«Кайрат» (Алма-Ата) — «Динамо» (Тбилиси) 3:0 (1:0)

«Кайрат» (Алма-Ата) — «Динамо» (Тбилиси) 3:0 (1:0)

Чемпионат СССР 1987 года. Высшая лига. Матч № 19.
29 июля 1987 года. 19-00. Алма-Ата. Центральный стадион. Ясно, 28 градусов. 28000 зрителей.
Судьи: И.Тимошенко, В.Маркин (оба — Ростов-на-Дону), В.Ивакин (Новосибирск).
«Кайрат»: Бураков, Гриджан, Тимофеев, Яровенко, Волгин (Карачун, 58), Власенко (Никитенко, 65), Огай, Ледовских, Салимов, Масудов (к), Пехлеваниди.
«Динамо»: Габелия, Кеташвили (Жвания, 30), Чивадзе (к), Чедия, Цвейба, Гогричиани (Микашавидзе, 72), Сванадзе, Сулаквелидзе, Какилашвили, Кецбая, Шенгелия.
Голы:
1:0 Пехлеваниди — 10
2:0 Масудов — 69
3:0 Карачун — 82

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 34, Дело 2670)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 30 июля 1987 года:

АЛМА-АТА.
«Кайрат» (Алма-Ата) — «Динамо» (Тбилиси). 3:0 (1:0). Алма-Ата. Центральный стадион. 29 июля. Ясно. 2В градусов. 30 000 зрителей.
Судьи: И. Тимошенко, В. Маркин (оба — Ростов-на-Дону), В. Ивакин (Новосибирск).
«Кайрат»: Бураков, Гриджан, Тимофеев, Яровенко, Волгин (Карачун, 58), Власенко (Никитенко, 65), Огай, Ледовских, Салимов, Масудов, Пехлеваниди.
«Динамо»: Габелия, Кеташвили (Жвания, 30), Чивадзе, Чедия, Цвейба, Гогричиани (Микашавидзе, 72), Сванадзе, Сулаквелидзе, Какилашвили, Кецбая,
Шенгелия.
Голы Пехлеваниди (10), Масудов (69), Карачун (82)
Дублеры — 0:2. Голы: Жвания, Микашавидзе.
Энергично и размашисто атакуя, «Кайрат» довольно быстро добился успеха.. Сольный проход Яровенко внес настоящее замешательство в оборону тбилисцев. Последовала диагональная передача, и Пехлеваниди с острого угла поразил ворота.
Тбилисцы действовали на контратаках, но из-за частых потерь, мяча им не удавалось создать серьезные угрозы воротам Буракова. Зато во втором тайме молодому вратарю «Кайрата» пришлось нелегко. Вначале отличную возможность сравнять счет получил Шенгелия. Он пробил в упор, но Бураков смелым броском в ноги спас положение. Затем тот же Шенгелия нанес сильнейший удар под перекладину, однако вратарь и здесь выручил команду. Еще в одном эпизоде гол казался неминуемым, да Тимофеев вынес мяч головой из пустых ворот.
Упустив эти возможности, гости заметно сникли, и хозяева поля умело этим воспользовались. Вначале Карачун с фланга сделал передачу в центр, а Пехлеваниди, обыграв защитника, адресовал мяч открывшемуся Масудову. Тот отличным ударом удвоил счет. В результате почти такой же комбинации был забит и третий гол. Салимов с фланга навесил мяч в штрафную площадь, Пехлеваниди головой сбросил его в ноги набегавшему Карачуну и форвард сильнейшим ударом послал мяч под перекладину.
О. Скуратов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 1 августа 1987 года:

სსრ კავშირის ჩემპიონატი.
დამთავრდა უმაღლესი ლიგის ფეხბურთელთა საკავშირო ჩემპიონატის აუტსაიდერთა თავისებური „მინი-ტურნირი“. მოგება ყოველ გუნდს აწინაურებდა სწორედ უშუალო კონკურენტთან შეხვედრაში და ამიტომაც გამარჯვებისთვის საჭირო იყო თავგამოდებული, უშეღავათო ბრძოლა.
„მინი-ტურნირი“ ყველაზე უკეთ ალმა-ათის „ქაირათმა“ განვლო, რომელმაც თავის ორ უშუალო კონკურენტთან ბრძოლაში მაქსიმუმი მოიპოვა — 4 ქულა. 3 ქულა გაინაღდეს ლენინგრადელმა ფეხბურთელებმა. ჩვენი გუნდებისთვის კი ეს უაღრესად საპასუხისმგებლო ტურნე ფრიად სავალალო შედეგით დამთავრდა: თბილისის „დინამომ“ ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო, ლანჩხუთის „გურიამ“ კი, თუმცა ორივე თამაში მინიმალური ანგარიშით წააგო, თავის ისედაც მოკრძალებულ „აქტივს“ ვერაფერი შემატა.
უმაღლეს ლიგაში თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიის“ წლევანდელი შედეგები კატასტროფულ მდგომარეობას უქმნის ორივე კოლექტივს. თუ ეს ვითარება ახლავე, უახლოეს ხანებშივე არ გამოსწორდა, „გურია“ კვლავ დაუბრუნდება I ლიგას, ხოლო თბილისის „დინამო“ პირველად თვისი არსებობის ისტორიაში დადგება დაბლა ჩამოქვეითების ფრიად სავალალო აუცილებლობის წინაშე.
არა გვგონია „დინამოსა“ და „გურიის“ ფეხბურთელებს, მათს ხელმძღვანელებს
არ ჰქონდეთ შეგნებული, რომ თავიანთივე მიზეზით წარმოუდგენლად რთული
პრობლემის წინაშე იმყოფებიან. მაგრამ ჯერ-ჯერობით რაღაც არ ჩანს, რომ ისინი
საგანგებო, ექსტრემალურ ზომებს მიმართავდნენ ამ უმძიმესი კრიზისიდან თავის
დასაღწევად. ორივე გუნდი, განსაკუთრებით კი „დინამო“, ისე თამაშობს, თითქოს
შემაშფოთებელი არაფერი მომხდარიყოს.
მთელი ჩვენი რესპუბლიკის სპორტული საზოგადოებრიობა აღშფოთებულია ჩვენი ფეხბურთელების ყოვლად უნიათო, უსუსური თამაშით. წინ კი კიდევ უფრო ძნელი, კიდევ უფრო რთული მატჩები გველის.
სწორედ ჩვენს სპორტულ საზოგადოებრიობას სრული უფლება აქვს მოითხოვოს და მოითხოვს კიდეც თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიის“ ფეხბურთელთაგან სულ სხვა შემართებას, სულ სხვა თავგანწირვას და პატრიოტულ სულისკვეთებას.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ თბილისის „დინამოს“ მაისური ფეხბურთელს რაღაც განსაკუთრებულ პრივილეგიებს აძლევს, ძალიან ცდება. ამ უაღრესად რთულ ვითარებაში სულ სხვა მონდომებით, სულ სხვა ენერგიით უნდა თმაში და ვისაც ამის გაკეთება არ სურს, ან არ შეუძლია, ადგილი უნდა დაუთმოს სხვას, რომელიც მინდორზე ამდენს მაინც შეძლებს, მეორე და მესამე „მშრალი“ ბურთი არ მიიღოს თვის კარში, როგორც ეს ალმა-ათაში მოხდა, ან წინა ხაზზე ისე არ დაძაბუნდება, ამ გაჭირვების ჟამს თუნდაც მცირედი რამ არ შესძინოს თვის კოლექტივს.
შექმნილი მდგომარეობა, ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა უამრავი წერილი, მათი სურვილები და მისწრაფებანი უფლებას გვაძლევს ვთქვათ: 0:3 „ქაირათთან“ ამჟამად შექმნილ ვითარებაში სამარცხვინოდ მიგვაჩნია თბილისის „დინამოს“ კოლექტივის თითოეული წევრისთვის, სირცხვილს კი ბრალეულნი მხოლოდ თავგანწირვით თუ ჩამოირეცხავენ.
„ქაირათი“ (ალმა-ათა) – „დინამო“ (თბილისი) 3:0 (1:0).
ალმა-ათა. ცენტრალური სტადიონი. 29 ივლისი.
„ქაირათი“: ბურაკოვი, გრიჯანი, ტიმოფეევი, იაროვენკო, ვოლგინი (კარაჩუნი, 58), ვლასენკო (ნიკიტენკო, 65), ოგაი, ლედოვსკიხი, სალიმოვი, მასუდოვი, ფეხლევანიდი.
„დინამო“: გაბელია, კეტაშვილი (ჟვანია, 30), ჩივაძე, ჭედია, ცვეიბა, გოგრიჭიანი (მიქაშავიძე, 72), სვანაძე, სულაქველიძე, კაკილაშვილი, ქეცბაია, შენგელია.
მსაჯი ი. ტიმოშჩენკო (დონის როსტოვი)
დუბლიორები — 0:2. გოლები გაიტანეს ჟვანიამ და მიქაშავიძემ.
მასპინძლებმა საკმაოდ ადრე და საკმაოდ იოლადაც მიაღწიეს წარმატებას: იაროვენკო სწრაფად გავიდა დინამოელთ მცველებს შორის, რომლებმაც ვერ შეძლეს მისი გარღვევის ნეიტრალიზება, ბურთი გადასცა ფეხლევანიდს და გაბელიას კარში პირველი გოლი აღმოჩნდა.
ტაიმის დასასრულამდე თბილისელები მხოლოდ კონტრშეტევებით მოქმედებდნენ, მაგრამ ზედმეტად ინდივიდუალურად, გადაცემებიც კი უკიდურესად უზუსტო ჰქონდათ, ამიტომაც „ქაირათის“ კართან მათ თითქმის არც ერთი სახიფათო მომენტი არ შეუქნიათ.
შესვენების შემდეგ „დინამო“ გაცილებით უფრო აქტიურად და მობილიზებულად თამაშობდა. დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში “ქაირათის“ კარი რამდენიმე აშკარად სახიფათო მომენტის წინაშე აღმოჩნდა. თავდასხმის ყველაზე შედეგიან მოთამაშეს შენგელიას შეეძლო საპასუხო ბურთის გატანა, მაგრამ თავი გამოიჩინა მეკარე ბურაკოვმა. ერთ მომენტში კი ტიმოფეევმა ცარიელი კარიდანაც გამოიტანა ბურთი. შემდეგ შენგელიამ შეძლო ბურთის გატანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა „თამაშგარე მდგომარეობა“ მიიჩნია, რასაც წამსვე დაეთანხმა არბიტრი და ამის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ ახალი ძალებით, ახალი ენერგიით შეეტიათ, დინამოელებმა ბრძოლის ველი მთლიანად მასპინძლებს დაუთმეს. რა თქმა უნდა, ალმა-ათელებმა კარგად გამოიყენეს მეტოქის ეს უნებისყოფობა და მასუდოვმა და კარაჩუნმა კიდევ ორი ბურთი გაიტანეს „დინამოს“ კარში.
თბილისის „დინამომ“ მიმდინარე ჩემპიონატში მეცხრე დამარცხება განიცადა!