«Динамо» (Тбилиси) — «Астон Вилла» (Бирмингем, Англия) 2:0 (1:0)
Международный товарищеский матч.
14 мая 1961 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Буревестник». 33 градуса.
Судья: И.Григорьев (Баку).
«Динамо»: С.Котрикадзе, Б.Сичинава, Торадзе, Хурцилава, Хундадзе, Г.Сичинава, Мелашвили, Зейнклишвили, Калоев, Яманидзе, Датунашвили.
«Астон Вилла»: Сайдботтом, Лин, Дагдэйли, Ли, Кроу, Дикен, Макьюэн, О´Нил, Томсон, Макморен, Бароу.
Голы:
1:0 Калоев — 24
2:0 Калоев — 69
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 16 мая 1961 года:
Наступательный порыв.
Тбилисское «Динамо» вышло на матч с английской командой «Астон Вилла» без пяти основных игроков — Месхи, Чохели, Баркая, Хочолава и Гогоберидзе. На месте этих признанных мастеров выступала молодежь, и в том, что динамовцы безраздельно владели инициативой на протяжении всего матча, немалая ее заслуга.
Обратил на себя внимание впервые выступавший в роли левого крайнего Датунашвили. Его стремительные проходы, остроумные неожиданные розыгрыши мяча со своими партнёрами доставляли зрителям немало удовольствия, а защитникам англичан — беспокойства. Именно после отличного прохода Датунашвили и его точной прострельной передачи был забит второй гол в ворота «Астон Виллы».
Защитник Хурцилава и полузащитник Г. Сичинава также оказались на высоте. В своем первом международном матче они действовали с задором и уверенностью.
Я решил выделить трех дебютантов для того, чтобы подчеркнуть, что в тбилисском «Динамо», которое постигла серия неудач в последних играх чемпионата страны, без сомнения есть способная молодежь. Хочется верить, что руководители команды — Ш. Шавгулидзе, Н. Чхатарашвили, А. Котрикадзе будут добрыми наставниками нового поколения тбилисских динамовцев. Вернемся, однако, к матчу. Начался он при 33-градусной жаре. Тренер «Астон Виллы» бегал вдоль кромки поля с ведром воды. Футболисты с удовольствием принимали «водные процедуры». В такие минуты зрители очень завидовали им.
Стадион «Буревестник» сохранил многоцветный наряд состоявшегося накануне митинга, посвященного 40-летию Советской Грузии. Глядя на англичан, я вспомнил игру иссинди, которую показали гости из грузинских сел. На большой скорости один всадник метал другому дротик, и тот, изловчившись, ловил его на лету, а потом, поймав, выкидывал на дорожку. Так и «Астон Вилла».
Были быстрые, длинные и точеные передачи, были не менее эффектные приемы, но, приблизившись к штрафной площадке динамовцев, форварды словно добровольно расставались с мячом. Центральный нападающий Томсон, который несколько раз проигрывал единоборство с Торадзе, решил испытать счастье на правом краю. Но, поблуждав здесь, вернулся на привычную позицию.
Среди нападающих «Астон Виллы» следует выделить Макюэна (№7) и О’Нила (№8) и очень активно действовавшего в нападении левого полузащитника Дикина. Но их техничная, а порой по-настоящему красивая игра была малоэффективной. Атаки гасли на подступах к штрафной площади.
Тбилисцы угрожали воротам гостей значительно чаще. Беки «Астон Виллы» не в пример защитникам «Динамо» предоставляли чужим форвардам свободу действий, активно вступая в дело лишь в пределах своей штрафной площади. В обороне гостей было много уязвимых мест, и, нащупав их, тбилисцы повели атаки широким фронтом.
На 24-й минуте после удара Торадзе Зейнклишвили хитроумным движением отвлек на себя внимание защитника, но до мяча не дотронулся, ибо увидел, что тот идет к открывшемуся вдруг Калоеву. Заключительная часть комбинации была выполнена безукоризненно. Вратарь Сайдботтом даже не сделал попытки парировать сильный и точный удар. А спустя 45 минут, после прохода Датунашвили, о котором я уже рассказывал, центрфорвард тбилисцев привел игру к счету 2:0.
Мне показалось, что в атаках англичане действовали по давно забытой системе (пять в линию) — так часто вперед устремлялась пятерка форвардов. Единственное, что привлекало внимание, — это активное стремление полузащитников менять фланг атак. Дальние передачи были точны, техника владения мячом внушала уважение и к форвардам, и к защитникам, но наступательному порыву англичане могли бы поучиться у тбилисцев.
«Динамо» провело матч с подъемом и задором — теми качествами, которых не хватало им в последних трех играх всесоюзного чемпионата.
Составы команд: «Астон Вилла» — Сайдботтом, Линн, Нил, Кроу, Дагдэйл, Дикин, Макюэн, О’Нил, Томсон, Макморран, Барроу; «Динамо» — Котрикадзе Б. Сичинава, Торадзе, Хурцилава, Хундадзе, Г. Сичинава, Мелашвили, Зейнклишвили, Калоев, Яманидзе, Датунашвили.
Г. Джинчарадзе, председатель Федерации футбола Грузинской ССР.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 16 мая 1961 года:
ინგლისელთა დამარცხება.
თბილისი. ”ბურევესტნიკის” სტადიონი, 14 მაისი.
”დინამო” (თბილისი) – ”ასტონ ვილა” (ინგლისი, ქ. ბირმინჰემი) – 2:0 (1:0).
”ასტონ ვილა”: საიდებოტომი; ლინი, დაგდეილი, ლი; კროუ, დიკინი; მაკიუენი, ონილი, ტომსონი, მაკმორენი, ბაროუ.
”დინამო”: კოტრიკაძე; ბ. სიჭინავა, თორაძე, ხურცილავა; ხუნდაძე, გ. სიჭინავა; მელაშვილი, ზეინკლიშვილი, კალოევი, იამანიძე, დათუნაშვილი.
მსაჯი: ი. გრიგორიევი (ბაქო).
ინგლისელ ფეხბურთელთა ვიზიტი თბილისში დიდ სპორტულ მოვლენათა კატეგორიას მიეკუთვნება როგორც ჩვენი გუნდებისათვის, ისე ფეხბურთის მოყვარულთათვისაც. ჩვენს მეხსიერებაში ჯერ კიდევ ნათლადაა შემორჩენილი ”ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” უმაღლესი კლასის თამაში 1957 წელს, ”შეფილდ უენსდეის” შარშანდელი ძნელი მატჩი და დინამოელთა უაღრესად მარცხიანი მგზავრობა ბრიტანეთის კუძულებზე თასის ფინალური მატჩის შემდეგ.
განვლილ კვირას ჩვენ ვიხილეთ ქ. ბირმინჰემის გუნდი ”ასტონ ვილა” მატჩში თბილისის დინამოელებთან. ამ გუნდის შესახებ პრესაში მრავალი ითქვა და დაიწერა, ჩამოთვლილი იყო მისი მრავალრიცხოვანი წარმატებები ინგლისის ჩემპიონატებსა და თასის გათამაშებებში, მისი დიდი როლი ბრიტანული ფეხბურთის ხანგრძლივ ისტორიაში, ცალკეულ მოთამაშეთა ღირსებები და ა.შ.
მართლაც ”ასტონ ვილას” დიდი ავტორიტეტი აქვს საერთაშორისო საფეხბურთო სარბიელზე და ინგლისური პროფესიული ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად ითვლება.
და აი, ეს გუნდი დაამარცხა თბილისის ”დინამომ”, რომელიც ამჟამად (ეს არავისთვის არაა დასამალი) ცუდ სპორტულ ფორმაში იმყოფება და თავის შესაძლებლობებზე გაცილებით დაბალ დონეზე თამაშობს.
”ასტონ ვილას” მწვრთნელი ჯო მერსერი ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე ჩიოდა, რომ მის გუნდს აკლია ორი წამყვანი მოთამაშე — მარცხენა გარემარბი მაკპარლანდი (ჩრდ. ირლანდიის ნაკრების მოთამაშე) და ცენტრალური ფორვარდი ჰიტჩენსი (ინგლისის ეროვნული გუნდის წევრი), მაგრამ თუ დანაკლისზე მიდგა ლაპარაკი, თბილისის ”დინამო” გაცილებით უარეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვინაიდან მას აკლდა ძირითადი შემადგენლობის 4-5 მოთამაშე, მათ შორის სსრ კავშირის პირველი ნაკრების წევრები მესხი და ჩოხელი. ასე, რომ ჯო მერსერი ამ მხრივ უფრო ”პრივილეგირებულ” მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვიდრე ”დინამოს” ხელმძღვანელობა.
”ასტონ ვილას” შესახებ უცხოეთის მიმომხილველები ხშირად წერენ, რომ ესაა ტიპიური ინგლისური სკოლის წარმომადგენელი გუნდი, რომელიც თამაშობს მკვეთრად გამოხატული ძალისმიერი სტილით და ათლეტური ილეთების ხშირი გამოყენებით, ასეთი სტილით თამაში ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ შარშან „შეფილდ უენსდეის“ სახით და ამ მატჩის შემდეგ ორი ძირითადი მოთამაშე დინამოელებს რამდენიმე თვით გამოაკლდა, კიდევ უფრო „ძალისმიერი“ მანერით თამაშობდნენ გუშინწინ ბირმინჰემის ფეხბურთელები.
ჩვენ წუთითაც არ ვუშვებთ იმ აზრს, თითქოს ინგლისელები განზრახ უხეშობდნენ ან არასპორტულად იქცეოდნენ. პირიქით, ყოველი შეჯახების შემდეგ ისინი მეგობრულად ეხვეოდნენ დინამოელებს და მატჩის შემდეგაც მათთან ერთად ხელიხელ გადახვეულნი გავიდნენ მინდვრიდან, მაგრამ ფაქტია ერთი რამ, თუ მსაჯი სასტვენით აღნიშნავს მოთამაშის მოქმედებას, ესაა უკვე არა ძალისმიერი თამაში, არამედ უხეშობა, რომელიც ისჯება საჯარიმო დარტყმით. ასეთი სასტვენი კი თითქმის განუწყვეტლივ ისმოდა ბაქოელი მსაჯის ი. გრიგორიევის მხრივ, რომელმაც კარგად გაართვა თავი ამ ძნელ დაძაბულ მატჩს.
თბილისის ”დინამო” თავისი შესუსტებული, თითქმის სახელდახელოდ შეკოწიწებული შემადგენლობითაც კი საგრძნობლად სჯობდა მოწინააღმდეგეს. კარგად ჩაატარა მატჩი დაცვამ, სადაც განსაკუთრებით გამოირჩეოდა ცენტრალური მცველი თორაძე. შეიძლება ითქვას, რომ მან ინგლისელებს სანიმუშო გაკვეთილი მისცა იმისა, თუ როგორ უნდა ნამდვილი ძალისმიერი თამაში. იგი მთელი თამაშის განმავლობაში მიმართავდა ათლეტურ ბრძოლას ისე, რომ თითქმის არც ერთხელ არ დაუშვია უხეში ილეთი და არ მიუღია საჯარიმო.
ჩვენი გუნდის ნახევარმცველები კარგად იბრძოდნენ დაცვითი ფუნქციების შესრულებისას, მაგრამ გაცილებით ნაკლებ ნაყოფიერი და სასარგებლო იყო მათი საქმიანობა საიერიშო ოპერაციებში, განსაკუთრებით ბურთის გადაცემისას.
თავდასხმაში პირველ ყოვლისა აღსანიშნავია დათუნაშვილი, რომელმაც მარცხენა ფრთაზე, ღირსეულად შესცვალა მესხი. იგი თამამად ებმოდა ბრძოლაში და ხშირად ქმნიდა სახიფათო მომენტებს კართან, სადაც, როგორც ყოველთვის, მხოლოდ კალოევი პოულობდა შესაფერის დროსა და ადგილს შეტევის შედეგიანად დამთავრებისათვის. სწორედ კალოევმა გაიტანა ორივე გოლი ზეინკლიშვილისა და დათუნაშვილის გადაცემებიდან. ნაყოფიერად ითამაშა შუა მინდორში ზეინკლიშვილმა, მაგრამ კარის სიახლოვეს იგი ზედმეტ ნაჩქარეობას და არაზუსტობას იჩენდა, რის გამოც ვერ გამოიყენა რამდენიმე მეტად ხელსაყრელი მომენტი.
კვლავ სუსტად ჩაატარეს მატჩი იამანიძემ და მელაშვილმა, თუ იამანიძე პირველ ტაიმში მაინც თამაშობდა დამაკმაყოფილებლად, მელაშვილი მთელი 90 წუთის განმავლობაში პასიურობდა, გაურბოდა ბრძოლას და სისტემატურად კარგავდა ბურთებს. ორივე ამ ფეხბურთელის ფორმაში შესვლას ერთობ ”მარათონული” ხასიათი მიეცა.
ანგარიში 2:0 თბილისის ”დინამოს” დამსახურებული გამარჯვებაა.
ბ. ქორქია.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от мая 1961 года:
Газета «Молодой сталинец» (Тбилиси) от мая 1961 года:
Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от мая 1961 года: