«Динамо» (Тбилиси) — «Насьональ» (Монтевидео, Уругвай) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — «Насьональ» (Монтевидео, Уругвай) 0:0

Международный товарищеский матч.
16 июля 1969 года. 20-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 40000 зрителей.
Судья: М.Мкртчян (Ереван).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Кантеладзе, Рехвиашвили, Петриашвили, Г.Сичинава (М.Мачаидзе), Илиади, Асатиани, Метревели, Гавашели, Месхи (Г.Нодия, 46).
«Насьональ»: Манга, Бланко, Рамос, Брунел, Саравья, Алварес, Приэто, Манейро, Селио (Гарсия), Силвейра (Дуарде), Моралес (Эуги).

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელოЗаря ВостокаМолодой сталинецВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 17 июля 1969 года:

«НАСЬОНАЛЬ» ДЕБЮТИРУЕТ В ТБИЛИСИ.
ТБИЛИСИ.16 июля. (Наш корр.). В нашу страну прибыли футболисты популярного уругвайского клуба «Насьональ».
Первый матч своего турне гости провели в Тбилиси. Встретились они с местной командой «Динамо». Игра, вызвавшая большой интерес, собрала на трибунах стадиона 40 000 зрителей.
Встреча проходила в оживленной спортивной борьбе. Обе команды продемонстрировали красивую, техничную игру.
Мяч так и не побывал в сетке ворот. Итак, турне футболистов из Уругвая началось с нулевой ничьей.
Матч был прощальным для одного из выдающихся советских футболистов Михаила Месхи. Уругвайцы на плечах пронесли его по всему полю под аплодисменты зрителей.
Следующий матч наши гости сыграют 19 июля в Ленинграде с «Зенитом».

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 19 июля 1969 года:

90 წუთი » ნასიონალის» პირისპირ.
თბილისი «ლოკომოტივის» სტადიონი 16 ივლისი.
«დინამო» (თბილისი) – «ნასიონალი (მონტევიდეო) (0:0
«დინამო»: ურუშაძე, ძოძუაშვილი, კანთელაძე, რეხვიაშვილი, პეტრიაშვილი, სიჭინავა (მაჩაიძე) ილიადი, ასათიანი, მეტრეველი, გავაშელი, მესხი (გ. ნოდია).
«ნასიონალი»: მანგა, ბლანკო, რამოსი, ბრუნელი, სარაფია, ალვარესი, პრიეტო, მანეირო, სვლიო (გარსია) სილვეირა (დუარდე) მორალესი (ეუგი).
მსაჯი მ. მკრტჩიანი (ერევანი).
კარგა ხანია თბილისელი მაყურებელი დიდი საერთაშორისო მატჩების «მშიერ ულუფაზე» ზის. ვინ გვინახავს ჩვენს სტადიონებზე იმ გუნდებიდან, ვისაც საქვეყნო აღიარება და სახელი აქვს? 1937 წლიდან მოყოლებული, შეიძლება თითებზე ჩამოვთვალოთ ბასკონიის ნაკრები. «პარტიზანი» (იუგოსლავია). რუმინეთის ნაკრები ვარშავის ნაკრები, «ვესტ ბრომვიჩ ალბიონი» (ინგლისი), «სლოვანი» (ჩეხოსლოვაკია), ”სტად დე რეიმსი» (საფრანგეთი), «ლევსკი» (ბულგარეთი), «რაპიდი» (ავსტრია), «შეფილდ უენსდეი” (ინგლისი), «გლაზგო რეინჯერსი” (შოტლანდია), ”ფლამენგო» (ბრაზილია), «გურნიკი» (პოლონეთი)– 30 წელზე მეტ ხანში სულ რაღაც ცამეტიოდე გუნდი ერთობ ცოტაა!
და აი, ახლა საშუალება მოგვეცა გვენახა გუნდი, რომელსაც დიდი ავტორიტეტი აქვს საერთაშორისო ფეხბურთში –მონტევიდეოს «ნასიონალი», ამ გუნდს ბევრი დიდი მასშტაბის შეჯიბრება აქვს მოგებული, მის შემადგენლობაში გამოდიან საქვეყნოდ განთქმული ექსტრა–კლასის მოთამაშეები. ურუგვაელ ფეხბურთელებს მთელს მსოფლიოში იცნობენ.
მაგრამ როცა ვამბობთ ურუგვაელ ფეხბურთელებს «ნასიონალის» მოთამაშეთა მიმართ, აქ ცოტაოდენი კორექტივიც უნდა შევიტანოთ. ვინაიდან ურუგვაელთა გარდა «ნასიონალში» სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებიც არიან (ბრაზილიელი, ჩილელი, არგენტინელი და სხვ). ამდენად, ჩვენ ვიხილეთ თავისებური სამხრეთამერიკული «თაიგული» ამ სიტყვის კარგი გაგებით სტუმრებმა უდავოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს თბილისელ მაყურებელზე თავიანთი შესანიშნავი უმაღლეს დონემდე აყვანილი ინდივიდუალური ტექნიკის, ბურთი ვირტუოზული ფლობით მაღალი სისწრაფით, კოლექტიური სულისკვეთებით, აზარტული ესპანსიური თამაშით,
რომელიც 90 წუთის მანძილზე არც ერთხელ არ გასცილებია ფეხბურთის წესებსა და სტუმრობის ფარგლებს. უხეშობა ჩვენ არ გვინახავს. «ნასიონალის» ფეხბურთელები სულ ორჯერ–სამჯერ შეედავნენ მსაჯს საჯარიმო დანიშვნის თაობაზე, მაგრამ ეს გასაგებია: სამხრეთ ამერიკაში თავისებურად ესმით ძალისმიერი თამაში, ჩვენში – სხვაგვრად. ამიტომ ეს არცაა მხედველობაში მისაღები მატჩი ყოველმხრივ კორექტულად ჩატარდა.
თამაში დაიწყო იმით რომ მესხმა თავის ფლანგზე ერთმანეთს შეაჯახა ორი მოპირდაპირე მცველი და სახიფათოდ დაარტყა კარში, წუთის შემდეგ ურუშაძემ სულიოს ზედ ფეხებიდან ააცალა მარჯვნიდან ჩაწოდებული ბურთი. ეს ორი მომენტი თავისებური განაცხადი გამოდგა ორმხრივი, უაღრესად დაძაბული ბრძოლისთვის. სტუმრებმა შეძლეს ინიციატივის ხელთ აღება შუა მინდორში ბურთის ზუსტი, მოფიქრებული გათამაშების წყალობით. ტექნიკით თბილისელებს ვერ გააკვირვებ, ვინაიდან ჩვენს გუნდში იყვნენ და არიან უმაღლესი ტექნიკის ფეხბურთელები და პირველხარისხოვანი დუბლიორები, მაგრამ ურუგვაელთა თამაშში განსაკუთრებით იპყრობდა ყურადღებას ბურთის ძალზე რბილი, თითქმის შეუმჩნეველი მიღება და დამუშავება, უაღრესად ზუსტი დაბალი გადაცემები .»ნასიონალის» მთავარი იარაღი სწორედ ეს ზუსტი გადაცემებია. მართალია, მოთამაშეები უნაკლოდ ასრულებენ დრიბლინგს და ფინტებს, ათასგვარ გადანაცვლებას მინდორზე, გარღვევებს და ასე შემდეგ, მაგრამ მათი გადაცემები უნაკლოა სიზუსტით, დროულობით, პარტნიორის მოძრაობის სისწრაფის გათვალისწინებით. თავისუფალ მოთამაშეს ბურთს აწოდებენ სწორედ იქ, სადაც იგი უნდა აღმოჩნდეს გარღვევის დროს ასე თამაშობენ მცველებიც. «ნასიონალის» უკანა ხაზებიდან ვერ ნახავდით უმიზნოდ, ნაჩქარევად მოგერიებულ ბურთს, «ბრმა» დარტყმებს. ძნელ მომენტებშიც კი მცველებს მშვენივრად ესმით ერთმანეთისაც და წინ მყოფი მოთამაშეებისაც, რომელსაც შეიძლება გადაეცეთ ბურთი.
საყოველთაო ყურადღება მიიპყრო გუნდის კაპიტანმა ალვარესმა. თუ ინიციატივას ფლობს «ნასიონალი», იგი ნახევარმცველის პოსტზეა, მაგრამ საკმარისია შეტევაზე გადავიდეს მეტოქე, რომ ის მაშინვე გადადის დაცვაში. ამ ტექნიკის ფეხბურთელი წამსვე მესამე სტოპერად ითვლება. დინამოელთა მრავალი კარგი კომბინაცია ჩაიშალა საჯარიმო მოედნის ცენტრში იმიტომ, რომ იქ ალვარესი მოქმედებდა.
მესხი თავის სტიქიაში გრძნობს თავს, როცა სამხრეთ ამერიკელებს ეთამაშება.
ასე იყო ახლაც. სტუმრებმა აუარებელი ენერგია შეალიეს მესხთან ბრძოლას მაგრამ არსებითად ვერას გახდნენ.
ტაიმი უმთავრესად «ნასიონალისა» იყო, მაგრამ «დინამოს» კარი სტუმრებისთვის თითქოს მეორე ხარისხოვან მიზანს წარმოადგენდა. მანიეროს და სელიოს ორიოდე დარტყმა შორი ან საშუალო მანძილებიდან – ეს იყო ურუგვაელთა მთელი აგრესია შესვენებამდე.
მე–2 ტაიმში დინამოელებმა საგრძნობლად გამოასწორეს თამაში. ეს ძირითადად მოხდა იმის ხარჯზე, რომ მეტრეველი როგორღაც უცებ ჩადგა ფორმაში და ნახევარდაცვაში მკვეთრად გააუმჯობესა თამაშში ასათიანმა. თამაში განახლდა იმით, რომ სელიომ შორიდან შესანიშნავი დარტყმით ძელს მოახვედრა ბურთი. აქ უნებლიედ წარმოიშვა კითხვა: თუ «ნასიონალის» ფორვარდებს ასეთი დარტყმები აქვთ, რას უნახავენ მას, რას უცდიან?
მაგრამ ასეა თუ ისე, ასეთი დარტყმები აღარ განმეორებულა. თამაში მსაჯის საბოლოო სასტვენამდე მიმდინარეობდა უკიდურესად დაძაბულ ბრძოლაში, მაღალი ტექნიკის დემონსტრირებით და როცა 90 წუთი ამოიწურა, მაყურებელმა სათანადო მიუზღო ორივე გუნდს დიდი ფეხბურთისთვის.
ბ. ქორქია.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от июля 1969 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от июля 1969 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от июля 1969 года: