«Торпедо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 5:1 (2:0)

«Торпедо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 5:1 (2:0)

Чемпионат СССР 1957 года. Класс «А». Матч № 13.
1 сентября 1957 года. Москва. Центральный стадион им. В.И.Ленина. 30000 зрителей.
Судьи: А.Зябликов (Ленинград), Серегин, Меньшиков (оба — Москва).
«Торпедо»: Денисенко, Медакин, Марьенко, Островский, Сенюков, Анисимов, Метревели (Гусаров), Иванов (к), Стрельцов, Фалин, Арбутов.
«Динамо»: С.Котрикадзе, Элошвили, Чохели, Даварашвили, А.Котрикадзе, Рамишвили, Хасая, Чкуасели, Гогоберидзе (к), Яманидзе, Месхи. На замену: Зазроев.
Голы:
1:0 Фалин — 02
2:0 Стрельцов — 30
3:0 Фалин — 53
3:1 Яманидзе — 70
4:1 Иванов — 75 (пен.)
5:1 Иванов — 81
Предупреждение: Чкуасели.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился (переписан).

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 3 сентября 1957 года:

Две тактики.
«Торпедо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси). 5:1 (2:0). 1 сентября. Москва. Стадион имени В. И. Ленина. Судья А. Зябликов (Ленинград).
Динамовцы в этом матче избрали вариант, при котором Чкуасели, вышедший на поле под № 8, фактически играл оттянутого центрального нападающего. Тбилисцы стремились использовать сильный и точный удар этого опасного игрока. Его партнеры Хасая (№ 7), Гогоберидзе (№ 9), Яманидзе (№ 10) и Месхи (№ 11), играя впереди, видимо, должны были обеспечить свободу действий Чкуасели. Однако этого не произошло. Пятерка нападающих тбилисцев много водила мяч, затягивала передачи, чем значительно облегчала действия защитников «Торпедо». Москвичи же выбрали простой и ясный тактический план. Используя «пробивные» качества Стрельцова, они выдвинули его вперед. Крайние нападающие Метревели и Арбутов играли широко, растягивая защитников тбилисцев. Когда же Стрельцов отходил принимать мяч и вытягивал за собой Чохели (№ 3), на его место врывались Иванов или Фалин.
Если первый гол, забитый Фалиным на 2-й минуте, явился следствием неразберихи в защите гостей при штрафном уда ре, то в дальнейшем тактическое преимущество хозяев поля было очевидным. На 30-й минуте Стрельцов, получив мяч в центре поля, прошел на большой скорости к воротам противника, обвел вратаря, и счет стал 2:0.
После перерыва картина не изменилась. Торпедовцы продолжают доминировать на поле. На 53-й минуте Фалин проводит третий гол в ворота динамовцев. Гости деморализованы. И хотя они на 70-й минуте сквитывают один гол (Яманидзе). их защита не может сдержать агрессивно настроенных москвичей. До конца игры Иванов сперва с 11-метрового, а затем после блестящего прорыва по центру доводит счет до 5:1.
Матч дублеров окончился победой москвичей — 3:2.
Л. Алексеев.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 3 сентября 1957 года:

კვლავ დამარცხება.
მოსკოვი. 1 სექტემბერი. (ტელეფონით).
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში მთელი დღე წვიმდა, ვ.ი. ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ლუჟნიკში ფეხბურთის მრავალი მოყვარული მოვიდა. ისინი მოელოდნენ, რომ მორიგი მატჩი სსრ კავშირის პირველობაზე მოსკოვის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” შორის ჩაივლიდა საინტერესო, დაძაბულ ბრძოლაში. მით უმეტეს, რომ ეს ორი გუნდი მეტად ახლოს დგას ერთმანეთთან გათამაშების ცხრილში.
მაგრამ თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მათი მოლოდინი არ გამართლდა – თბილისელებმა მეტად ცუდად ჩაატარეს მატჩი, ვერ გაუწიეს სათანადო წინააღმდეგობა ტორპედოელებს და მათი დამარცხება დიდი ანგარიში – 1:5 სავსებით გამოხატავს ძალთა შეფარდებას მინდორზე.
პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს “დინამოს” დაცვის სუსტი თამაში. მართალია, თბილისელებს აკლდათ ორი ძირითადი მოთამაშე – ძიაპშპა (№3) და ხოჭოლავა (№4), რომელთა ადგილები დაიკავეს ჩოხელმა და დავარაშვილმა, რამაც საგრძნობლად შეასუსტა დაცვის საერთო ბრძოლისუნარიანობა, მაგრამ არც სხვა მოთამაშეები იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე. ნახევარმცველებმა მთლიანად დაუთმეს მინდვრის შუაგული მოწინააღმდეგეს, ვერ შეძლეს კონტაქტის დამყარება თავდასხმასთან. მთელი თამაშის მანძილზე თბილისელთა დაცვაში ადგილი ჰქონდა როგორც ტაქტიკური, ისე ტექნიკური ხასიათის შეცდომებს. განსაკუთრებით უჭირდათ დინამოელებს მოწინააღმდეგის ცენტრალური თავდამსხმელის სტრელცოვის ნეიტრალიზება, რომელიც 90 წუთის განმავლობაში განაგებდა თამაშს სტუმრების კართან.
მაგრამ არც “დინამოს” თავდამსხმელები თამაშობდნენ ამ დღეს უკეთესად (ხასაია, ჭკუასელი, ღოღობერიძე, იამანიძე, მესხი. ეს უკანასკნელი შემდგომში შეცვალა ზაზროშვილმა). ბურთი, როგორც წესი, უმისამართოდ მოძრაობდა მათ შორის, მოსკოველები თითქმის ყოველ პირველ შეტაკებაზე ართმევდნენ ბურთს თბილისელთა ფორვარდებს და მაშინვე იწყებოდა ხანგრძლივი შეტევა სტუმართა კარზე. იშვიათი კონტრიერიშების შემთხვევაში დინამოელები შეჯგუფულად მოქმედებდნენ და რეალურ საფრთხეს მოწინააღმდეგისათვის არ წარმოადგენდნენ.
ორიოდე წუთიც არ იყო გასული თამაშის დაწყებიდან და ფალინმა (№10) გაიტანა პირველი გოლი. კარგა ხნის განმავლობაში ეს ანგარიში უცვლელი იყო. 30–ე წუთზე სტრელცოვმა მეორე ბურთი გაიტანა და ტაიმი დამთავრდა ანგარიშით 2:0.
შესვენების შემდეგ ფალინის გარღვევა ახალი გოლით დამთავრდა – 3:0. თბილისელებმა სცადეს გარდატეხის შეტანა და იამანიძემ შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა – 1:3, მაგრამ ეს გარდატეხა ერთობ ხანმოკლე აღმოჩნდა. მალე “დინამოს” კარში დაინიშნა 11–მეტრიანი საჯარიმო, რომელიც ზუსტად გაიტანა ივანოვმა.
მატჩის ბედი ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო. თამაშის დასასრულს ივანოვმა კარგად გამოიყენა “დინამოს” დაცვისა და მეკარე კოტრიკაძის უხეში შეცდომა, გავიდა ცარიელი კარის პირისპირ და გაიტანა მეხუთე ბურთი.
ანგარიშით 5:1 გაიმარჯვა “ტორპედომ”.
ვ. პავლოვი.