«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 2:1 (0:1)

«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 2:1 (0:1)

ЧЕМПИОНАТ СССР 1982 ГОДА. ВЫСШАЯ ЛИГА. МАТЧ № 28.
16 октября 1982 года. 19-00. Москва. Стадион «Динамо». Перед матчем — дождь, 12 градусов. 6500 зрителей.
Судьи: Э.Азим-заде, О.Дурмушевич, Р.Адигезалов (все — Баку).
«Динамо» М.: Гонтарь, Толстых, Новиков, Маховиков, Матюнин, Шевцов, Латыш, Минаев, Ткебучава (Ментюков, 83), Аджоев (Капустин, 46), Молодцов.
«Динамо» Тб.: Мчедлидзе, Паикидзе, Чивадзе (к), Хизанишвили, Муджири, Дараселия (Какилашвили, 37), Андгуладзе, Сулаквелидзе, Джохадзе, Цаава, Шенгелия (Месхи, 67).
Голы:
0:1 Шенгелия — 15
1:1 Капустин — 53
1:2 Ткебучава — 79
Предупреждения: Латыш, Чивадзе, Муджири.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 9307)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 17 октября 1982 года:

«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) — 2:1.
«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси). 2:1 (0:1). Москва. Стадион «Динамо». 16 октября. 12 градусов. Пасмурно, перед матчем дождь. 6 500 зрителей.
Судьи Э. Азим-заде, О. Дурмушев, Р. Адигезалов (все — Баку).
«Динамо» (Москва): Гонтарь, Толстых, Новиков, Маховиков, Матюнин, Шевцов, Латыш, Минаев, Ткебучава (Ментюков, 83). Аджоев (Капустин, 46), Молодцов.
«Динамо» (Тбилиси): Мчедлидзе, Паикидзе, Чивадзе, Хизанишвили, Муджири, Дараселия (Какилашвили, 37), Андгуладзе, Сулаквелидзе, Джохадзе, Цава, Шенгелия (Месхи, 67).
Голы: Шенгелия (15), Капустин (63), Ткебучава (79).
Предупреждены Латыш, Чивадзе. Муджири.
Дублеры — 1:1. Голы: у москвичей — Джавадов; у тбилисцев — Дочия.
Уверенно, в быстром темпе начали матч тбилисские динамовцы. Разнообразные атакующие ходы нападающих гостей создавали — и не раз — серьезные угрозы воротам хозяев поля. На 15-й минуте тбилисцы били штрафной удар. Цава метров с двадцати сильно послал мяч в ворота, Гонтарь отбил его, но Шенгелия, опередив защитника москвичей Толстых, открыл счет — 1:0.
После забитого мяча тбилисцы понемногу начали сбавлять темп, и игра перешла в более спокойное русло. Лишь после перерыва на поле команды вновь повели игру в быстром темпе, причем на сей раз хозяевами положения во всех отношениях стали москвичи. У них заметно активизировалась игра в нападении, где особенно выделялся вышедший на замену Аджоева Капустин. Именно он взял на себя роль лидера атак. Тбилисцы, хотя и пытались как-то вернуть себе утраченную инициативу, однако отобрать ее у развиравшихся москвичей оказалось уже невозможно. Более того, атакующий порыв москвичей был подкреплен двумя красивыми голами, которые и принесли динамовцам Москвы заслуженную победу.
А. Владыкин.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 19 октября 1982 года:

კვლავ მოსკოველებმა იმარჯვეს.
მოსკოვი. ”დინამოს” სტადიონი. 16 ოქტომბერი.
”დინამო” (მოსკოვი) – ”დინამო” (თბილისი) 2:1 (0:1).
მოსკოვი: გონტარი, ტოლსტიხი, ნოვიკოვი, მახოვიკოვი, მატიუნინი, შევცოვი, ლატიში, მინაევი, ტყებუჩავა (მენტიუკოვი), აჯოევი (კაპუსტინი), მოლოდცოვი.
თბილისი: მჭედლიძე, პაიკიძე, ჩივაძე, ხიზანიშვილი, მუჯირი, დარასელია (კაკილაშვილი), ანდღულაძე, სულაქველიძე, ჯოხაძე, ცავა, შენგელია (მესხი).
მსაჯი: ე. აზიმ-ზადე (ბაქო).
დუბლიორები — 1:1.
თბილისის დინამოელები საკავშირო ჩემპიონატის დასასრულს საპრიზო ადგილზე გასვლისთვის იბრძვიან, მათს მოსკოველ თანაკლუბელებს კი ამ მატჩის წინ მხოლოდ ის საზრუნავი ჰქონდათ, რომ შეევსოთ ქულათა მოკრძალებული მარაგი, რაც მათ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ესაჭიროებათ.
მოხდა ისე, რომ თბილისელებმა ვერ მიაღწიეს მიზანს, მოსკოველებმა კი ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რათა განემტკიცებინათ პოზიციები აუტსაიდერთა ჯგუფიდან თავის დასაღწევად. სხვათა შორის, ეს ძველი ისტორიაა: რაც არ უნდა ფორმაში იყოს ეს ორი ძველი მეტოქე, მოსკოველები, როგორც წესი, უფრო მობილიზებით და შემართებით იბრძვიან ხოლმე მოგებისთვის, ამ ორი გუნდის შეხვედრათა ბალანსიც საკავშირო ჩემპიონატებში მოსკოველთა დიდ უპირატესობაზე მეტყველებს.
მაგრამ ამჯერად ეს შეიძლება ასე არ მომხდარიყო თბილისის ”დინამოს” ორივე ტაიმი რომ ისე ჩაეტარებინა, როგორც დაიწყო თამაში. სტუმრებს სრული, უდავო უპირატესობა ჰქონდათ პირველი 45 წუთის მანძილზე, ისინი ტექნიკითაც, სისწრაფითაც, ტაქტიკური ჩანაფიქრითაც სჯობდნენ მეტოქეს, თამაში თითქმის მთლიანად მასპინძელთა ნახევარზე მიმდინარეობდა. თბილისელთა თავდამსხმელები და ნახევარმცველები იოლად სძლევდნენ მეტოქის მცველთა რიგებს, ამის შედეგად მრავლად იქმნებოდა სახიფათო მომენტები და მე-15 წუთზე ანგარიშიც გაიხსნა: ცავამ შორი მანძილიდან დაარტყა კარში, გონტარმა მოიგერია ბურთი, რომელსაც ყველაზე ადრე მიუსწრო შენგელიამ — 1:0.
წარმატებას განმტკიცება ესაჭიროებოდა, მით უფრო, რომ თბილისელებს იმ პერიოდში კვლავ ეპყრათ სრული ტერიტორიული უპირატესობა. მაგრამ მათ სრულიად გაუმართლებლად მოუკლეს ტემპს, თანდათან შეანელეს იერიშები, რამაც მოსკოველებს საშუალება მისცა გამოესწორებინათ მდგომარეობა.
თბილისელთა ამ პასიურობამ კიდევ უფრო მეტად იჩინა თავი მეორე ტაიმში, გუნდის ცალკეულ რგოლებში დაირღვა ტაქტიკური ურთიერთმოქმედება, რამაც მოსკოველებს საშუალება შეუქმნა მთლიანად ხელთ აეღოთ თამაშის სადავეები.
53-ე წუთზე კაპუსტინმა ზუსტი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, 79-ე წუთზე კი უყურადღებოდ დატოვებულმა ტყებუჩავამ ახლო მანძილიდან გაიტანა მეორე გოლი.
დარჩენილ მცირე დროში თბილისელები რამდენადმე გააქტიურდნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო, მათს ქაოსურ შეტევებს შედეგი არ მოჰყოლია.