«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Градец-Кралове, Чехословакия) 5:1 (0:0)

Международный товарищеский матч.
27 октября 1965 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Динамо».
Судья: М.Амбарцумян (Ереван).
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава (Сахвадзе), Челидзе, Рехвиашвили, Цховребов, Хартишвили, Илиади, Хуцишвили, Баркая, Яманидзе, Датунашвили (Майсурадзе).
«Спартак»: Индра, Гумул, Пихман, Загалка, Моник, Силбернагл, Шурански (Копехн), Покорны, Шонка, Таухен, Зикан.
Голы:
1:0 Цховребов — 49
2:0 Хартишвили — 62
3:0 Хартишвили — 64
4:0 Хуцишвили — 76
5:0 Хуцишвили — 79
5:1 Шонка — 88 (пен.)

Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — нет.

Газета «Советский спорт» (Москва) от 28 октября 1965 года:

Принимаем гостей. «Спартак» (Градец-Кралове) — «Динамо» (Тбилиси).
Футболисты клуба «Спартак» из чехословацкого города Градец-Кралове, занимающие сейчас четвертое место чемпионате страны, встретились 27 октября в Тбилиси с местными динамовцами.
Первая половина закончилась безрезультатно. Свое техническое и игровое преимущество тбилисцы сумели реализовать лишь после перерыва. На 49-й минуте защитник Цховребов метров с двадцати забил первый мяч. Затем дважды (на 62-й и 64-й минутах) точно поразил цель полузащитник Хартишвили. А вскоре в течение двух минут Хуцишвили забил еще два мяча — оба головой, оба с передачей Илиади и оба с левого края. Гости сумели отквитать единственный гол за две минуты до конца встречи: пенальти реализовал центральный нападающий Шонка. Со счетом 5:1 победили динамовцы Тбилиси.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 28 октября 1965 года:

ტაიმი პირველი… ტაიმი მეორე…
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 27 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) – „სპარტაკი“ (გრადეც – კრალოვე) 5:1 (0:0)
“დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ჭელიძე, რეხვიაშვილი, ცხოვრებოვი, ხართიშვილი, ილიადი, ხუციშვილი, ბარქაია, იამანიძე, დათუნაშვილი (მაისურაძე).
„სპარტაკი“: ანდრა, გუმული, პიჩმანი, ზაგალკა, მონიკი, სირბენაგლი, შურანსკი (კოპეჩნი), პოკორნი, შონკა, ტაუხენი, ზიკანი.
მსეჯი მ. ამბარცუმიანი (ერევანი).

გრადეც – კრალოვის „სპარტაკი“ საკმაო ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატში (I ლიგა) ჯერჯერობით IV ადგილზე იმყოფება. ამდენად, მოსალოდნელი იყო, რომ თბილისის “დინამოსთვის” ეს იქნებოდა საპასუხისმგებლო საერთაშორისო მატჩი.
დებიუტი თითქოს ასეც წარიმართა. სტუმრები ზუსტი გადაცემებით მოქმედებდნენ მინდვრის შუაგულში და მეტოქეს საშუალებას არ აძლევდნენ ეწარმოებინათ სწრაფი იერიშები. ტაიმი დამთავრდა ისე, რომ დინამოელებს სახიფათო მომენტი თითქმის არც კი შეუქმნიათ „სპარტაკის“ კართან. სამაგიეროდ, პირველი ტაიმის ინერტულობა თბილისელმა ფეხბურთელებმა სრულად აანაზღაურეს შესვენების შემდეგ. უკვე მე–4 წუთზე გათამაშდა საჯარიმო დარტყმა მარჯვენა ფლანგიდან, რომელიც ცხოვრებოვმა დაამთავრა შორიდან ზუსტი, ძლიერი დარტყმით – 1:0. მცირე ხნის შემდეგ ბარქაიას გადაცემა კარგად გამოიყენა ხართიშვილმა და მეორე ბურთი გაგზავნა სტუმრების კარში. მე–18 წუთზე ინდრას მესამე ბურთის გამოტანა მოუხდა იმავე ხართიშვილის მიერ შესრულებული საუკეთესო დარტყმის შემდეგ (იხ. ჩვენი ფოტოკორესპონდენტის მ. ზარგარიანის სურათი).
თბილისელები აღარ სცილდებოდნენ „სპარტაკის“ კარს. 31–ე და 33–ე წუთებზე მარცხენა ფრთაზე გათამაშდა ორი კომბინაცია ილიდსა და ხუციშვილს შორის და ამ უკანასკნელმა ორჯერვე ზუსტად მისცა ბურთს თავით მიმართულება კარისკენ.
ერთადერთი საპასუხო გოლის გატანა სტუმრებმა შეძლეს მატჩის დასასრულს 11–მეტრიანი საჯარიმო დარტყმით (შონკა). თბილისის “დინამომ” თავისი საერთაშორისო აქტივს კიდევ ერთი გამარჯვება შემატა.
რ. ქორიძე.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *