«Динамо» (Тбилиси) — «Черноморец» (Одесса) 1:0 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Черноморец» (Одесса) 1:0 (0:0)

Чемпионат СССР 1975 года. Высшая лига. Матч № 10.
7 июня 1975 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Ясно, 34 градуса. 30000 зрителей.
Судьи: И.Самусенков (Москва), Б.Белозеров, Э.Бакунович (оба — Ташкент).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе (к), М.Мачаидзе, Коридзе, Муджири (Церетели, 46), Гавашели, Кипиани, Хизанишвили, Дараселия (Копалейшвили, 74).
«Черноморец»: Дегтярев, Нечаев, Лещук, Полищук, Рыбак, Фейдман, Сапожников, Устимчик, Али-Заде, Дорошенко, Давыдов (Григорьев, 67).
Гол:
1:0 Кипиани — 88 (пен.)
Предупреждения: Фейдман, Али-Заде, Кипиани.
Удаление: Фейдман (88).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, опись 31, дело 2541)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 10 июня 1975 года:

«Спартак» забивает голы.
ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Черноморец» (Одесса). 1:0 (0:0). Стадион «Локомотив». 7 июня. Ясно. 34 градуса. 30 000 зрителей.
Судьи И. Самусенко (Москва), Б. Белозеров, Э. Бакунович (оба — Ташкент).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе, М. Мачаидзе, Коридзе, Муджири (Церетели, 40), Гавашели, Кипиани, Хизанишвили, Дараселия (Копалеишвили, 74).
«Черноморец»: Дегтярев, Нечаев, Лещук, Полищук, Рыбак, Фейдман, Сапожников, Устимчик, Али-Заде, Дорошенко, Давыдов (Григорьев, 67).
Гол: Кипиани (88, с 11-метрового).
Предупреждены Фейдман, Али-Заде, Кипиани. Удален Фейдман.
Духота и жаркое солнце, висевшее над Тбилиси, не располагали к скоростной игре. Тем не менее предложенный хозяевами поля высокий темп «Черноморец» принял. Желание выиграть было велико как у одной, так и у другой стороны. Однако защитники неизменно брали верх над атакующими. В результате ни одной сколько-нибудь серьезной угрозы воротам в первом тайме создано не было. Лишь однажды М. Мачаидзе использовал ошибку защитника Нечаева, но мяч попал в крестовину ворот.
Второй тайм прошел живее. Теперь уже и вратарям пришлось вступить в игру. Дважды Дегтярев парировал сильные удары М. Мачаидзе, спасал свои ворота и Гогия. Постепенно страсти накалились. И жаль, что временами они стали переходить рамки дозволенного. Толчки, удары по ногам, ответные удары не украсили матч. Особенно «отличались» Фейдман, Али-Заде, Дзодзуашвили, Кипиани. Арбитр вынужден был прибегнуть к желтой и даже красной карточкам — концовка матча, была, испорчена, оставив горький осадок у зрителей.
Обзор составлен по сообщениям корреспондентов Н. ШАГИНА, В. БРУСИЛОВА, Ю. КОРДИЯКА, С. АРУТЮНОВА, В. КАМЕНСКОГО.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 10 июня 1975 года:

პრობლემები რჩება.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 7 ივნისი.
“დინამო” (თბილისი) – “ჩერნომორეცი” (ოდესა) 1:0 (0:0).
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, მუჯირი (წერეთელი), გავაშელი, ქორიძე, ხიზანიშვილი, დარასელია (კოპალეიშვილი), მ. მაჩაიძე, ყიფიანი.
“ჩერნომორეცი”: დეგტიარიოვი, ნეჩაევი, ლეშჩუკი, პოლიშჩუკი, რიბაკი, ფეიდმანი, საპოჟნიკოვი, უსტიმჩიკი, ალიზადე, დოროშენკო, დავიდოვი (გრიგორიევი).
მსაჯი: ი. სამუსენკოვი (მოსკოვი).
მინდვრიდან გაძევებულია ვ. ფეიდმანი, გაფრთხილებები მიიღეს რ. ალი–ზადემ და დ. ყიფიანმა.
გამარჯვების ფაქტი თავისთავად სასიხარულოა. ეს რომ არა, ჩვენი გუნდის მდგომარეობა სატურნირო ცხრილში უკიდურესად მძიმე იყო, მაგრამ მარტო ცალკეული გამარჯვებებით, ამა თუ იმ მატჩის მოგებით არ წყდება ის რთული პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ საკმარისადაა დინამოელთა თამაშში. მით უმეტეს, რომ მათ ახლა ორი მატჩი აქვთ სტუმრად და შინ მხოლოდ თვის ბოლოს თამაშობენ.
პირველი, რაც თვალში გვხვდება, ისაა, რომ თბილისელთა თავდასხმის თამაშში ძალიან ნაკლებია აგრესიულობა. თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამდენიმე მომენტს, რაც მაჩაიძესა და ყიფიანს შეექმნათ, ოდესელთა მეკარე დეგტიარიოვს სანერვიულო დიდი არაფერი ჰქონია. ბურთის ზედმეტი ტარების გარდა, რაც ჩვენს ფეხბურთელებს სისტემად აქვთ ქცეული. მოკლე გადაცემები უახლოესი პარტნიორებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, მინდვრის სიგანეზე სრულდება, მხოლოდ აფერხებს გუნდის წინ მოძრაობას, მოწინააღმდეგის კარზე უშუალო იერიშს, ხელ უწყობს მეტოქეს, რომ თავი დაიცვას აუჩქარებლად, მოფიქრებულად. თითოეული გადაცემის, ყოველი მანევრის ფასი ახლა წამებითაა გამოთვლილი, დინამოელებს კი დრო რატომღაც არ ენანებათ და ერთობ უყაირათოდ, არარაციონალურად ხარჯავენ მას. გრძელი პასი, თანამედროვე ფეხბურთის ეს ეფექტური იარაღი, გუნდის სამოქმედო არსენალიდან თითქმის მთლიანად ამოღებულია, ამიტომ მინიმუმამდეა დასული მოულოდნელობის ელემენტი. აქა–იქ, შემთხვევიდან შემთხვევამდე თუ მიმართავს ასეთ გადაცემებს ყიფიანი, სხვები კი გრძელ გადაცემას ასრულებენ მხოლოდ საკუთარ ნახევარზე და ისიც მინდვრის გასწვრივ.
“ჩერნომორეცს”, როგორც ეტყობა, ქულის აღება ჰქონდა გეგმად დასახული, რის გამოც დიდი ძალები ჰყავდა დაბანდებული მინდვრის შუაგულში და თავისი საჯარიმო მოედნის სიახლოვეს. საპასუხო კონტრშეტევებს გუნდი ახორციელებდა დოროშენკოს, საპოჟნიკოვისა და ალი–ზადეს სწრაფი გარღვევების საშუალებით. სწორედ ასეთ ვითარებაში იყო საჭირო ბრძოლის გაშლა მთელს სიგანეზე, გრძელი, ზუსტი პასები მოპირდაპირე მოთამაშეთა თავს ზემოთ. დინამოელებმა ეს არ გააკეთეს. თანაც, გაუგებარია, რატომ იხევს ასე ღრმად მინდვრის შუაგულში, თითქმის თავის საჯარიმო მოედნამდე ყიფიანი, როცა მისი წინა ხაზზე ყოფნა აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.
მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ვერ გავარკვიეთ, რა ტაქტიკური დავალება ჰქონდათ მუჯირს და ხიზანიშვილს, როცა ორივე ფაქტიურად ერთმანეთის გვერდით თამაშობდა დაცვის მარცხენა ფლანგზე საპოჟნიკოვისა და ალი–ზადეს წინააღმდეგ. პერსონალური დაცვის ასეთ მეთოდი, ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში სრულიადაც არ იყო საჭირო. 5 მცველით თამაში შინ, ოდესის გუნდთან, არაა გამართლებული.
გვინდა შენიშვნა გამოვთქვათ მეკარე გოგიას მიმართ. აღებულ ბურთს იგი მინდორზე აბრუნებს დიდი დაგვიანებით, ამასთან, იქვე უგდებს რომელიმე მცველს, მაშინ როცა საჭიროა მისი სწრაფი და შორი გადაცემა ღია პოზიციაში მყოფი თავისუფალი მოთამაშისკენ. ბურთის ზედმეტი გათამაშება მხოლოდ ამუხრუჭებს შეტევას.
კარგი შთაბეჭდილება დატოვა კოპალეიშვილმა. მან მეორე ტაიმში შეცვალადარასელია, დიდხანს არ ყოფილა მინდორზე, მაგრამ უმალვე ჩაერთო თამაშში და გარკვეული სარგებლობა მოუტანა გუნდს. ეს მოწმობს, რომ ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებს უფრო თამამად უნდა დავუთმოთ ადგილი ძირითად შემადგენლობაში.
გოლი, რომელმაც “დინამოს” გამარჯვება მოუტანა, გავიდა მატჩის ბოლოს, 88–ე წუთზე, 11–მეტრიანით, როცა ოდესელმა მცველებმა უხეშად ითამაშეს კარის სიახლოვეს და ყიფიანმა ზუსტად დაარტყა. მაგრამ პენალტის დანიშვნა ი. სამუსენკოვს მანამდეც შეძლო, როცა კიდევ უფრო ნათელ სიტუაციაში წერეთლის წაქცევისთვის თავისუფალი დარტყმა (!) არჩია. საერთოდ, ი. სამუსენკოვი ამჯერად ვერ იდგა თავის სიმაღლეზე, საშუალება მისცა ფეხბურთელებს უხეშად, არასპორტულად ეთამაშათ, დაერღვიათ წესი. ფეიდმანის გაძევება და გაფრთხილებები მხოლოდ ნაგვიანევი და აუცილებელი ზომები იყო, რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა საჭირო პრინციპულობის დროულად გამოჩენის შემთხვევაში.
რ. ქორიძე.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от июня 1975 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от июня 1975 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от июня 1975 года: