«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Москва) 2:2 (2:1)

Чемпионат СССР 1978 года. Высшая лига. Матч № 30.
11 ноября 1978 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Пасмурно, 9 градусов. 63000 зрителей. Электроосвещение.
Судьи: М.Кусень (Львов), Я.Балыкин (Днепропетровск), Г.Галиков (Ленинград).
«Динамо»: Гогия, Костава, Кантеладзе, Чивадзе, Г.Мачаидзе, Дараселия, М.Мачаидзе (к), Коридзе, Гуцаев, Сулаквелидзе, Шенгелия.
«Торпедо»: Зарапин, Пригода, Жупиков, Бутурлакин, Миронов, Петренко, Филатов, Васильев, Юрин, Сахаров, Храбростин (Яковлев, 61).
Голы:
0:1 Сахаров — 18
1:1 Гуцаев — 21
2:1 Шенгелия — 23
2:2 Петренко — 77

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.


*Фотографии из газеты «Лело» относятся к матчу дублирующих составов.

Газета «Советский спорт» (Москва) от 12 ноября 1978 года:

«ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «ТОРПЕДО» (МОСКВА) — 2:2.
«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Москва). 2:2 (2:1).
Тбилиси. 11 ноября. Стадион «Динамо» им. В. И. Ленина. Пасмурно. 9 градусов. 60 000 зрителей.
Судьи М. Кусень (Львов), Я. Балыкин (Днепропетровск), Г. Галиков (Ленинград).
«Динамо»: Гогия, Костава, Кантеладзе, Чивадзе, Г. Мачаидзе, Дараселия, М. Мачаидзе, Коридзе, Гуцаев, Сулаквелидзе, Шенгелия.
«Торпедо»: Зарапин, Пригода, Жупиков, Бутурлакин, Миронов, Петренко, Филатов, Васильев, Юрин, Сахаров, Храбростин (Яковлев, 57).
Голы: Сахаров (18), Гуцаев (21), Шенгелия (23), Петренко (77).
Дублеры — 2:0. Голы — Челебадзе, Тавадзе.
Вслед за основным составом динамовцев и дублеры стали победителями соревнований, выиграв в пятницу вечером матч последнего тура.
А их старшие товарищи, выходя вчера на матч, думаю, испытывали двоякое чувство. С одной стороны, они уже прошли напряжение трудного турнира, и психологическая раскрепощенность могла настроить их на благодушный лад. С другой стороны, негоже было новому чемпиону ударить лицом в грязь перед многотысячной аудиторией земляков, восторженно приветствовавших их успех в чемпионате.
Похоже, динамовцам и в самом деле не просто было собраться — они первыми пропустили гол. Но в течение пяти последующих минут хозяева поля сначала сравняли, счет, а затем и вышли вперед. Первый из ответных голов был забит в ситуации, когда, казалось, опасность у ворот Зарапина миновала. Обыграв в штрафной площади трех защитников, Гуцаев далеко упустил мяч, достал его у самой лицевой линии и отсюда сумел все-таки попасть в ворота. Очень красивый гол!
В оставшееся время динамовцы чаще атаковали. Но в одной из редких контратак гостям удалось забить гол. Ничья — 2:2.
Г. Акопов (Наш корр.). 

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 12 ноября 1978 года:

“დი–ნა–მო”, “დი–ნა–მო”!…
თბილისი. ვ.ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონი. 11 ნოემბერი.
“დინამო” (თბილისი) – “ტორპედო” (მოსკოვი) 2:2 (2:1).
“დინამო”: გოგია, კოსტავა, კანთელაძე, ჩივაძე, გ. მაჩაიძე, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, სულაქველიძე, შენგელია.
“ტორპედო”: ზარაპინი, პრიგოდა, ჟუპიკოვი, ბუტურლაკინი, მირონოვი, პეტრენკო, ფილატოვი, ვასილიევი, იურინი, სახაროვი, ხრაბროსტინი (იაკოვლევი).
მსაჯი: მ. კუსენი (ლვოვი).
გოლები გაიტანეს სახაროვმა (მე–16 წუთზე), გუცაევმა (20), შენგელიამ (24), პეტრენკომ (77).
გამარჯვება!
გმირობა. დაუვიწყარი სპექტაკლი, მეცნიერული აღმოჩენა, ხელოვნების და ლიტერატურის უკვდავი შედევრები – ყველაფერ ამას ერთი, ყველაზე ტკბილი და ყოვლისმომცველი სიტყვა გამარჯვება ჰქვია.
საოცარი გრძნობაა – თავით ფეხებამდე გაგივლის, დაგბურძგლავს, მერე ერთ დიდ გორგლად შეიკვრება, დაგუბდება, დაგუბდება და ან აღტაცებად იქცევა, ან ენით უთქმელ სიხარულად, ანდა ცრემლში იპოვის გამოსავალს. ათმაგია ეს აღტაცება და სიხარული თუ გამარჯვება შენიანის ხელთქმნილია.
სპორტი გამონაკლისი არ არის, რადგან სპორტსაც თან სდევს განცდა. მუდამ სასურველი და ნანატრი, გამარჯვებას რომ მოაქვს.
იმ მატჩის შემდეგ ნახევარი საათიც არ იყო გასული, თბილისის ქუჩებს კი რაღაც უცნაურმა ღელვამ დაუარა.
არა მწამს კულისების ლაბირინთებში შეფასებული გამარჯვებისა. ხალხია ყველაზე ნაღდი და ყველაზე მართალი შემფასებელი, ყველაზე უწინ ხალხი გრძნობს და ხალხივე ამბობს სატკივარსაც და სასიხარულოსაც. თქვა კიდეც.
ალბათ იმიტომ თუ იყო, ყურთამდე მოღებული ყველა სახლის ფანჯარა, იმიტომ თუ დასთამაშებდა სახეებს სითბო და ღიმილი, იმიტომ თუ ერთვოდა ომახიან “დინამო”, “დინამოს” გაურანდავი და წვრილი ბავშვური ხმები.
ის თავისთავად არასდროს მოდის. არც ახლა მოსულა. ქვეყნის უპირველესი გუნდის სახელი ღირსეული ჯილდო გამოდგა “დინამოს” წლევანდელი თავდაუზოგავი ბრძოლისა, მწვრთნელთა და ფეხბურთელთა ჟინიანი ლტოლვისა, რომ ქართული ფეხბურთი მისთვის შესაფერ სიმაღლეზე ეხილათ.
ჩვენს ფეხბურთელებს მაყურებელი არასდროს აკლდა. ახლა კი გვირგვინდადგმულთა საკურთხებად მოუსვლელობა მკრეხელობა იქნებოდა მუდამ სულგადალეული გულშემატკივრებისთვის.
11 ნოემბერს “დინამოს” სტადიონზე, სტადიონზე, სადაც ჯერ კიდევ ტრიალებს და დიდხანსაც დარჩება იმათი შემართება და ოცნება, ვინც პირველი ხნული გაავლო, ვისაც ძარღვიანი მარჯვენით ეჭირა ქართული ფეხბურთის გუთანი. მათი სახელები, ვისა ერთთავად საოცნებოდ ჰქონდა გამხდარი გამარჯვება, სათითაოდ გამოდიან ვალმოხდილი, მართლაცდა ოქროს ბიჭები.
უნდა ითქვას, რომ “ტორპედომ” კარგი მეტოქეობა გაუწია ახალ ჩემპიონს. ავტოქარხნელებმა ამ მატჩში ხელი აიღეს ბოლო ხანებში შეთვისებულ თამაშის მანერაზე და სწორადაც მოიქცნენ. მაყურებელმა მინდორზე ძველ “ტორპედო” იხილა, გუნდი, რომელიც თითქმის ყოველთვის “ღია” ფეხბურთს თამაშობდა.
ლამაზი იყო გოლებიც. ლამაზი იყო მთლიანად მატჩი და მისი ფინალიც – ტრინუნის გუგუნში სსრ კავშირის 1978 წლის ჩემპიონმა თბილისის “დინამომ” საპატიო წრე შემოუარა.
ჩათავდა წლევანდელი წლის უკანასკნელი მატჩიც და კარგა ხნით მიჩუმდება მწვანე მინდორი. ახალი საფეხბურთო ბრძოლების მოლოდნში გაირბენს ზამთრისპირა დღეები. დეკემბერი და იანვარი. მერე კი გაზაფხულიც დადგება. ზამთრის გარინდებას ჩამოიბერტყავს გულშემატკივარი, ისევ მომძლავრდება საფეხბურთო ცხოვრება. ისეც ჩაიბუდებს ათასთა გულში ღელვა, მოლოდინი და იმედი, ისევ მოტივტივდება ოცნებით შებურული სიტყვა გამარჯვება!

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>