«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван) 0:4 (0:1)

Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 05.
2 мая 1971 года. 19-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». Ясно, 22 градуса. 40000 зрителей.
Судьи: А.Иванов, К.Смирнов, Н.Шушпанов (все — Ленинград).
«Динамо»: Урушадзе, Кантеладзе, Эбралидзе, Хурцилава (к), М.Мачаидзе, Петриашвили, Кутивадзе, Асатиани (Мчедлишвили, 02, Метревели, 61), Гавашели, Г.Нодия, Л.Нодия.
«Арарат»: А.Абрамян, Аванесян, Ф.Абрамян, Коваленко, Месропян, Андреасян, Бондаренко, Иштоян, Маркаров, Заназанян (к), Казарян.
Голы:
0:1 Заназанян — 17
0:2 Маркаров — 78
0:3 Маркаров — 85
0:4 Бондаренко — 86

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.


Газета «Советский спорт» (Москва) от 5 мая 1971 года:

У «АРАРАТА» ХАРАКТЕР АГРЕССИВНЫЙ.
«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван). 0:4 (0:1).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 40 000 зрителей. 2 мая. Ясно. 22 градуса.
Судьи А. Иванов, К. Смирнов, Н. Шушпанов (все — Ленинград).
«Динамо»: Урушадзе, Кантеладзе, Эбралидзе, Хурцилава, Мачаидзе, Петриашвили, Кутивадзе, Асатиани (Мчедлишвили, 2, Метревели, 61), Гавашели, Г. Нодия, Л. Нодия.
«Арарат»: А. Абрамян, Аванесян, Ф. Абрамян, Коваленко, Месропян, Андриасян, Бондаренко, Иштоян, Маркаров, Заназанян, Казарян.
Голы: Заназанян (17), Маркаров (78, 85), Бондаренко (86),
Дублеры — 3:0. Голы: Илиади, Кипиани, Будзишвили.
Динамовцы оказались в затруднительном положении, выйдя на поле без заболевших крайних защитников. На первых минутах они понесли еще одну потерю — подвернул ногу Асатиани. Правда, как оказалось, надобности в двух крайних защитниках и не было — «Арарат» играл фактически без правого края нападения. Но на другом фланге нужен был защитник опытный и самое, пожалуй, главное — быстрый.
Место это доверили Кантеладзе. Тренеры, однако, не могли не знать, что он уступает в
скорости Казаряну.
Ошибку можно было исправить и по ходу встречи. Хотя бы после того, как очередная атака гостей на левом крыле завершилась взятием ворот. Обыграв своего опекуна, Казарян сделал нацеленную передачу на Маркарова, а тот пропустил мяч на Заназаняна. Удар под перекладину был так силен, что Урушадзе бессилен был спасти ворота.
Динамовцы в середине поля имели численное преимущество — четверо против трех. Полузащитники «Динамо», однако, передерживали мяч, безуспешно пытались с помощью дриблинга пробиться к воротам гостей и неизменно теряли мяч раньше, чем додумывались сделать передачу. А соперник за это время успевал организовать оборону.
Не сумели справиться тбилисцы с опекой еще одного футболиста «Арарата» — Маркарова, умело руководившего игрой команды. В трудные для гостей минуты (последние четверть часа перед перерывом динамовцы несколько раз остро атаковали, прижав гостей к воротам) именно Маркаров в паре с Андриасяном подавал партнерам пример хладнокровия и стойкости.
Второй тайм прошел, как обычно в таких матчах: отыгрывающиеся спешили и поэтому все чаще и чаще ошибались, а их соперники, имея в руках козырь, не хотели его терять и готовы были ограничиться достигнутым. Однако после того как разыгранная в центре Маркаровым и Казаряном комбинация «стенка» привела к счету 2:0, рисунок игры резко изменился. Третий гол Маркаров забил с помощью Иштояна, а после сильного удара Бондаренко издали счет стал 4:0. Так крупно динамовцы не проигрывали на своем поле вот уже 13 лет.
Два слова о судействе. По себе знаю, как нелегко проводить матчи, в которых хозяева поля проигрывают. Тем приятнее, что бригада во главе с А. Ивановым оказалась на высоте.
Г. БАКАНИДЗЕ,
судья всесоюзной категории. 

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 4 мая 1971 года:

მწარე გაკვეთილი.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 2 მაისი.
“დინამო” (თბილისი) — “არარატი” (ერევანი) — 0:4 (0:1).
“დინამო”: ურუშაძე, კანთელაძე, ებრალიძე, ხურცილავა, მაჩაიძე, პეტრიაშვილი, კუტივაძე, ასათიანი (მჭედლიშვილი, მეტრეველი), გავაშელი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
“არარატი”: ა. აბრამიანი, ავანესიანი, ფ. აბრამიანი, კოვალენკო, მესროპიანი, ანდრიასიანი, ბონდარენკო, იშტოიანი, მარქაროვი, ზანაზანიანი, კაზარიანი.
მსაჯი: ა. ივანოვი (ლენინგრადი).
დუბლიორები — 3:0 “დინამოს” სასარგებლოდ.
თბილისის “დინამოს” თავისი კალენდარული შეხვედრა სომხეთის საუკეთესო გუნდთან პირველად 1949 წელს ჰქონდა. მას შემდეგ დიდმა დრომ განვლო.
ერევნელებმა გარკვეული მიღწევები მოიპოვეს (ვთქვათ, VIII ადგილი ჩემპიონატში), ჰქონდათ აშკარა ჩავარდნებიც, როცა XVII და XVIII ადგილებს იკავებდნენ და იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ უმაღლესი ლიგა. ამ ხნის განმავლობაში თბილისის “დინამო” სსრ კავშირის ჩემპიონიც იყო, მეორე და მესამე პრიზიორიც, და არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, “არარატს” დინამოელებზე უკეთესი ადგილი დაეკავებინოს გათამაშების საბოლოო ცხრილში.
მაგრამ ეტყობა, არის ისეთი საფეხბურთო ტრადიციები და კონკრეტული დამოკიდებულებანი გუნდებს შორის, რომლებიც არ ემორჩილებიან სტატისტიკურ ციფრებსა და გამოთვლებს, გვერდს უხვევენ წინასწარ რეცეპტებს და თავიანთი დაუწერელი კანონების გზით მიემართებიან. სწორედ ასეთი ტრადიციები აქვთ ერთმანეთთან თბილისის “დინამოსა” და “არარატს”. აქ შეხვდებით ასეთ ციფრებსაც: 7:4, 5:0, 5:1, 3:0 და ამ ანგარიშით ხან ერთი გუნდი იმარჯვებს, ხან მეორე.
ვიმეორებთ, “არარატი” არასოდეს ყოფილა თბილისის “დინამოზე” მაღლა და თუ მიაღწევდა ხოლმე წარმატებას მასთან შეხვედრაში, ეს ხდებოდა ნებისყოფის იმ უმაგალითო დაძაბვისა და მობილიზების შედეგად, რომელსაც ერევნელები აღწევდნენ. უკანასკნელი ასეთი შემთხვევა იყო შარშანდელი გათამაშების პირველ წრეში, როცა “არარატმა” შინ სძლია “დინამოს” ანგარიშით 3:0.
მაგრამ ჩვენს თავს უფლებას მივცემთ და ვიტყვით, რომ შარშანდელი და წლევანდელი “არარატი” ეს ცა და დედამიწაა. იმავე შარშანდელ მატჩში ერევნელები თავგანწირულად იბრძოდნენ და გაიმარჯვეს უმთავრესად თბილისელთა ინერტული, ყოვლად უსუსური თამაშის შედეგად. ახლა კი “არარატი” არა მარტო იბრძვის, იგი თამაშობს, თამაშობს ნამდვილ თანამედროვე ფეხბურთს, გეგმიანს, მოფიქრებულს, ტექნიკურს, აზრიანს. სადღაა ის უხეში, ძალისმიერი მანერა, რომელიც უწინ ერევნელ ფეხბურთელებს ახასიათებდათ. ახლა ამ გუნდში არიან მაღალი კლასის მოთამაშეები, რომლებმაც საუცხოოდ იციან თავიანთი საქმე, რომლებიც ბურთს ფლობენ დახვეწილად, დამაჯერებლად, ოსტატურად. “არარატს” არა აქვს სუსტი ადგილი, ხოლო იშტოიანი, მარქაროვი, კაზარიანი, ზანაზანიანი, ანდრიასიანი და სხვანი, რომელიც გნებავთ პირველხარისხოვან გუნდს დაამშვენებდნენ. ამიტომაა, რომ ზოგიერთი მათგანი სსრ კავშირის ოლიმპიური ნაკრების წევრია, ოლიმპიური გუნდიდან კი ეროვნულ ნაკრებამდე ერთი ნაბიჯია.
ყოველივე ეს კარგად იციან თბილისელებმა და მათმა მწვრთნელებმა. შორს წასვლა არ გვინდა — თასის ამასწინდელ ორ მერვედფინალურ მატჩში ყველაფერი ეს ნათლად ჩანდა. ესე იგი, “არარატის” ნამდვილი სპორტული ძალა სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო ჩვენი კოლექტივისთვის.
რით შეიძლება გავამართლოთ ან, თუნდაც, ავხსნათ დინამოელთა ეს სამარცხვინო წაგება? მართალია, მათ აკლდათ ძირითადი განაპირა მცველები ძოძუაშვილი და ხინჩაგაშვილი, მართალია, დაიწყო თუ არა თამაში, მე-2 წუთზე დაშავდა ასათიანი (ნახევარდაცვის წამყვანი მოთამაშის არყოლა ძალზე მძიმედ დაემჩნა გუნდს), მაგრამ გავაკეთოთ ეს კომპრომისი და 3 ძირითადი ფეხბურთელის დანაკლისით მივცეთ გარკვეული შეღავათი თბილისელებს. მაგრამ 0:4 და ისიც საკუთარ მინდორზე?
რა გამართლება აქვთ ჩვენს ფეხბურთელებს იმაში, რომ, როცა მათს კარში 77-ე წუთზე მარქაროვმა მეორე ბურთი გაიტანა, მათ თითქმის შეწყვიტეს აქტიური წინააღმდეგობა და არსებითად მეტოქის მოწყალეობის იმედით დარჩნენ? საკითხავია, რატომ დასჯერდებოდა “არარატი” ორ გოლს, როცა მესამის და მეოთხის გატანაც შეეძლო: დინამოელები ამ დროს ფაქტიურად ხომ აღარ იბრძოდნენ?!
ზედმეტად მიგვაჩნია ლაპარაკი მატჩის დეტალებზე, როცა შეხვედრა თბილისელებმა მთლიანად უმწეოდ ჩაატარეს. პერიოდული ტერიტორიული უპირატესობა, ორიოდე სახიფათო მომენტი ვერ ცვლის საერთო სურათს: “დინამო” ძალიან სუსტი იყო. ჩვენი თავდასხმა თითქმის ყველა ბურთს აგებს მეტოქის დაცვასთან და სწორედ ამიტომაა, რომ ხუთ მატჩში სულ 3 გოლი აქვს გატანილი და ყველა მხოლოდ ერთ ფორვარდს ეკუთვნის — გავაშელს. მაშ რა მოვალეობა აკისრიათ ძმებს ნოდიებს — გივის და ლევანს?
ასათიანის შემცვლელი მჭედლიშვილი სხვებზე უარესი არ იყო, მწვრთნელებმა კი იგი გაიყვანეს მინდვრიდან და მის ნაცვლად მეტრეველს მისცეს ადგილი. შესაცვლელი სხვები იყვნენ, თუნდაც კუტივაძე, რომლის ფიზიკური მომზადება შორსაა სასურველისგან. ამას გარდა, მეტრეველს იოტის ოდენა სარგებელი არ მიუცია გუნდისთვის.
ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს კრიტიკული შენიშვნა იმის თაობაზე, რომ თბილისის “დინამოს” ნახევარმცველთა თამაში არ დგას თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე. შუა მინდორზე ისინი უზომოდ აყოვნებენ ბურთს, ატარებენ გაუთავებლად, არა აქვთ თავისუფალი მანევრის უნარი. ამ მატჩში, მაგალითად, ისინი სისტემატურად აწვდიდნენ მაღალ ბურთებს წინ, მაგრამ არც გავაშელი, არც ორივე ნოდია არ არიან თავით თამაშის ოსტატები.
ძალზე უკბილოდ გამოიყურება ჩვენი თავდასხმა. თავისუფალი ადგილის შერჩევა არ იცის თბილისელთა არც ერთმა ფორვარდმა და მათი კომბინაციები, როგორც წესი, ერთ სვლას თუ აღწევს. მერე კომბინაცია ჩიხში ემწყვდევა. ამ მხრივ არარატელთა თამაში დღევანდელი ფეხბურთის ნამდვილი დემონსტრაცია იყო. თუ ბურთი აქვს ერთ-ერთ მათგანს, 2-3 პარტნიორი მაშინვე, წამის დაუკარგავად იხსნება და გადამწოდებელი ღარიბი არჩევანის წინაშე კი არაა, პირიქით, უკეთესს ეძებს.
ერთი სიტყვით, 0:4 მწარე გაკვეთილია თბილისის “დინამოსთვის”, რომლის თითოეულმა წევრმა ღრმა ანალიზი უნდა გაუკეთოს განვლილ მატჩს, ჩაუფიქრდეს შექმნილ მდგომარეობას და ყველა ღონეს მიმართოს მის გამოსასწორებლად. ეს ლიტონი სიტყვები არაა. ლაპარაკია ჩვენი გუნდის აწმყოსა და მომავალზე, მის ავ-კარგზე, ეს კი შორს ხვდება ერთი წაგებული მატჩით გამოწვეული უსიამოვნების გრძნობას.
დაბოლოს, სტატისტიკისთვის, გატანილი გოლების შესახებ: ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა ზანაზანიანმა, შემდეგ “არარატი” წინ გაიყვანა მარქაროვმა, მანვე მესამედ აიძულა ურუშაძე ბადიდან გამოეტანა ბურთი, საქმე კი კოვალენკომ მოათავა.
რ. ქორიძე.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *