«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Ленинград) 1:1 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Ленинград) 1:1 (0:0)

Чемпионат СССР 1949 года. Группа I. Матч № 32.
29 сентября 1949 года. 16-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им.Л.П.Берия.
Судья: С.Руднев (Москва).
«Динамо» Тб.: Маргания, Элошвили, Тантыба, Сарджвеладзе, Панюков, Челидзе, Джоджуа (Грамматикопуло, 2т.), Махарадзе, Зазрошвили, Гогоберидзе, С.Джеджелава.
«Динамо» Л.: Кудрявцев, Донцов, Зябликов, Северов, Тенягин, Лемешев, Васильев, Лотков, Вардимиади, Викторов (к), Чучелов (Бондаренко).
Голы:
1:0 С.Джеджелава — 64
1:1 Викторов — 75

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаЛенинское знамяახალგაზრდა კომუნისტი

Газета «Советский спорт» (Москва) от 1 октября 1949 года:

Ничья одноклубников.
Игра началась атакой хозяев поля. В течение 10 минут тбилисцы трижды подают угловые. На 64-й минуте тбилисцы проводят эффектную комбинацию. Панюков выводит Зазрошвили на ворота. Вратарь ленинградцев Кудрявцев выбегает вперед, пытаясь перехватить мяч, но центральный нападающий тбилисцев в последнее мгновение успевает откинуть мяч влево, и набежавший С. Джеджелава забивает его в ворота.
Через 11 минут ленинградцы получают право на штрафной. Латков перекидывает мяч через «стенку» свободному Викторову, и тот сквитывает счет — 1:1. У дублеров победили ленинградцы — 2:1.
Н. Чхатарашвили, судья республиканской категории.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 30 сентября 1949 года:

ფრე ლენინგრადელებთან.
მატჩის პირველი წუთი თბილისელთა საჯარიჰმო მოედანზე ვარდიმიადის სწრაფი გასვლით აღინიშნა. შემდეგ მასპინძელთა თავღასხმის სამეულმა სტუმრების დაცვის ზღუდე გაარღვია და კუდრიავცევი იძულებული გახდა თამაშში ჩაბმულიყო…
ასე დაიწყო ადგილობრივ „დინამოს“ სტადიონზე (29 სექტემბერს) მატჩი ლენინგრადისა და თბილისის დინამოელთა შორის.
მინდორზე გუნდები შემდეგი შემადგენლობით გამოვიდნენ: ლენინგრადი – კუდრიავცევი; დონცოვი, ზიაბლიკოვი, სევეროვი; ტენიაგინი, ლემეშევი; ვასილიევი, ლატკოვი, ვარდიმიადი, ვიქტოროვი, ჩუჩელოვი (ბონდარენკო). თბილისი – მარღანია; ელოშვილი, ტანტიბა, სარჯველაძე; პანიუკოვი, ჭელიძე; ჯოჯუა (გრამატიკოპულო), მახარაძე, ზაზროშვილი, ღოღობერიძე, ს. ჯეჯელავა.
თბილისელები კომბინაციურე თამაშით ცდილობენ მოწინააღმდეგის დაცვის გადალახვას, მაგრამ ზაზროშვილი რატომღაც ძალზე უკანაა დახეული, რაც მასპინძელთა შეტევებს სიმძაფრეს უკარგავს (სხვათაშორის ასეთივე სურათი იყო მატჩის მეორე ნახევარშიც!). ლენინგრადელები უმთავრესად გარღვევებზე აგებენ თამაშს. ჭელიძეს, რომელიც ფაქტიურად ცენტრალური დამცველის როლშია, დიდი ენერგიის დახარჯვა უხდება ვარდიმიადისთან ბრძოლაში.
…ზაზროშვილმა ორჯერ ზედიზედ სახიფათო მომენტი შექმნა სტუმრების კართან მაგრამ ჯერ კუდრიავცევმა ისახელა თავი, შემდეგ დონცოვმა იხსნა თავისი გუნდი. მე-21 წუთზე კუდრიავცევი ძლივს ახერხებს ს. ჯეჯელავას ძლიერი ბურთების აღებას.
სტუმრები რამდენიმეჯერ მაგარ შეტეკაზე გადადიან (ვიქტოროვი, ვარდიმიადი, ვასილიევი), მაგრამ თბილისელთა დაცვა იგერიებს ბურთებს. კარგად თამაშობს მარღანია.
25-ე წუთზე კუდრიავცევმა გაბედული ნახტომით ფეხებიდან ააცალა ბურთი ზაზროშვილს, ათი წუთის შემღებ, ერთ-ერთი სახიფათო მომენტის დროს (იგი ჩუჩელოვმა შექმნა მარცხნიდან) მარღანიამ კარიდან გამოსვლა დააგვიანა და ვარდიმიადიმ იგი კინაღამ ბურთიანათ შეიტანა კარში.
მატჩის პირველი ნახევარი, მიუხედავაღ გუნდების დიდი მონდომებისა, დამთავრდა უშედეგოდ — 0:0.
მეორე ტაიმი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. ლენინგრადელი მეკარე რამდენიმე ძნელ ბურთს იღებს, მათ შორის ჯეჯელავას ძლიერად დარტყმულ საჯარიმოს.
მე-19 წუთზე თბილისელებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს: პანიუკოვმა ბურთი ჯოჯუას მიაწოდა. უკანასკნელმა თავის სექტორში გარღვევაზე ზაზროშვილი გაიყვანა. ზაზროშვილის შესახვედრად კუდრიავცევი გამოვიდა, მაგრამ თბილისელმა მოასწრო მახარაძისათვის ბურთის მიწოდება. მახარაძემ (იგი ამ დღეს სუსტად თამაშობდა და ბურთის გაუმართლებელი ტარებით იყო გატაცებული) ვერ მოახერხა გადამწყვეტი დარტყმის ჩატარება და ბურთი სტუმრებმა უკან გამოაბრუნეს მას დაეუფლა ჯეჯელავა და ანგარიში გაიხსნა… 1:0.
მე-30 წუთზე ლენინგრადელებმა კარგად გამოიყენეს საჯარიმო. ლატკოვმა მაღალ ბურთზე ვიქტოროვი გაიყვანა (თბილისელებმა ოდნავადაც კი არ შეუშალეს ვიქტოროვს ბურთზე გასვლა!), რომელმაც თავით ლამაზი გოლი გაიტანა. 1:1.
მანამდე კი მახარაძემ ბურთის გატანის აშკარა შესაძლებლობა დაჰკარგა, – მარჯვნიდან მოწოდებულ ბურთს კარიდან ერთ მეტრში ფეხი ააცილა.
მატჩის ბოლო წუთებში თბილისელები ძლიერ შეტევაზე გადავიდნენ… კუდრიაგცევმა შესანიშნავი ნახტომით მკვდარი ბურთი აიღო ზაზროშვილისაგან. ორი წუთიც, და გაისმა მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა. ფრე – 1:1.
მ. გიაძე.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 30 сентября 1949 года:

На первенство СССР по футболу.
Вчера на тбилисском стадионе «Динамо» имени Л. П. Берия состоялся очередной календарный матч футбольного первенства страны между динамовскими коллективами Ленинграда и Тбилиси.
В первой половине игры, несмотря на большие старания обеих сторон, счет не был открыт. На 19-й минуте второй половины игры, после красивой комбинации мяч отскочил к левому крайнему нападения С. Джеджелава, который незамедлительно направил его в ворота гостей. Но через 11 минут ленинградцы умело разыграли штрафной мяч, и никем не прикрытый Викторов, головой забил мяч в левый верхний угол ворот тбилисцев. Счет 1:1.
Судья всесоюзной категории Руднев (Москва) зафиксировал ничью — 1:1.

Газета «Ленинское знамя» (Тбилиси) от 30 сентября 1949 года:

На первенство СССР по футболу.
Вчера в Тбилиси местная команда «Динамо» в матче на первенство СССР по футболу встретилась со своими ленинградскими одноклубниками. Первая половина игры прошла в переменных атаках безрезультатно.
Счет был открыт на 18-й минуте второй половины игры. Вратарь ленинградского «Динамо» Кудрявцев далеко и нерасчетливо вышел из ворот. Этим и воспользовалось нападение тбилисцев, забив мяч в пустые ворота.
За 15 минут до конца игры ленинградцы бьют штрафной удар и выравнивают счет.
В конце игры тбилисцы усилили натиск на ворота гостей, но все их попытки изменить счет в свою пользу не имели успеха. Упорная борьба закончилась вничью с результатом 1:1.

Газета «ახალგაზრდა კომუნისტი» («Молодой коммунист», Тбилиси) от 1 октября 1949 года:

დაკარგული ქულა.
ლენინგრადისა და თბილისის დინამოელები გათამაშების ცხრილში ახლო მეზობლები არიან. 29 სექტემბერს თანამოკლუბე ფეხბურთელები ერთმანეთს შეხვდნენ მორიგ კალენდარულ მატჩში. პირველ წუთებიდანვე უპირატესობა თბილისელების ხელში იყო. მათი მარჯვენა ფრთა, განსაკუთრებით მ. ჯოჯუა, აქტიურად უტევდა სტუმრებს. ზაზროშვილი რატომღაც უკან იყო დაწეული და ამიტომ მოწინააღმდეგისათვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. პირველ ნახევარში ანგარიში არ გახსნილა.
მეორე ტაიმი თბილისელების შეტევით დაიწყო, კვლავ აქტიურად თამაშობდა ჯოჯუა. მან მე-7 წუთზე მოედნის ცენტრიდან გაიტაცა ბურთი და მიაწოდა ა. ზაზროშვილს, რომელსაც მეკარე კუდრიავცევი ჩაუვარდა ფეხებში. მცირე ბრძოლის შემდეგ დამცველებმა ბურთი საჯარიმო მოედნიდან გამოიტანეს, მაგრამ ს. ჯეჯელავამ მოუსწრო და გაგზავნა ბადეში. 1:0. ორიოდე წუთის შემდეგ ზაზროშვილის მიერ მიწოდებული ბურთით რ. მახარაძე სწრაფად გავიდა წინ და ძლიერად დაარტყა. ბადეში შევარდა… მახარაძე, ხოლო ბურთი კარს აცდა.
თბილისელების შეტევა თანდათან ძლიერდებოდა, მაგრამ ამ დროს გუნდის მწვრთნელი შეცდომას უშვებს. მან მ. ჯოჯუა გ. გრამატიკოპულოთი შესცვალა. იგი ვერ აყვა თამაშის ტემპს, რამდენჯერმე დააგვიანა კომბინაციის გათამაშება. მატჩის მიწურულში ლენინგრადელებს საჯარიმო დარტყმის უფლება მიეცათ. ვიქტოროვმა ანგარიში გაათანაბრა (1:1).
თბილისელებმა დაკარგეს საჭირო ქულა, რომლის შენარჩუნება შესაძლებელი იყო.
ბ. ქორქია.