«Шахтер» (Донецк) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (0:1)

Чемпионат СССР 1978 года. Высшая лига. Матч № 22.
26 августа 1978 года. 19-00. Донецк. Стадион «Локомотив». 45000 зрителей. Электроосвещение.
Судьи: В.Липатов, А.Кадетов, А.Жаров (все — Москва).
«Шахтер»: Дегтерев, Яремченко, Горбунов, Кондратов, Пьяных, Соколовский, Латыш, Резник (Федоренко, 85), Рудаков (Шафоростов, 85), Дудинский, Сафонов.
«Динамо»: Гогия, Костава (Хизанишвили, 75), Кантеладзе, Хинчагашвили, Г.Мачаидзе, Дараселия, М.Мачаидзе (к), Коридзе, Гуцаев, Кипиани, Шенгелия (Чивадзе, 70).
Голы:
0:1 Коридзе — 02
1:1 Латыш — 56

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «Радянська Донеччина», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.


Газета «Советский спорт» (Москва) от августа 1978 года:

Газета «Радянська Донеччина» (Донецк) от 28 августа 1978 года:

Свыше сорока тысяч зрителей пришло посмотреть на матч лидеров чемпионата СССР по футболу — тбилисского «Динамо» и «Шахтёра». Игра проходила накануне праздника — Дня шахтёра, и этим отчасти объяснялся интерес любителей футбола к встречи. Но если бы этот матч был назначен и на будний день, все равно, думается, стадион был бы переполнен — цена очков, завоеванных в нем, имела большое значение для обеих команд. Ведь если бы горняки выиграли, то с учетом следующей игры с динамовцами Москвы, они могли бы за занять верхнюю строку турнирной таблицы и получили бы шансы на очень почетное место в конце первенства. Успех тбилисцев гарантировал бы им «спокойную жизнь» в течение нескольких туров.
Сначала казалось, что гости справятся со своим заданием. Они повели в счете уже на второй минуте, и гол забили так легко и просто, что и сами, по-видимому, удивились. Горняки отбили опасную атаку динамовцев, мяч был у Ю. Дегтярева, он хотел выбросить его защитникам, но мяч выскочил из рук и попал в ноги В. Коридзе. Тот воспользовался «подарком» и точно пробил по воротам, покинутые Ю.Дегтяревым. Бессмысленная ошибка, курьезный гол…
Добившись успеха, тбилисцы заиграли спокойно, уверенно, солидно, как и подобает реальным претендентам на золотые медали. Надежны были защитники, среди которых выделялся высокий П. Кантеладзе, умело плели нити атак в центре поля М. Мачаидзе и Д. Кипиани, впереди настойчиво рвались к воротам быстрые В. Гуцаев и Р. Шенгелия. Нет, не случайно претендуют грузинские футболисты на чемпионский титул! У них отлично сбалансированная, практически без слабых мест команда, почерк у тбилисцев действительно чемпионский.
Но и у горняков были свои аргументы. Неожиданная неудача мало смутила их. Быстро оправившись от растерянности, они повели настойчивые атаки на ворота Д. Гогии. В отсутствие В. Старухина (он растянул связку на тренировке буквально в день матча) роль лидеров атаки взяли на себя Ю. Резник и Н. Латыш. Они очень старались, Ю. Резник сделал четыре опасных удара из трудных положений, но мяч каждый раз летел немножко неточно. Плохо, что форвардов слабо поддерживали полузащитники — они больше думали о безопасности своих ворот, чем о конструктивной творческой игре.
52-я минута встречи едва не стала фатальной для горняков. Перерывая подачу В. Гуцаева, В. Горбунов «срезал» головой мяч в свои ворота. Выручил Ю. Дегтярев, который в акробатическом прыжке выбил мяч на угловой.
До этому момента тбилисцы заметно превосходили соперников в движении. Почувствовав, что переиграть гостей можно только большой маневренностью, хозяева поля прибавили скорости. Защитники динамовцев оказались не готовыми к такому повороту дела, и в штрафной площади тбилисцев стало сразу жарко. Как раз в это время донецкие футболисты и добились успеха. Н. Латыш ворвался в штрафную и мощным ударом послал мяч в «девятку». Д. Гогия был бессильный что-то сделать.
Ничья, похоже, удовлетворяла обе команды, и после того как счет оказался равным страсти утихли, соперники стали играть с оглядкой на тылы, долго держали мяч в середине поля. Изредка они угрожали воротам, но особенной опасности не было. Игра так и закончилась вничью — 1:1, как и матч первого круга в Тбилиси.
В. Павлюк.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 25 августа 1978 года:

“შახტიორი” – “დინამო” (თბილისი).
დონეცკი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 26 აგვისტო.
“შახტიორი” (დონეცკი) – “დინამო” (თბილისი) 1:1 (0:1).
“შახტიორი”: დეგტიარევი, იარემჩენკო, გორბუნოვი, კონდრატოვი, პიანიხი, სოკოლოვსკი, ლატიში, რეზნიკი (ფედორენკო), რუდაკოვი (შაფოროსტოვი), დუდინსკი, საფონოვი.
“დინამო”: გოგია, კოსტავა (ხიზანიშვილი), კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, გ. მაჩაიძე, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია (ჩივაძე).
მსაჯი: ვ. ლიპატოვი (მოსკოვი).
გოლები გაიტანეს ვ. ქორიძემ (მე–2 წუთი) და ლატიშმა (56–ე წ.).
დუბლიორები 0:0.
მატჩამდე
დილის 9 საათზე დინამოელები მთელი შემადგენლობით “ლოკომოტივის” სტადიონზე იყვნენ. წაივარჯიშეს და სასტუმროში დაბრუნდნენ. თბილისელთა მეტოქე საღამომდე არ გამოჩენილა ქალაქში – “შახტიორი” დონეცკიდან 20 კილომეტრზე, საკუთარ ბაზა კირშაში ემზადებოდა მატჩისთვის.
უამრავი გულშემატკივარი ჩამოსულა საქართველოდან. ნაწილი სასტუმრო “შახტიორის” წინ ტრიალებს, ნაწილი – სტადიონთან ეძებს “ზედმეტ ბილეთს”. ბილეთები კი კარგა ხანია გაყიდულია.
…დაღესტნელი მიხეილ ალიევი, ერთ–ერთი შახტის მთავარი ტექნოლოგი, 29 წელია დონეცკში ცხოვრობს. 43 წლისაა, ყოფილი სპორტსმენია, თავისუფალს ჭიდაობდა. ამ ათიოდე წლის წინათ უკრაინის პირველობაზე მეორე ადგილიც გაუკავებია.
იმ სახელგანთქმული ალიევის ხომ არაფერი ხართ–მეთქი, სხვათა შორის ვეკითხები. ბიძაშვილი გამოდგა.
მიხეილი დილიდანვე სასტუმროს წინ ტრიალებდა. რა თქმა უნდა, დაესწრება მატჩს, არა, რის დამარცხება, “დინამო” ორს თუ არა, ერთ ქულას მაინც აიღებს.
– როგორ ფიქრობთ, ვინ გახდება ჩემპიონი?
– რასაკვირველია, თბილისის “დინამო”…
მსაჯებმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს – ჩუმად, უხმაუროდ მოეწყვნენ სასტუმრო “უკრაინაში”.
მორიგემ “საიდუმლო” გამანდო და, წუთის შემდეგ საერთაშორისო კატეგორიის არბიტრს ვალენტინ ლიპატოვს ვესაუბრებოდი. თქმა არ უნდა, პირველი კითხვა უშუალოდ მატჩს ეხება.
– რთული მატჩია, გუნდებისთვისაც და სამსაჯოდაც. შახტიორმა” სულ ახლახან წააგო თასი და საკუთარი მაყურებლის წინაშე რეაბილიტაციას შეეცდება. გულშემატკივრები ფეხბურთელებისგან განსაკუთრებულ საჩუქარს ელიან – ხვალ ხომ მეშახტის დღეა.
– ფეხბურთი ასე უცბათ არ იცვლება, მაგრამ წლევანდელი ჩემპიონატი ალბათ მაინც გამორჩეულია.
– “შახტიორისა” და კიევის “დინამოს” ორი მატჩი ვიმსაჯე, ერთი აქ, ჩემპიონატის მეორე წრისა, ერთიც – თასის ფინალი. დონეცკში “შახტიორმა” აშკარად დაჩაგრა “დინამო”. მოსკოვში კი მთელი მატჩი კიეველთა კარნახით მიმდინარეობდა. მატჩი თბილისში – “დნეპრი”–“დინამო” თბილისელებმა საკმაოდ უხეიროდ
ითამაშეს. შედეგი შიძლებოდა სულ სხვაგვარიც ყოფილიყო. “დნეპრმა”, პირიქით, ისეთი თამაში აჩვენა, რომ არა და არ ჰგავდა აუტსაიდერს. სამაგიეროდ, ბევრ სხვა, თუნდაც მოსკოვურ მატჩებში ძალზე უსუსურად გამოიყურებოდა. ეს მაგალითები ერთი რამისთვის მოვიხმე: ამგვარი არასტაბილური თამაში დამახასიათებელია წლევანდელი ჩემპიონატისთვის. რატომღაც იკლო მაყურებელმაც – თბილისსა და დონეცკს არ ვგულისხმობ – შეიძლება ეს მსოფლიო ჩემპიონატის ბრალიც იყოს, მაგრამ დანამდვილებით რაიმეს თქმა ძნელია. ერთი კი არის, წლეულს უფრო აგრესიულად თამაშობენ გუნდები, იმატა გოლებმაც. კითხვა ალბათ მსაჯობის ხარისხსაც ეხება. წლეულს ფეხბურთის სამმართველომ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მწვრთნელებს, მსაჯებსა და კოლექტივებს შორის, ასე ვთქვათ, სპორტული ატმოსფერო დამყარებულიყო. ამან მატჩები შედარებით იოლად სამსაჯო გახადა, ბუნებრივია, იკლო შეცდომებმაც.
– ჩემპიონატში თითოეულ კოლექტივს ყოველთვის აქვს ძნელი მატჩი, ჰყავს ტრადიციულად “უხერხული” მეტოქე. ეს ალბათ არბიტრზეც ვრცელდება.
– ძნელი? არ ვიცი, ჩემთვის ყველა მატჩი ძნელია, უფრო სწორად ყველაზე ძნელი მომავალი მატჩია, ის, რომელიც კარზე მოგვადგება.
– ზოგიერთ გუნდთან თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხშირად გიხდებათ შეხვედრა. კარგია ეს თუ ცუდი?
– მატჩს თბილისის “დინამოს” მონაწილეობით წლეულს მეოთხედ ვმსაჯობ. მეხუთედაც მომიწევს – თბილისში “არარატთან”. ხუთჯერ ვიმსაჯე “ზარიასთან”. უნდა გითხრათ, რომ ასეთი ხშირი შეხვედრები არ არის გამართლებული და არც მაინცდამაინც სასიამოვნოა. ვოროშილოვგრადის “ზარიამ” ჩემი მსაჯობისას ოთხი შეხვედრა წააგო. მეხუთე მატჩზე რომ გავდიოდი, ფეხბურთელები რაღაც ცერად მიღიმოდნენ. მინდოდა მეთქვა, ჩემი ბრალი არ არის ბიჭებო–მეთქი, მაგრამ…
– საუბრისთვის მადლობა გადავუხადე ვალენტინ ლიპატოვს, მშვიდობიანი მსაჯობა ვუსურვე.
სამივე არბიტრი დასასვენებლად ემზადება. რამდენიმე საათის შემდეგ მატჩია.
მატჩი
მე–2 წუთზე დეგტიარევი აპირებდა ხელით გაეგორებინა ბურთი თავის მცველისთვის, მაგრამ “გადაცემა” უმისამართო გამოდგა, ბურთი მიუვიდა ქორიძეს, ზუსტი დარტყმა და… “შახტირომა” ცენტრიდან დაიწყო თამაში.
ამ გოლმა განსაზღვრა კიდეც მატჩის ხასიათი. მასპინძლები უამისოდაც საკმაოდ აგრესიულად იყვნენ განწყობილი, გაუთვალისწინებელმა მარცხმა კი ცეცხლზე ნავთი დაასხა. მართალია, ერთხანს “შახტიორი” ამ შეცდომის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ მერე და მერე გონს მოეგო და იერიშზეც გადავიდა, თუმცა სანამ თბილისელთა საჯარიმოს ალყა დაიწყებოდა, “დინამომ” კიდევ ერთხელ საკმაოდ სახიფათოდ უჩხვლიტა მეტოქეს – ყიფიანმა შესანიშნავად დაარტყა მარცხენა ფლანგიდან, ბურთი კი ოდნავ ასცდა დონეცკელთა კარს.
“შახტიორი” ჩვეული მანერით თამაშობს – ბურთი ხან ერთ, ხან მეორე ფლანგზე ინაცვლებს. აქედან კი “დინამოს” საჯარიმოში ეშვება. მართალია, საგოლე სიტუაციები არ ჩანს, მაგრამ მასპინძელთა “დაწოლა” სულ უფრო სახიფათო ხდება. ერთი ხინჯი მაინც სდევს დინამოელთა მოქმედებას – “შახტიორის” რიგებში ამ დღეს არ თამაშობს ტრავმირებული სტარუხინი. ისეთიც არავინ გამოჩნდა, რომ იერიშებს სათანადო გაგრძელება მოუძებნოს – თბილისელი სტოპერები “საჰაერო ბრძოლაში” აშკარად სჯობნიან მეტოქეებს.
მე–15 წუთი. ზედიზედ 3 კუთხური “დინამოს” კართან. სურათი არ იცვლება, ისევ თბილისელი მცველები იმარჯვებენ და “შახტიორიც” სხვა გზებს ეძებს, ვინაიდან, ასეთი ერთფეროვანი იერიშით არაფერი გამოვა. მასპინძლებს ახლა უშუალოდ ცენტრიდან შეუტიეს. შორიდან ძლიერი დარტყმით გოგიას სიფხიზლეს ამოწმებს ლატიში.
მახსენდება მატჩისწინა საუბარი ზ. კუტივაძესთან. “შახტიორი” ფლანგებიდან შეეცდება ბურთის საჯარიმო დაკიდებას, სტარუხინი კი განსაკუთრებით თავს სწორედ ამგვარ სიტუაციებში გრძნობს კარგად. (ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რომ სტარუხინი მინდორზე ვერ გამოვიდოდა). ბუნებრივია, მატჩის დაწყებისთანავე შეგვიტევდენ. შევეცდებით ტემპი შევანელოთ, დიდხანს გავაჩეროთ ბურთი”.
“დინამო” კარგა ხანს ათამაშებს ბურთს. იკლო ტემპმა. პირველ 30 წუთში მასპინძლებმა სულ რამდენჯერმე დაარტყეს გოგიას კარისკენ – ორჯერ ლატიშმა, ერთხელ დუდინსკიმ.
თამაში იმ კალაპოტში ჩადგა, რომელიც თბილისელებს სურდათ და ისინიც, ცოტა არ იყოს, გამშვიდდნენ. მასპინძლებმა, ბუნებრივია, დაუყოვენებლივ ისარგებლეს ამით – ტაიმის ბოლო 15 წუთი ბურთი კვიმატად დაგორდა სტუმართა საჯარიმოში.
მეორე ტაიმის დასაწყისში გორბუნოვის შეცდომა კინაღამ მეორე გოლად დაუჯდათ დონბასელებს. გუცაევი სწრაფად გაექცა მცველებს, კარისკენ ჩააწოდა და… დეგტიარევის თავგანწირული ნახტომი რომ არა, გოლის ავტორი შახტიორის ცენტრალური მცველი გორბუნოვი გახდებოდა.
5 წუთის შემდეგ მასპინძლებმა გაითამაშეს სწრაფი კომბინაცია, ლატიშმა ამჯერად ზუსტად დაარტყა. ბურთი, რომ იტყვიან, აუღებელი იყო და ანგარიშიც გათანაბრდა – 1:1.
ამის შემდეგ შენგელიას, დარასელიასა და გუცაევს მიეცათ რამდენიმე ხელსაყრელი შესაძლებლობა, ერთხანს “შახტიორიც” ცდილობდა დაწინაურებას. მერე კი მეტოქეებმა ფრთხილი ტაქტიკა აირჩიეს და თამაშმა მინდვრის შუაგულში გადაინაცვლა. ჩემპიონობის ორმა ყველაზე რეალურმა კანდიდატმა თანაბრად გაინაწილა ქულები.
მატჩის შემდეგ
ვ. სალკოვი. “შახტიორის” უფროსი მწვრთნელი. “დინამო” ახლა ჩემპიონობის №1 კანდიდატია. გუნდში საკმაოდ არიან მაღალი კლასის ფეხბურთელები და, საერთოდ, დღეს ამ კოლექტივს ყველანაირი ამოცანის გადაწყვეტა შეუძლია. იგი მონოლითურია და წონასწორობიდანაც ვერ გამოიყვან, როგორც ეს ადრე არაერთხელ ხდებოდა. დღევანდელ მატჩში, ბუნებრივია, გვქონდა ჩვენი გეგმები, მაგრამ… ჯერ იყო და დეგტიარევმა უხეში შეცდომა, მერე, თბილისელები, მართალია, მეტწილად თავს იცავდნენ, მაგრამ არც აქედან გამოდნა რამე, პირიქით, “დინამოს” შეტევები ბევრად სახიფათო იყო. “შახტიორმა” მართლია, გაიტანა გოლი, სხვა უკეთესი შესაძლებლობა კი ფაქტიურად, არც გვქონდა. ჩვენი გულშემატკივარი უეჭველ გამარჯვებას ითხოვდა. ერთია სურვილი, მაგრამ კლასი მაინც თავისას შვრება”.
მსაჯთა ოთახთან ლიპატოვს მოვკარი თვალი.
– როგორ არის საქმე?
– არა უშავს რა. – მიპასუხა და მთელი დღის განმავლობაში ალბათ პირველად გაიღიმა.
– შემდეგი მატჩი?
– ერევანში.
– ალბათ, ყველაზე ძნელი.
– რა თქმა უნდა…
გასახდელში ახალი ამბები მოიტანეს. კიევის “დინამომ” კვლავ გაიმარჯვა, სხვაობა 8 ქულაა, მოსკოვის “დინამოსთან” +7 (თამაში მარაგში), “შახტიორთან” +4 (აქაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს მეტოქეს), “ნეფთჩიმ” გამანადგურებელი ანგარიშით – 1:5 წააგო “ფახთაქორთნ”. შემდეგი მატჩი კი ბაქოშია… რაღა თქმა უნდა, ძნელი.
ი. ბერიაშვილი (ჩვენი სპეც. კორ.).

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>