«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (0:0)

«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (0:0)

ЧЕМПИОНАТ СССР 1983 ГОДА. ВЫСШАЯ ЛИГА. МАТЧ № 16.
1 июля 1983 года. 19-00. Киев. Республиканский стадион. Ясно, 25 градусов. 27000 зрителей.
Судьи: К.Доронин, В.Новиков, В.Сараев (все — Москва).
«Динамо» К.: Михайлов, Евсеев, Олефиренко, Журавлев, Демьяненко, Заваров (Гуйганов, 64), Буряк, Думанский, Хлус (Бессонов, 46), Евтушенко, Яковенко.
«Динамо» Тб.: Куция, Данелия, Чивадзе (к), Кереселидзе (Шенгелия, 69), Жиба, Джохадзе, Сванадзе, Сулаквелидзе, Чкареули (Гогричиани, 46), Цаава, Жоржикашвили.
Голы:
1:0 Буряк — 64 (пен.)
1:1 Сулаквелидзе — 90

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 9307)

«ДИНАМО» (КИЕВ) — «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) 1:1 (0:0)
1 июля 1983 года. 19-00. Киев. Республиканский стадион. 27000 зрителей. Естественное освещение.
Судьи: К.Доронин, В.Сараев, В.Новиков (все — Москва).
Футболки: белые — синие.
«Динамо» К.: №1. Михайлов, №2. Евсеев, №3. Олефиренко, №4. Журавлев, №5. Демьяненко, №6. Заваров (64-я мин. — заменен №15), №7. Буряк (1 гол пен.), №8. Думанский, №9. Хлус (46-я мин. — заменен №14), №10. Евтушенко, №11. Яковенко.
№12. Балтача, №14. Бессонов (46-я мин. — заменил №9), №15. Гуйганов (64-я мин. — заменил №6), №16. Чанов, №17. Баль.
«Динамо» Тб.: №1. Куция, №2. Данелия, №3. Чивадзе (кап.), №4. Кереселидзе (69-я мин. — заменен №15), №5. Жиба, №6. Джохадзе, №7. Сванадзе, №8. Сулаквелидзе (1 гол), №9. Чкареули (46-я мин. — заменен №14), №10. Цаава, №11. Жоржикашвили.
№12. Паикидзе, №13. Какилашвили, №14. Гогричиани (46-я мин. — заменил №9), №15. Шенгелия (69-я мин. — заменил №4), №16. Гвенцадзе.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

СОВЕТСКИЙ СПОРТლელო (ЛЕЛО)

Газета «Советский спорт» (Москва) от 2 июля 1983 года:

Когда замены впрок.
«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси). 1:1 (0:0). Киев. Республиканский стадион. 1 июля. Ясно. 25 градусов. 27 000 зрителей.
Судьи К. Доронин, В. Новиков, В. Сараев (все — Москва).
«Динамо» (Киев): Михайлов, Евсеев, Олефиренко, Журавлев, Демьяненко. Заваров (Гуйганов, 65), Буряк, Думанский, Хлус (Бессонов, 46), Евтушенко, Яковенко.
«Динамо» (Тбилиси): Куция, Данелия, Чивадзе. Кереселидзе (Шенгелия, 70), Жиба, Джохадзе, Сванадзе, Сулаквелидзе, Чкареули (Гогричиани, 46), Цаава, Жоржикашвили.
Голы: Буряк (64, с пенальти), Сулаквелидзе (90).
Дублеры — 2:1. Голы: у «Динамо» (Киев) — Михайличенко, Коман; у «Динамо» (Тбилиси) — Шенгелия.
Далекие ныне от былой славы и прежнего умения, обе команды к промежуточному финишу чемпионата подходят не в лучшем виде. Киевляне, те еще куда ни шло — все-таки довольно плотно примыкают к группе лидеров. А вот тбилисцы… им вроде бы и терять уже нечего. Словом, в этом матче можно было ожидать упорной, бескомпромиссной борьбы — очки соперникам нужны позарез.
Игра в общем-то такой и получилась. Обе команды начали ее очень собранно, целеустремленно и, несмотря на душную погоду, в довольно высоком темпе. Но вот беда: вся эта активность выглядела эффектно лишь в центральной части поля и сходила на нет на ближних подступах к штрафным площадям, а в их пределах и подавно.
Не получались у киевлян и тбилисцев из-за многочисленных ошибок, а порой и явного технического брака ни точные передачи под удар, ни сами завершающие удары. И оба вратаря, хоть им и приходилось довольно часто вступать в игру, особых затруднений в первом тайме не испытывали.
Во втором тайме у хозяев поля Хлуса заменил многоопытный Бессонов, накануне сыгравший уже два тайма за дублирующий состав, и игра киевлян сразу стала и солиднее, и осмысленнее. Понятное дело, два таких полузащитника, как Буряк и Бессонов, в «связке» могут многое. И перевес хозяев поля, в первом тайме едва ощутимый, стал постепенно нарастать. Мяч подолгу начал гостить у штрафной площади тбилисцев, там была подана целая серия угловых, а на 55-й минуте мощный низовой удар Буряка со штрафного с трудом отразил на угловой Куция.
В общем в воздухе явно запахло голом. На 64-й минуте Заварова, прорвавшегося с мячом в штрафную соперников, защитники весьма невежливо уложили на газон, и Буряк, как всегда четко, реализовал бесспорный 11-метровый.
Стремясь усилить линию атаки, тбилисцы заменяют защитника Кереселидзе, и на поле выходит Шенгелия, как и Бессонов, игравший накануне в матче дублеров и забивший гол. Его появление очень оживило действия партнеров, тбилисцы уравняли игру и буквально на последней минуте добились успеха — точным ударом Сулаквелидзе вырвал для своей команды очень важное для нее очко.
Г. Борисов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 3 июля 1983 года:

ძველ მეტოქეთა მატჩი.
კიევი. რესპუბლიკური სტადიონი. 1 ივლისი.
“დინამო” (კიევი) – “დინამო” (თბილისი) 1:1 (0:0).
კიევი: მიხაილოვი, ევსეევი, ოლეფირენკო, ჟურავლიოვი, დემიანენკო, ზავაროვი (გუიგანოვი), ბურიაკი, დუმანსკი, ხლუსი (ბესონოვი), ევტუშენკო, იაკოვენკო.
თბილისი: კუცია, დანელია, ჩივაძე, კერესელიძე (შენგელია), ჟიბა, ჯოხაძე, სვანაძე, სულაქველიძე, ჩქარეული (გოგრიჭიანი), ცაავა, ჟორჟიკაშვილი.
მსაჯი: კ. დორონინი (მოსკოვი).
დუბლიორები – 2:1. თბილისელთაგან ბურთი გაიტანა შენგელიამ.
კიევისა და თბილისის დინამოელთა წლევანდელი ამბები კარგად მოეხსენებათ ფეხბურთის მოყვარულებს. უახლოეს წარსულში უმთავრესად სწორედ ეს გუნდები აძლევდნენ ტონს ჩვენს ფეხბურთს, სწორედ ამ კლუბებში თამაშობდნენ სსრ კავშირის პირველი ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები, კიეველები და თბილისელებიც მრავალგზის იყვნენ საკავშირო თუ საერთაშორისო დიდ შეჯიბრებათა ლაურეატები…
მაგრამ კიევის “დინამომაც” და თბილისის “დინამომაც” წლეულს მნიშვნელოვნად დათმეს პოზიციები და თუ თბილისის გუნდის ასეთი უფერული თამაში საკავშირო თასისა და ჩემპიონატის გათამაშებებში მეტნაკლებად შეიძლება იმით აიხსნას, რომ გუნდიდან ერთბაშად წავიდა გამოცდილ, წამყვან ფეხბურთელთა მთელი წყება, კიეველთა ასეთი რეგრესი ძნელი ასახსნელია. გუნდის ძირითად შემადგენლობაში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა და თუ მხოლოდ უფროსი მწვრთნელის ვ. ლობანოვსკის წასვლამ გამოიწვია უკრაინის საუკეთესო გუნდის ეს უჩვეულო ადგილი სატურნირო ცხრილში, მარცხი ტაშკენტში 0:3, ხარკოვში – 0:2 და სხვა მისთანანი, ეს მაინცდამაინც ვერაა შექმნილი მდგომარეობის დამაჯერებელი, მთლად გასაგები ახსნა.
მაგრამ, ამ მატჩის დღისთვის, ე.ი. მე–16 ტურისთვის კიეველები საგრძნობლად დაუახლოვდნენ ლიდერთა ჯგუფს, თბილისელები კი ჯერ კიდევ იქ იმყოფებიან, სადაც მათი “საშტატო ადგილი” დიდი ხანია აღარაა.
და, ყოველივე ამის მიუხედავად, ძველი მეტოქეების მატჩი პირველი წრის ფინიშზე დიდი ინტერესს იწვევდა, მისი შედეგით დიდად დაინტერესებული იყო ორივე მხარე.
როგორც მასპინძლებს, ისე სტუმრებს აკლდათ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე (ბლოხინი, ბალტაჩა, ბესონოვი, გუცაევი, შენგელია და სხვ.), მათგან მხოლოდ ბესონოვი და შენგელია გამოვიდნენ მინდორზე შეხვედრის მეორე ნახევარში. თამაშის დასაწყისში ტემპი არ იყო მაღალი, იგრძნობოდა გარკვეული ნერვიულობა, სიფრთხილეც, მაგრამ მეტოქეთა ტაქტიკური ჩანაფიქრი თავიდანვე ნათლად გამოიკვეთა: კიეველები თამაშობდნენ კოლექტიურად, ტაქტიკური კომბინაციებით, წინა ხაზების მოთამაშეები, ფორვარდები ხშირად იხსნებოდნენ და ეძებდნენ თავისუფალ ადგილს, გადაცემასაც დაუყოვნებლივ ღებულობდნენ, თბილისელებმა კი ამჯობინეს ინდივიდუალური გარღვევები, ბურთს ისინი ზედმეტად ატარებდნენ, ღიად დარჩენილი ფეხბურთელი იშვიათად და ისიც მხოლოდ ბოლო მომენტში თუ ღებულობდა გადაცემას. მაგრამ ასეთ შემთხვევებში მასპინძელთა მცველებს, როგორ წესი, საფუძვლიანად ჰქონდათ გამაგრებული ყველა პოზიცია.
შუა ტაიმიდან გამოიკვეთა კიეველთა საგრძნობი უპირატესობა, რამდენიმეჯერ მოსინჯეს მეკარე კუციას მზადყოფნა ოლეფირენკომ, იაკოვენკომ, ხლუსმა, ბურიაკმა – თბილისელთა კარის დარაჯი მუდამ თავის ადგილზე იყო. ორიოდე სახიფათო მომენტი შექმნეს სტუმრებმაც.
შესვენების შემდეგ კიეველებმა ხლუსის ნაცვლად მინდორზე გამოიყვანეს ბესონოვი და მათი იერიშებიც მაშინვე მკვეთრად გამწვავდა. მასპინძლები სულ უფრო და უფრო აძლიერებდნენ შეტევას. თბილისელთა მცველები და მეკარე სულ უფრო მეტ დატვირთვას განიცდიდნენ და ყველაფერი ეს იმით დამთავრდა, რომ 64–ე წუთზე საჯარიმო მოედანზე სწრაფად გასული ზავაროვის შესაჩერებლად წესის დარღვევა მოუხდა ჩივაძეს. დაინიშნა პენალტი, ბურიაკმა ზუსტად დაარტყა – 1:0.
თითქოს მაინცდამაინც ამ გოლის მიღებას უცდიდნენო, თბილისელებმა დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად შეცვალეს თამაშის მანერა. ამაში, უდავოდ თავისი წვლილი შეიტანა შენგელიამ, რომელიც პარტნიორების მსგავსად დიდ ხანს არ ატარებდა ბურთს და განუწყვეტლივ მოძრაობდა კიეველთა კარის სიახლოვეს. ყველაფერი ის, რაც მცირე ხნის წინ თბილისელთა ნახევარზე ხდებოდა, ახლა მასპინძელთა ხვედრი გახდა. რა თქმა უნდა, ასე კომბინაციურად, მძლავრი იერიშებით და ბურთის დროული გადაცემებით თბილისელებს ადრევე შეეძლოთ თამაში, მაგრამ “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”. ბოლო 20 წუთი კიევის “დინამოს” კარი თბილისელთა განუწყვეტელი შტურმის ობიექტი აღმოჩნდა. მოპირდაპირის უშუალო იერიშებში აქტიურად მონაწილეობდა თითქმის ყველა თბილისელი ფეხბურთელი. თამაშის დამთავრებამდე სულ უფრო და უფრო მცირე დრო რჩებოდა, დაიწყო მატჩის ბოლო, 90–ე წუთი, სწორედ ამ უმძიმესი “ცაიტნოტის” დროს იხსნა მდგომარეობა სულაქველიძემ: იგი თამამად ჩაება თავდამსხმელთა იერიშში და საპასუხო გოლიც გაიტანა – 1:0.
არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ძნელ მეტოქესთან, მის მინდორზე ჩატარებულ ამ მეტად საპასუხისმგებლო მატჩის ბოლო 20 წუთის მანძილზე თბილისის დინამოელებმა მეტად რთულ ვითარებაში გამოავლინეს თავიანთი პოტენციური შესაძლებლობანი. რა თქმა უნდა, სწორედ ასეთი შემართებით და ენერგიით უნდა ეთამაშათ მათ დასაწყისიდანვე, არ მიეცათ მეტოქისთვის ინიციატივის ხელში აღების საშუალება. მაშინ ალბათ შეიძლებოდა 2 ქულაზე ფიქრიც. ჩვენს გუნდს კი, როგორც ცნობილია, კიევში არ გაუმარჯვია 1953 წლის შემდეგ…
რ. ქორიძე.