«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Ереван) 2:1 (2:1)
Чемпионат СССР 1949 года. Группа I. Матч № 33.
3 октября 1949 года. 16-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им.Л.П.Берия.
Судья: А.Щелчков (Ростов-на-Дону).
«Динамо» Тб.: Маргания, Элошвили, ***, Сарджвеладзе, Панюков*, Гогоберидзе, ***, ***, Зазрошвили, ***, ***.
«Динамо» Ер.: Келеджян, ***, Саркисов, ***, ***, ***, Чаликян (к), Кегеян, Мкртчян, Поладян, Меркулов.
Голы:
1:0 Зазрошвили — 03
1:1 Мкртчян — 35
2:1 Гогоберидзе — 43
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 4 октября 1949 года:
Два матча.
Вчера в Тбилиси и Сталинграде состоялись очередные игры на первенство страны по футболу.
Тбилисские динамовцы встретились со своими ереванскими одноклубниками. После упорной борьбы игра закончилась победой тбилисцев со счетом 2:1.
С таким же результатом выиграли и дублеры тбилисского «Динамо».
…
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 7 октября 1949 года:
კიდევ ორი ქულა.
3 ოქტომბერს თბილისის „დინამოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდმა თავის მინდორზე ჩაატარა სსრ კავშირის პირველობის გათამაშების მეორე წრის მეთექვსმეტე მატჩი. თბილისელთა წინააღმდეგ თამაშობდნენ ერევნის „დინამოს“ ფეხბურთელები.
თავიდანვე ინიციატივა ხელთ იგდეს თბილისელებმა, რომელთაც ძლიერი შეტევა განავითარეს. მე-3 წუთზე მარცხენა შუამარბმა ღოღობერიძემ, რომელიც ამ დღეს შესანიშნავად თამაშობდა, თავით გააგზავნა ბურთი სტუმრების საჯარიმო მოედანზე. ერევნის „დინამოს“ ცენტრალური დამცველის სარქისიანის ცდა, მოეგერებინა ბურთი, ამაო გამოდგა, წინ გაჭრილმა ზაზროშვილმა ძლიერი ღარტყმით ბურთი მოწინააღმდეგეთა კარში მოათავსა. 1:0 თბილისის „დინამოს“ სასარგებლოდ.
წარუმატებლობამ სტუმრები არ დააბნია. ისინი მედგარ წინააღმდეგობას უწევენ თბილისელ თავდამსხმელთა ხუთეულს, რომელიც მათს საჯარიმო მოედანზე ტრიალებს.
თანდათან თამაში თანაბარი ხდება, შემდეგ კი ინიციატივა სტუმრების მხარეზეა. ისინი ენერგიას და ძალღონეს არ იშურებენ საპასუხო ბურთის გასატანად, თბილისელთა კართან ჰქმნიან რამდენიმე კრიტიკულ მომენტს.
35-ე წუთზე მსაჯი შჩერბოვი (მოსკოვი) ნიშნავს კუთხურ გარტყმას თბილისელთა კარისაკენ. სტუმრების მიერ მოწოდებულ ბურთს მარღანია ხელში ვერ იჭერს და ერევნელთა ცენტრალური თავდამსხმელი მკრტიჩიანი მას თბილისელთა ბადეში ათავსებს. ანგარიში გათანაბრებულია – 1:1.
თამაში უფრო მწვავე ხასიათს ღებულობს. თბილისელები აქტიურ შეტევაზე გადადიან და ტაიმის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე ღოღობერიძეს მშკენიერი დარტყმით მეორე ბურთი გააქვს.
უფრო დაძაბულ ვითარებაში ჩატარდა მატჩის მეორე ნახევარი. მოწინააღმდეგეებმა დიდი შრომა დახარჯეს ანგარიშის შესაცვლელად, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს.
შეხვედრა დამთავრდა თბილისელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:1.
გ. ლევანიძე.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 4 октября 1949 года:
ЕРЕВАН — ТБИЛИСИ.
Вчера на тбилисском стадионе «Динамо» имени Л. П. Берия состоялся очередной матч на первенство СССР по футболу. Динамовцы Тбилиси встретились со своими ереванскими одноклубниками.
Игра началась в быстром темпе, и уже в первые минуты защите гостей пришлось поработать с полной нагрузкой.
На 3-й минуте Зазрошвили с подачи Гогоберидзе послал в сетку ереванцев первый мяч. Счет 1:0.
В дальнейшем игра проходила с преимуществом тбилисских динамовцев, но хозяева поля не сумели использовать несколько выгодных для себя моментов у ворот ереванцев.
Гости в свою очередь часто переходили в атаки. На 35-й минуте ереванские футболисты успешно использовали угловой удар. Вратарь Маргания не сумел удержать мяч в руках, и центр нападения ереванцев Мкртычян с близкого расстояния сквитал счет.
За 2 минуты до конца первой половины игры Гогоберидзе четким ударом забил еще одни мяч в ворота гостей.
Во второй половине игры, несмотря на усилия обеих команд, счет игры не изменился. Матч закончился победой динамовцев Тбилиси со счетом 2:1.
Газета «კომუნისტი» («Коммунист», Тбилиси) от 4 октября 1949 года:
თბილისის „დინამოს“ გამარჯვება.
გუშინ ლ. პ. ბერიას სახელობის თბილისის „დინამოს“ სტადიონზე შედგა ფეხბურთში სსრ კავშირის 1949 წლის პირველობას გათამაშების მეორე წრის კალენდარული მატჩი თბილისისა და ერევნის „დინამოს ფეხბურთელთა გუნდებს შორის. პირველი წრის შეხვედრა აღნიშნულ გუნდებს შორის, რომელიც ერევანში ჩატარდა, მოიგეს თბილისელებმა, ანგარიშით — 2:1.
მეორე წრის შეხვედრას აღნიშნული გუნდებისათვის დიდი მნიშვნელობა ქონდა, ვინაიდან გამარჯვების შემთხვევაში: თბილისელებს უდიდდებოდათ რეალური შანსები მეხუთე ადგილისათვის, ხოლო ერევნელები საბოლოოდ სცილდებოდნენ აუტსაიდერთა ჯგუფს.
თბილისელებმა პირველ წუთებშივე ხელთ იგდეს ინიციატივა და მედგრად ეკვეთნენ ერევნელებს და ზედიზედ ელვისებური იერიშები მიიტანეს სტუმრების კარზე. თბილისელებმა მალე შედეგსაც მიაღწივს. ზაზროშვილის ძლიერმა დარტყმამ შეარბია სტუმრების კარის ბადე, მაგრამ ერევნელებმა, რომლებიც საერთოდ უკანასკნელ მატჩებს დიდი მონდომებით და წარმატებით ატარებენ, მოიგერიეს თბილისელთა დაწოლა, გაათანაბრეს თამაში და მალე გუნდის კაპიტანი ჩალიკიანი მარცხენა ფრთიდან მიუახლოვდა თბილისელთა კარს და ძლიერად დაარტყა ბურთს, რომელიც ხელიდან გაუსხლტა მეკარე მარღანიას. ბურთს მიუსწრო პალადიანმა და საპასუხო გოლი გაიტანა. ტაიმის ბოლო წუთებში კვლავ თბილისელები ავიწროებენ ერევნელებს. განსაკუთრებით აქტივობს ა. ღოღობერიძე, რომელსაც შორი მანძილიდან მოაქვს ბურთი, ატყუებს ერევნელთა ოთხ მცველს და ზუსტი და ძლიერი დარტყმით აგზავნის ბურთს მარცხენა კუთხეში. კელეჯანის სხარტი ნახტომი ამაო გამოდგა. ერევნელთა ბადე მეორედ შეირხა. პირველი ტაიმი დამთავრდა ანგარიშით 2:1 თბილისელთა სასარგებლოდ.
მეორე ტაიმში მეტწილად ერევნელთა ხელში იყო ინიციატივა და მათ არაერთხელ შეჰქმნეს თბილისელთა კართან სახიფათო მომენტები, მაგრამ თბილისელთა დაცვა მტკიცე აღმოჩნდა. განსაკუთრებით აქტივობდა გუნდის მარჯვენა მცველი ახალგაზრდა ელოშვილი, რომელიც ერევნელთა მარცხენა გარემარბს ვ. მერკულოვს ცენტრის ხაზთანვე უმართავდა ორთაბრძოლებს და იქვე ჰფუშავდა ერევნელთა მიერ დაწყებულ იერიშებს. ძლიერად ჩაატარა შეხვედრა აგრეთვე მარცხენა მცველმა ი. სარჯველაძემ. მეორე ტაიმში თბილისელებიც ხშირად ჩნდებოდნენ სტუმრების საჯარიმო მოედანზე, მაგრამ ანგარიშის გადიდება ვერ შეძლეს. მატჩის ბოლო წუთები ორმხრივი იერიშებით აღინიშნა, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.
მატჩი მოიგო თბილისის „დინამომ“ ანგარიშით 2:1.
ამჟამად თბილისელებს აქვთ 38 ქულა, ხოლო ერევნელებს 20 და თითოეულს ჩასატარებული დარჩათ თითო მატჩი. ერევნელები თავიანთ უკანასკნელ მატჩს ჩაატარებენ მოსკოვის ცდკასთან, ხოლო თბილისელები 7 ოქტომბერს თავიანთ მოედანზე შეხვდებიან მოსკოვის „ლოკომოტივს“.
ა. გოგოლაშვილი.
Газета «ახალგაზრდა კომუნისტი» («Молодой коммунист», Тбилиси) от 6 октября 1949 года:
ახალი გამარჯვება.
თბილისის “დინამომ” ერევნელი თანამოკლუბენი პირველ წრეში დაამარცხა ანგარიშით 2:1. ასეთივე ანგარიშით გაიმარჯვეს დინამოელებმა მეორე შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა 3 ოქტემბერს თბილისის “დინამოს” სტადიონზე. მასპინძლებმა პირველივე წუთებში შეუტიეს სტუმრებს და შედეგსაც მიაღწიეს. ა. ზაზროშვილმა კარგად გამოიყენა დამცველების შეცდომა, სწრაფად გაიჭრა წინ, ზუსტად დაარტყა და… ერევნის მეკარემ კელეჯანმა ბურთი ბადიდან გამოიტანა (1:0).
შემდეგ თბილისელები რამდენიმეჯერ გავიდნენ სტუმრების კართან, მაგრამ ან დარტყმას აგვიანებდნენ ან ერევნელთა დამცველები ახერხებდნენ შეტევის მოგერიებას.
37-ე წუთზე ჩალიკიანმა ადგილი შეიცვალა, მარცხენა ფრთაზე გადავიდა და კარში ძლიერად დაარტყა. მარღანიამ ბურთი აიღო, მაგრამ ვერ შეაჩერა ხელში. სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს ტაიმის მიწურულში ა. ღოღობერიძემ იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა: იგი სამ დამცველს შორის გავიდა და კარში ზუსტად დაარტყა (2:1).
თამაშის მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.
ბ. ქორქია.
Газета «Коммунист» (Ереван) от 5 октября 1949 года:
Интересный матч.
ТБИЛИСИ, 3. (Наш спец. корр.). На стадионе «Динамо» им. Л. П. Берия состоялся матч на первенство страны по футболу между хозяевами поля и динамовцами Еревана.
Игру начали ереванцы, но вскоре динамовцы Тбилиси перехватили мяч и уже на третьей минуте, воспользовавшись ошибкой центра защиты ереванцев Саркисяна, Зазрошвили открыл счет. Футболисты Еревана неоднократно предпринимали контратаки. На 23-й минуте нападающий Мкртчян, приняв мяч от Чаликяна, забил ответный гол. Игра продолжалась с переменным успехом. За 2 минуты до окончания первой половины игры Гогоберидзе удваивает счет. После перерыва игра проходила в обоюдных атаках, но результата не дала. Со счетом 2:1 в пользу тбилисского «Динамо» закончился этот интересный матч.