«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 2:0 (0:0)
Чемпионат СССР 1969 года. 1-я группа класса А. Финальный турнир за 1-14 места. Матч № 32.
25 ноября 1969 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». 9 градусов. 5000 зрителей.
Судьи: Э.Азим-заде, Ю.Григорьев, Ш.Кочарян (все — Баку).
«Динамо» Тб.: Члаидзе, Будзишвили, Читаури, С.Коридзе, Чохонелидзе (к), М.Мачаидзе, Эсебуа, Маградзе (Мчедлишвили, 46), Гогоберидзе, Бурджанадзе, Каркашадзе.
«Динамо» К.: Собецкий, Кравчук, Денеж, Гороза, Белоус (Мукомелов, 58), Зеленский (Зуев, 65), Павловский, Павленко, Сугирей, Веремеев (к), Блохин.
Голы:
1:0 Мчедлишвили — 65
2:0 Гогоберидзе — 85
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 26 ноября 1969 года:
ПОСЛЕДНИЙ ГОЛ ЧЕМПИОНАТА.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев). 2:0 (0:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 5000 зрителей. 25 ноября. 9 градусов тепла.
Судьи: Э. Азим-Заде, Ю. Григорьев и Ш. Кочарян (все — Баку).
«Динамо» (Тбилиси): Члаидзе, Будзишвили, Читаури, Коридзе, Чохонелидзе, Мачаидзе, Эсебуа, Маградзе (Мчедлишвили, 46), Гогоберидзе, Бурджанадзе, Каркашадзе.
«Динамо» (Киев): Сабецкий, Кравчук, Денеж, Гороза, Белоус, (Мукомелов, 58), Зеленский (Зуев, 65), Павлоцкий, Павленко, Сугирей, Веремеев, Блохин.
Голы: Мчедлишвили (65). Гогоберидзе (85).
Тбилисским любителям футбола выпала честь быть свидетелями последнего матча XXXI чемпионата страны. К сожалению, прощание было лишено приличествующей моменту торжественности. И не вина футболистов, что матч этот не был в состоянии взволновать зрителей. Киевляне, которым предстоит очень ответственная встреча во Флоренции, прислали в Тбилиси свой дублирующий состав. Тбилисцы, вылетающие в турне по Италии и ОАР, тоже решили дать отдохнуть ведущим игрокам.
Тбилисцы выглядели лучше и одержали заслуженную победу. Не имеет смысла пересказывать подробности матча, давать оценки его участникам. Если что и заслуживает внимания, то это последний гол сезоне, гол-красавец, забитый за пять минут до конца игры Тенгизом Гогоберидзе — сыном популярного в прошлом футболиста Константина Гогоберидзе.
К навесной передаче с правого края Тенгиз Гогоберидзе поспел раньше соперников и не дав мячу опуститься на землю, сильнейшим ударом послал его в верхний угол ворот. А за 20 минут до этого он же буквально «посадил» мяч на голову Мчедлишвили, дав тому возможность открыть счет.
Г. АКОПОВ. (Наш корр.).
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 27 ноября 1969 года:
მხოლოდ სტატისტიკოსთათვის.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 25 ნოემბერი.
“დინამო” (თბილისი) — “დინამო” (კიევი) — 2:0 (0:0).
თბილისი: ჩლაიძე, ბუძიშვილი, ჩიტაური, ქორიძე, ჭოხონელიძე, მაჩაიძე, ესებუა, მაღრაძე (მჭედლიშვილი), ღოღობერიძე, ბურჯანაძე, ქარქაშაძე.
კიევი: საბეცკი, კრავჩუკი, დენეჟი, გოროზა, ბელოუსოვი, ზელენსკი (ზუევი), პავლოცკი (მუკომოლოვი), პავლენკო, სუგირეი, ვერემეევი, ბლოხინი.
მსაჯი: ე. აზიმ-ზადე (ბაქო).
გავა წლები და რომელიმე სტატისტიკოსს დასჭირდება თბილისისა და კიევის დინამოელთა 1969 წლის ჩემპიონატის მეორე წრის მატჩის დეტალები. ჩაიხედავს მატჩის ოქმში და თვალებს არ დაუჯერებს — ალბათ, დუბლიორთა შეხვედრის ოქმი მომხვდაო ხელთ.
მაგრამ სხვა ოქმს იგი ვერ იპოვის. მოხდა ისე, რომ სსრ კავშირის XXXI ჩემპიონატის ბოლო მატჩი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელ გუნდებს შორის ვერ ჩატარდა შესაფერის დონეზე. მიზეზი? ისევ კალენდრის უწესივრობა. 26 ნოემბერს კიეველებს უაღრესად საპასუხისმგებლო საერთაშორისო მატჩი ჰქონდათ ფლორენციაში და ბუნებრივია, ძირითადი შემადგენლობა იქ იყო მივლინებული. შეიძლებოდა თამაში გუნდის დაბრუნების შემდეგ, რახან თბილისში ასეთი კარგი ამინდებია, მაგრამ იმ დროისთვის უკვე მასპინძლები აღარ იქნებოდნენ შინ (ტურნე არაბეთის გაერთიანებულ რესპუბლიკასა და იტალიაში). ამიტომ კიეველებს თბილისში ახალგაზრდული შემადგენლობის გამოგზავნის გარდა სხვა გზა აღარ ჰქონდათ. გასაგებია, რომ თბილისელებმა კოლეგიალობა გამოიჩინეს და თვითონაც დუბლიორთა შემადგენლობით გამოვიდნენ მინდორზე.
ერთი სიტყვით, რამდენადაც გვახსოვს, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა საკავშირო ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში ორივე გუნდმა სათადარიგო შემადგენლობით ითამაშა. მაგრამ შეცდა ის, ვინც ამ დღეს სტადიონზე არ მივიდა. ეს იყო ძალიან საინტერესო, დაძაბული ბრძოლით აღსავსე შეხვედრა, რომელმაც მაყურებელს კმაყოფილება მოჰგვარა.
მასპინძლებმა თავიდანვე აიღეს ხელთ ინიციატივა და ხშირად ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს მოპირდაპირე კართან. მეკარე საბეცკის მოსვენება არა ჰქონდა. საუკეთესო შესაძლებლობანი გაუშვეს ხელიდან ღოღობერიძემ, ბურჯანაძემ, მაღრაძემ.
ანგარიში გაიხსნა მხოლოდ 65-ე წუთზე. ღოღობერიძის ზუსტი გადაცემა კარგად გამოიყენა მჭედლიშვილმა და თავით გაიტანა ბურთი ახლოდან. მატჩის დასასრულს ქარქაშაძე სწრაფად გავიდა მარჯვენა ფრთაზე, ბურთი კარის წინ ღიად დარჩენილ ღოღობერიძეს ჩააწოდა, ამ უკანასკნელმა კი საუცხოო, შეუჩერებელი დარტყმით ბურთი კიეველთა კარში გაგზავნა.
მატჩის შემდეგ გუნდების კაპიტნებმა დაუშვეს XXXI ჩემპიონატის ალამი.
რ. ქორიძე.