«Памир» (Душанбе) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (1:0)

«Памир» (Душанбе) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (1:0)

Кубок СССР 1974 года. 1/16 финала. 1-й матч.
14 марта 1974 года. 19-00. Душанбе. Стадион им. М.В.Фрунзе. 22000 зрителей.
Судьи: В.Толчинский, М.Черданцев, А.Озол (все — Алма-Ата).
«Памир»: Карасев, Салахов, Черевченко, Кириленко, Шеногин, Фомичев, Азамов, Гулямхайдаров (к), Родионов, Погорелов, Петросов (Гесс, 70).
«Динамо»: Гагошидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Муджири, Эбралидзе, М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев (Л.Нодия, 65), Г.Нодия, Кипиани.
Голы:
1:0 Погорелов — 43
1:1 Гуцаев — 78
Примечание: по «СС» гол у «Динамо» забил Кипиани.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 2220)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 16 марта 1974 года:

СТАРШИЕ ЭКЗАМИНУЮТ МЛАДШИХ.
ДУШАНБЕ.
«Памир» (Душанбе) — «Динамо» (Тбилиси). 1:1 (1:0).
«Памир»: Карасев, Салихов, Черевченко, Кириленко, Шегонин, Фомичев, Азамов, Гулямхайдаров, Родионов, Погорелов, Петросов (Гесс, 68).
«Динамо»: Гогошидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Муджири, Эбралидзе, Мачаидзе, Асатиани, Гуцаев (Л.Нодия, 59), Г. Нодия, Кипиани.
Голы: Погорелов (43), Кипиани (78).
Судьи В. Толчинский, М. Черданцев, А. Озол (все — Алма-Ата).
В Душанбе, сообщает судья республиканской категории А. Абиджанов, тбилисским динамовцам, встречавшимся с местным «Памиром», пришлось изрядно потрудиться, чтобы свести матч вничью. Хозяева повели в счете и, пожалуй, три четверти матча владели инициативой. Угроза поражения заставила гостей перестроить игру. Взамен слабо игравшего Гуцаева на поле вышел Л. Нодия. Замена оказалась удачной. Динамовцам удалось обострить игру, и незадолго до окончания матча Кипиани точным ударом свел встречу вничью.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 16 марта 1974 года:

პირველი მატჩი — 1:1.
14 მარტს გაიმართა ფეხბურთში სსრ კავშირის თასის მეთექვსმეტედფინალის პირველი მატჩები. გათამაშების ამ ეტაპზე თბილისის “დინამოს” მეტოქე იყო დუშანბეს “პამირი”, რომელიც თავის მინდორზე ღებულობდა დინამოელებს.
მასპინძლებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მიეღწიათ წარმატებისთვის. ისინი დიდხანს უტევდნენ და 48-ე წუთზე გაითამაშეს კომბინაცია, რომელიც ზუსტი დარტყმით დაამთავრა პოგორელოვმა — 1:0.
შესვენების შემდეგ ინიციატივას დაეუფლნენ თბილისელები. 75-ე წუთზე ყიფიანის შორეულმა დარტყმამ მიზანს მიაღწია და ეს ანგარიში — 1:1 ბოლომდე შემორჩა მატჩს.
თბილისის “დინამო” თამაშობდა ასეთი შემადგენლობით: გაგოშიძე, ძოძუაშვილი, ხურცილავა, ჭელიძე, მუჯირი, ებრალიძე, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი (ლ. ნოდია), გ. ნოდია, ყიფიანი.
მსაჯობდა ვ. ტოლჩინსკი (ალმა-ათა).
ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა შედგება თბილისში 18 მარტს.
ამავე დღეს გაიმართა მეთექვსმეტედფინალის სხვა მატჩებიც. მინსკის დინამოელებმა სოხუმში მიიღეს ვოროშილოვგრადის “ზარია” და წააგეს ანგარიშით — 1:3. გამარჯვებულთაგან ბურთები გაიტანეს ვ. კუზნეცოვმა, შაკუნმა და ელისეევმა, ხოლო დამარცხებულთაგან — კურნევმა. დონეცკის “შახტიორმა” გორლოვკაში მოუგო მოსკოვის “ლოკომოტივს” — 2:1. აღსანიშნავია, რომ მოსკოველმა ოვჩინიკოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, როცა ანგარიში უკვე იყო 1:0 “შახტიორს” სასარგებლოდ. ერთადერთი საპასუხო გოლი გაიტანა ჩესნოკოვმა.
3 მატჩი შედგა სოჭის სტადიონზე. ივანოვოს “ტექსტილშჩიკმა” მარცხი განიცადა მოსკოვის “სპარტაკისგან” — 0:1 (ბურთი გაიტანა რედინმა). დნეპროპეტროვსკის “დნეპრმა” დიდი ანგარიშით მოუგო კუიბიშევის “კრილია სოვეტოვს” — 5:0, 2 ბურთი გაიტანა სლობოდინმა, თითო — გრინკომ, პორკუიანმა და ევსეენკომ. ლენინგრადელი ხრომჩენკოვის ორმა ბურთმა გამარჯვება მოუტანა “ზენიტს” ივანო-ფრანკოვსკის “სპარტაკთან” შეხვედრაში — 2:0.
ადლერის სტადიონზე 2 მატჩში ანგარიში არ გახსნილა. 0:0 — ასე ითამაშეს იაროსლავლის “შინიკმა” ერევნის “არარატთან” და ლიპეცკის “მეტალურგმა” — მოსკოვის “დინამოსთან”. ანგარიში არ გახსნილა ზაპოროჟიეშიც, სადაც ადგილობრივი “მეტალურგი” ხვდებოდა მოსკოვის “ტორპედოს” და კიშინიოვში ადგილობრივი “ნისტრუსა” და ოდესის “ჩერნომორეცის” შეხვედრაში. ლვოვში “კარპატიმ” მოუგო როსტოვის არმიელთა გუნდს ბროვარსკის მიერ გატანილი ერთადერთი ბურთის წყალობით.
იყო სენსაციებიც. სიმფეროპოლში I ლიგის დებიუტანტმა, ადგილობრივმა “ტავრიამ” დაამარცხა ალმა-ათის “კაირატი” — 2:1, ამასთან ორივე ბურთი გაიტანა კლიმოვმა (“კაირატის” მხრივ — იონკინმა), ბაქოში კი “ნეფთჩიმ” დამაჯერებელი ანგარიშით მოუგო ტაშკენტის “ფახთაქორს” — 3:0. ბურთები გაიტანეს რახმანოვმა, აბასოვმა და სმოლნიკოვმა.