«Динамо» (Тбилиси) — «Гетеборг» (Гетеборг, Швеция) 1:0 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Гетеборг» (Гетеборг, Швеция) 1:0 (1:0)

Международный товарищеский матч.
3 марта 1988 года. Рустави. Стадион «Металлург».
Судья: ?
«Динамо»: Чантурия, Кеташвили, Цвейба, Чедия, Пирцхалава, Ткебучава, Губаз, Сулаквелидзе, Кецбая (Панцулая), Гурули, Месхи.
«Гетеборг»: Торствед, Ингсессон, Мордт, Форсберг, Андерссон, Карлссон, Р.Нильссон, Приоберг, Л.Нильссон (Эрикссон), Свенссон, Юханссон (Фортес).
Гол:
1:0 Кеташвили — 36

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 5 марта 1988 года:

ФУТБОЛ.
РУСТАВИ. Футболисты тбилисского «Динамо» провели международную товарищескую встречу с известным шведским клубом «Гетеборг». Судьбу матча решил единственный гол, забитый на исходе первого тайма Кеташвили. Тбилисцу победили — 1:0.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 5 марта 1988 года:

მატჩი „გეტერბორგთან“.
საკონტროლო ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად საქართველოში ჩამოვიდა უეფა-ს თასის ორგზის მფლობელი, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო კლუბი შვეციის „გეტებორგი“.
სტუმრებს ორი ამხანაგური მატჩის ჩატარება აქვთ დაგეგმილი, პირველი მათგანი — თბილისის „დინამოსთან“ ქალაქ რუსთავში გამართა 3 მარტს. დინამოელთათვის ეს საწვრთნელი მატჩი ერთგვარი გენერალური რეპეტიციაც იყო საბჭოთა კავშირის 51-ე ჩემპიონატის „კვირაძალზე“. ასეთ ტიტულოვან სპარინგ-პარტნიორთან შეხვედრას მოსამზადებელი პერიოდის ბოლო ეტაპზე ბევრ შეკითხვაზე შეეძლო პასუხი გაეცა.
თამაში იმით დაიწყო, რომ პირველივე წუთზე მესხმა დრიბლინგით აუარა გვერდი ორ მცველს და ზუსტად ჩააწოდა მეკარის საჯარიმო მოედანზე. აქ ბურთთან პირველი გაჩნდა ქეცბაია, რომლის დარტყმის შემდეგ, სტუმართა კარი აშკარად გადაურჩა გოლს. დინამოელებმა დასაწყისი აქტიურად ჩაატარეს. მათი უპირატესობა 36-ე წუთზე გ. კეტაშვილმა გოლით დააგვირგვინა. მან დროულად შენიშნა, რომ „გეტერბორგის“ მეკარე ტორსტვედი არ იდგა სწორ პოზიციაზე და შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში. ტაიმის დასასრულს თამაში ძირითადად მინდვრის შუაში მიმდინარეობდა. „გეტერბორგის“ ნახევარმცველთა ცდას ხელთ ეგდოთ თამაშის სადავეები, შედეგი არ მოჰყოლია. კარგად ითამაშა თბილისელთა მარცხენა გარემარბმა მესხმა. მის სწრაფ ფლანგურ გარღვევებს არაერთხელ ჩაუყენებია სტუმრების დაცვა მძიმე მდგომარეობაში. დინამოელთა შეტევებს სტუმრების შესვენების შემდეგაც ეპიზოდური კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მაგრამ თბილისელთა მეკარეს ჭანტურიას თავის კოლეგასთან შედარებით გაცილებით ნაკლები ჯაფა ადგა. მხოლოდ მატჩის ბოლო წუთზე მოუხდა მას სვენსონის უძლიერესი დარტყმის მოგერიება. გეტებორგის ფეხბურთელების ცდას, შეეცვალათ ანგარიში, შედეგი არ მოჰყოლია.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: „დინამო“ — ჭანტურია, კეტაშვილი, ცვეიბა, ჭედია, ფირცხალავა, ტყებუჩავა, გუბაზი, სულაქველიძე, ქეცბაია (ფანცულაია), გურული, მესხი; „გეტერბორგი“ — ტორსტვედი, ინგსესონი, მორდტი, ფორსბერგი, ანდერსონი, კარლსონი, ე. ნილსონი, ფრიობერგი, ნ. ნილსონი, (ერიქსონი), სვენსონი, იუჰანსონი (ფორტესი).
5 მარტს შვედი ფეხბურთელები ამავე სტადიონზე კიდევ ერთ მატჩს გამართავენ ადგილობრივ მეტალურგთან.
ზაზა კახაძე.