«Динамо» (Тбилиси) — «Олимпия» (Любляна, Югославия) 3:1 (0:1)

«Динамо» (Тбилиси) — «Олимпия» (Любляна, Югославия) 3:1 (0:1)

Международный товарищеский матч.
28 января 1984 года. 16-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 3000 зрителей.
Судья: М.Кобиашвили (Гори).
«Динамо»: Кантария, Сванадзе, Чивадзе (к), Э.Тевзадзе (Уклеба), Арзиани, Какилашвили, Сичинава, Сулаквелидзе, Чкареули (Гогричиани), Цаава (Жоржикашвили), Гурули.
«Олимпия»: Белоевич, Вукмирович, Родович, Шаренец (Лалович), Боровниц, Терчич, Вужнович (Домаденич), Амершек (Пате), Тетрович, Катанец, Рожич (Волжч).
Голы:
0:1 Катанец — 05
1:1 Какилашвили — 61
2:1 Гурули — 71
3:1 Сичинава — 73

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаВечерний ТбилисиDelo

Газета «Советский спорт» (Москва) от января 1984 года:

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 29 января 1984 года:

საწვრთნელი შეხვედრა “ოლიმპიასთან”.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 28 იანვარი.
“დინამო” (თბილისი) – “ოლიმპია” (ლიუბლიანა, იუგოსლავია) 3:1 (0:1).
“დინამო”: ქანთარია, სვანაძე, ჩივაძე, თევზაძე (უკლება), არზიანი, კაკილაშვილი, სიჭინავა, სულაქველიძე, ჩქარეული (გოგრიჭიანი), ცაავა (ჟორჟიკაშვილი), გურული.
“ოლიმპია”: ბელოევიჩი, ვუკმიროვიჩი, როდოვიჩი, შარენეცი (ლალოვიჩი), ბოროვნიცა, ტერჩიჩი, ვუინოვიჩი (დომადენიჩი), ამერშაკი (პატე), ტეტრავიჩი, კოტანეცი, როჟიჩი (ვოლჩი).
მსაჯი: მ. კობიაშვილი (გორი).
გააფრთხილეს კოტანეცი.
“ლოკომოტივის” სტადიონზე გუშინ მოსულ მაყურებელს სათამაშო მინდორი დათოვლილი დახვდა, რასაც შეიძლებოდა მნიშვნელოვანი სიძნელეები შეექმნა ფეხბურთელებისთვის და დაექვეითებინა კიდეც თამაშის სანახაობრივი მხარე, მაგრამ წვრთნა წვრთნაა, რაკი თბილისელ და ლიუბლიანელ ფეხბურთელებს საკმაო პრობლემები აქვთ ახალი სეზონის წინ, ამიტომ მეტეოროლოგიური ხასიათის სირთულეები მათთვის წვრთნის დამატებითი სპეციფიკური წინააღმდეგობაც კი იყო.
დათოვლილ მინდორზე ხტუმრები პირველ ტაიმში უკეთ თამაშობდნენ. მართალია, დინამოელები მეტს უტევდნენ, ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ “ოლიმპია” ხშირად ახორციელებდა კონტრიერიშებს და სწრაფი, შორეული გადაცემებით გადაჰქონდა ბურთი მეტოქის ნახევარზე. ერთ–ერთი ასეთი კონტრშეტევისას “დინამოს” მცველებმა მარჯვენა ფლანგზე ვერ მოიგერიეს ბურთი, როჟიჩმა კარის წინ ჩააწოდა და სრულიად ღიად დარჩენილმა კოტანეცმა მაღალ ნახტომში თავით გაიტანა პირველი გოლი – 1:0.
ლიუბლიანელები, საერთოდ, თავით უკეთ თამაშობდნენ და ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა პირველ ტაიმში, მაგრამ შესვენების შემდეგ დინამოელებმა შეცვალეს თამაშის ტაქტიკა, საგრძნობლად მოუმატეს ტემპს, ინდივიდუალური გარღვევების ნაცვლად რიგიანად ააწყვეს კოლექტიური თამაში და თითქმის მთელი ტაიმი მასპინძლებმა სტუმრების ნახევარზე გაატარეს. ჩვენს თავდამსხმელებს აქტიურად დაუჭირეს მხარი ნახევარმცველებმა და მცველებმაც. ყველაფერმა ამან სათანადო შედეგი გამოიღო: 61–ე წუთზე შორი მანძილიდან ჩივაძის დარტყმული საჯარიმო მეკარემ ვერ შეაჩერა და მოგერიებულ ბურთს ყველაზე ადრე კაკილაშვილმა მიუსწრო – 1:1. ზუსტად 10 წუთის შემდეგ გურულმა შორიდან დაარტყა საჯარიმო, მეკარე ბელოევიჩი შეფერხდა და მეორე ბურთი გაუშვა, სულ მალე კი სულაქველიძე–თევზაძის მიერ გათამაშებული სწრაფი, ზუსტად გაანგარიშებული კომბინაცია მესამე გოლით დაამთავრა სიჭინავამ – 3:1.
იუგოსლავიელი ფეხბურთელები 31 იანვარს და 3 თებერვალს თბილისში კიდევ 2 საწვრთნელ მატჩს გამართავენ თბილისის “დინამოსთან” და ქუთაისის “ტორპედოსთან”.
ბიჭიკო ქორიძე.
მატჩის შემდეგ.
თბილისის “დინამოს” უფროს მწვრთნელს დავით ყიფიანს ვთხოვეთ შეეფასებინა განვლილი შეხვედრა. აი, რა გვითხრა მან:
– ჩვენი ფეხბურთელების მატჩები თბილისთან დაძმობილებული ქალაქის, ლიუბლიანის “ოლიმპიასთან” სასიამოვნო ტრადიციად იქცა. სამწუხაროდ, ამჯერად ამინდი არ იყო ისეთი, როგორსაც ფეხბურთელები და მაყურებლები ინატრებდნენ. ცხადია, დათოვლილო მინდორზე, საკმაოდ ცივ ამინდში, ძნელი იყო იმ ლამაზი, კომბინაციური ფეხბურთის ჩვენება, რომელსაც გულშემატკივარი მოელის ჩვენგან. მაგრამ მიუხედავად ამისა, არა მგონია, რომ სტადიონზე მოსულნი თამაშით უკმაყოფილო დარჩენილიყვნენ. მატჩი, განსაკუთრებით მისი მეორე ტაიმი და პირველის მიწურული, ცოცხალი და სანახაობრივად საინტერესო გამოდგა.
რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ლიუბლიანის “ოლიმპიას”, იგი, ჩემი აზრით, საკმაოდ ძლიერი გუნდია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იუგოსლავიის ეროვნულ ჩემპიონატში ახლა მხოლოდ დროებითი შესვენებაა და პირველობაში მონაწილე ყველა გუნდი საბრძოლო სპორტულ ფორმაშია, შემიძლია განვაცხადო, რომ თბილისის დინამოელთა დღევანდელმა ფიზიკურმა მომზადებამ სავსებით დამაკმაყოფილებელი შთაბეჭდილება დატოვა.
საუბარი ჩაიწერა დავით კაკაბაძემ.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от января 1984 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от января 1984 года:

Газета «Delo» (Югославия) от января 1984 года: