«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск) 4:1 (3:1)

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск) 4:1 (3:1)

Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 15.
20 июля 1971 года. 19-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». 20000 зрителей.
Судьи: Б.Стрелецкий, А.Истомин, В.Маслаков (все — Донецк).
«Динамо» Тб.: Урушадзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Эбралидзе, Петриашвили, Гавашели, М.Мачаидзе, Кипиани, Г.Нодия, Л.Нодия (Метревели, 46).
«Динамо» Мн.: Вергеенко, Кузнецов, Воронин, Гирко, Семенов, Курнев (Гуржеев, 58), Толейко, Смирнов, Васильев (к), Юргелевич (Ломакин, 55), Сахаров.
Голы:
1:0 Кипиани — 20
2:0 Петриашвили — 22
2:1 Смирнов — 28
3:1 Г.Нодия — 37
4:1 Г.Нодия — 51

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1015)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 22 июля 1971 года:

«ДИНАМО» (ТБИЛИСИ)—«ДИНАМО» (МИНСК) — 4:1.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Минск). 4:1 (3:1).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 20 000 зрителей. 20 июля. Ясно. 28 градусов.
Судьи Б. Стрелецкий, А. Истомин, В. Маслаков (все — Донецк).
«Динамо» (Тбилиси): Урушадзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Эбралидзе, Петриашвили, Гавашели, Мачаидзе, Кипиани, Г. Нодия, Л. Нодия (Метревели, 46).
«Динамо» (Минск): Вергеенко, Кузнецов, Воронин, Гирко, Семенов, Курнев (Гуржеев, 58), Толейко, Смирнов, Васильев, Юргелевич (Ломакин, 55), Сахаров.
Голы: Кипиани (20), Петриашвили (22), Смирнов (28), Нодия (37 и 51).
Дублеры — 2:1. Голы: Гогоберидзе, Илиади — у тбилисцев, Алиякберов — у минчан.
По вполне понятным причинам мне легче оценить игру победителей, выделив наиболее характерные особенности природы их успеха, нежели разбирать причины поражения гостей, да еще в матче, проверенном без признанного лидера и бомбардира Малофеева.
В последних играх в составе южан произошла перестановка. Потерявшего место в тройке нападения Гавашели решили попробовать в средней линии. Попытка оказалась весьма удачной. Высокая игровая дисциплина и заметно возросшая выносливость в сочетании с уже известными индивидуальными особенностями выгодно отличали игру Гавашели в июльских матчах. Очень хорош был он и позавчера. Средняя линия тбилисской команды в ее нынешнем составе не только мобильна и нацелена на атаку, но и отлично, взаимодействует с нападением, составляя единое мощное атакующее ядро.
Это особенно бросалось в глаза с появлением на поле Метревели — его нацеленные неожиданные передачи придали атакам блеск и остроту.
Лучшим подтверждением сказанному могут служить голы, забитые в ворота минчан. Три из них — плод коллективных усилий, комбинаций, в которых на равных участвовали и игроки атакующего ядра, и защитники. Вот, к примеру, как был открыт счет: сделав передачу на Кипиани, Дзодзуашвили резко рванулся вперед по правому флангу в ожидании ответного паса. К нему переместился защитник гостей. Заметив это, Кипиани изменил направление атаки и сам поразил цель. Второй гол с отличной передачи Мачаидзе забил Петриашвили. Затем Петриашвили разыграл «стенку» с Гиви Нодия, и только последний гол был результатом индивидуального мастерства бомбардира тбилисцев.
Г. АКОПОВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 22 июля 1971 года:

პირველად წლეულს.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 20 ივლისი.
“დინამო” (თბილისი) — “დინამო” (მინსკი) — 4:1 (3:1).
თბილისი: ურუშაძე, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, პეტრიაშვილი, გავაშელი, მაჩაიძე, ყიფიანი, გ. ნოდია, ლ. ნოდია (მეტრეველი).
მინსკი: ვერგეენკო, კუზნეცოვი, ვორონინი, გირკო, სემიონოვი, კურნევი (ბურჟეევი), ტოლეიკო, სმირნოვი, ვასილიევი, იურგელევიჩი (ლომაკინი), სახაროვი.
მსაჯი: ბ. სტრელეცკი (დონეცკი).
დუბლიორები — 2:1 თბილისელთა სასარგებლოდ.
თბილისის “დინამოს” ერთხელ ჰქონდა საკმაოდ ხანგრძლივი წარუმატებლობის პერიოდი. ეს იყო 1954-58 წლები, როცა გუნდი საკავშირო ჩემპიონატის საბოლოო ცხრილში VII-IX ადგილებს იკავებდა და იმ კოლექტივებსაც კი ჩამორჩებოდა, რომლებსაც უწინ სულ იოლად სძლევდა. მაგრამ იმ მძიმე კრიზისის წლებშიც თბილისელები გამოირჩეოდნენ აგრესიული თავდასხმით და სეზონს ისე არ გაუშვებდნენ, რამდენიმე გუნდის კარში 3-5 ბურთი რომ არ გაეტანათ.
წლეულს ჩვენს მაყურებელს მოენატრა გოლები. დინამოელებმა პირველი წრე ისე განვლეს, რომ მხოლოდ ორჯერ გაიტანეს 2-2 გოლი, სხვა შემთხვევებში ისინი ან ერთადერთი ბურთით კმაყოფილდებოდნენ, ან “ხელცარიელი” მიდიოდნენ მინდვრიდან.
ახლა, როგორც იქნა, ვნახეთ ჩვენი გუნდის თავდასხმა — შემტევი, ენერგიული და აგრესიული. მინსკის თანაკლუბელებთან გატანილი 4 გოლი მარტო იმით კი არ უნდა იყოს სასიხარულო, რომ თბილისელთა ბურთების ბალანსი უარყოფითიდან დადებითად იქცა. ეს თავისთავად. მომავალ საპასუხისმგებლო მატჩებში საბოლოოდ უნდა გამოსწორდეს ის ნაკლოვანება, რომელიც ასე უკან ეწეოდა ჩვენს კოლექტივს — თავდასხმის უშედეგობა.
მინსკის “დინამო” თბილისელებთან გამოვიდა თავისი მთავარი ბომბარდირის მალოფეევის გარეშე. მიუხედავად ამისა, გუნდი საკმაოდ ოპტიმისტურად შეუდგა თამაშს და დასაწყისშივე რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა მეტოქის კართან.
საკმაო ხანს მასპინძლებს არ გამოსდიოდათ შეტევა. წინა ხაზზე ხშირად იშლებოდა კომბინაციები, არ ჩანდა მაორგანიზებელი მოთამაშე. და ამ უპერსპექტივო იერიშებში უცებ გამოიჩინა თავი ყიფიანმა. მე-19 წუთზე იგი მოპირდაპირე მცველთა გარემოცვაში აღმოჩნდა და წინ გასასვლელი გზა დაკეტილი ჰქონდა. შეიძლებოდა ბურთის გაგზავნა მარჯვნივ, სადაც ამ მომენტში ძოძუაშვილი გაიხსნა, მაგრამ ახალგაზრდა ფორვარდმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო და მოულოდნელად ძლიერად დაარტყა კარში. ვერგეენკომ ვერაფერი შეძლო — 1:0.
პირველ გოლს მალე მეორეც მოჰყვა, რომლის ავტორი პეტრიაშვილი იყო. მან კარგად მოძებნა თავისუფალი ადგილი სწრაფად გათამაშებული კომბინაციისას და ზუსტადაც დაარტყა კარში.
ეს 2 გოლი გატანილი იქნა სამ წუთში. გავიდა 5 წუთი და მსაჯს კიდევ ერთხელ მოუხდა გოლის აღნიშვნა. ბურთი ამჯერად აღმოჩნდა თბილისელთა კარის ბადეში სმირნოვის თავური დარტყმის შემდეგ. ეს გოლი მთლიანად მცველებისა და მეკარე ურუშაძის ბრალია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელმა მანამდეც და მერეც რამდენიმე ძნელი ბურთის აღება შეძლო.
საუკეთესო იყო 37-ე წუთზე გ. ნოდიას გოლი. ჯერ ბურთი გათამაშდა რამდენიმე ფეხბურთელს შორის. მერე გ. ნოდიამ სწრაფი დრიბლინგით განვლო საკმაოდ დიდი მანძილი, ვერგეენკოსთან პირისპირ დარჩა და შორეულ კუთხეში დაარტყა — 3:1.
შესვენების შემდეგ მინსკელებმა სცადეს კონტრთამაშის შექმნა. მათი თავდამსხმელები რამდენიმეჯერ ხელსაყრელ ვითარებაშიც აღმოჩნდნენ, მაგრამ ყოველივე ამას შედეგი არ მოჰყოლია. რაც შეეხება მასპინძლებს, მათი თამაში მეტრეველის გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა, უფრო მოფიქრებული გახდა. მატჩის ანგარიშს წერილი დაუსვა გ. ნოდიამ, რომელმაც 51-ე წუთზე ფინტზე წამოაგო სემიონოვი და ზუსტად გაიტანა გოლი — 4:1. ამავე გ. ნოდიას 78-ე წუთზე ნაღდი შესაძლებლობა ჰქონდა შეესრულებინა მიმდინარე ჩემპიონატის პირველი “ჰეტ-თრიკი” (3 ბურთი ერთ მატჩში), მაგრამ სულ ოდნავ ააცილა მიზანს.
რ. ქორიძე.