«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси) 2:2 (1:1)
Чемпионат СССР 1969 года. 1-я группа класса А. Финальный турнир за 1-14 места. Матч № 31.
21 ноября 1969 года. 18-30. Киев. Центральный стадион. Ясно, 5 градусов. 8000 зрителей. Электроосвещение.
Судьи: К.Андзюлис, К.Бирета, В.Изокайтис (все — Каунас).
«Динамо» К.: Банников, Ванкевич, Соснихин, Левченко, Трошкин, Турянчик (к), Боговик, Пузач, Бышовец (Веремеев, 46), Серебряников (Кащей, 66), Хмельницкий.
«Динамо» Тб.: Члаидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (Илиади, 46), Чохонелидзе, Петриашвили, Кутивадзе, Асатиани, Метревели (к), Гавашели, Л.Нодия.
Голы:
1:0 Пузач — 02
1:1 Гавашели — 36
2:1 Трошкин — 75
2:2 Асатиани — 77
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 22 ноября 1969 года:
КАК ПО НОТАМ.
«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси) — 2:2 (1:1).
Киев. Центральный стадион. 21 ноября. 5 градусов. 8 000 зрителей.
Судьи К. Андзюлис, К. Бирета, В. Изокайтис (все — Каунас).
«Динамо» (Киев): Банников, Ванкевич, Соснихин, Левченко, Трошкин, Турянчик, Боговик, Пузач, Бышовец (Веремеев, 16), Серебряников (Кащей, 66), Хмельницкий.
«Динамо» (Тбилиси):Члаидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (Илиади, 46), Чохонелидзе, Петриашвили, Кутивадзе, Асатиани, Метревели, Гавашели, Л. Нодия.
Голы: Пузач (2), Гавашели (36), Трошкин (73), Асатиани (77).
Ах, как хотелось киевлянам увидеть интересный футбольный спектакль! Они рассуждали примерно так: в чемпионате все точки над «и» уже расставлены, команды — и наша, и тбилисская — освободились от тяжкого психологического бремени, налагаемого необходимостью добиваться вполне определенного результата, любой ценой вырывать нужную позарез победу. А это значит, что будет раскованная, свободная от обычного напряжения, содержательная игра.
Увы, этим надеждам не суждено было оправдаться. Правы были те, кто остался в этот холодный осенний вечер дома. Спектакль состоялся, но очень уж несерьезный, примитивным и, скажем прямо, обидный для зрителей.
Впрочем, внешне все выглядело довольно благопристойно. Обе команды по очереди проводили красивые многоходовые комбинации, игроки всячески изощрялись в демонстрации сложных технических приемов и финтов, удары по воротам чередовались с бросками вратарей, а корректность соперников была просто неподражаемой — арбитр, матча за все 90 минут едва ли десяток раз воспользовался своим правом остановить игру. Но даже самый наивный, самый неискушенный зритель не принял бы то, что происходило вчера на поле киевского Центрального стадиона за календарный матч. Право, я даже затрудняюсь, как назвать его. Баловством, что ли?…
Обменявшись «учебно-показательными» голами — по одному в каждом тайме, команды киевского и тбилисского «Динамо» покинули поле под иронические выкрики зрителей: «Молодцы! Молодцы!». Это было обиднее всякого свиста, но футболисты вряд ли могли рассчитывать на другую реакцию трибун.
Г. БОРИСОВ.
(Наш корр.).
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 23 ноября 1969 года:
მატჩი, რომელიც არაფერს წყვეტდა.
კიევი. ცენტრალური სტადიონი. 21 ნოემბერი.
“დინამო” (კიევი) — “დინამო” (თბილისი) — 2:2 (1:1).
კიევი: ბანიკოვი, ვანკევიჩი, სოსნიხინი, ლევჩენკო, ტროშკინი, ტურიანჩიკი, ბოგოვიკი, პუზაჩი, ბიშოვეცი (ვერემეევი), სერებრიანიკოვი (კაშჩეი), ხმელნიცკი.
თბილისი: ჩლაიძე, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა (ილიადი), ჭოხონელიძე, პეტრიაშვილი, კუტივაძე, ასათიანი, მეტრეველი, გავაშელი, ლ. ნოდია.
მსაჯი: კ. ანძიულისი (კაუნასი).
ფეხბურთის სპეციალისტები, მწვრთნელები, საკავშირო ფედერაციის მუშაკებიც კი ბოლო წლებში ხშირად გამოდიან პრესაში განცხადებით, რომ სსრ კავშირის ჩემპიონატის კალენდარი შედგენილი უნდა იყოს რაც შეიძლება რაციონალურად, ხელს უწყობდეს გუნდებში სასწავლო-საწვრთნელი მუშაობის ნორმალურად წარმოებას, თანაც, იყოს მყარი და სტაბილური, ერთხელ და საბოლოოდ დამტკიცებული.
ოქროს სიტყვებია! ასეთ კალენდარს რა სჯობს, მაგრამ ვინაა ამ კეთილი სურვილების შემსრულებელი? ჩვენ უკვე აღარც გვახსოვს ის წლები, როცა კალენდარი კალენდარს ჰგავდა და ახლანდელივით არ გვიხდებოდა თარიღებისა და შემხვედრი გუნდების ვინაობათა უსასრულოდ გადაჩხაპვნა.
ახლაც ასე მოხდა. სსრ კავშირის ჩემპიონატი, ფაქტიურად, დამთავრდა, ყველაფერი ნათელი, გარკვეული და წერტილდასმულია. საქაღალდეს კი, რომელსაც აწერია “სსრ კავშირის 1969 წლის პირველობა”, ჯერ ვერ დახურავ. ჯერ კიდევ გასარკვევია კიევისა და თბილისის დინამოელთა ურთიერთობანი.
რა უნდა გაარკვიოს ამ ორმა მატჩმა? არსებითად, არაფერი. კიევის “დინამო” ვიცე-ჩემპიონია, ხოლო თბილისის “დინამო” — ბრინჯაოს პრიზიორი. აქ აღარაფერი შეიცვლება.
და მით უფრო საწყენია, რომ ასეთი რანგისა და ტიტულების ორ გუნდს ფაქტიურად უხდება საწვრთნელი მატჩის ჩატარება, ვინაიდან ჩემპიონატი ზურგს უკანაა, არაფერი იცვლება. ამიტომ ნამდვილ სატურნირო ბრძოლას სჯობს “მაღალ დონეზე” წაივარჯიშო, ვინაიდან კიეველებს სრულ სპორტულ ფორმაში ყოფნა ჭირდებათ 26 ნოემბრისთვის (ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მატჩი ფლორენციაში “ფიორენტინასთან”). თბილისელებს კი ტურნე აქვთ იტალიასა და არაბეთის გაერთიანებულ რესპუბლიკაში…
აი, ასეთი პერსპექტივებით გამოვიდნენ მეტოქენი კიევის სტადიონზე, ამიტომ მინდორზეც ამხანაგური შეხვედრის განწყობილება სუფევდა. სხვა შემთხვევაში, სხვა სიტუაციაში ეს იქნებოდა უკიდურესად დაძაბული, საბრძოლო მატჩი.
ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა პუზაჩმა. ამას მოჰყვა თბილისელთა ხანგრძლივი იერიშები, ხურცილავამ ძელს მოახვედრა ბურთი, ლ. ნოდია საუკეთესო პოზიციაში იმყოფებოდა და თავი გამოიჩინა ბანიკოვმა. ბოლოს, 35-ე წუთზე, გავაშელმა კარგად გამოიყენა ასათიანის გადაცემა — 1:1.
75-ე წუთზე ტროშკინი შეიჭრა სტუმრების საჯარიმო მოედანში და რამდენიმე მცველთან ბრძოლაში გაიტანა მეორე გოლი. მერე კი ფლანგიდან მოწოდებული ბურთი ასათიანმა ზუსტად გაგზავნა კარში.
ო. ბუჩმა (ტელეფონით, ჩვენი კორ.).