შეხვედრამ თბილისელთა მზადყოფნა, ან მოუმზადებლობა გვიჩვენა, არ შეიძლება. არ შეიძლება თუნდაც იმის გამო, რომ გუნდის საუკეთესო ნაწილი მინდორზე არ გამოსულა.
ერთი კი თამამად შეიძლება ითქვას: მატჩის მონაწილე თითოეულმა დინამოელმა საკმაოდ მაღალი ტექნიკა გამოავლინა. მაგრამ ინდივიდუალური თამაშით ზედმეტმა გატაცებამ ძალზე გააძნელა გუნდის შესაძლებლობათა გოლებად გადაქცევა. თბილისელები იშვიათად მიმართავდნენ კომბინაციურ თამაშს. ასეთივე მანერა ამჯობინეს უნგრელებმაც და ამან ბუნებრივია, მატჩის სანახაობითი მხარე უფერული გახადა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდის დაცვაში საკმაოდ შესამჩნევი იყო შეცდომები, მეტოქეებმა ხელიდან გაუშვეს გოლის გატანის მრავალი შესაძლებლობა. პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. ეს იყო მე–20 წუთზე, როცა თბილისელებმა კარგად გაითამაშეს საჯარიმო და წერეთელმა დაახლოებით 26–27 მეტრიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა კარში.
მართალია, არც ერთი გუნდის თავდამსხმელთა და ნახევარმცველთა ინდივიდუალურ გარღვევებს გოლი არ მოჰყოლია, მაგრამ ბევრი სახიფათო მომენტი შესანიშნავად მოიგერიეს მეკარეებმა გაბელიამაც და კოვაჩმაც.
მატჩის 63–ე წუთზე უნგრელთა კარში 11 მეტრიანი საჯარიმოს მერე უნგრელები საგრძნობლად გააქტიურდნენ და ზუსტად 7 წუთის შემდეგ ერთადერთი საპასუხო გოლი გაიტანა «უიპეშტ დოჟას» ვეტერანმა, 33 წლის ზამბომ დინამოელებმა პირველი საერთაშორისო მატჩი მოუგეს უნგრელებს.
ჯ. ენუქიძე.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от мая 1977 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от мая 1977 года: